დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
„შედარებას გავაკეთებ იმასთან, რომ სტალინური, საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ.
ამ შემთხვევაში ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის,” – თქვა დღეს, 18 მარტს მიმდინარე სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა.
დღეს სასამართლო პროცესი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროცესი 31 მარტამდე გადადო.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო დღეს, დასანქცირებულიმოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“, ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.
მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე უვადოდგაამწესეს.
ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაციაარ აქვს. დღეს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 2025 წლის 18 თებერვალს შეწყვიტა.
დღეს, 18 მარტს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში ესწრებიან: გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვას იწყებს.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ყოველ ჯერზე ესწრებიან ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.
4 მარტს სასამართლო სხდომას დაესწრნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მოადგილე და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.
ასევე, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ესწრებოდნენ: ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი და ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.
სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნოშუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.
„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის „დაფნაში“ გატარება. გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს.
ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან ერთვის ადგილმდებარეობა და ინტერიერი — თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე კაფეს განსაკუთრებული ატმოსფერო გასდევს. თანაც, „დაფნაში“ შენარჩუნებულია ძველი ვიზუალური ესთეტიკა.
სწორედ ამ იდეას გაჰყვნენ და მივიდნენ ბათუმამდე, სადაც სულ ახლახან გაიხსნა „დაფნას“ ფილიალი. როგორც „დაფნას“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ მამეიშვილი ამბობს, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ ისტორიული წარსულის მქონე შენობას და საბოლოოდ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცნობილი ბათუმელი ექიმის, პლატონ გიგინეიშვილის სახლს მიაგნეს.
„ბათუმის ფილიალის გახსნაში დიდი წვლილი შეიტანა თიბისიმ — ამდენწლიანი დადებითი თანამშრომლობის გამო, გადავწყვიტეთ, ისევ თიბისისთვის მიგვემართა და ამჯერადაც ნაყოფიერი გამოდგა ეს ნაბიჯი. მთელი ამ წლების განმავლობაში, გარდა საბანკო მომსახურებისა, თიბისი დიდ როლს ასრულებს „დაფნას“ მარკეტინგული ცნობადობის გაზრდაშიც“, – ამბობს ნიკოლოზი.
უახლოეს მომავალში „დაფნას“ დამფუძნებელი გაფართოებას და კიდევ ერთი ახალი, განსხვავებული კონცეფციის თავშეყრის ადგილის გახსნას აანონსებს.
„ქართული ოცნება“ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას 2025 წელსაც განაგრძობს. წელს ამ პროგრამისთვის 103 მილიონ 305 ათასი ლარი დაიხარჯება.
სოციალურად დაუცველ პირებს მარტის დასაწყისში დაურიგეს ახალი ხელშეკრულებები. შესაბამისად, ხელფასს ისევ მიიღებენ, მაგალითად, ქედაში, სოფელ წონიარისში საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი ტანკის დამლაგებლებითუ „ჯოკერისთვის“ სოფელ გულებშიმოწყობილი ოთახის დამლაგებელი, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში საბავშვო ბაღშიდასაქმებულები, სადაც უკვე 33 ბავშვზე 20 თანამშრომელი მოდის და ა.შ.
სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამის შესახებ „ბათუმელები“ არაერთი სოფლის მაგალითზეწერდა.
40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია.
დასაქმების სააგენტოში 17 მარტს ვერ გვითხრეს, რამდენ სოციალურად დაუცველს გაუფორმდა ამჯერად ხელშეკრულება. აქ გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვეთ თუმცა „ბათუმელებს“ დასაქმების სააგენტომ ამ პროგრამის შესახებ საჯარო ინფორმაცია 2023 და 2024 წლებში არ მიაწოდა. დასაქმების სააგენტოს მიერ მომზადებული საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა საზოგადოებრივ სამუშაოზე.
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა“ 2022 წლის მარტში ამოქმედდა. მაშინ მიღებულ დადგენილებაში არ წერია კონკრეტული ვადა, რა დროის განმავლობაში დასაქმდებოდნენ სოციალურად დაუცველები, თუმცა დასაქმების სააგენტოს მიერ 2022 წელს მომზადებული ვიდეო რგოლის მიხედვით, დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს საარსებო შემწეობა 2025 წლის ჩათვლით არ შეუჩერდებათ.
დასაქმების სააგენტოს პრესცენტრის მონაცემებით, სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა 2026 წლის მარტში დასრულდება, თუ მანამდე სხვა, ახალი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ანატომია“ – კვლევა ამ საკითხზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 2023 წელს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია:
„დღესდღეობით უცნობია, არათუ პროგრამის ხანგრძლივობა, არამედ საზოგადოებრივი შრომის პროგრამა საქართველოში ასევე არ აკონკრეტებს, რა არის ნამუშევარი დღეების ის მინიმალური რაოდენობა ან პროგრამაში ჩართვის ის საერთო ხანგრძლივობა, რომ პროგრამის პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს და ოჯახების სარეიტინგო ქულა 4 წლის ვადით დარჩეს ხელშეუხებელი.
…შესაძლოა, პროგრამა უფრო მეტად იმ მიზანს ემსახურება, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის კრიზისულ პერიოდში შემოსავალი გაზარდოს, ვიდრე გრძელვადიან ამოცანებს უპასუხოს მოქალაქეთა ეკონომიკური გააქტიურებისა თუ საარსებო შემწეობაზე დამოკიდებულების შემცირების კუთხით.
პროგრამის ხანგრძლივობის ცოდნა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროგრამის ბიუჯეტი არ წარმოჩინდეს, როგორც უსაზღვრო რესურსი, რომელიც ნებისმიერი მოცულობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. აღნიშნულ ეტაპზე პროგრამა მოქმედებს სწორედ ამ მოდალობით: ის დააკმაყოფილებს ნებისმიერი რაოდენობის მუშახელს და ნებისმიერი ხანგრძლივობით, თუ მასზე მოთხოვნა იარსებებს. „ულიმიტო“ რესურსის შესახებ თავად პრემიერიც საუბრობს: „შეიძლება, წელს 100 000-მდე გავიდეთ, ლიმიტი არ გვაქვს დაწესებული. 50-ით დავიწყებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი“.
პროგრამა ბუნდოვნად ტოვებს, რა მინიმალური ხანგრძლივობით ჩართვაა საზოგადოებრივ სამუშაოებში აუცილებელი იმისთვის, რომ სარეიტინგო ქულის შესახებ მინიჭებული 4-წლიანი საშეღავათო პერიოდი, არ შეიცვალოს, ანუ ბუნდოვანია, რა ეტაპზე უნდა დაიწყოს ბენეფიციარმა ღია დასაქმების ბაზარზე სამსახურის ძიება, ახლა თუ 4 წლის შემდეგ,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ კვლევაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 897 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560]
ტანკი – 10 352 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 21 509 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 24 640 ერთეული [+42]
MLRS – 1 319 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 107 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 616 ერთეული [+149]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 40 892 ერთეული [+107]
სპეცტექნიკა – 3 780 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
658 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
47 094 უპილოტო საფრენი აპარატი
601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 303 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 529 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 625 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 989 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ხვალ, 18 აპრილს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ქათამაძის პროცესი გაიმართება. საქმეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე განიხილავს. სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა განიხილოს.
თემურ ქათამაძე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. იგი ამბობს, რომ თურქეთში მას საფრთხე ემუქრება და სურს საქართველოში დარჩეს.
თემურ ქათამაძის უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საიას ადვოკატის, მარიამ გაბროშვილის ინფორმაციით, თურქეთის მხარის მიერ თემურ ქათამაძის მიმართ დაწყებულია დევნა:
„გამოცემულია მისი დაკავების ბრძანება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მის საქმიანობას, რადგან ის ხელმძღვანელობდა ქართულ ეთნიკურ ჯგუფს და ცდილობდა ამ ჯგუფის პოპულარიზებას. ითხოვდა სკოლაში ქართული ენის სწავლებას, მიმართავდა ამ მოთხოვნით განათლების სამინისტროს და პრეზიდენტს. მიმართავდა ტელე-რადიო მაუწყებლებს, რომ იმ რეგიონებში, სადაც არიან საქართველოდან გადასახლებულები, მათ შორის მუჰაჯირების შთამომავლები, ტელე-რადიოგადაცემები ყოფილიყო ქართულად.
მისი მსგავსი პოზიციონირებიდან გამომდინარე ის ფიქრობს, რომ საფრთხე მოელის, თურქეთის საელჩოდან აქვს ინფორმაცია, რომ არის მისი დაკავების ბრძანება გამოცემული. დამატებით ინფორმაციას კიდევ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს გადაწყვეტილება, არ აწვდიან. ამიტომაც ითხოვს ლტოლვილის სტატუსს“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით თემურ ქათამაძე თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ ეტაპზე ის გადის რეაბილიტაციის პროცესს შიმშილობის შემდეგ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება თემურ ქათამაძის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმეზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
თემურ ქათამაძის წინააღმდეგ თურქეთში გაცემული დაკავების ორდერი: სასამართლომ უნდა შეაფასოს მისი გაცემის საფუძვლები და გამოძიების სანდოობა. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, თემურ ქათამაძემ თურქეთისგან ვერ მიიღო ინფორმაცია მისი საქმის მიმდინარეობის შესახებ, მიგრაციის დეპარტამენტმა კი სათანადოდ არ შეაფასა მისი შესაძლო დაკავების შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის რისკები და მიიჩნია, რომ საფრთხე არ ემუქრება.
პოლიტიკური დევნის რისკები: მიგრაციის დეპარტამენტს არ შეუფასებია თემურ ქათამაძის შესაძლო დევნა პოლიტიკური მოტივით. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა თურქეთიდან და ობიექტურად შეაფასოს დევნის რისკები. თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა – ასევე, ქვეყანაში ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ თვითნებური სისხლის სამართლებრივი დევნა და მართლმსაჯულების ბაზისური გარანტიების არარსებობა.
თემურ ქათამაძე მიიჩნევს, რომ მისი დაკავების ორდერი გიულენის მოძრაობის წევრებთან მეგობრობას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობის წევრი არასდროს ყოფილა; საქართველოსთან ღრმა სოციალური კავშირები – მისი გაძევების შემთხვევაში ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის რისკი.
ეჭვის განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი: სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ თავშესაფრის მაძიებლებს ყოველთვის არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი განცხადებები დოკუმენტურად დაასაბუთონ, ამიტომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეჭვის შემთხვევაში განმცხადებლის სასარგებლოდ უნდა შეფასდეს.
თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია და თურქეთში ეთნიკური ქართველების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და აქტივისტია. ის საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია. 2019 წლამდე ის ქვეყანაში სამუშაო ვიზით იმყოფებოდა, თუმცა 2020 წელს მისთვის ვიზა აღარ გაახანგრძლივეს.
საქართველოში ცხოვრების განმავლობაში თემურ ქათამაძემ სამჯერ [2012, 2015, 2019] სცადა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება, თუმცა ყველა ჯერზე უარი მიიღო. მისი მოქალაქეობასთან დაკავშირებული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლიდან მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ დამდგარა. მისი გაძევების საკითხი სახელმწიფოს არასდროს განუხილავს, სანამ პოლიციამ ბათუმის აქციაზე აქტიურობისთვის თვითნებურად არ დააკავა.
მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 18 მარტს დაიწყება. მზია ამაღლობელის საქმეს არსებითად მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 2 საათზეა ჩანიშნული.
ნინო სახელაშვილი დასანქცირებულიმოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.
მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილი გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდგაამწესეს.
ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაციაარ აქვს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი ისევ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ 2025 წლის 16 იანვარს უთხრეს, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილს საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით აქვს ჩაბარებული. დღეს, 17 მარტს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
„მართალია, ქალბატონ ნინოს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, მაგრამ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლებას გადიან სამივე დარგში, როგორც სამოქალაქო-ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართალში. ამასთან, ქალბატონი ნინო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში,“ – მოგვწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
კიდევ ერთი დეტალი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლე ნინო სახელაშვილს ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა აქვს გავლილი.
ნინო სახელაშვილმა 2010 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, 2012 წელს კი მან ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა დაასრულა. 2011 წელს ნინო სახელაშვილმა ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, 2019 წელს კი – მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.
ნინო სახელაშვილი 2012-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, 2014-2016 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სხდომის მდივანი, 2016-2018 წლებში კი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2018-2020 წლებში ნინო სახელაშვილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი – მოსამართლის თანაშემწე; 2020 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი.
ასევე, ხვალ, 18 მარტს, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე სალიხ შაინიძე გამოაცხადებს. ამ საქმეში მოსამართლემ უკვე დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულებები და მე ვაფიქსირებ სასამართლო სხდომის ოქმში, რომ ვიდეომტკიცებულებების გამოქვეყნების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია – პირველი შემთხვევა არის სტიკერის მიკვრის, ბესელიამ თუ დგებუაძემ, ბესელიამ მგონი, ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას, შეჰყვა მას პოლიციას ეზოში. მეორე ჩანაწერია ასევე, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს – „150-ე მუხლით დავაკავეთ“, ეს ორი ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია“, – განაცხადა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
სწორედ ადმინისტრაციულ საქმეზე გაყალბებული ოქმი გახდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის საფუძველი.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.
რა ხდება
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.
სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნოშუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.
ხვალ, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მზია ამაღლობელის საქმის“არსებითი განხილვა დაიწყება.
პროცესი დღის 2 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი თავდაპირველად მხარეების შესავალ სიტყვებს მოისმენს, ასევე, განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს.
უცნობია, ხვალინდელ პროცესზე წარმოადგენს თუ არა მოწმეებს პროკურატურა. პროკურატურის მოწმეების დაკითხვის შემდეგ არსებითი განხილვის მომავალ სხდომებზე მოსამართლემ, წესით, დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს, თუმცა „მზია ამაღლობელის საქმეზე“ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მტკიცებულებების დიდი ნაწილი საქმიდან ამორიცხა. კერძოდ:
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
„მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
მზია ამაღლობელის საქმის არსებით განხილვას მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაიწყებს. ამ საქმეზე განაჩენს სავარაუდოდ მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
ნინო სახელაშვილი დასანქცირებულიმოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“, ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.
მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე უვადოდგაამწესეს.
ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაციაარ აქვს.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 2025 წლის 18 თებერვალს შეწყვიტა.
რა ხდება
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.
სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნოშუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, დღეს 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა არასრულწლოვანის სარჩელი დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ წინააღმდეგ.
საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებს – „ასევე, სასამართლომ სკოლას დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10,000 ლარის ოდენობით“.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ გაბოძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შემთხვევა 2023 წლის დეკემბერში მოხდა.
„საახალწლო ზეიმის ბოლოს ბავშვის დედას გადასცეს საბუთები და უთხრეს, რომ ბავშვი იყო სკოლიდან გათავისუფლებული. გააგდეს ბავშვი სკოლიდან. ეს იყო „პრესქული“, ანუ სკოლის მოსამზადებელი ეტაპი. ბავშვს აქვს აუტისტური სპექტრი და სჭირდება პერსონალური ასისტენტის დახმარება. დედა სთავაზობდა, რომ თვითონ უზრუნველყოფდა პერსონალურ ასისტენტს, მატერიალურად არანაირი ტვირთი არ იქნებოდა ბაღზე, უბრალოდ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ასისტენტს ემუშავა ბავშვთან.
თუმცა, ჩათვალეს, რომ ეს იქნებოდა უცხო ადამიანი და უცხო პირი არ გვჭირდება ბაღშიო. არც თავად შესთავაზეს ასისტენტის სერვისი და არც დედას მისცეს ამის საშუალება, რაც სრულდებოდა დედის ტირილით და დისკრედიტაციით.
ჩვენ მიგვმართა დედამ, რომელიც იყო ძალიან უიმედო და სასოწარკვეთილი, მივმართეთ სასამართლოს. ვითხოვდით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. დავა გაგრძელდა ორი წელი და დღეს სასამართლომ მიიღო ბავშვის სასარგებლოდ გადაწყვეტილება“ – ამბობს თამარ გაბოძე.
ადვოკატის თქმით, ახლა ბავშვი სხვა სკოლაშია, სადაც სარგებლობს პერსონალური ასისტენტის სერვისით.
PHR-ის ინფორმაციით, საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: სოფიკო მენაბდიშვილი, თამარ გაბოძე.
„უზენაესი სასამართლოს განმარტებით, 353-ე პრიმა მუხლით ქმედებით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ელემენტები მზია ამაღლობელის ქცევაში არ იკვეთება.
კერძოდ, სახეზე არ გვაქვს არც ქმედების ობიექტური (თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი) და არც სუბიექტური (პირდაპირი განზრახვა და მიზანი, რომელიც პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება) შემადგენლობა,“ – ვკითხულობთ ამიკუსში, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მედია პლატფორმების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას, მასთან ერთად, განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას.
რა წერია სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში
დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლით კვალიფიკაციის შესახებ, ასევე მიმოხილულია აღნიშნული მუხლისა და 126-ე მუხლის გამიჯვნის საკითხი. გარდა ამისა, განხილულია სისხლისსამართლებრივი მექანიზმების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენების პრინციპი და ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საკითხი.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის, მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს იმ ფაქტობრივ კონტექსტში, რაც მას წინ უძღოდა.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტამდე პოლიციამ თვითნებურად დააკავა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, შეკრების ადგილზე პოლიციამ ასევე თვითნებურად და აგრესიულად დააკავა მზია ამაღლობელის ნაცნობი ახალგაზრდები, რასაც თან ახლდა შეკრების მონაწილეებზე ფიზიკური წნეხი, ჭყლეტა და დაძაბულობა. მნიშვნელოვანია, სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს, ხომ არ იყო მზია ამაღლობელის ქმედება პროვოცირებული პოლიციის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პოლიციის მხრიდან მომდინარე და განცდილ უკანონობაზე მზია ამაღლობელის ამგვარი სპონტანური რეაქციას, თავის მხრივ, გამორიცხავს პოლიციელზე თავდასხმის განზრახვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 3531 მუხლით ქმედებით დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, სახეზე გვქონდეს:
1. თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი;
2. თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით;
3. თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან.
მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი აშკარაა, რომ არც ერთი ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი არ გვაქვს სახეზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არა პოლიციელზე თავდასხმად, არამედ ძალადობად (სსკ-ის 126-ე მუხლი) მიიჩნია, მაგალითად, შემდეგი ქმედებები:
პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა, რაც გამოიხატა ხელის სახეში გარტყმასა და ფეხის ბარძაყში ჩარტყმაში, ასევე დაზიანებების მიყენებაში მარჯვენა მუხლის არესა და მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება;
მუშტის ძლიერი დარტყმა თვალის არეში, გინებასთან ერთად, რის შედეგადაც დაზარალებულმა თავი ვერ შეიკავა, სახე დაარტყა ღობეს და განიცადა ფიზიკური ტკივილი;
თავის ჩარტყმა თავის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი;
აგრესიული ქცევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელის ცხვირში ძლიერად დარტყმა, ასევე, მიმალვის მცდელობისას ადევნებული დაზარალებული პოლიციელისთვის ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმა თავისა და ტანის არეში, სამსახურებრივი საშტატო იარაღის წართმევის მცდელობა, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა შემთხვევითი გასროლა;
ხელებისა და ფეხების სხეულისა და სახის არეში დარტყმა, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და სხვა აგრესიულ ქმედებებთან ერთად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
გინება და მუშტის დარტყმა სახისა და თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
სახის არეში ხელის დარტყმა, რის შედეგადაც პოლიციელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ის უჩიოდა თავის ტკივილს, სახისა და ტუჩის არეში – წვის შეგრძნებას. მარცხენა ლოყის არეში აღენიშნებოდა თითების ნაკვალევი სიწითლის სახით. ქვედა ტუჩის არეში ისინჯებოდა მცირე ზომის შეშუპება და შიგნითა ზედაპირზე – მცირე ნახეთქები.
შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედებაში ძალიან თვალსაჩინოა, რომ პოლიციელზე თავდასხმად განსახილველი ქმედების კვალიფიკაცია დაუსაბუთებელი ჩანს.
სასამართლო მეგობრის პოზიციაში ასევე განხილულია სსკ-ის 126-ე მუხლის კვალიფიკაციის საკითხები და სასამართლოს ყურადღებას მივაქცევთ იმ გარემოებაზე, რომ მზია ამაღლობელის საქმეში არ არსებობს ამ დანაშაულის უმთავრესი ელემენტი – დაზარალებულის მხრიდან ძლიერი ფიზიკური ტკივილის აღქმა. მხოლოდ ვიდეოკადრების დაკვირვებაც კი საკმარისია იმის დასადგენად, რომ მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს არ შეეძლო გამოეწვია ახალგაზრდა, ფიზიკურად მასზე ძლიერი მამაკაცისათვის მსგავსი ტკივილის მიყენება.
შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედება არ იყო ისეთი ინტენსივობის, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დასჯა გამართლებულიყო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის მექანიზმები უკიდურესი ზომა უნდა იყოს. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, მზია ამაღლობელის ქმედება ხასიათდება პოლიციელზე მინიმალური ზემოქმედებით, ხოლო პოლიციელსა და ქალს შორის აშკარა ძალაუფლებრივი ასიმეტრია კიდევ უფრო გამორიცხავს მის დასჯას ამგვარი მექანიზმით. შესაბამისად, მოცემულ საქმეში უნდა იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი.
ჩვენი დაკვირვებით, მზია ამაღლობელის საქმეში იკვეთება მნიშვნელოვანი პროცედურული გამოწვევები. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, მაშინ როდესაც პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებად სცნო.
ეს მნიშვნელოვნად ართულებს საქმისთვის არსებითი გარემოებების სრულფასოვან შეფასებას.
განსაკუთრებით საყურადღებოა ინტერესთა კონფლიქტის საკითხიც: დაზარალებულ პირად მიჩნეულია ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ხოლო საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე საქმეს სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი იძიებდა. ამავე დანაყოფის უფროსი, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებაში მონაწილეობდა, მთავარი მოწმეა, ხოლო ყველა სხვა მოწმე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელია.
ამასთან, ყველა საგამოძიებო უწყება დაქვემდებარებულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ გრიგოლ ბესელიას, რომელიც თავად ფიგურირებს ამ საქმეში.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების გამო.
სამწუხაროდ, გენერალურმა პროკურატურამ დაცვის მხარის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის საგამოძიებო წარმოება გურიის პოლიციის დეპარტამენტს გადააბარა.
თუმცა, საქმეზე კვლავ ზედამხედველობს აჭარის პროკურატურა, რომელიც გამოძიების პირველი დღიდანვე კურირებდა ამ პროცესს და მჭიდრო ოპერატიული კავშირი აქვს როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან, ისე ბათუმის პოლიციის სამმართველოსა და მის ყველა დანაყოფთან. შესაბამისად, საქმის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე არსებული კითხვები კვლავაც აქტუალურია.
ამავდროულად სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მნიშვნელოვანი მოწოდებით მიმართავს. სსკ-ის 3531 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული განჭვრეტადი ფორმით, ეს პრაქტიკაში არაერთგვაროვანი განმარტებებისა და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რეკომენდაციით მიმართა სასამართლოს გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კონსტიტუციური წარდგენის უფლებამოსილება და მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისათვის მოსამართლემ წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მოუწოდებს, საქმის განხილვისას გაითვალისწინოს მისი მსუსხავი ეფექტი მედია გარემოსა და ჟურნალისტებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღოს 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა, როდესაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ, და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, საპროტესტო შეკრების დროს დაკავებით დაემუქრნენ “ბათუმელების” რედაქტორს, ეთერ თურაძეს. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებას დამატებით სიმძიმეს ანიჭებს ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი მოპყრობის უმძიმესი შემთხვევა, რომლის გამოძიებასაც დაცვის მხარე ასევე მოითხოვს. ეს ფაქტები აჩენს ეჭვებს ადგილობრივი პოლიციის მხრიდან “ბათუმელების” დირექტორის დევნის მიმართ შესაძლო დაინტერესებაზე.
მოცემული საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს სამართლიან და დასაბუთებულ მსჯელობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის მიღწევაში და გამორჩეული მედია პლატფორმის დირექტორისა და ღვაწლმოსილი ჟურნალისტის უფლებების დაცვაში, ასევე მსგავს დანაშაულებთან მიმართებით ერთგვაროვანი პრაქტიკის განმტკიცებაში.
„წამით არ ვკარგავ შემართებას, თავი მაღლა მიჭირავს და იმაზე ძლიერი ვარ, როგორც არასდროს.
წამით არ ვნანობ არაფერს და ყოველდღიურად მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ღირს თავისუფლებისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის“ – 20 წლის ლუკა ჯაბუა ციხიდან.
ლუკა ჯაბუა 2024 წლის 6 დეკემბერს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ლუკას და საპროტესტო აქციების კიდევ 10 სხვა მონაწილეს (რეზო კიკნაძე, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი) პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე „სამართალდამცავების მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავდასხმას” ედავებიან. თუმცა, ლუკას ადვოკატის, რუსუდან აგურაშვილის თქმით, ლუკა სასამართლო პროცესებამდე არ იცნობდა არცერთ პირს, ვისთან ერთადაც ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს. მათი სახელები გაგებულიც კი არ ჰქონია.
ბრალში აღნიშნულია, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები თავდასხმისთვის სხვადასხვა საგნებს იყენებდნენ. ლუკას ადვოკატი კი ამბობს, რომ ეს ბრალდება განზოგადებულია თერთმეტივე პირის მიმართ, მაგრამ საქმეში არ ჩანს, რაში გამოიხატებოდა ჯგუფურობა, ან – თავდასხმა, ან ვის მიადგა ზიანი. მაგალითად, არ ჩანს, კონკრეტულად, ლუკა ჯაბუას მოქმედებების შედეგად ვინ დაზარალდა.
ლუკას წინააღმდეგ საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი ვიდეოჩანაწერი, დაკავების ოქმი და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლითაც ამოღებულია: ტელეფონი, სათვალე და ევროკავშირის დროშა.
„ვიდეოჩანაწერში ნამდვილად ლუკა ჯაბუაა, თუმცა არ ჩანს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ვინმესთვის ზიანის მიყენება, ჯგუფურად, ან ვინმესთან ერთად ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობა. ეს აუცილებლად გახდება სადავო არსებითი განხილვის სხდომაზე“, – ამბობს რუსუდან აგურაშვილი.
პოლიციელების ალყა თბილისში და ლუკას დაკავება
ლუკა ჯაბუა თბილისში, „საქართველოს უნივერსიტეტში“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მეორე კურსზე სწავლობს. ისე, ზუგდიდელია, სადაც მისი დედა, ძმა და ბებიები ცხოვრობენ. ლუკას მამა ემიგრანტია, საზღვარგარეთ მუშაობს. ინსულტგადატანილმა ბებიამ ლუკას დაკავების შესახებ არაფერი იცის.
თბილისში საცხოვრებლად მარტო გადმოსული ლუკა კვირაში 2 დღეს მუშაობდა ერთ-ერთ კომპიუტერულ ცენტრში. დაკავებამდე ბოლო რამდენიმე თვეს კი სწავლობდა თეატრალურ სტუდიაში.
„ვიცი, უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე დიდი იარაღი ხელოვნებით ნათქვამი „სიტყვაა” და თეატრალურშიც ამიტომ ჩავაბარე. მინდა, საკუთარი თავი მივუძღვნა ქვეყნისთვის, თუნდაც ერთი აგურის დადებას“, – წერს ლუკა ჯაბუა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
აქციებზე აქტიურად სიარული მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, რადგან ამბობს, რომ ყოველთვის ჰქონდა პროტესტის გრძნობა უსამართლობის წინააღმდეგ.
„სამშობლოს ნუ გვიკლავთ, მე აქ ცხოვრება მინდა“, – წერდა ფეისბუქზე 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც „ქართული ოცნების” მიერ არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა.
„სხვაგვარად არ შემეძლო ამ ღირსეული ქვეყნის შვილს, ქვეყნისა, რომელმაც უამრავი უბედურება გამოიარა და რომელიც გმირი ხალხის, ღირსეული შვილების ბრძოლამ მოიყვანა აქამდე. აქედან გამომდინარე, თავიდანვე მქონდა გააზრებული, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს სამშობლოსთვის, რომელიც ძალზედ მეამაყება”, – წერს ლუკა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
ლუკას დედა ქეთევან ზარქუა გვიყვება, რომ შვილთან საპროტესტო აქციის შესახებ საუბარი მხოლოდ ერთხელ სცადა ტელეფონით, თუმცა ლუკა განაწყენდა და ამის შემდეგ საუბარი აღარ უცდია:
„ერთხელ ვუთხარი, მხოლოდ ერთხელ და მივხვდი, რომ მეტჯერ ვერ ვეტყოდი, იმიტომ, რომ ძალიან ეწყინა. არ წახვიდე-მეთქი [აქციაზე]; თუ წახვალ, წინ არ დადგე-მეთქი და მიპასუხა, მეტჯერ არ მითხრა ესო, დედა და გამითიშა. მანამდე, ტელეფონი გაეთიშოს ჩემთვის ლუკას, ეგეთი შემთხვევა არ მახსოვს. დავით აღმაშენებლობა ხომ არ გინდა-მეთქი, ვეხუმრე და აი, ასე რომ ფიქრობდით, იმიტომ ვართ ამ დღეშიო და თქვენი თაობის გასაკეთებელს, ჩვენ ვაკეთებთო, მიპასუხა”.
ლუკა თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. იქ დააკავეს 2024 წლის 6 დეკემბერს.
დაკავების დროს „ვოლტის“ შეკვეთას იღებდა და ეზოს გვერდით, ერთ-ერთ ჩიხში შეეფეთა პოლიციას, რომელმაც ალყაში მოაქცია. ეს ამბავი ქეთევან ზარქუამ შვილის დაკავების შესახებ მეზობლისგან იცის და ამბობს, რომ პოლიცია 4-5 მანქანით მოვიდა – 20-მდე თანამშრომელი ერთად.
„ალყაში მომაქციეს და მითხრეს, რომ აქ ვიღაც მანქანას ტეხავს და უნდა გადავამოწმოთ, შენ ხომ არ ხარო, რაზეც გამეცინა, რადგან დაკავებამდე თვალთვალი და სატელეფონო ზარის საშუალებით ჩემი მიტყუების მცდელობები მრავლად იყო”, – იხსენებს ლუკა ჩვენ კითხვებზე პასუხად.
