რეკლამა,სიახლეები •

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველ თაუერში 4 სართულიანი სივრცის მშენებლობა დასრულდა

26.11.2026
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველ თაუერში 4 სართულიანი სივრცის მშენებლობა დასრულდა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ სადებიუტო მრავალფუნქციური კომპლექსის, პირველი თაუერის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. საინჟინრო სამუშაოების პარალელურად, მაღალია საერთაშორისო საინვესტიციო მოთხოვნაც: ამ დროისთვის, კომპლექსში 400-მდე საცხოვრებელი და საინვესტიციო აპარტამენტი, 40 ქვეყნის წარმომადგენელმა უკვე შეიძინა.

სამშენებლო მოედანზე უკვე დასრულდა 4 სართულიანი საპარკინგე სივრცის მშენებლობა, რომლის საერთო სამშენებლო ფართობიც 14 159,23 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პარალელურად, დასრულებულია ძირითადი ნაგებობის (თაუერის) ხიმინჯოვანი საძირკვლის სისტემის მოწყობაც. ხელოვნურ ნახევარკუნძულზე შენობის სტრუქტურული სიმყარისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ჯამში 199 ხიმინჯი მოეწყო, რომელთაგან თითოეულის სიღრმე 65 მეტრს აღწევს.

მომდევნო ეტაპზე სამშენებლო პროცესი უშუალოდ ძირითადი შენობის ქვაბულისა და ლიფტის შახტების მოწყობისკენ გადაინაცვლებს. გარდა ამისა, საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების შესაბამისად, დაგეგმილია თაუერის საძირკვლის ფილის სატესტო ნიმუშის მოწყობა და მისი ტემპერატურულ გაფართოებაზე გამოცდა.

კუნძულის პირველი, მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია აუზს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. ნაგებობაში განთავსებული აპარტამენტების ინტერიერის დიზაინზე კი, იტალიურმა კომპანიამ, D73-მა იმუშავა. აღსანიშნავია, რომ პირველი თაუერი მოიცავს საკოლექციო აპარტამენტებს, რომლებიც რია ქებურიას ფონდთან კოლაბორაციით შეიქმნა. 

ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტს, განვითარების უპრეცედენტო დინამიკა გამოარჩევს. პროექტის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად უსწრებს თავდაპირველ გრაფიკს და საინვესტიციო ვალდებულებებს 5 წლის წინსწრებით ასრულებს. შავ ზღვაში ფორმირებული 48 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: