უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 650 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470]
- ტანკი – 8 860 ერთეული [+14]
- ჯავშანტექნიკა – 17 438 ერთეული [+42]
- საარტილერიო სისტემა – 18 733 ერთეული [+55]
- MLRS – 1 203 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 961 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 093 ერთეული [+62]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 610 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 25 411 ერთეული [+0]
- სპეცტექნიკა – 3 291 ერთეული [+99]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 32 331 უპილოტო საფრენი აპარატი
- 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 447 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 15 345 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 26 655 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დასრულდა – რა თქვეს მხარეებმა