დაკავების წინა დღეს, 5 დეკემბერს, ლუკა მართლაც წერდა ფეისბუქზე, რომ უცხო პირები დაუკავშირდნენ და უთხრეს, დალეწილი ტელეფონი ვიპოვეთ რუსთაველზე, უკან შენი ნომერი ეწერა და იქნებ ნახოო.
ლუკა იხსენებს, რომ მის სახლს დაახლოებით ერთი ან ორი საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ:
„აბა, სად გაქვს მოლოტოვი, მანდ რას იდექი, არ გრცხვენია? და მსგავსი შინაარსის საუბარი… შემდეგ, ტელეფონი ჩამომართვეს, ვუთხარი, რომ კოდს არ ვეტყოდი, რაზეც მიპასუხეს, რომ მაინც გატეხდნენ და ბარემ, გვითხარი მხოლოდ კონტაქტებს ვნახავთო. როდესაც კოდი ვუთხარი, დაიწყეს სოც. ქსელების, ესემესების და ფოტოების თვალიერება. ეს ცუდი კაცი ყოფილაო. განყოფილებაში მითხრეს, თუ გინდა, საქმე შეგიმსუბუქოთ, გვარები გვითხარი, წინ ვინ იდგაო”.
ლუკა დაკავებისას მარტო იყო სახლში და ყველაზე მძაფრად აყვანის მომენტი ახსოვს. „შემდეგ სრულიად მშვიდად შევხვდი ყველაფერს”, – ამბობს.
ლუკას წერილი ციხიდან – პასუხი ჟურნალისტის კითხვებზე
წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ახლა უკვე ამბობს, რომ წაყენებულ ბრალდებაზე მხოლოდ ეცინება. საკუთარი თვალით დავინახე, „თუ როგორ ყარს და გამოიყურება უსამართლობაო”. გარეთ მყოფებს ამშვიდებს. დედასთან დარეკვისას ერთადერთი, რის შეგზავნასაც სთხოვს, წიგნებია.
„ამას ვასწავლიდი მთელი ცხოვრება, რაც უნდა პრობლემა შეგექმნას, შენ თავს ყოველთვის შემოუძახე-მეთქი და აი, ახლა ამისთვის გამოადგა. ვინ იფიქრებდა”, – ამბობს ლუკას დედა.
„თავისუფლება ლუკა ჯაბუას“ – თბილისის მეტრო
___________________
სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალურ გამოცემაში – „სინდისის პატიმრები“. გაზეთში დაბეჭდილ სტატიებზე მუშაობდნენ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები.
დღეს, 17 მარტს, პარტია „ლელოს“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების განათლების მინისტრი სკოლების კონტროლის მიზნით ეგრეთ წოდებული ოფიცრების დანიშვნას აპირებს, რომლებმაც სკოლებში პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა უზრუნველყონ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი როლანდ შავაძე ამბობს, რომ სკოლებში ეგრეთ წოდებული ოფიცრების დანიშვნა „რუსული კაგებეშნიკური მოდელია“, რომელიც სკოლებს ისედაც შეზღუდულ თავისუფლებას კიდევ უფრო შეუზღუდავს.
„საჯარო სკოლებში ეგრეთ წოდებული ოდეერის ინსტიტუტს ამკვიდრებენ. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას.
რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად მარწუხებში მოქცევა.
ეს არის წმინდა რუსული „კაგებეშნიკური“ მოდელი, როცა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანსს და მუშაობს კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გასავრცელებლად.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ სკოლებს თავისუფლად შეუძლიათ თავად აწარმოონ ნებისმიერი მონაცემის დაცვა. სასწავლებელს ამას როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ასევე სკოლის შიდა განაწესი ავალდებულებს“ – ამბობს როლანდ შავაძე.
მას ვკითხეთ, ნიშნავს თუ არა ეს სკოლის ავტონომიაში უხეშ ჩარევას და ფაქტობრივად მის უგულებელყოფას? როლანდ შავაძე ამბობს, რომ კი.
ბრძანების მიხედვით, ოფიცერი სკოლის დირექტორის შუამდგომლობით უნდა დაინიშნოს. რამდენად შეძლებენ სკოლის დირექტორები უარის თქმას, თუკი ამის საჭიროებას ვერ დაინახავენ? – ვკითხეთ ისევ შავაძეს. მისი თქმით, საჯარო სკოლის დირექტორების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურობის ნიშნითაა დანიშნული. „ამიტომ მეეჭვება, რომელიმე სკოლას ასეთი გაბედული დირექტორი ჰყავდეს“ – ამბობს როლანდ შავაძე.
საქართველოში 2 086 საჯარო სკოლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამდენივე ეგრეთ წოდებულ ოფიცერს შეიყვანს სკოლებში, რაც თავისთავად გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 895 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
ტანკი – 10 344 ერთეული [+19]
ჯავშანტექნიკა – 21 489 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 24 598 ერთეული [+37]
MLRS – 1 318 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 104 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 467 ერთეული [+54]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 40 785 ერთეული [+101]
სპეცტექნიკა – 3 778 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
658 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
46 917 უპილოტო საფრენი აპარატი
601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 529 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 620 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 940 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 17 მარტს, დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.
სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 – 5 ბალი შტორმი.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:
„მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმამ შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, შემდგომი ადიდება, ცალკეულ მონაკვეთებზე მათი კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება. საფრთხის დონე – მაღალი.
წელს მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექი მოვიდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრზე მეტი იყო.
რა საფრთხეებს ქმნის უხვი ნალექი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებსა თუ სხვა გართულებებს მომზადებული შეხვდეს?
ამ თემაზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა. გეოლოგმა ინტერვიუს დასაწყისშივე მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აჭარა ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია მეწყრული მდგომარეობით. რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ? – წაიკითხეთ „ბათუმელები“ ინტერვიუ გეოლოგთან:
ქედაში, სოფელ ცხმორისში, ავარიას ერთი ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. ავარიის შედეგად „ბათუმელებისთვის“ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი.
დაახლოებით 2 საათის წინ ცხმორისის გზაზე ერთმანეთს სამარშრუტო მიკროავტობუსი და „მინივენი“ შეეჯახა. შეჯახების შედეგად სამარშრუტო მიკროავტობუსი გადაყირავდა.
ბათუმში დღეს, 16 მარტს, ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 16 მარტის დილის [დღის 12 საათის] მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მაჩვენებელი ცუდია.
ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 9 მარტიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის პორტალზე.
ჰაერში აღნიშნული ნაწილაკები დასაშვებ ნორმაზე მეტი რომ არის ბათუმში, ამას აჩვენებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც ორ ადგილზეა განთავსებული – რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და ცენტრალურ პარკში:
წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალიწყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი
სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.
ამ რეკომენდაციების მიხედვით:
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:
„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;
შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები;
ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:
„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.
შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები“.
„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.
მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:
თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
მთავარი ფოტო: ნისლი ბათუმის ბულვარში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მარტის 21 საათიდან 17 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 18 და 19 მარტს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 894 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
ტანკი – 10 325 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 21 478 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 24 561 ერთეული [+78]
MLRS – 1 317 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 104 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 413 ერთეული [+180]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 40 684 ერთეული [+113]
სპეცტექნიკა – 3 777 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
658 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
46 917 უპილოტო საფრენი აპარატი
601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 529 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 620 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 940 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მზიაამაღლობელს, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, რომელიც პირველი პოლიტიკური ქალი პატიმარია. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ჩვენთვის უნიკალური მედია გამოცემაა, რომელიც ყველაზე ხშირად აშუქებს ჩვენი და ჩვენი თემის საჭიროებებს.
თემურქათამაძეს, მუჰაჯირების შთამომავალს, რომელიც ქართულ საზოგადოებაში და სახელმწიფოში რეინტეგრაციას ცდილობს და ამ ხელისუფლებამ მოქალაქეობაც კი არ აღირსა და ახლა ქვეყნიდან გაძევებას უპირებს და დასცინის.
ზვიადცეცხლაძეს, ანრიკაკაბაძეს, ახალგაზრდა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს, რომლებიც გაბედულობისა და ბრძოლის გამოცდილებას გვაძლევენ
და ასევეყველა პოლიტპატიმარს.
სოლიდარობის პლატფორმის მანიფესტი ბათუმში
სოლიდარობის პლატფორმის წევრები ვგმობთ ძალადობას, დევნასა და რეპრესიებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და მიგვაჩნია, რომ ამ ხანგრძლივ ბრძოლაში ყველაზე მეტად სოლიდარობის, თანადგომისა და ერთობის ხმა გაგვაძლიერებს. ეს ერთიანობა ჩვენს მიერ გაიგება, როგორც საზოგადოებრივი ერთობა სადაც ყველა ჯგუფი ვართ წარმოდგენილი, განურჩევლად რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა იდენტობისა.
ჩვენ არ შევეგუებით ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაძლიერებას და ადამიანების ღირსების, თავისუფლებისა და დემოკრატიული იდეალების ხელყოფას. ჩვენი თაობა იზრდებოდა დემოკრატიული და ევროპული ტიპის ქვეყნის მშენებლობის მოლოდინით და ვერ შეეგუებით, რომ ერთმა ყველაზე მდიდარმა და ხარბმა ადამიანმა და მის მიერ დაქვემდებარებულმა ლიდერებმა ჩვენი არჩევანი და იმედები გაანადგუროს. ვერ შევეგუებით, რომ ჩვენ მრავალფეროვანი ქვეყანა თავისი ჭრელი ეთნიკური, რელიგიური და სოციალური ჯგუფებით, ერთ პარტიას დავუთმოთ.
ჩვენი პლატფორმა არის ახალგაზრდა აქტივისტების ინკლუზიური სივრცე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს და წლებია ცდილობს არადომინანტური ხმების გაძლიერებასა და სოლიდარობის მშენებლობას. ჩვენ ჩვენს მუშაობას ავტორიტარიზმის პირობებშიც გავაგრძელებთ და მოსვენებას არ მივცეთ ოლიგარქიას.
109-ე დღეა, რაც უწყვეტ წინააღმდეგობას ვწევთ და გვახსოვს, რომ ეს პროტესტი ქვეყანაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. რეგიონების პროტესტი მნიშვნელოვნად აძლიერებს წინააღმდეგობას თბილისში.
ასევე, არუნდადაგვავიწყდეს, რომაჭარაში მცხოვრები მოქალაქეების წუხილები გვესმის სხვა რეგიონში მცხოვრებლებს და ვიცით, რომ ჩვენ საერთო ლოგიკა და ძალაუფლება გვჩაგრავს. ჩვენ ვიცით მაღალმთიანი მძიმე და განუვითარებელი ინფრსტრუტურის, მკაცრი კლიმატური პირობების, არ არსებული სამედიცინოსერვისებისშესახებ. ჩვენ ვიცით, ქაოსურ მშენებლობებზე ბათუმში. ვიცით, რომ ჩვენს მუსლიმ თანამებრძოლებს არ ეძლევათ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა. ვიცით, დაკარგულისაკონსტიტუციოსასამართლოსა და მიტაცებულ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე ბათუმში. თქვენი ეს და სხვა წუხილები ჩვენიცაა, საერთოა.
ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეები დღეს, 15 მარტს, საპროტესტო მარშს უნივერსიტეტის ეზოდან იწყებენ. ამ ფორმით მათ სურთ სოლიდარობა გამოუცხადონ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, უკანონოდ დაჯარიმებულებს და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო აქტივისტებს.
მარშში მონაწილეობენ სტუდენტები, ატივისტები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები
„ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრის, კორუფციის დაძლევის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ სდევნის თავისუფალ სიტყვას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ყოველდღიურად ლახავს. 15 მარტის შეკრება არის ჩვენი წინააღმდეგობის მორიგი მაგალითი ყველა ჩაგრული, უფლებაშელახული მოქალაქისთვის სოლიდარობის გამოსახატად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მარშის ორგანიზატორებმა ფეისბუქზე გაავრცელეს.
___
10 მარტს, დილით თეატრალური უნივერსიტეტის ათამდე გაფიცულმა სტუდენტმა მეილზე მიიღო შეტყობინება, რომ უნივერსიტეტმა მათ აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.
ამის შემდეგ უნივერსიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ რექტორის ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ იყო გამოცემული. უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეეძლოთ.
გუშინ, 14 მარტს გახდა ცნობილი, რომ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა ეთიკის კომისიის მიერ 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.
„სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა – სტატუსის შეწყვეტა“, – წერია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 892 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
ტანკი – 10 315 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 21 458 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 24 483 ერთეული [+28]
MLRS – 1 315 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 103 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 233 ერთეული [+97]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 40 571 ერთეული [+102]
სპეცტექნიკა – 3 777 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
657 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
46 606 უპილოტო საფრენი აპარატი
601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 274 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 570 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 874 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მკვლელობაში ბრალდებული რევაზ ც. შესაძლოა პატიმრობიდან განაჩენის გამოცხადების გარეშე გაათავისუფლონ. თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ თვეში ნაფიც მსაჯულებს ვერ შეარჩევს, 2025 წლის 15 აპრილს მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარ პატიმრობაში ვეღარ დატოვებენ – კანონით გათვალისწინებული 9 თვის ვადამდე ერთი თვე რჩება, 8 თვე უკვე გავიდა.
საუბარია 2024 წლის 15 ივლისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე. გამოძიების ვერსიით, 27 წლის რევაზ ც.-მ 27 წლის არჩილ წუწუნავა დანით მოკლა. კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
რევაზ ც. მკვლელობის დღესვე დააკავეს.
ამ საქმეში მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულები მოუთხოვია, თუმცა ამ დრომდე მსაჯულების შერჩევა ვერ მოხერხდა. ამ დრომდე ბრალდების და დაცვის მხარემ მხოლოდ 6 მსაჯული შეარჩიეს, საქმე კი, 12-მა მსაჯულმა უნდა განიხილოს. პლუს 2 მსაჯული რეზერვისთვის უნდა შეირჩეს.
დღეს, 14 მარტს, მოსამართლე ლევან ყოლბაია სხდომაზე ნაფიცი მსაჯულებს არჩევდა, თუმცა შემთხვევითობის პრინციპით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 26 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი მსაჯულის შერჩევა მოხერხდა.
„როგორ შეიძლება მკვლელობაში ბრალდებული გარეთ იყოს და პირბადის ტარების გამო დამაპატიმრონ?“ – კითხულობდა მოქალაქე გვანცა სურმანიძე, რომელსაც სასამართლოსთან ვესაუბრეთ, ვიდრე მოსამართლე მსაჯულების შერჩევას დაიწყებდა.
„ეს არის იმის ბრალი, ვინც ასეთ კანონებს იღებს, სისტემის ბრალია ის, რომ მკვლელობისთვის ადამიანი არ ისჯება. არსებობს მტკიცებულებები, ვიდეოკადრი და გვეუბნებიან, რომ ადამიანი რამდენიმე დღეში გარეთ გამოვა… ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი კანონი და სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს და როგორ შეიძლება ვიყოთ მშვიდად?“ – გვითხრა გვანცა სურმანიძემ.
მოკლული ბიჭის მეგობარმა, ნინო შაინიძემ კი აღნიშნა, რომ პროკურორი თორნიკე გოგეშვილი დაზარალებულ მხარეს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.
„14 აპრილს გადის წინასწარი პატიმრობის ვადა. შესაბამისად, ბრალდებული აღმოჩნდება გარეთ. ჩემი მოთხოვნაა, დროულად მოხერხდეს მსაჯულების შერჩევა,“ – გვითხრა ნინო შაინიძემ.
საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ბრალდებულმა ბრალი უნდა აღიაროს, რეალურ სასჯელზე კი, მას პროკურორი უნდა შეუთანხმდეს. რადგან მას განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავებიან, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ბრალდებულს სასჯელის ნაწილის მოხდა შესაძლოა ისევ ციხეში მოუწიოს. ამ შემთხვევაში საქმეს არსებითად სასამართლო არ განიხილავს.
„ბრალდებულს აქვს გამოყენებული დუმილის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან გადაწყვეტილი ჯერ არაფერია,“ – გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა, დავით ჩავლეიშვილმა. მისივე თქმით, მსაჯულების შერჩევა ამ დრომდე ობიექტურად ვერ მოხერხდა.
„როგორ უნდა შეარჩიო, მაგალითად, მსაჯულად ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს გპასუხობს, რომ არ შეატყობინებს პოლიციას, თუ მასზე იქნება ზეწოლა საქმის განხილვის პერიოდში? შესაბამისად, არსებობდა დასაბუთება, რაც გაიზიარა მოსამართლემ. სახელმწიფო ბრალდებამაც აიცილა მსაჯულების კანდიდატები.
დაუსაბუთებლად მხოლოდ 3 მსაჯული ავიცილეთ. სულ დაუსაბუთებლად 6 მსაჯულის აცილების უფლება გვაქვს,“ – განმარტა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
მსაჯულების შერჩევის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
„ფოტოები არ გადაუღოთ, მათი სახეების ჩვენება არ შეიძლება,“ – პროცესის დაწყებამდე გაგვაფრთხილეს ჟურნალისტები სასამართლოს მანდატურებმა. მსაჯულობის კანდიდატები უკვე შესულიყვნენ დარბაზში და ბრალდებულის წინ ისხდნენ.
ერთმანეთის მიყოლებით აწია ხელი რამდენიმე კანდიდატმა, როცა მოსამართლემ თვითაცილების შესახებ დასვა შეკითხვა. ნაფიცი მსაჯულების კანდიდატებს შორის თვითაცილება ძირითადად ქალებმა მოითხოვეს: „მე შვილს ვერავის დავუტოვებ“, „მარტოხელა დედა ვარ“, „რეპეტიტორი ვარ და ბავშვებს ვამზადებ, ვინ ამინაზღაურებს ამას?“ „ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, აი, დოკუმენტები“ – მიაყარეს მოსამართლეს მსაჯულობის კანდიდატებმა.
პროკურორმა ლაშა ბიწაძემ რამდენიმე შემთხვევაში თქვა, რომ მოსამართლემ თვითაცილების მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ 26 კანდიდატიდან 11 კანდიდატის თვითაცილება დააკმაყოფილა. დარჩენილ კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კი, მხარეებმა დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი მსაჯულის შეარჩიეს.
გასაუბრების დროს საინტერესო იყო პროკურორ ლაშა ბიწაძის გასაუბრება მსაჯულობის ერთ კანდიდატთან, რომელმაც თქვა, რომ „ვერ ენდობა“ სისტემას, რადგან მტკიცებულებები, რომელსაც მხარეები წარმოადგენენ, შესაძლოა გაყალბებულია.
მსაჯულების კანდიდატებთან გასაუბრებამ მკაფიოდ აჩვენა ორი რამ: მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ ნაფიცი მსაჯულების სისტემა ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია, თუმცა თვითონ არ არის მზად, მსაჯული გახდეს, ან არ სურს მართლმსაჯულების სისტემის ნაწილად თუნდაც ერთ საქმეში გახდეს.
მსაჯულებს მთავრობა მხოლოდ მგზავრობის ხარჯებს უნაზღაურებს, მათ ასევე უნდა შეუნარჩუნდეთ სამუშაო ადგილი.
თუ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14 მსაჯულს უახლოეს დღეებში შეარჩევენ, მსაჯულები 2 კვირის განმავლობაში უნდა მიიღონ ვერდიქტი მკვლელობის საქმეზე. სხდომები ამ შემთხვევაში ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში გაიმართება.
„პირველად გამოჩნდა პუტინი ფრონტის ხაზზე სამხედრო ფორმით, აქამდე ბუნკერიდან არ გამოდიოდა. ეს იმას მიანიშნებს, რომ საომარი მოქმედებები არც ისე ინტენსიურია,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე რუსეთი აუცილებლად მივა, მანამდე კი კრემლს იმის წარმოჩენა სურს, რომ ეს უკრაინის სურვილია და არა რუსეთის.
გადამდგარი გენერალი განმარტავს, რომ რუსებს არც კურსში აქვთ მნიშვნელოვანი წარმატება, როგორც ამის ჩვენებას რუსული პროპაგანდა ცდილობს. რუსები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ორმაგი ალყის შეკვრას, ხოლო გაზის მილებით სამხედროების მტრის ზურგში გადასხმა სრულიად წარუმატებელი ოპერაცია აღმოჩნდებაო, ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
„ის ოპერაცია, რაც განახორციელეს რუსებმა და გაზით მილით გადაისროლეს მებრძოლები მტრის ზურგში, ჩავარდა: ნაწილი მოიწამლა, დანარჩენი მოხვდა უკრაინელების დარტყმის ქვეშ და ეს დანაყოფი ფაქტობრივად განადგურდა. რამდენიმე მებრძოლია გაფანტული და სადღაც თავშეფარებული ადგილობრივ ნანგრევებს. ეს ოპერაცია მთლიანად ჩაუვარდათ რუსებს,“ – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.
სამხედრო ანალიტიკოსის თქმით, ყველაზე მთავარი ახლა ევროპის მობილიზებაა, რამაც უკრაინა ისე უნდა გააძლიეროს, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს სურვილი, უკრაინას თავს დაესხას ისევ.
გაჩნდა ამის პირობა? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე: „ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ იმის თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება და უკრაინელების ხოცვა სურს”, – ამბობს ზელენსკი. თქვენი დაკვირვებით, რამდენად არიან მხარეები მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის?
მე თავიდანვე არ მეგონა, რომ თითის ერთი დაქნევით ყველაფერი დამთავრებოდა, თუმცა იმედი მქონდა, რომ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა სააღდგომოდ მაინც მოხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე წარმომედგინა, რომ უფრო ადვილად მოხდებოდა ეს შეთანხმება. როგორც ჩანს, პუტინს ჯერ იმის ჩვენება სურს, რომ დიდი ბიჭია და ტრამპის ერთი ხელის დაქნევაზე გადაწყვეტილებებს არ იღებს.
მეორეს მხრივ, აშშ-ს წარმომადგენელი ჩავიდა რუსეთში და ამას შედეგი არ მოჰყოლია. ასეთ დროს გარკვეული შეთანხმებები წინასწარ არსებობს ხოლმე.
რა გამოჩნდა თქვენთვის ამ პროცესში, შესაძლოა რაღაც არ ჟღერდება?
შესაძლოა, მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ კიდეც რაღაც კონკრეტულ დეტალებზე, მაგრამ არ აჟღერებენ ამას. დადებითი ისაა, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. უკრაინას თავისი პოზიტიური პოზიცია უკვე გაჟღერებული აქვს, ამასთან რუსეთსაც ნეგატიური ნაბიჯები გადადგმული აქვს. შესაბამისად, გრძელდება სანქციები რუსეთის საბანკო სექტორსა და ნავთობის წარმოების სექტორზე.
თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა აშშ-ს სანქციების ახალი ეტაპი რუსეთის მიმართ?
ეს იმის ჩვენებაა, რომ აშშ-ს ზემოქმედების ბევრი ბერკეტი კიდევ აქვს ხელში.
მეორეს მხრივ, არც ისეთი გარღვევები აქვს რუსეთს ფრონტის ხაზზე, რომ უკრაინას მანევრის საშუალება არ ჰქონდეს და იძულებული იყოს, ყველაფერს ხელი მოაწეროს. მართალია, რუსებს გარკვეული ტაქტიკური ინიციატივა და წარმატება აქვს კურსკში, ესაა და ეს. სხვა მნიშვნელოვანი, ვიმეორებ – მნიშვნელოვანი გარღვევა რუსებს ფრონტის ხაზზე, სამხედრო თვალსაზრისით, არ გააჩნიათ.
ამ მოცემულობაში შედგება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე?
დიდი ალბათობით მაინც მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და რუსები გარკვეული კეკლუცობის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არა მგონია, რუსებმა ამერიკასთან მიმართებით ყველაფერზე უარი თქვან. რუსეთი ვაჭრობს და აჩვენებს ყველას, რომ მას რაღაც კოზირები აქვს სახელოში. ჩვენ ახლა ამის მოწმენი ვართ.
რუსეთს სურს იმის წარმოჩენა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება უკრაინის აუცილებლობაა და არა რუსეთის.
რეალურად ამერიკის დახმარების გარეშე რამდენად შეძლებს უკრაინა განაგრძოს ბრძოლა?
ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის საქართველოში, ცდილობს აპოკალიფსური სურათი დახატოს, რომ უკრაინა ძალიან მძიმე დღეშია და ასე შემდეგ. არ მინდა, მათ რიგში აღმოვჩნდე. რა თქმა, ამერიკული დახმარების შეწყვეტა უკრაინისთვის ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ, პირველ რიგში, რატომ უნდა შეუწყვიტოს ამერიკამ უკრაინას დახმარება რუსების პოზიციის ფონზე? ვფიქრობ, ამ პირობებში პირიქით, უკრაინის გაძლიერება მოხდება.
მეორე საკითხია ევროპაში უკვე მიღებული გადაწყვეტილება გადაიარაღების შესახებ. გეგმა როცა ცხადდება, დამერწმუნეთ, გათვლები და ძირითადი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ევროპა აძლიერებს სამხედრო კომპლექსებს, სამხედრო ინდუსტრიას, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. არის მოსაზრება, რომ აი, ევროპა დიდი ხნის შემდეგ შეძლებს გაძლიერებას, მაგრამ ევროპას დღეს ნამდვილად გააჩნია იმის ძალა, რომ სრულად განაგრძოს უკრაინის დახმარება აღნიშნულ ტემპში.
შორს რომ არ წავიდეთ, ვიკიპედიაშიც რომ შეადაროს დაინტერესებულმა პირმა მონაცემები, ნახავს, რომ ნატოს შეიარაღება და რესურსები ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსეთის. ყველაზე კრიტიკული არის ის, რომ უკრაინას რუსული სარაკეტო დარტყმებისგან იცავს ალბათ მსოფლიოში საუკეთესო ამერიკული სისტემები, რომელიც ასევე შეუძლია იყიდოს ევროპამ ამერიკისგან და თავად მიაწოდოს უკრაინას. ამაზე რატომ უნდა თქვას უარი ამერიკელმა მწარმოებელმა, გაუგებარია.
ასევე, თუ აღარ იქნება „პატრიოტები“ ამერიკული დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, მას ჩაანაცვლებს სხვა, მსგავსი ევროპული სისტემები. შესაძლოა, ეს სისტემები ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც „პატრიოტია“, მაგრამ არც ძალიან ჩამოუვარდება. გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო ტექნიკა, რასაც უკრაინა იღებს დასავლეთიდან, უკვე მოძველებულია და არ არის ბოლო თაობის შეიარაღება.
ევროპამ თუ დაიწყო უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება, ეს უკრაინელებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს საომარ მოქმედებებს.
მიდის აქეთკენ პროცესი?
რა თქმა უნდა, აქეთკენ მიდის. ევროპელები ტყუილად ხომ არ იკრიბებიან უკრაინის საკითხზე და ამხელა თანხის მობილიზებას აანონსებენ? ეს ხომ საქართველო არაა, თქვან რაღაც და მერე პასუხი არავინ მოსთხოვოს?!
იქ იტალია, ესპანეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი ფეხს ითრევენ, მაგრამ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ასევე პოლონეთს და სკანდინავიის ქვეყნებს ეყოფათ ძალა, რომ დაეხმარონ უკრაინას.
დღევანდელი კონტექსტი რას აჩვენებს: რუსეთ-უკრაინის ომი მიდის კონფლიქტის გაყინვისკენ თუ ევროპა მოახერხებს ძალების მობილიზებას და უკრაინის ისე მხარდაჭერას, რომ ის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს?
ალბათ გაიყინება. ეს იქნება გაყინული კონფლიქტი, კორეიზაციის ვარიანტი მოხდება, თუმცა ევროპელები დაეხმარებიან უკრაინას გაძლიერებაში, ისე გაძლიერებაში, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს სურვილი უკრაინაზე შემოდგომის თავდასხმის და აგრესიის.
ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ ჩანს, თუმცა არასდროს უნდა თქვა „არასდროს“, როცა ეს პოლიტიკას ეხება.
არავინ იცის, როგორ შეიცვლება სამყარო, ან რა მოხდება რუსეთში. ამ ეტაპზე უკრაინასაც ურჩევია ძალისხმევა მოახმაროს გადაიარაღებას და მოდერნიზებას, ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან, ეკონომიკურ განვითარებას, დანარჩენს მომავალი აჩვენებს. როგორც ერთხელ უკვე გითხარით: აზერბაიჯანი 30 წელი ელოდა თავის მომენტს.
90-იან წლებამდე ვერც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შეერთებას წარმოიდგენდა ვინმე.
როგორ იცვლება რეგიონში რუსეთის პოზიციები? ბოლო დღეებში სირიაში შეიარაღებულ ძალებს შორის კონფლიქტს 1000 ადამიანი ემსხვერპლა…
რუსეთის პოზიციები სუსტდება ყველა მიმართულებით. ერთადერთი, ვისაც რუსეთმა შეუძლია უკარნახოს თავისი ნება, ეს პოსტსაბჭოთა სივრცეა, ისიც ბალტიისპირეთის ქვეყნების გარეშე. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც უკვე ჩამოყალიბდა მულტიპოლარული სისტემა.
ბიპოლარული იყო სისტემა „ცივი ომის“ პერიოდში, შემდეგ 90-იანებში იყო უნიპოლარული სისტემა და აშშ დომინირებდა სრულად, ახლა კი არის მულტიპოლარული, სადაც რამდენიმე პოლუსია: აშშ, ჩინეთი, ევროპა გამოდის ასპარეზზე, რუსეთი ცდილობს, რომ იყოს პოლუსი რეგიონულ დონეზე მაინც, ახლო აღმოსავლეთშიც ვითარება მნიშვნელოვნად იცვლება, რეგიონული მოთამაშის პოზიციის დაკავებას თურქეთიც ცდილობს და ასე შემდეგ.
ცუდი ისაა, რომ მულტიპოლარულობა უფრო მეტი საფრთხის მატარებელია, ვიდრე, მაგალითად, უნიპოლარული, ან ბიპოლარული მსოფლიო. მულტიპოლარული იყო მსოფლიო, როდესაც პირველი და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ამ დროს არ არსებობს ორი ერთმანეთის დამრეგულირებელი, დომირებადი ძალა. შესაბამისად, საფრთხის შესაძლებლობა დიდია.
ამ დროს რეგიონული დაპირისპირების შესაძლებლობაც იზრდება. ხვალ და ზეგ ეს კავკასია იქნება, თუ ცენტრალური აზია, არ ვიცი, მაგრამ ეს გამოწვევები ნამდვილად არსებობს.
უკრაინის ფრონტის ხაზზე რა ხდება ბოლო დღეებში?
პირველად გამოჩნდა პუტინი ფრონტის ხაზზე სამხედრო ფორმით, აქამდე იგი ბუნკერიდან არ გამოდიოდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საომარი მოქმედებები არც თუ ისე ინტენსიურია.
კურსკში რუსებს აქვთ წარმატება, მაგრამ რის ხარჯზე? სამხრეთ მიმართულებით, ანუ ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით, არაფერი ხდება, აღმოსავლეთ მიმართულებით კი, რუსების დიდი მცდელობის მიუხედავად შეტევის კურსი ვერ განავითარეს. დაახლოებით ერთი თვის წინ თქვეს რუსებმა, რომ ტორეცკი აიღეს, მაგრამ ბრძოლები ისევ მიდის.
უკრაინელებს პოკროვსკის მიმართულებაზე ჰქონდათ კონტრშეტევა და მცირე ტაქტიკური წარმატება გააჩნდათ. ერთადერთი კურსკის საოპერაციო რაიონში გააჩნიათ რუსებს ნაწილობრივი წარმატება და უკრაინული დაჯგუფებისთვის ალყის საფრთხის შექმნა.
სამხედრო გეომეტრიის მიხედვით, სრულ ალყას სჭირდება ორი სარტყელი: შიდა და გარე, რათა თავდაპირველი ალყის შემქმნელი თავად არ მოხვდეს ორმაგი დარტყმის ქვეშ. ჯერ-ჯერობით რუსებს არ აქვთ ეს ორი სარტყელი და არც გაუფართოებიათ სივრცე, რომლითაც უკრაინელებს სრულად მოწყვეტენ კურსკის ოლქს. ასე რომ, უკრაინელებისთვის ნამდვილად მძიმე ვითარებაა, მაგრამ არა უიმედო.
ის ოპერაცია, რაც განახორციელეს რუსებმა და გაჩერებული ურენგოი – სამარა – უჟგოროდი გაზით მილით 12 კმ-ზე გადაისროლეს მებრძოლები მტრის ზურგში, ჩავარდა: ნაწილი ჯერ კიდევ გზაში მოიწამლა შესაბამისი დამატებითი ვენტილაციის არ ქონის გამო, დანარჩენი მოხვდა უკრაინელების დარტყმის ქვეშ და ეს დანაყოფი ფაქტობრივად განადგურდა. რამდენიმე მებრძოლია გაფანტული და სადღაც თავშეფარებული ადგილობრივ ნანგრევებს. ეს ოპერაცია მთლიანად ჩაუვარდათ რუსებს.
პუტინის გამოჩენა რატომ დასჭირდათ რუსებს?
გამოაჩინეს პუტინი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი. ეტყობა, პიარმა უთხრა, რომ მოლაპარაკებების პერიოდში შენც გამოჩნდი ფრონტის ხაზზეო. პუტინს უნდა გამოჩნდეს, როგორც დევგმირი, რომელიც თითქოს თავად ხელმძღვანელობს ამ ოპერაციას. რატომ არ გამოჩნდა პოკროვსკის მიმართულებით და კურსკში გამოჩნდა? იმიტომ, რომ მასთან იყოს ასოცირებული წარმატება.
ამასობაში, ყირიმის მიმართულებით გააქტიურდნენ უკრაინელები, რას მიაღწიეს?
გუშინ დაარტყეს ისევ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელს და ნავთობგადამანაწილებელს. მუდმივად ხდება ეს დარტყმები და ჯერ კიდევ ცდილობენ ჩააქრონ ხანძარი 1000 კვადრატულ მეტრზე.
4 დღის წინ ბრიანსკის ოლქში ფსბ-ს შენობას დაარტყეს უპილოტოებით, მათმა დრონმა პირველად მიაღწია ჩუვაშეთს და მოხვდა ნავთობკომბინატ „ბურევესტნიკის“ რეზერვუარებს.
მოსკოვის გარეუბნებსაც დაარტყეს უკრაინელებმა, გუშინ კრემლიდან 4 კმ-ში ჩამოვარდა დრონი, იგივე მოხდა სადოვოე კალცოზე. ასე რომ, არც რუსები არ არიან დალხენილ მდგომარეობაში.
ნუ დაგვავიწყდება, რომ დასავლეთი აქტიურადაა ჩართული უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაში, განსაკუთრებით აქტიურობენ ამ მიმართულებით ფრანგები და სკანდინავიელები. ფრანგები აწვდიან უპილოტოებს უკრაინელებს, ასევე, უკრაინა თავად იწყებს თავისი შეიარაღების გარეწარმოებას. გათვლაა, რომ 50%-მდე უნდა ავიდეს ამ წარმოების მაჩვენებელი, რაც უკრაინას სჭირდება. დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 30%-ს აღემატება.
ექსპერტების გათვლებით, ბაიდენის მართველობის ბოლო პერიოდის აქტიურობის ხარჯზე, უკრაინელებს უკვე ჯერ კიდევ აქვთ მარაგები, თუნდაც ამერიკული შეიარაღების, რაც 4-დან 6 თვემდე ეყოფათ, სრულად იზოლაციის პირობებშიც კი.
რა გახდა ახლა უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ამერიკულ დახმარებას უკრაინის პრიორიტეტებში გადავიტანდი მეორე ადგილზე. პირველ ადგილზეა ევროპის მობილიზაცია.
რა თქმა უნდა, ამერიკის დახმარება რჩება პრიორიტეტებში. ამერიკამ მნიშვნელოვანი ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
თუ აშშ ზეწოლას ვერ განახორციელებს რუსეთზე, ომი გაგრძელდება. ეს არ იქნება რუსეთისთვის წარმატებული ომი, მაგრამ იქნება გაჭიანურებული ომი – უფრო მეტი გადამწვარი ტერიტორიები და დახოცილი ხალხი.
13 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორ მოიტყუა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას.
სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი Live“-ის ეთერში თქვა, თითქოს მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს იმის გამო, რომ ის სტიკერებს აკრავდა პოლიციელს ზურგზე.
„…ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა სტიკერი პოლიციელს ზურგზე, არ მგონია ეს ნორმალური საქციელი, რა გითხრათ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და იქვე გაუშვეს“, – თქვა სოზარ სუბარმა 6 თებერვალს, „იმედის“ ეთერში.
სუბარი ერთადერთი არ არის „ოცნების“ ლიდერებიდან, რომელიც ცდილობდა დეზინფორმაციის გავრცელებას მზია ამაღლობელის პირველ დაკავებასთან დაკავშირებით. 29 იანვარს „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ასევე „იმედი Live“-ის ეთერში თქვა, რომ თითქოს მზია ამაღლობელი „სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს“.
„რაც შეეხება ფაქტებს, ფაქტი იყო ასეთი – ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როცა სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი“, – თქვა კობახიძემ.
სინამდვილეში, 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე მზია ამაღლობელმა სტიკერი, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“ – გააკრა პოლიციის შესასვლელთან, დამხმარე ნაგებობაზე გააკრადა ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც არსებობს, რის შესახებაც მზია ამაღლობელის დაკავების პირველსავე დღეს იყო ცნობილი და არც ერთ პირს, გარდა „ოცნების“ ლიდერებისა, არ უთქვამს, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციელს მიაკრა სტიკერი.
ნახეთ ვიდეო:
ეს ფაქტი 13 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვიდეომტკიცებულების საფუძველზე დაადასტურა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულებები და მე ვაფიქსირებ სასამართლო სხდომის ოქმში, რომ ვიდეომტკიცებულებების გამოქვეყნების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია – პირველი შემთხვევა არის სტიკერის მიკვრის, ბესელიამ თუ დგებუაძემ, ბესელიამ მგონი ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას, შეჰყვა მას პოლიციას ეზოში. შენობაში მეორე ჩანაწერია ასევე, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს – „150-ე მუხლით დავაკავეთ“, ეს ორი ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია“, – განაცხადა მოსამართლემ.
რა ხდება
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.
სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნოშუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
დღეს, 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.
ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ორი საქმე მიმდინარეობს – ადმინისტრაციული [ სტიკერის გაკვრაზე, გაყალბებული ოქმით] და სისხლის სამართლის – პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ 18 მარტს უნდა გამოაცხადოს. ამავე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება პროცესი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.
„ვისაც გსურთ ამ რეალობასთან შეგუება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვეგუებით. რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს აქ ყოფნა, ვიცი, რომ თავისუფალ საქართველოში შევხვდებით”.
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთაგან, რომლებიც, სინამდვილეში ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ, ერთ-ერთია 28 წლის იუმორისტი ონისე ცხადაძე.
დანარჩენი 10 ბრალდებულის მსგავსად, ონისემაც სხვები სასამართლო დარბაზში ნახა პირველად.
„არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა, რომ ნაკლები გავაკეთო ვინმეზე“, – თქვა ონისე ცხადაძემ 2025 წლის 10 იანვარს გამართულ პროცესზე.
საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ერთ მხარეს სპეციალური დანიშნულების რაზმი დგას, მეორე მხარეს – აქციის მონაწილეები და, სავარაუდოდ, მათ შორისაა ონისეც. ერთ ვიდეოში პირბადით მყოფი ონისე ცხადაძე ორჯერ დაიხრება და გზაზე დაგდებულ პატარა საგანს აიღებს. ონისე ხსნის, რომ ეს იყო ე.წ. ფერადი კვამლის გასაშვები კაფსული, შემდეგ კი წყლის ბოთლს და ხის ფიცარს ისვრის სპეცრაზმელებისკენ. პარალელურად, ვიდეოებში განუწყვეტლივ ისმის სპეცრაზმელების მუქარა, გინება და სხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა აქციის მონაწილეების მიმართ.
თუმცა არ ჩანს, სად ვარდება ონისეს ნასროლი საგნები, ან ხვდება თუ არა რომელიმე სპეცრაზმელს. საქმეში არც სხვა რაიმე მტკიცებულება მოიპოვება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ონისეს ქმედება სპეცრაზმელს აზარალებს.
ონისე ცხადაძე
ბრალდებულის ადვოკატები, ასევე, სხვა იურისტები აცხადებენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს არც საქმის ჯგუფურობას და არც მონაწილეობას რაიმე ტიპის ძალადობაში.
„არც ერთ მათგანს არა აქვს არავითარი კავშირი და არც ჰქონია არავითარი კომუნიკაცია არც ერთ სხვა ბრალდებულთან. მათ ერთმანეთი გაიცნეს სასამართლო დარბაზში, ამიტომ რაიმე ტიპის ჯგუფურობაზე აპელირება წმინდა წყლის სამართლებრივი აბსურდია, როგორც დოქტრინულად, ისე – ლოგიკურად”, – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსით გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რაც იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, ონისე ცხადაძის ბრალდების საქმეში კი არათუ მტკიცებულება არამედ, საერთოდ არ არის დაზარალებული პირი”, – ვკითხულობთ ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა” (GDI)-ს დოკუმენტში, რომელიც ონისეს საქმის შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდა.
ონისე ცხადაძემ საქმის აბსურდულობაზე 10 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მან მოსამართლეს ასე მიმართა:
„…ჩანს ბოთლის სროლა, და ასევე … ე.წ. კვამლს რომ უშვებს – მხოლოდ ფერს, მაგ პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, ლამის ფეხში გავირტყი და ძალიან გთხოვთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ.
რაც შეეხება სასჯელს – 4-დან 6 წლამდე. ანუ, ამ ბრალდებაზე რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში. ანუ, თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე…
თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს „სპიჩკის” კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ”, – ამბობს ონისე და ასანთის კოლოფს ისვრის.
დაკავება
ონისე ცხადაძემ ბავშვობა ძმასთან სანდრო ცხადაძესთან ერთად თერჯოლაში გაატარა. თბილისში სტუდენტობის პერიოდში ჩავიდა, როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის მიმართულებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს სფერო განსაკუთრებით არ აინტერესებდა.
ძმასთან ერთად 2017 წელს მონაწილეობდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში. შემდეგ ერთი წელი გერმანიაში გაატარა, მაგრამ უცხო ქვეყანაში ცხოვრება გაუჭირდა და დაბრუნდა. მალე „ახალი შაბათი შოუს” გუნდში მოხვდა იუმორისტად და დღემდე ამ სფეროშია. კითხულობს იუმორისტულ სთენდაფებს იუთუბგადაცემაშიც.
ონისე დაკავებამდე ძმასთან ერთად თბილისში, ერთ-ერთი ავტოფარეხის თავზე მოწყობილ ბინაში ცხოვრობდა. ძმასთან ერთად მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებშიც.
30 ნოემბერს, აქციის დარბევისას, ონისე და სანდრო ერთად იყვნენ აქციაზე. ორივენი სცემეს. არეულობაში ერთმანეთი დაკარგეს. ონისეს ძმამ, სანდრომ ამიტომ მოგვიანებით გაიგო, რომ ონისე ცემისას ერთმა სპეცრაზმელმა იცნო და გამოუშვა: შენ ის არ ხარ, სკეტჩებს რომ აკეთებსო.
მეორე დღეს ონისე თერჯოლაში ძმის მანქანით წავიდა. „ნეკნი ჰქონდა დაზიანებული, თან ფიქრობდა, რომ ცოტათი იქაურობასაც გამოაცოცხლებდა”, – ამბობს სანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში. და მართლაც, ონისე ცდილობდა საპროტესტო აქციების და მარშების ჩატარებას. 3 დეკემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ შედის ონისე რუპორით ჯვარის საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს მიმართავს.
ვიდეოს, ძირითადად, ავრცელებდნენ პროსამთავრობო ტელეარხები ტექსტით: „რადიკალი აქტივისტი ონისე ცხადაძე სკოლაში შეიჭრა და ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობს”.
4 დეკემბერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ონისემ დაწერა: „დაფინანსებულია „იმედის” მიერ მოჭრილი ჩემი ვიდეოები და სიმართლე არსად ჩანს. ძაან გთხოვთ, ჩამრთეთ ვინმემ, ხო შეიძლება”.
ონისე ცხადაძე მეორე დღეს თერჯოლაში, ოჯახის კუთვნილ სახლში დააკავეს.
სანდრო იხსენებს, რომ ონისეს ორსართულიანი კერძო სახლის პირველ სართულზე ეძინა. იქვე იყო ბებია. მეორე სართულზე კი ონისეს მამა იმყოფებოდა. ოჯახის წევრების აღწერით, დიდი ოდენობით პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და „ყველა კარიდან შევიდნენ სახლში, თითქოს ტერორისტი აჰყავდათ”, – ამბობს სანდრო.
ონისესთან ოჯახი პირადი შეხვედრების შესაძლებლობას იყენებს, საუბრობენ ტელეფონით. თუმცა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება ონისესთვის წერილებია.
„სიცოცხლის ფასადაც კი მიღირს იმ რეალობასთან ბრძოლა, სადაც გოგა ხაინდრავა მოღალატეებს გვეძახის „იმედის” ეთერში და, მომდევნო დღეს, იგივე ეთერში, იმავეს იმეორებს ზვიად გამსახურდიას შვილი (ზვიადი, ალბათ, ამ დროში, საკუთარ შვილს დაუძახებდა KGB-ს აგენტს, ცოცხალი რომ იყოს).
საკანში ყოფნა მირჩევნია იმ რეალობასთან შეგუებას, სადაც შალვა რამიშვილი უზნეოებს გვეძახის, ამ დროს კი საკუთარ შვილსაც არ უყვარს.
და განათლებას გვიწუნებს სოკრატე სულთანიშვილი და არისტოტელე ოდიშარია.
ვისაც გსურთ ამ რეალობასთან შეგუება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვეგუებით. რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს აქ ყოფნა, ვიცი რომ თავისუფალ საქართველოში შევხვდებით.
ავისრულებ ჩემს ოცნებას და მსოფლიო გამიცნობს.
ხო და, კიდევ, ყველაზე მთავარია მზია ამაღლობელი!” – 30 იანვარი, ონისე ცხადაძე.
ონისე ცხადაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ონისე ცხადაძის წერილი, 10 თებერვალი
___________________
სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალურ გამოცემაში – „სინდისის პატიმრები“. გაზეთში დაბეჭდილ სტატიებზე მუშაობდნენ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მტკიცებულებების წარდგენის მიზნით“ 300 ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათის შესყიდვას 3 210 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე გეგმავს.
სამინისტროს ცალკე ტენდერიც აქვს გამოცხადებული ფლეშ მეხსიერების ბარათების, DVD-R, CD-R დისკების და მეხსიერების ბართების შესყიდვის მიზნით. ამ ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა სახის ჯამში 16 670 ცალ დისკს და მეხსიერების ბარათს სამინისტროს კომპანია „სითიტექი“ 27 230 ლარად სთავაზობს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შეთავაზებული პროდუქცია ჩინური და ტაივანური წარმოებისაა:
წყარო: შესყიდვების პორტალი
ტენდერი შსს-ს 38 020 ლარით აქვს გამოცხადებული და ის შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. [სამინისტრომ ეს ტენდერი 2025 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა და წინადადებების მიღება 7 მარტს დასრულდა].
შსს-ს განაცხადის მიხედვით, „სატენდერო პროცედურების დასრულებას დასჭირდება გარკვეული ვადა [სავარაუდოდ 25-30 დღე]. შესაბამისად, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს, ხელი არ შეეშალოთ დიდი მოცულობის მტკიცებულებების წარდგენის პროცესში [რაც უარყოფითად აისახება როგორც სამინისტროს იმიჯზე, ასევე შსს სტრუქტურული დანაყოფების გამართულ ფუნქციონირებაზე]“, ამ ეტაპზე საჭიროა 300 ცალი ფლეშ მეხსიერების შესყიდვა.
ამავე განაცხადში შესყიდვების სააგენტოს შს სამინისტრო წერს, რომ წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, იქნებოდა დიდი მოცულობის მტკიცებულებები“.
ტენდერის დასრულებამდე საჭირო რაოდენობის ფლეშმეხსიერების გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები „ვერ უზრუნველყოფენ დიდი მოცულობის მტკიცებულებების წარდგენას, რაც უარყოფითად აისახება როგორც სამინისტროს იმიჯზე, ასევე შსს სტრუქტურული დანაყოფების გამართულ ფუნქციონირებაზე,“ – წერს შსს.
როგორ ზრუნავს შსს უწყების „იმიჯზე“ და რაში იყენებს დისკებს, ეს იმ ადმინისტრაციული საქმეებითაც ჩანს, რომლებსაც სამინისტრო საგულდაგულოდ აყალბებს.
მაგალითად, შსს-ს მიერ გაყალბებული ოქმის საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, სასამართლომ უკანონო პატიმრობა მიუსაჯა მზია ამაღლობელს.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო“, თუმცა დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
ამის მტკიცებულებად კი, შსს-მ სასამართლოში დისკითწარადგინა ვიდეო, რომელიც გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ. ანუ შს სამინისტრომ წარმოადგინა ვიდეო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან.
„ვიდეოჩანაწერში ვერ დავინახე მზიას მხრიდან პოლიციელებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი,“ – ეს თავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ განაცხადა სასამართლო პროცესზე.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის იქ სხვა პირების დაკავების შემდეგ მივიდა. პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში 109 დღეა ყოველდღიურად, უწყვეტად იმართება.
მოქალაქეების პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რითაც იურისტების შეფასებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა.
პროევროპული აქციების მონაწილეებს ხშირად აჯარიმებენ გზის გადაკეტვის ბრალდებით. ჯარიმის ოდენობა ამ ეტაპზე 5000 ლარია. მთავარი მტკიცებულება ამ შემთხვევაში მომიტინგეების წინააღმდეგ სახის ამომცნობი კამერების მიერ გადაღებული კადრებია.
ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 109-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმააღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.
პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან სისხლის სამართლის კოდექსით 50-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, რომ ამას „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს სხვა პოტენციურ დამნაშავეებზე.
შესაბამისი მოთხოვნით შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესზე, 13 მარტს მიმართა მოსამართლეს.
„საქმეში იკვეთება დამამძიმებელი გარემოება. მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახდელი, რომელსაც ექნება მსუსხავი ეფექტი, რათა ქალბატონმა მზიამ და შემდგომ სხვა პოტენციურმა სამართალდამრღვევებმა მსგავსი ფაქტი აღარ გაიმეორონ. რომ ეს იყოს მაგალითი, რომ პოლიციას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო,“ – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას.
„მოწმემ [გულისხმობს ცრუმოწმე პოლიციელებს – რედაქცია] განმარტა და რასაც ვიდეოკადრებიც ადასტურებს, იყო არაერთი მოწოდება, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, შეეწყვიტა ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც ქალბატონი მზია ახორციელებდა პოლიციის მიმართ.
ამის შემდეგ იყო წინააღმდეგობა. მხარე ამბობს, რომ ეს წინააღმდეგობა არის დაკავების შემდეგ. მით უფრო ცუდი პატივცემულო მოსამართლევ, რომ ადამიანი, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, პოლიციის შეურაცხყოფაზე და წინააღმდეგობაზე. გამოდის და იგივე ქმედებას ჩადის. აი, აქ უფრო მძიმდება,“ – ასე დაასაბუთა შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ „დამამძიმებელი გარემოება“, რომელიც მისი აზრით მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეშია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ, სასამართლო პროცესზე განუმარტა მოსამართლეს, რომ „მსუსხავი ეფექტი“ არის ტერმინი, რომელიც სრულიად აცდენილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პერსპექტივებთან, უფლებებთან და სტანდარტებთან.
„არავითარი სანდოობა არ არსებობს არც იმ პოლიციელი მოწმეების მიმართ ვისაც დღეს მოვუსმინეთ. არც საერთოდ ამათ მიერ შედგენილი დოკუმენტის მიმართ. იმიტომ, რომ მათ აქვთ არა სანდოობის ხარისხი, არამედ პირიქით, ისინი მოწადინებული არიან, რომ მზია დაისაჯოს იმიტომ, რომ მათი ხელმძღვანელები არ დაისაჯონ.
ჩვენ მათ ხელმძღვანელებზე გვაქვს შეტანილი გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ერთ-ერთ ეპიზოდში გამოძიება დაწყებულიც არის.
განცხადებები, რომ მათ მზია თვითნებურად დააკავეს, შემდეგ არასათანადოდ მოეპყრნენ და ამ საჩივრებს ისევ ის ხელმძღვანელები იხილავენ, რაც ჩვენ წარვადგინეთ, და, თანაც, ისინი არიან პირდაპირ დაინტერესებულები, იმიტომ, რომ ამ საქმეში თუ მათი „სიმართლე“ არ დადასტურდა, ზოგიერთ პოლიციელს შეიძლება ამის გამო დისციპლინური დაემუქროს. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის რისკის ფასად უღირთ ეს საქმე. ამიტომ ისინი ვერ იქნებიან ობიექტურად მიუკერძოებლები ამ საქმეში.
ისინი არიან დაინტერესებული მზია ამაღლობელის სასტიკი დასჯით და ეს ფრაზა – ქალბატონმა თეამ აქ ესეც თქვა, რომ „მზია ამაღლობელი ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ მას ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი. „მსუსხავი ეფექტი“ არის ის ტერმინი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლო სახელმწიფოს ადანაშაულებს ხოლმე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.
„მსუსხავი ეფექტი“ არის ცუდი ტერმინი. „მსუსხავ ეფექტს“ როგორ იყენებთ როგორც პოზიტიურს, ამის წარმოჩენა თითქოს ეს კარგია, რომ მოდი სხვები დავსაჯოთ „მსუსხავი ეფექტის“ სტანდარტითო. პირიქით, ეს უნდა სთხოვოთ, რომ არ გამოიყენოს. ამას როგორ ასაღებთ, როგორც რაღაცა პოზიტიურს, რომელიც ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გააკეთოს. ეს არის სრულიად აცდენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პერსპექტივებთან, უფლებებთან, სტანდარტებთან.
ასევე, რა უშლიდა პოლიციას ხელს [გადაეღო კადრები], ჩვენ კადრებში ვნახეთ, რომ ადგილზე იყო არაერთი პოლიციელი.
კარგი, გასაგებია, რომ შეიძლება ხელმძღვანელებს არ აქვთ სამხრე კამერა, მაგრამ მათ თავიანთი ტელეფონები აქვთ და ბესელია სხვა კადრებს რომ იღებდა, რატომ არ გადაიღო მაშინ მზია ამაღლობელი ვინმეს რომ აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ღორებს ეძახდა?
სად არის ასეთი რომელიმე მტკიცებულება, სადაც ეს ჩანს?
მინდა შეგახსენოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება საქმეში გიორგი ქებურია საქართველოს წინააღმდეგ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ამ ტექნოლოგიური საშუალებების მარტივად ხელმისაწვდომობის პირობებში, როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა საკუთარი ქმედების სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს.
არ შეიძლება თქვენ ენდოთ პოლიციელს, რომელიც ამბობს, რომ რაღაც დაინახა, როდესაც მას ჰქონდა შესაძლებლობა ეს გადაეღო, არ გადაიღო და არც სხვა მტკიცებულება არ მოიპოვა. ეს სტანდარტი თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ამ საქმეში“, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13 მარტს გაიმართა.
მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან, დისტანციურად ერთვებოდა. მან განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციული დაკავების საქმე გაყალბებულია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.
შაბათს, 15 მარტს, საღამოს 19:00 საათზე, ბათუმში სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.
აქციის ანონსის თანახმად, „ეს შეკრება წინააღმდეგობის მორიგი მაგალითია ყველა ჩაგრული, უფლებაშელახული მოქალაქისთვის სოლიდარობის გამოსახატად“.
აქციის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან [ბულვარის მხარეს] შეიკრიბებიან.
„მივაწვდინოთ ხმა თეატრალური უნივერსიტეტის რეპრესირებულ სტუდენტებს, უკანონოდ დაჯარიმებულებს, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, დევნის სამიზნედ ქცეულ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს.
ჩვენ 106 დღეა ვდგავართ ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. „ქართულმა ოცნებამ“ ამ წინააღმდეგობას საპოლიციო ძალა, რეპრესიული კანონები და სამართლიანობისგან დაცლილი სასამართლო სისტემა დაუპირისპირა.
ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრის, კორუფციის დაძლევის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ სდევნის თავისუფალ სიტყვას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ყოველდღიურად ლახავს.
15 მარტის შეკრება არის ჩვენი წინააღმდეგობის მორიგი მაგალითი ყველა ჩაგრული, უფლებაშელახული მოქალაქისთვის სოლიდარობის გამოსახატად.
თავისუფლება მზია ამაღლობელს!
თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს!
თავისუფლება თემურ ქათამაძეს!
თავისუფლება ანრი კაკაბაძეს!
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაშიფეისბუქზე.
მსოფლიოში და მასთან ერთად საქართველოშიც, სოფლის მეურნეობაში პესტიციდისა და აგროქიმიკატების გამოყენება იზრდება. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქიმიკატებით სამ მილიონ ჰექტარზე მეტი, მათ შორის სატყეო და სხვა ტიპის საწარმოო ზონების ტერიტორია მუშავდება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს 2022 წლის მონაცემებით, საქართველო ერთ ჰექტარზე საშუალოდ 6.12 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ამავე წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ევროკავშირის რეგიონის ქვეყნებში 2.89 კილოგრამია, 2021 წელს კი 3.2 კგ იყო.
ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და ამ მხრივ უსწრებს სომხეთს [1.77], აზერბაიჯანსა [0.23] და თურქეთს [2.22].
სოფლის მეურნეობაში ქიმიკატები გამოიყენება აგრარული პროდუქტიულობის ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პესტიციდები და ქიმიური საშუალებები ძირითადი სასოფლო-სამეურნეო მასალაა, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებისთვის, თესლისა და მოსავლის დასაცავად არასასურველი მცენარეებისგან, მწერებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან და მღრღნელებისგან, თუმცა მათ არასწორ ან ჭარბ გამოყენებას შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს გარემოსა და ჯანმრთელობაზე.
აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის, მირანდა გორგილაძის განმარტებით, საქართველოში სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების გაუფრთხილებელი გამოყენება მნიშვნელოვანი გამოწვევაა:
„მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ამ პრაქტიკის გავრცელების შესახებ შეზღუდულია, არსებული კვლევები და ანგარიშები მიუთითებს, რომ ფერმერების ნაწილი არ იცავს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების რეკომენდებულ ნორმებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს“ – ამბობს მირანდა გორგილაძე.
FAO-ს ცნობით, მსოფლიო სოფლის მეურნეობაში, ბოლო ათწლეულებში სასუქების და პესტიციდების მოხმარების ზრდა, გლობალური მოსახლეობის ზრდასა და სასურსათო მოთხოვნის მატებას უკავშირდება.
რა ზიანის მომტანია ჯანმრთელობისთვის პესტიციდების ჭარბი გამოყენება?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, პესტიციდები პოტენციურად ტოქსიკურია ადამიანებისთვის და შეიძლება ჰქონდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, რაც დამოკიდებულია პესტიციდების რაოდენობასა და ზემოქმედების გზებზე.
ამავდროულად, ჯანმო განმარტავს, რომ ადამიანები, რომლებსაც პესტიციდების ზემოქმედებით ჯანმრთელობის ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრებათ, პირველ რიგში არიან ისინი, ვინც მათთან კონტაქტშია სამუშაოების შესრულებისას.
აშშ-ს [EPA] გარემოს დაცვის სააგენტო ასევე წერს, რომ პესტიციდების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას:
„პესტიციდების ჯანმრთელობაზე გავლენა დამოკიდებულია პესტიციდის ტიპზე. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ორგანოფოსფატები და კარბამატები, გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. სხვებმა შეიძლება გააღიზიანოს კანი ან თვალები. ზოგიერთი პესტიციდი შეიძლება იყოს კანცეროგენი. სხვებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ორგანიზმში არსებულ ჰორმონებზე ან ენდოკრინულ სისტემაზე” – წერს EPA.
აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი მირანდა გორგილაძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების გაუფრთხილებელი გამოყენება ძირითადად განათლების – სპეციალური ცოდნის, რეგულაციების და აგროტექნოლოგიური პრაქტიკის ხარვეზებითაა განპირობებული, მაგალითად:
„მიზეზია ცოდნისა და ცნობიერების ნაკლებობა, რაც ნიშნავს, რომ ფერმერების ნაწილს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ქიმიკატების სწორი გამოყენების, დოზირების და უსაფრთხოების ზომების შესახებ;
არსებობს ეკონომიკური ფაქტორები – ზოგიერთი ფერმერი იყენებს იაფფასიან, მაგრამ ნაკლებად ხარისხიან ან არალეგალურ ქიმიკატებს, რაც ზრდის გაუფრთხილებელი გამოყენების რისკს;
პრობლემაა ისიც, რომ მიუხედავად არსებული რეგულაციებისა, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე განთავსების და გამოყენების კონტროლი არ არის საკმარისად ეფექტური. მონიტორინგისა და აღსრულების სუსტი სისტემა არ აჩერებს ქიმიკატების გადაჭარბებულ მოხმარებას;
შესაბამისად, ამ პრობლემის პრევენცია შესაძლებელია ფერმერთა ინფორმირების, მონიტორინგის სისტემების გაძლიერებისა და უსაფრთხო აგროტექნოლოგიების დანერგვის გზით“ – ამბობს მირანდა გორგილაძე.
საქართველოში პესტიციდების ხარისხი, მათი რეგისტრაცია, ასევე სურსათში მათი შემცველობის შემოწმება სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობაა.
2023 წელს სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 522 ობიექტი შეამოწმა, რის შედეგადაც 37 ობიექტი დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, დარღვევების უმრავლესობა მოიცავდა მარკირების, დაფასოებისა და შეფუთვის წესების დარღვევას, ასევე რეგისტრაციისა და აღიარების მოპოვების გარეშე მუშაობას, რისთვისაც 500-1000 ლარიანი ჯარიმები იყო გათვალისწინებული; ხოლო უხარისხო პრეპარატის რეალიზაციისთვის სულ სამი ობიექტი დაჯარიმდა 4000-4000 ლარით. კიდევ ერთი – ხარისხთან დაკავშირებული დარღვევაა ვადაგასული პრეპარატით ვაჭრობა, რომელიც გასულ წლებში დაფიქსირებულა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ 2021 წელს „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც განსაზღვრავს პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს – ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი გამოყენებით გამოწვეული რისკებისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ისეთი ალტერნატიული მეთოდების გამოყენების გზით, როგორიცაა პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივები. დადგენილება 2024 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში.
ამ დადგენილებით გათვალისწინებულია, რომ პესტიციდის პროფესიონალ მომხმარებელს, დისტრიბუტორსა და კონსულტანტს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგი; პესტიციდების რეალიზაციის მოთხოვნები, მაგალითად ის რომ დისტრიბუტორებს ჰყავდეთ სერტიფიცირებული პერსონალი, ასევე პესტიციდების შემტანი მოწყობილობის შემოწმების ვადები და სხვა ტექნიკური საკითხები.
მირანდა გორგილაძე განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების (პესტიციდები, ჰერბიციდები, ინსექტიციდები, სასუქები) გადაჭარბებული გამოყენება აგრიკულტურების ხარისხობრივ მახასიათებლებზეც აისახება, რაც შეიძლება გამოვლინდეს კვებითი ღირებულების შემცირებაში, ორგანოლეპტიკური თვისებების (გემო, არომატი, ტექსტურა) ცვლილებაში, შენახვის ვადის შემცირებაში, მაგალითად:
ანალიზები აჩვენებს, რომ პესტიციდებით ინტენსიურად დამუშავებული პროდუქტი ზოგჯერ შეიცავს დაბალ კონცენტრაციაში არსებულ ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს (მაგ. ასკორბინის მჟავა, პოლიფენოლები);
აზოტოვანი სასუქების ჭარბი რაოდენობით გამოყენება ხშირად იწვევს მცენარის უჯრედული სტრუქტურის ზედმეტ ზრდას, რასაც შედეგად მოსდევს საკვები ნივთიერებების განზავება;
პროდუქტის გემოსა და არომატის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მცენარის ნივთიერებათა ცვლა, რაც შეიძლება დათრგუნოს გარკვეული ქიმიკატების გავლენით;
პესტიციდებით დამუშავებული ხილი და ბოსტნეული ზოგჯერ უკეთეს ვიზუალურ მახასიათებლებს ინარჩუნებს, მაგრამ ნაკლებად ინტენსიური არომატი და ბუნებრივი სიტკბო აქვს (მაგალითად, პომიდორი ან მარწყვი);
აზოტოვანი სასუქებით გაჯერებული პროდუქტი ხშირად წყლიანია და აქვს განზავებული გემო, რაც გამოწვეულია უჯრედშორისი წყლის არაბუნებრივად მაღალი შემცველობით.
ჯანმო: მომხმარებლებს შეუძლიათ შეამცირონ სურსათიდან პესტიციდების ნარჩენების მიღება ხილისა და ბოსტნეულის გაფრცქვნით ან მათი სათანადოდ გარეცხვით, რაც ასევე ამცირებს მავნე ბაქტერიების რაოდენობასაც.
მირანდა გორგილაძე განმარტავს, რომ საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს უფრო ეფექტური დაცვისთვის, მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. ის პესტიციდებით დაბინძურებული პროდუქციის კონტროლისა და პრევენციის საუკეთესო პრაქტიკად ევროპული გამოცდილებას მიიჩნევს:
„ევროპულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად და ქიმიკატების ჭარბი გამოყენებისგან მოსახლეობის დასაცავად გამოიყენება კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს კანონმდებლობას, მონიტორინგს, განათლებას და ალტერნატიული მეთოდების ხელშეწყობას.
საქართველოში პესტიციდებით დაბინძურებული პროდუქტების შემცირების ეფექტური გზა ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომების ადაპტირებას მოითხოვს. მაგალითად, ეს არის კანონმდებლობის გამკაცრება – პესტიციდების მაქსიმალური ზღვრული ნორმების (MRL) მკაცრი კონტროლი; ლაბორატორიული ანალიზების ხელმისაწვდომობის ზრდა – სახელმწიფო დაფინანსებული მონიტორინგის პროგრამების გაძლიერება; ორგანული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ბიოპროდუქტების სუბსიდირებისა და პოპულარიზაციის გზით; მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდა – ეტიკეტირების მკაცრი რეგულაციითა და სურსათის უვნებლობის საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნით; ასევე, ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში – სიზუსტის აგრონომიის (Precision Farming) განვითარება“.
ყოველდღიური მოხმარების ხილ-ბოსტნეულიდან ყველაზე მაღალი ალბათობით ქიმიკატებით ჭარბად დამუშავებულ პროდუქტებად მიიჩნევენ იმ კულტურებს, რომლებიც: ხშირად ზიანდება მავნებლებისა და დაავადებების გამო, დიდ რაოდენობით სჭირდება სასუქი ან პესტიციდური დამუშავება, მოთხოვნადია ბაზარზე და საჭიროებს ვიზუალურად მიმზიდველი გარეგნობის შენარჩუნებას.
მირანდა გორგილაძის თქმით, ესაა ჩამონათვალი იმ ხილ-ბოსტნეულის, რომელიც ხშირად ექვემდებარება ქიმიკატებით დამუშავებას:
ხილი:
ვაშლი – ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ დამუშავებული ხილია, რადგან მგრძნობიარეა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ.
მარწყვი – მცირე ზომის და ნაზი სტრუქტურის გამო ხშირად მუშავდება სოკოს საწინააღმდეგო და ინსექტიციდური პრეპარატებით.
ყურძენი – ხშირად გამოიყენება ფუნგიციდები, განსაკუთრებით ტენიან რეგიონებში.
ატამი, ნექტარინი (ვაშლატამი) – მგრძნობიარეა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ, რის გამოც საჭიროებს ხშირ ქიმიურ დამუშავებას.
ციტრუსები (ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი) – შესაძლებელია ცვილითა და კონსერვანტებით დაფარვა შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად.
ბოსტნეული:
პომიდორი – ხშირად ექვემდებარება პესტიციდურ და ჰერბიციდურ დამუშავებას.
წიწაკა (ბულგარული, ცხარე) – მაღალი რისკის პროდუქტია, რადგან მავნებლები ხშირად აზიანებენ მას.
კიტრი – მუშავდება პესტიციდებით, რადგან მგრძნობიარეა ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიმართ.
ისპანახი, სალათის ფოთოლი, კომბოსტო – ფართოდ გამოიყენება ინსექტიციდები მწერებისა და პარაზიტების წინააღმდეგ.
სტაფილო – ნიადაგში არსებული დაავადებების პრევენციის მიზნით ხშირად მუშავდება ქიმიკატებით.
კარტოფილი – ფართოდ გამოიყენება ჰერბიციდები სარეველების კონტროლისთვის და ინსექტიციდები მავნებლების წინააღმდეგ.
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო
სტატია მომზადებული პროექტის „რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივა“-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“. პროექტს ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი. პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალების შინაარსზე პასუხისმგებელია დემოკრატიის ინსტიტუტი და შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.
13 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე განიხილა.
საქმე ეხება 11 იანვრის ღამეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაკავებას სტიკერის გაკვრისთვის.
მზია ამაღლობელი სტიკერის პოლიციის დამხმარე შენობაზე გაკვრისთვის 11 იანვარს დააკავა აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ და ამის ამსახველი ვიდეოკადრები საქმეშია წარმოდგენილი. ამავე ვიდეოკადრებში ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტება, რომ მზია ამაღლობელი დაკავებულია 150-ე მუხლით, თუმცა შსს-მ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბა და გაყალბებულ ოქმში ჩაწერა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და იგი დააკავა არა ბესელიამ, არამედ ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ.
დაცვის მხარე ამ საქმეში გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის დაკითხვას ითხოვდა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა განაცხადა, რომ სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მზია ამაღლობელი დაკავების ამსახველ ვიდეოში ჩანსs, ასევე ის ვიდეო, სადაც ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელი დაკავებულია ასკ-ის 150-ე მუხლით.
„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულებები და მე ვაფიქსირებ სასამართლო სხდომის ოქმში, რომ ვიდეომტკიცებულებების გამოქვეყნების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია – პირველი შემთხვევა არის სტიკერის მიკვრის, ბესელიამ თუ დგებუაძემ, ბესელიამ მგონი ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას, შეჰყვა მას პოლიციას ეზოში. შენობაში მეორე ჩანაწერია ასევე, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს – „150-ე მუხლით დავაკავეთ“, ეს ორი ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია.
აქედან გამომდინარე სასამართლო უარს გეუბნებათ მათ დაკითხვაზე.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ვიდეოჩანაწერი. ისინი ამას დაადასტურებენ, თუ უარყოფენ ეს სხვა საკითხია. მე დადასტურებულად მიმაჩნია“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან, დისტანციურად ერთვებოდა. მან განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციული დაკავების საქმე გაყალბებულია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.
კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ი. მესხის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, 15 მარტის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ:
ბენზეში, ბარცხანაში, გოროდოკის დასახლებაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, მაიაკოვსკზე, ფრ. ხალვაშზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ზღვისპირა ზოლზე, ანგისაზე, ადლიაში, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, აღმაშენებლის, ტაბიძის, რურუას, ლეონიძის, ქეთევან წამებულის, გ. ა. აბაშიძის, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.
„დაზიანების მასშტაბურობიდან გამომდინარე, წყალმომარაგება შესაძლოა შეიზღუდოს ქალაქის სხვა ქუჩებზეც და ასევე, მაღალ სართულებზე აბონენტებს წყალი მიეწოდოთ დაბალი წნევით“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მარტის 21 საათიდან 15 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 16 და 17 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
14 მარტის დილის მდგომარეობით ბათუმში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი ჰაერში არის „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“.
წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი
„9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის პორტალზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი პატრულ-ინსპექტორის 350 ცალ სამკერდე კამერას და 200 ცალისთვის პროგრამულ ლიცენზიას ტენდერის გარეშე იყიდის. შესყიდვის საერთო ღირებულება 849 ათას 500 ლარია.
დეპარტამენტის განაცხადით, ასევე ირკვევა, რომ უწყებაში ბოლო პერიოდში გაიზარდა პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობაც.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა“, – წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.
ამავე განაცხადით, დეპარტამენტი სააგენტოს სთხოვს თანხმობას, „რათა შესაბამისმა სამსახურმა გააფორმოს ხელშეკრულება შპს „ენ ჯი თი ჯგუფი“-სთან ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე და შეძენილი იქნას 350 კომპლექტი ოფიცრის სამკერდე კამერა და 200 ერთეული კამერის მუდმივმოქმედი ლიცენზია [150 ერთეული კამერა გათვლილია დაზიანებული ტექნიკის ჩასანაცვლებლად, რომელთათვისაც უკვე ნაყიდია ლიცენზია და აღარ საჭიროებს განმეორებით შესყიდვას], ხელშეკრულების საერთო ღირებულებით 849 500 ლარი“.
ამ განაცხადის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობა მინიმუმ 200 თანამშრომლით არის გაზრდილი.
„გამომდინარე იქიდან, რომ საპატრულო პოლიციის მიერ 2018 წლიდან გამოიყენება და დღეის მდგომარეობით გვაქვს 2 907 ერთეული კომპანია „AXON“-ის წარმოებული „BODY 2“ მოდელის სამკერდე კამერა, ამავე კომპანიის წარმოებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ლიცენზია და პროგრამული უზრუნველყოფა, შეუძლებელია ამ სისტემაში სხვა წარმოების კამერების ჩართვა, შესაბამისად არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად“, – წერს დეპარტამენტი სააგენტოს.
საპატრულო პოლიცია, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების გამო, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
„მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე საპროტესტო აქციების მშვიდობიან რეჟიმში ჩატარების უზრუნველყოფის, სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს უხდებათ განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა…“ – აღნიშნულია დეპარტამენტის ერთ-ერთ განაცხადში.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ „პატრულ-ინსპექტორები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესის სწორად წარმართვისათვის, კერძოდ სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტის დაფიქსირებისა და შესაბამისი სამსახურების წარდგენის, მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, აღჭურვილნი არიან ოფიცრის სამკერდე კამერებით“.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების საქმეებში მოწმეები არიან პოლიციელები, რომლებიც სასამართლოში იდენტური ტექსტებით სდებენ ბრალს დაკავებულებს – ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 891 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410]
ტანკი – 10 313 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 21 443 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 24 455 ერთეული [+46]
MLRS – 1 314 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 103 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 136 ერთეული [+153]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 40 469 ერთეული [+114]
სპეცტექნიკა – 3 777 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
657 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
46 606 უპილოტო საფრენი აპარატი
601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 274 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 570 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 874 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტ შეზღუდვებს აწესებს რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე რუსეთის მიერ აშშ-ის გადახდის სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვით, — იტყობინება CBS ოთხ წყაროზე დაყრდნობით:
„საქმე, რომელსაც განიხილავთ და ის, რასაც ახლა მოვუსმინე, გაყალბებულია… პოლიციელებისთვის არ მიმიყენებია არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიმართლე არის ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი“, – მიმართა სასამართლო სხდომის დასაწყისშივე მზია ამაღლობელმა მოსამართლე სალიხ შაინიძეს.
საქმის დასასრულს კი მოსამართლემ ეს თქვა: „ბესელიამ ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას და შეყვა მას პოლიციის ეზოში. მეორე ჩანაწერი არის, სადაც ირაკლი დგებოაძე ამბობს, რომ 150-ე მუხლით დავაკავე… ვიდეოჩანაწერში ვერ დავინახე მზიას მხრიდან პოლიციელებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი“.
დღეს, 13 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე განიხილა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი დღევანდელ სხდომასაც პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ჩაერთო.
ადმინისტრაციულ საქმეზე გაყალბებული ოქმის საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, უკანონო პატიმრობაში მზია ამაღლობელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დატოვა.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”, თუმცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.
არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს სულ სხვა მუხლით.
ასევე, მზია ამაღლობელს უშუალოდ აკავებს გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და ესეც ჩანს კადრში, ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელის დამკავებელი გოჩა ვანაძეა.
ამ საქმეზე მზია ამაღლობელის ადვოკატები აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების: ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას დაკითხვასაც ითხოვენ.
„არ არიან შემხებლობაში დავის საგანთან,“ – განაცხადა სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. შსს-ს წარმომადგენლების კატეგორიული პოზიციაა, გაყალბებული ოქმის საფუძველზე დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე არ დაიკითხონ.
დღევანდელ პროცესზე არაერთ მომენტში გამოჩნდა არამხოლოდ ის, რომ მზია ამაღლობელი უსაფუძვლოდ, უკანონოდ და თვითნებურად დააკავეს, არამედ პირიქით გამოჩნდა შსს-ს მხრიდან ჩადენილი სიყალბე.
„…მზიამ გამოართვა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სტიკერი და გააკრა კედელზე, სტიკერის გაკვრას მოჰყვა მისი დაკავება… გრიგოლ ბესელიამ მოჰკიდა მას ხელი, შეუზღუდა თავისუფლება და შეიყვანა პოლიციის ეზოში“, – განაცხადა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელს საერთოდ არ აქვს მოქალაქის დაკავების უფლება.
მზია ამაღლობელის ინტერესებს საია, ადვოკატები – თამარ კორძაია და გიორგი ხიმშიაშვილი იცავენ.
ვიდეო მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, შსს-ს ვერსიით, მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიას არ დაუკავებია.
გოჩა ვანაძის ცრუჩვენება
ნონა ქურდოვანიძემ მოსამართლეს მოუწოდა, საერთოდ შეეწყვიტა ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რადგან შსს-ს სიყალბე ვიდეო ჩანაწერებით მარტივად დასტურდება, ხოლო ის ვიდეოები, რომელიც შსს-მ წარმოადგინა სასამართლოში, გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ, როცა იგი ხელწერილით გაათავისუფლეს.
„აქ პირველად თქვა ახლა შსს-ს წარმომადგენელმა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს შენობაში, ეს სიცრუეა“, – დასძინა ნონა ქურდოვანიძემ.
საინტერესოა, რომ მოწმე პოლიციელებსაც არ უთქვამთ, რომ მზია ამაღლობელი შენობაში დააკავეს. შსს-ს მოწმე პოლიციელმა გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი შესასვლელთან დააკავა.
ადვოკატმა თამარ კორძაიამ ყურადღება გაამახვილა ასკ-ის 150-ე მუხლის ჩანაწერის ამ მონაკვეთზე: „იერსახის დამახინჯება“.
„ეს ხომ შემთხვევით არ წერია?“ – იკითხა ადვოკატმა, რომელიც მზია ამაღლობელთან ერთად ჩაერთო დღევანდელ პროცესს.
თამარ კორძაიამ მოსამართლეს ისიც უთხრა, რომ ადმინისტრაციულ საქმეში განსაკუთრებით ჩანს მტკიცებულებების სიყალბე და ამიტომაც მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ საქმეზე სიმართლის დადგენა.
ადმინისტრაციული საქმეზე მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილი გაყალბებული ოქმი მისი უკანონო პატიმრობის საფუძველი გახდა.
„იცნობთ ამ ადამიანს?“ – ნონა ქურდოვანიძემ ის ვიდეოკადრი აჩვენა მოწმე პოლიციელს, გოჩა ვანაძეს, როცა გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელს აკავებს.
გოჩა ვანაძე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილეა. მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ თავად დააკავა მზია ამაღლობელი „პრევენციის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით“ – თუმცა, კადრში სხვა რამ ჩანს.
გოჩა ვანაძემ ვერ უარყო, რომ თვითონ არ არის ის პირი, ვინც მზია ამაღლობელის დაკავების კადრში ჩანს.
„თქვენ ცრუ ჩვენებას აძლევთ სასამართლოს… რა გამოდის, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და სხვა დაგეხმარათ აღსრულებაში?“ – ირონიულად ბესელიაზე მიანიშნა პოლიციის ჩინოვნიკს ნონა ქურდოვანიძემ.
„კითხვები ეხება დაკავებას, დაკავების კანონიერებას კი სასამართლო არ განიხილავს“, – პროტესტი დააფიქსირა შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პროტესტი არ გაიზიარა, შსს-ს მეორე წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ იკითხა: „შერჩევითი სამართალია?“
შსს-ს წარმომადგენლის ამ შეკითხვაზე დარბაზში გაეცინათ.
„დამშვიდდით“, – დარბაზს გადახედა მოსამართლემ.
სასამართლოს ჩვენება მისცა პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმაც.
„ვინ შემოიყვანა შენობაში მზია ამაღლობელი?“ – ჰკითხა ამ პოლიციელს საიას ხელმძღვანელმა.
„არ მახსოვს“, – უხერხულობა დაეტყო პოლიციელს – ვიდეო კადრში მკაფიოდ ჩანს, მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აკავებს.
მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პოლიციელის თქმით, ის გოჩა ვანაძის მონათხრობს დაეყრდნო და ის პირველწყარო არ არის.
საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის სიტყვა
კიდევ ერთ პოლიციელს, კახაბერ მალაყმაძეს კი ნონა ქურდოვანიძემ ჰკითხა, რატომ შეაგროვეს მზია ამაღლობელის საქმეზე პირდაპირი ჩართვის ის ჩანაწერები, რაც მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგაა გადაღებული?
„ჩანს, რომ ეს ქალბატონი უწევს პოლიციელებს წინააღმდეგობას“, – თქვა კახაბერ მალაყმაძემ. მისი პასუხი დარბაზში სრულად არ ისმოდა, რადგან სასამართლო დიდ დარბაზში ისევ ვერ ახერხებს იმას, რომ ხმის გამაძლიერებელი მუშაობდეს, სასამართლოს ფასადზე კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება და სხდომათა დარბაზში ეს ხმებიც შემოდის.
„რატომ არ არის ამ საქმეში წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები, ხომ არ გაგირკვევიათ?“- მიუბრუნდა პოლიციელს ნონა ქურდოვანიძე.
„რატომ არ ჩართეს სამხრე კამერები, ან ჰქონდათ თუ არა საერთოდ, ამას მე ვერ გავარკვევ“,- თქვა მოწმე პოლიციელმა, რომელმაც ამ საქმეზე ვიდეო მტკიცებულებები შეაგროვა და ხელმძღვანელობას წარუდგინა.
მოწმემ ვერ თქვა, რა პერიოდს ასახავს ის ვიდეოჩანაწერები, რაც მან „მზია ამაღლობელის საქმეზე“ შეაგროვა, ან რატომ არ წარმოადგინა შსს-მ სასამართლოში ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ რა ხდებოდა აქციაზე მზია ამაღლობელის დაკავებამდე?
ჟურნალისტმა, ონლაინგამოცემა “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის 11 იანვრის აქციაზე მივიდა იმ დროს, როცა მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკვე დაკავებული იყო.
ამის მიუხედავად სულხან მესხიძის პირდაპირი ჩართვის – ფეისბუკლაივის ჩანაწერი შსს-მ წარმოადგინა, როგორც მტკიცებულება.
„ისე დაურთო შსს-მ ეს კადრები საქმეს, მედიაორგანიზაციისთვის საერთოდ არ მოუმართავთ“, – დასძინა სულხან მესხიძემ.
„მსგავსი რამ არ მომისმენია არასოდეს“ – უთხრა მოსამართლეს ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა მოსამართლეს, როცა მას საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ ჰკითხა: ხომ არ მოუსმენია პირდაპირ ეთერში მომუშავე ჟურნალისტს მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელის მიმართ ნათქვამი შეურაცხმყოფელი სიტყვები?
მანანა ქველიაშვილი „ბათუმელების“ ჟურნალისტია და 11 იანვრის საპროტესტო აქციას „ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვით აშუქებდა.
მანანა ქველიაშვილმა გადაიღო ის ვიდეოც, თუ როგორ დააკავა მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ.
ჟურნალისტს ასევე ჰკითხეს, დაინახა თუ არა აქციაზე ირაკლი დგებუაძის მოადგილე – გოჩა ვანაძე, რომელიც ამბობს, რომ მზია ამაღლობელი დააკავა.
მანანა ქველიაშვილის თქმითაც, მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიამ დააკავა, ვისთან ახლოსაც იდგა გოჩა ვანაძე, თუმცა მას ამაღლობელის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია:
მოწმის სახით სასამართლოში დაკითხულმა „ბათუმელების“ კიდევ ორმა თანამშრომელმა – გურამ მურვანიძემ და არჩილ კახაძემ თქვეს, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ და მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მოწმეებმა ასევე აღწერეს, რომ შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრის შემდეგ მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დააკავა.
კიდევ ერთმა მოწმემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა, აკაკი გვიანიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ისიც შეესწრო, როგორ დააკავა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი.
„თქვენ უკვე 4 საქმეში იყავით მოწმე, ყველას დაკავებას როგორ შეესწარით, ზებუნებრივი ნიჭით ხართ დაჯილდოებული?“ – დაცინვა სცადა შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.
„თქვენ უნდა იცოდეთ რამხელაა სივრცე შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან“, – მოსამართლეს უპასუხა აკაკი გვიანიძემ და განმარტა, რომ პატარა სივრცეში რამდენიმე ადამიანის ზედიზედ დაკავების შემჩნევას „ზებუნებრივი ნიჭი“ არ სჭირდება.
მოსამართლეს აჩვენეს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალები. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის ირაკლი დგებუაძის ხმაც, რომ ჟურნალისტი ადმინისტრაციულ შენობაზე სტიკერის მიკვრისთვის დააკავეს.
„უშუალოდ არ დასტურდება, რომ ირაკლი დგებუაძემ გააკეთა ეს განმარტება“, – აღნიშნა შსს-ს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ.
„თუ ეჭვი გეპარებათ, ამიტომ მოვითხოვეთ ჩვენ ირაკლი დგებუაძის დაკითხვა. ასევე შეიძლება ჩატარდეს ხმის ექსპერტიზა, არის თუ არა ეს ხმა ნამდვილად ირაკლი დგებუაძის“, – შსს-ს წარმომადგენელს უპასუხა ნონა ქურდოვანიძეს, რასაც რეპლიკა აღარ მოჰყოლია.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ ნახა ის ვიდეოც, სადაც ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის წესით დაკავებით ემუქრება და აგინებს.
რაც შეეხება ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას დაკითხვას – საბოლოოდ მოსამართლემ ამაზე უარი თქვა იმ არგუმენტით, რომ მისთვის სადავო არაა ფაქტი, რომ ბესელიას შეჰყავს მზია ამაღლობელი პოლიციის დეპარტამენტის ეზოში, ასევე ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, როცა პოლიციელი აქციის მონაწილეს განუმარტავს, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის დავაკავეთო.
შსს-ს მტკიცებულებად ერთი ვიდეო ფაილი დარჩა, რომელიც შსს-ს მტკიცებით მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობას გამოხატავს, თუმცა სულხან მესხიძის თქმით, ვიდეო, რაზეც შსს საუბრობს, ადმინისტრაციული დაკავების შემდეგაა გადაღებული.
ნონა ქურდოვანიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ გოჩა ვანაძის ჩვენების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია გრიგოლ ბესელიას ნაწილი ამ საქმეში: ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს ბესელია აკავებს.
ნონა ქურდოვანიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შსს-ს მიკერძოებულობას აჩვენებს კიდევ ერთი გარემოება: დაკავება გაყალბებული ოქმით მზია ამაღლობელის ადვოკატებმა შსს-ში გაასაჩივრეს, შსს-მ კი, საჩივრის განხილვა ისევ გრიგოლ ბესელიას დააწერა.
შსს-ს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა უნდა დაადგინოს, ხომ არ გააყალბა მზია ამაღლობელის საქმე და ხომ არ ჩაიდინა დანაშაული?
ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი მოსამართლეს ესაუბრა ცდომილებაზე სამართალდარღვევის და დაკავების ოქმებს შორის.
კიდევ ერთი ცრუ მოწმე პოლიციელი
„როცა მიხვდნენ, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდათ, დაკავების ოქმისგან განსხვავებით, სამართალდარღვევის ოქმში შემოიტანეს ეს გარემოება, თითქოს მზია ამაღლობელი სხვა პირების დაკავებაში უშლიდა მათ ხელს.
გოჩა ვანაძემ კი, ჩვენ ვერ დაგვისახელა კონკრეტული შემთხვევა, თუ სად და ვისი დაკავების დროს შეუშალა ხელი პოლიციელებს მზია ამაღლობელმა“, – აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა.
გაყალბებული დაკავების ოქმში პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ თითქოს მზია ამაღლობელი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ნონა ქურდოვანიძემ შსს-ს წარმომადგენლებს შეახსენა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ საქმეზე, რომლის მიხედვითაც პოლიციელი ვალდებულია მოიპოვოს ნეიტრალური მტკიცებულება, მაგალითად, ტელეფონით გადაიღოს ვიდეო, როცა ამის საშუალება არსებობს.
____
მთავარი ფოტო: გოჩა ვანაძე, რომელმაც ყალბი ჩვენება მისცა სასამართლოს – მან მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით თავადა დააკავა. სინამდვილეში, რაც ვიდეოში ჩანს და მოსამართლემაც დაადასტურა, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით გრიგოლ ბესელიამ დააკავა.
დღეს, 13 მარტს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო. დღევანდელ სასამართლო სხდომას ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.
თავად მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას ვერ ესწრება, მას პროცესზე ვიდეოზარით ჩართავენ.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. მან დღევანდელ სხდომაზე უნდა თქვას, დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გრიგოლ ბესელიას. მათი დაკითხვა წინა სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოითხოვეს.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”, თუმცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თითქოს ის პოლიციელებს ეძახდა – „ძაღლებო, ღორებო, რუსებო“.
სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.
მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ გაყალბებულ ოქმს ირაკლი დგებუაძის მოადგილე, გოჩა ვანაძე აწერს ხელს.
სინამდვილეში, მზია ამაღლობელი დააკავა არა გოჩა ვანაძემ, არამედ გრიგოლ ბესელიამ – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და ესეც ჩანს ვიდეოკადრშიც.
არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც ეს ყველაფერ, ანუ ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება დასტურდება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერშიმზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს 173-ე მუხლით.
მზია ამაღლობელის ინტერესებს დღეს სასამართლოში საიას იურისტები – ნონა ქურდოვანიძე, თამარ წულუკიძე და ასევე ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი იცავენ