უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 892 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
- ტანკი – 10 315 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 21 458 ერთეული [+15]
- საარტილერიო სისტემა – 24 483 ერთეული [+28]
- MLRS – 1 315 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 103 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 233 ერთეული [+97]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 40 571 ერთეული [+102]
- სპეცტექნიკა – 3 777 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 657 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 46 606 უპილოტო საფრენი აპარატი
- 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 22 274 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 22 570 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 32 874 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რა ეტაპზეა მინერალების შესახებ შეთანხმება აშშ-სა და უკრაინას შორის
„პუტინის ბუნკერიდან გამოსვლა ამას მიანიშნებს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან