კონფიდენციალურობის პოლიტიკა და გადაბეჭდვა-ციტირების წესები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ იცავს და უფრთხილდება თქვენს პერსონალურ მონაცემებს და კონფიდენციალურობის ამ დოკუმენტით აღწერს, რა ინფორმაციას იღებს რედაქცია მომხმარებლისგან და როგორ შეიძლება გამოიყენოს მონაცემები, რომლებიც საიტზე შემოსვლისას და მხარდაჭერის გვერდზე შენატანის გაკეთებისას ფიქსირდება.

რა მონაცემებს ვიღებთ?

რედაქცია იღებს იმ მონაცემებს, რომელსაც მომხმარებელი, ინტერნეტით სარგებლობისას, ჩვეულებრივკვალის სახით ტოვებს. ეს მონაცემები, როგორც სხვა ვებგვერდებზე, ისე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეტის“ საიტებზე თქვენი შესვლის შემდეგ აისახება და ავტომატურად იწერება სერვერზე (ბრაუზერი, რომელიც საიტზე შემოსვლისას გამოიყენეთ, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, საიდანაც გადმოხვედით, რომელი გვერდები მოინახულეთ ჩვენს საიტზე, ასევე როდის და რამდენი ხნით შემოხვედით).

თუ ‘ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდაჭერის კამპანიაში ჩაერთვებით, მაშინ რედაქციას ასევე ხელი მიუწვდება იმ მონაცემებზე, რომლებსაც თქვენ თავად მოგვაწვდით მხარდაჭერის გვერდზე გადახდისას, ესაა: თქვენი ვინაობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტრანზაქციასთან დაკავშირებული საფინანსო მონაცემები და ინფორმაცია შესრულებულ გადახდებზე.

ამ გვერდისთვის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ იყენებს გადახდების მარტივ და უსაფრთხო პლატფორმას flitt-ს, რომელსაც მართავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი და რომელიც თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, კანონის შესაბამისად დაიცვას თქვენი მონაცემები.

თქვენი მონაცემები ასევე შეიძლება მივიღოთ, თუ:

  • მოგვწერთ ელექტრონულ ფოსტაზე ან სოციალური მედიის გვერდების დახმარებით;
  • გამოიწერთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ სოციალური მედიის გვერდებს;
  • დატოვებთ კომენტარს ვებსაიტებზე ან სოციალური მედიის გვერდებზე;

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები?

ვებსაიტზე თქვენი შემოსვლისას მიღებულ ინფორმაციას, ასევე თქვენ მიერ მხარდაჭერის გვერდზე შენატანის გაკეთებისას შეყვანილ მონაცემებს (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ იცავს და უფრთხილდება კანონის შესაბამისად, არ ყიდის და არ გადასცემს მესამე მხარეს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ეს მოთხოვნილია კანონით.

თქვენი ინფორმაცია რედაქციამ შესაძლოა გამოიყენოს:

  • თქვენთან საკონტაქტოდ;
  • აუდიტორიისა და ბაზრის კვლევისთვის;
  • მარკეტინგული მიზნებისთვის.

რამდენი ხნით ვინახავთ მონაცემებს?

რედაქციამ პერსონალური მონაცემები შეიძლება შეინახოს ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის, საჭიროდროით (თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება განსაზღვრული) ან იმ დრომდე, სანამ თქვენ უარს არ იტყვითთქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

უარი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ინახება თუ არა რედაქციაში თქვენი მონაცემები, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი წაშლა ან შესწორება. ასევე, თუკი უკმაყოფილი ხართ იმით, თუ როგორ იყენებს „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ თქვენს მონაცემებს, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე infobatumelebi@gmail.com.

მონაცემთა უსაფრთხოება
„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ იცავს მონაცემთა კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების წესებს და პროცედურებს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენს საიტებზე ვატარებთ უსაფრთხოების ღონისძიებებს და ვიცავთ წესებს მონაცემების უსაფრთხოდ შესანახად, მათ დაცვაზე არაავტორიზებული წვდომის, არასწორი გამოყენების, დაკარგვის და განადგურების თავიდან ასაცილებლად. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელი იყენებს დაუცველ ქსელს ინფორმაციის გადასაცემად ან ადგილი აქვს კიბერთავდასხმებს.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში

ჩვენ შეიძლება განვაახლოთ ან შევცვალოთ კონფიდენციალობის პოლიტიკა და ამ დოკუმენტში აღწერილი პირობები. ასეთი ცვლილების განხორციელებისას, ინფორმაცია აუცილებლად განთავსდებს “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ვებსაიტებზე.

გადაბეჭდვის წესი

ბათუმელებზე გამოქვეყნებული ყველა მასალის სხვა ვებგვერდებზე, თუ ბეჭდურ გამოცემებში სრულად გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციიდან წერილობითი თანხმობის გარეშე. გაზეთ ბათუმელების მასალების სხვა ვებგვერდებზე სრულად გამოქვეყნების მსურველებმა წერილობით უნდა მოგვმართონ შემდეგ მისამართზე: info@batumelebi.ge და  თანხმობის მიღების შემთხვევაში გამოაქვეყნონ ესა თუ ის მასალა.

ასეთი თანხმობის მიღების შემთხვევაში:

  • დაუშვებელია სათაურის შეცვლა;
  • დაუშვებელია ტექსტის და სხვა აუდიო-ვიზუალური მასალების შეცვლა;
  • გამომქვეყნებელმა უნდა მიუთითოს ავტორი და batumelebi.ge;
  • ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში უნდა მიუთითონ საიტის ბმული batumelebi.ge.

რედაქციასთან შეთანხმების გარეშე ბათუმელების მასალების სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნება შესაძლებელია შემდეგნაირად:

  1. RSS არხის მეშვეობით – https://batumelebi.ge/feed/;
  2. სხვა ვებგვერდებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ თავიან ვებრესურსებზე ბათუმელების ამა თუ იმ მასალის სათაური, ილუსტრაცია და პირველი აბზაცი. პირველი აბზაცის შემდეგ გამოცემამ მკითხველი უნდა გადაამისამართოს ჰიპერბმულის საშუალებით უშუალოდ ამ მასალაზე.

ციტატების, ინფორმაციის ნაწილის გამოყენება ბათუმელების მასალებიდან

სხვა გამოცემებმა ბათუმელებზე გამოქვეყნებული მასალებიდან ციტატების, მისი მოკლე ნაწილების გამოქვეყნებისას უნდა მიუთითონ როგორც batumelebi.ge, ასევე ჰიპერბმული.

batumelebi.ge -ზე  გამოქვეყნებული ყველა მასალა წარმოადგენს შპს “გაზეთ ბათუმელების” საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.