ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციული პერსონალისა და კურსდამთავრებულების სახელით ვრცელდება განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და კურსდამთავრებულთა წარმომადგენლები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.
გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ის უშუალოდ მოახდენს ნეგატიურ გავლენას საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების პროცესებზე.
ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების ერთგულნი და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გულწრფელად და მშვიდობიანი გზით გამოხატავენ უკმაყოფილებას ევროინტეგრაციის პროცესების შეჩერების გამო.
საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარების პერსპექტივა ევროკავშირთან თანამშრომლობაშია!
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!
მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააკეთოს ყველაფერი ქვეყნისა და მოქალაქეების კონსტიტუციით აღიარებული უფლებების დასაცავად!“
განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:
- აბდულ კახიძე – აკადემიური პერსონალი
- ნინო ყურშუბაძე – აკადემიური პერსონალი
- გურამ შანიძე – მოწვეული პედაგოგი
- დიანა ფალავანდიშვილი – ბსსა კურსდამთავრებული
- ზურაბ სალაძე – მოწვეული პედაგოგი
- პაატა ადამია – ადმინისტრაციული პერსონალი
- ირინა ინწკირველი – ადმინისტრაციული პერსონალი
- მიშიკო ბერიძე – ბსსა კურსდამთავრებული
- ალექსანდრე შალიკაშვილი – ბსსა კურსდამთავრებული
- ლუკა შუშანიძე – ბსსა კურსდამთავრებული
- აკაკი ორმოცაძე – ბსსა კურსდამთავრებული
- ნანა ბერიძე – ადმინისტრაციული პერსონალი
- მაია ტუღუში – აკადემიური პერსონალი
- გოჩა ჩიტიძე – ადმინისტრაციული პერსონალი
- ვალერიან მარგალიტაძე – აკადემიური პერსონალი
- სოფიკო მანჯგალაძე – მოწვეული პედაგოგი
- ლაშა დიასამიძე – აკადემიური პერსონალი
- ლუიზა სიხარულიძე – აკადემიური პერსონალი
- ირაკლი შარაბიძე – აკადემიური პერსონალი
- ნიკა გალოგრე – ბსსა კურსდამთავრებული
- ირმა ძიმისტარიშვილი – ადმინისტრაციული პერსონალი
- თეიმურაზ კვაჭაძე – ბსსა კურსდამთავრებული
- მარიამ კიწმარიშვილი – ადმინისტრაციული პერსონალი
- ირინე ხალვაში – ადმინისტრაციული პერსონალი
- გიული აბულაძე – ადმინისტრაციული პერსონალი
- სულიკო ჩებინოვი – ბსსა კურსდამთავრებული
- ნიკა შილაძე – ბსსა კურსდამთავრებული
- გოჩა ჩინჩალაძე – ადმინისტრაციული პერსონალი
- თამთა თურმანიძე – ბსსა კურსდამთავრებული
- ჯემალ მუთიძე – მოწვეული პედაგოგი
- ლუკა ჯოჯუა – ბსსა კურსდამთავრებული
- რუსუდან ყიფიანი – ადმინისტრაციული პერსონალი
განცხადება, რომელსაც ამ დროისთვის 32 ადამიანი აწერს ხელს, 2 დეკემბერს, დღის პირველ საათზე გამოქვეყნდა. ხელმოწერები გრძელდება.
____
28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.
კობახიძის ამ განცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება პერიოდულად და სასტიკად არბევს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესიც კი შეაჩერა.
სტუდენტები გაიფიცნენ რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის ბათუმშიც.
დღეს, 2 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის, ხელოვნების და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების სტუდენტები საზღვაო აკადემიასთან მივიდნენ და მოუწოდეს სტუდენტებს, გამოსულიყვნენ. აკადემიის სტუდენტთა მხოლოდ ნაწილი შეუერთდა სტუდენტების მარშს: