მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მარტი

17.03.2025 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 895 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 10 344 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 21 489 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 24 598 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 318 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 104 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 467 ერთეული [+54]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 40 785 ერთეული [+101]
  • სპეცტექნიკა – 3 778 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 658 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 46 917 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 529 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 620 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 940 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა

ზელენსკის თქმით, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ის რუსეთივით არ იქცევა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: