მთავარი,სიახლეები

„სიღრმისეული განხილვა პრეზიდენტ ტრამპთან“ – გასული კვირის დაიჯესტი

08.12.2024 •
„სიღრმისეული განხილვა პრეზიდენტ ტრამპთან“ – გასული კვირის დაიჯესტი

მოამზდა ნათია კაპანაძემ

____

გასულ კვირას საქართველოს ევროპული კურსის დაცვა უკვე უფრო სტრატეგიულად და ინსტიტუციურად გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, ექიმების, მუსიკოსების, თეატრალების განცხადებები სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხალხის სამსახურში დაბრუნების წინაპირობად იქცა.

28 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში პროტესტი არ წყდება. საქართველოს მოქალაქეები მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. დემონსტრაციების დაწყებიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 386 ადამიანი. 28 პირს კი სისხლის სამართლის დანაშაულები ედებათ ბრალად.

აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა „მხეცურად უსწორდებიან მათ, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს.“ დემონსტრანტებზე ძალადობამ სისტემური წამების, არაადამიანური მოპყრობის და დასჯის ფორმა მიიღო. მასშტაბური ძალადობის ფონზე, ჩვენი მიერ გადახდილი გადასახადებიდან 438 ათასი ლარი დახარჯა შსს-მ სპეცრაზმელებისა და სხვა პოლიციელების გამოსაკვებად 7 დღეში.

პროევროპული პროტესტის მეცხრე ღამეს “მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია დააკავეს. კრიტიკული მედია ტერორისა და რეპრესიების წნეხის ქვეშ აგრძელებს მუშაობას.  გასულ კვირას, 80-მდე ინციდენტი დაფიქსირდა.

ჟურნალისტები და ოპერატორები ხელისუფლების მხრიდან დევნის და ძალადობის მთავარ სამიზნედ რჩებიან. 7 დეკემბერს, თბილისში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობის დროს შავნიღბიანი პირები თავს დაესხნენ “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს. თავდამსხმელები ორივე მათგანს სასტიკად გაუსწორდნენ.

ახალი წლის მოახლოების საბაბით, აჭარის ტელევიზიამ შეაჩერა გადაცემები პირდაპირ ეთერში. საზოგადოების გამოხმაურების შემდეგ კი ერთ-ერთი გადაცემა ეთერში დააბრუნა.

საზოგადოების ნაწილი პირველი არხისგან მიმდინარე საპროტესტო აქციების სამართლიან გაშუქებას ითხოვს. მენეჯმენტმა კი მაუწყებლობის ერთი საათი დაუთმო საზოგადოების საჭიროებაზე დისკუსიას. „თითოეულ თანამშრომელს გვჯერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალის და გავლენის, იდეის, რომ ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა“, –  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ.

2025 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის (დარიცხული) ხელფასი 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. თუმცა საზოგადოების პროტესტის ფონზე, მისივე განცხადებით ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა. მსოფლიო ლიდერი ქალები კი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ.

“ქართული ოცნების” პრორუსული კურსის გამო, ასევე ვკარგავთ ქართული დიპლომების აღიარებას, ევროპასთან ერთობლივ პროგრამებს.

ძალადობა თბილისის ქუჩებში გრძელდება, ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ “მოსახლეობასთან ასეთი მასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია.“

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახალი გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს შეხვდა. „სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

თბილისის მერის განცხადებით, ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება. დილის 4 საათზე რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც უკვე 10 დღეა ძალადობენ, სცემენ, ასახიჩრებენ და არაადამიანურად ეპყრობიან ადამიანებს, ახალი წლის სიმბოლოს აწყობენ.

ნაძვის ხის გარეშე თუ ნაძვის ხესთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები გაერთიანებას და ევროპული მომავლის დაცვას აგრძელებენ. თითოეული აქცია თავდადებაა, თითოეული დღე ეროვნული ყრილობა.

გასული კვირის განმავლობაში, მძიმე სამუშაო პირობების და მედიაზე მასშტაბური თავდასხმების ფონზე, “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტები 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად. კვირის დაიჯესტით გაქვთ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადააფასოთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება. გირჩევთ, ხელახლა აღმოაჩინოთ ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელობის აღიარება და დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა.

საპროტესტო აქციები

“დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება” – სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს

„შენ მაიძულებ ემიგრაციას გადარჩენისთვის“ — შშმ პირთა აქცია კანცელარიასთან

აქციაზე ნაცემი მოქალაქეები სასამართლომ აქეთ დააჯარიმა

დოდი ხარხელის სახლის ჩხრეკა დასრულდა, ის არ დაუკავებიათ

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს

ეთერები დაეთმოს საჯარო დისკუსიებს – საზმაუს თანამშრომლების ნაწილის განცხადება

ემიგრანტების ნაწილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

თუ უცხოეთში იქნება საჭირო გადაყვანა, სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას – სარჯველაძე 22 წლის დაშავებულ მომიტინგეზე

სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის მკურნალობა სახელმწიფომ არ აანაზღაურა

მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის შვილი ტორესა მოსის ფიზიკურად გაუსწორდა

ადვოკატის ცნობით, გვარამია მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს

ალეკო ელისაშვილი დააკავეს

ენმ ეჭვობს, რომ მათ ოფისში შეიტანეს ნივთები, „რომლითაც სახელმწიფო გადატრიალებას დააბრალებენ“

გვინდა, რომ რუსთაველის თეატრში დიდი ეროვნული ყრილობა შედგეს – პაატა ციკოლია

თინათინ ბერძენიშვილი შემოვიდა წინადადებით, მისი ხელფასი არ გაზრდილიყო – მაღლაფერიძე

ანდრო ჭიჭინაძეს და ონისე ცხადაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება — მთავარეპისკოპოსი ზენონი

„გადაიღეთ ფოტო გემებიდან ბანერით და მხარი დაუჭირეთ პროტესტს“ – მეზღვაურების მიმართვა მეზღვაურებისადმი

საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტების ნაწილს კარი ჩაუკეტა და აკადემიაში არ შეუშვა

„გაფიცული ვართ, სკოლაში პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან“ – ბათუმის მე-11 სკოლა

“პროგრესის” მოსწავლეები გაიფიცნენ და სკოლის ეზოში აქციას მართავენ

„მარტო დედები არა, ბებიები, ბაბუები, ყველა დადგება ბავშვების გვერდით“ – დედები საპროტესტო აქციიდან

ბსუ-ს სტუდენტები გაიფიცნენ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა

დიპლომატებო, არ გაუშვათ ისტორიული შანსი – აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების მიმართვა

რას ამბობენ მშვიდობიანი მომიტინგეები დარბევის შემდეგ

მოქალაქის თქმით, სპეცრაზმელებმა სცემეს და ფეხსაცმელიც კი წაართვეს

გვაიძულებდნენ გვეთქვა, “ხარებას გაუმარჯოს”… თვითონ “ხარება” ვიდეოს იღებდა – აქციაზე ნაცემი მოქალაქე

მოქალაქეები იხსენებენ, რა ნივთები მოჰპარეს ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა

აქამდე დემონსტრანტებს დაკავებისას და მანქანაში სცემდნენ, ახლა უკვე იზოლატორშიც — ადვოკატი 

ნაცემი 20 წლის ბიჭი 35 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას – უფლებები საქართველო

დაკავებული მომიტინგის თქმით, ოპოზიციონერებზე ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებენ, ის შიმშილობას იწყებს

მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს

უკვე მე-2 დაკავებული ამბობს, რომ მოსთხოვეს კამერაში ეთქვა – “ხარება მაგარი კაცია”

„ეს იყო გაბოროტებული ბრბო, ბიორობოტები“ – აქციაზე ნაცემი კაცი, რომელსაც სხვადასხვა მოტეხილობა აქვს

„მირტყამდნენ მთელი რუსული სიბოროტით“ – რას ჰყვება ბათუმში დაკავებული ლადო თოდაძე

ამ დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს – კაცი, რომელსაც აქციაზე სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს

„წუხელ სმენისარმქონე პირს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უმოწყალოდ სცემა“ – შშმ პირები

ყველა მათგანს თვალის ბუდე აქვს ჩამტვრეული და სახე დალეწილი, ვინც საავადმყოფოშია – ნიკა სიმონიშვილი

10 სპეცრაზმელი მირტყამდა. წამართვეს ქურთუკი – რას ჰყვებიან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები პოლიციის ძალადობაზე

უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა – სამართლებრივი დახმარების ქსელი პოლიციის ძალადობაზე

საჯარო პირების პროტესტი:

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან მიდის

საქართველოს ელჩი ჩეხეთში გადადგა

განათლების ცენტრის სტიპენდიატები აკრიტიკებენ “ოცნებას” და არ ცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნებს

დღეს დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს – ყოფილი საჯარო მოხელეები

საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია – პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა სამსახური დატოვა

უარს ვამბობთ სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე – მუსიკოსების მანიფესტი

წამყვანი ნიკო ნანიტაშვილი, რომელმაც ძალადობა დაგმო, POSTV-ზე აღარ მუშაობს

საჯარო მოხელეებმა მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია – აქცია აჭარის განათლების სამინისტროსთან

მივმართე მინისტრს პატაკით, რომ გამათავისუფლოს თანამდებობიდან – პოლიციელი

გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი

საზღვაო აკადემიის თანამშრომლები: ვგმობთ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ

ბათუმში გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილების უფროსი

„ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს“ – ბსუ-ს ლექტორებისა და თანამშრომლების ნაწილის განცხადება

ბათუმელი ადვოკატები: ვგმობთ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება

2600 მასწავლებლის პეტიცია: თუ ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ

პოლიტიკა:

ქვეყანაში რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ მიმართ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

ზურაბიშვილი: შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, მაგრამ ვერ ვუკავშირდებით

4 ოპოზიციური ძალა გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის

კობახიძე ადასტურებს, რომ დასავლეთში არჩევნების ლეგიტიმურობა არ უღიარებიათ

არ დარჩება პასუხგაუცემელი – კალაძე ისევ ემუქრება კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს

კაცმა პოლიციელს ქუჩაში მზესუმზირას დაყრისთვის შენიშვნა მისცა, ის დააკავეს და 2500 ლარით დააჯარიმეს

ინტერვიუ/მიმართვა:

რატომ თქვა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი – ინტერვიუ

დღეს გვაქვს არჩევანი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი თაობისთვის ასე ცხადი

„ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს“ – გურამ პეტრიაშვილის მიმართვა

„ჩვენი ახალგაზრდების ჯალათად იქეცით“ – ნაირა გელაშვილის წერილი ივანიშვილს

მარკუს ავრელიუსის რჩევა ქართველებს | გიორგი ლებანიძე

უცხოეთის ამბები:

შეშფოთებას იწვევს არაპროპორციული ძალის გამოყენება — გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი

ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება – ევროკომისიის გაფართოების კომისარი

აქციებზე ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი

“ოცნებას” საქართველო რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიჰყავს- ამერიკელი სენატორები

ესტონეთის საგარეო ასახელებს, რა ზომები შეიძლება მიიღოს EU-მ „ოცნების“ წინააღმდეგ

საქართველოს ამ მთავრობასთან ახალი პროექტები აღარ განხორციელდება – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

„მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“ – უილსონი და კოენი

„გამოიჩინეთ თავშეკავება“ — იაპონიის მთავრობა „ოცნებას“ მიმართავს

ჯო უილსონი: სახდეპმა უნდა დაიწყოს კალაძისა და გომელაურის სანქცირებით

ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს ზედმეტი ძალის გამოყენება

უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს მოქალაქეებს მიმართავენ

„მივესალმებით ქართველი ხალხის გულადობას“ — ბერბოკი

„ვგმობ რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც მოუწოდებს თავის ქვეყანას, დარჩეს ევროპის გზაზე“ — ბლინკენი ეუთოში

რიში: საქართველოს მთავრობა სასტიკად დევნის პროევროპელ დემონსტრანტებს

ჯინ შაჰინი: არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას საქართველოში

ბენ კარდინი: იმედი მაქვს, რომ მაგნიტსკის სანქციები დაეხმარება საქართველოს სწორ გზაზე დადგომაში

“მხარს ვუჭერთ ქუჩაში დღედაღამ მდგომ მამაც და თავისუფლებისმოყვარე ქართველებს” – აქტივისტები აზერბაიჯანიდან

რა უთხრეს ბოჭორიშვილს ფინეთის და ავსტრიის მინისტრებმა, რაც საგარეოს განცხადებაში ვერ მოხვდა

„ვგმობთ ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას“ – ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები

რა უნდა გაკეთდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლო გააქტიურების თავიდან ასაცილებლად — ევროკომისიის ანგარიში

„ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ“ – ევროპარლამენტარი EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს

პოლიციის სისასტიკე მტკიცე საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს -GCRT აქციის მონაწილეების ცემაზე

უკრაინა:

უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან 50 მილიარდს მიიღებს — ბლინკენი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 დეკემბერი

კვირის ამბავი:

აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა – საია

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: