უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 897 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560]
- ტანკი – 10 352 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 21 509 ერთეული [+20]
- საარტილერიო სისტემა – 24 640 ერთეული [+42]
- MLRS – 1 319 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 107 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 616 ერთეული [+149]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 40 892 ერთეული [+107]
- სპეცტექნიკა – 3 780 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 658 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 47 094 უპილოტო საფრენი აპარატი
- 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 22 303 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 529 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 22 625 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 32 989 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა
ზელენსკის თქმით, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ის რუსეთივით არ იქცევა