კვირის ამბები

„საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრის“ გემი სტუდენტებისთვის

13.05.2014 • 5010
„საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრის“ გემი სტუდენტებისთვის

 

გასულ კვირას „უმაღლეს საზღვაო სასწავლებელ ანრიში“ მისი არსებობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც არამხოლოდ ამ კონკრეტული სასწავლებლისთვის, არამედ, ზოგადად, საქართველოში საზღვაო განათლების განვითარების მიმართულებით ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში.

 

შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრ ანრისა“ და საერთაშორისო გემთმფლობელ კომპანია VIZA-STAR-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანიის ერთ-ერთი გემი საზღვაო სასწავლებლის კუთვნილება გახდა.

 

„ჩვენ ვართ საქართველოში პირველი საზღვაო სასწავლებელი, რომელმაც შეძლო და დღეისათვის საკუთრებაში აქვს სასწავლო გემი კაპიტანი ო.ჩახვაძე, სამი სწრაფმავალი კატარღა – 3, 5 და 10-კაციანი. დღეიდან კი მფლობელობაში გვექნება სასწავლო საწარმო გემი სტუდენტების საცურაო პრაქტიკისთვის. ჩვენი ეს ნაბიჯი სტუდენტებისთვის მოიტანს ორ ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს: პირველი ის, რომ ჩვენი სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტის მქონე საზღვაო განათლებას და საჭირო პრაქტიკას შემდგომში მორიგე ოფიცრის სამუშაო დიპლომის მისაღებად, მეორე – ისინი დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის გემზე უპრობლემოდ აღნიშნულ თანამდებობაზე, გარდა იმისა, რომ ჩვენ ასევე შევთავაზებთ ჩვენი პარტნიორი გემთმფლობელი კომპანიის გემებზე სამსახურს“, – ამბობს ანზორ დიასამიძე, რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

 

გამომდინარე იქიდან, რომ გემის გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნა დიდ ხარჯს მოითხოვს, მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ PERA-ს არენდის საფუძველზე ოპერირებას და ტექნიკურ მოვლას მისი ყოფილი მფლობელი კომპანია გაუწევს. ის გააგრძელებს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას და თავის თავს შეინახავს, ხოლო რაც შეეხება ეკიპაჟის სრულად დაკომპლექტებას, გემი „ანრიდან“ მივლინებული პერსონალით და სტაჟიორებით შეივსება.

 

გემზე ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 სტუდენტს ექნება საშუალება, გაიაროს პრაქტიკა სპეციალობის მიხედვით. კურსის ხანგრძლივობა სამი თვე იქნება, რაც ოთხი წლის, ანუ ბაკალავრიატში სწავლის განმავლობაში სრულ ერთწლიან პრაქტიკას შეადგენს. პრაქტიკის განმავლობაში კვებას სასწავლებელი აიღებს საკუთარ თავზე, სტუდენტის დამატებითი ხარჯი კი იქნება მხოლოდ გზის ფული სტამბოლამდე და პირიქით.

 

ზია უზელი, კომპანია VIZA-STARის გენერალური მენეჯერი: „მსგავსი ტიპის შემოთავაზება საქართველოდან პირველად მივიღეთ და ძალიან მიხარია, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. მე ვხედავ ბატონი ანზორი თავისი რესურსებით რამდენის გაკეთებას ცდილობს სასწავლებლისთვის და პირველ რიგში თავისი სტუდენტებისთვის.

მე, პირადად, ვაძლევ ყველა იმ კურსანტს სიტყვას, ვინც ჩვენთან გაივლის სტაჟირებას, რომ ისინი აუცილებლად დასაქმდებიან ჩვენს გემებზე, ხოლო წარმატებულ სტაჟიორებს აუცილებლად ექნებათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, როგორც გემზე უმაღლეს თანამდებობებზე, ასევე ხმელეთზე ჩვენი კომპანიის ოფისებსა და ლოჯისტიკის დეპარტამენტებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათთვის ჩვენი კომპანიის სახელი უკვე იქნება სხვა ნებისმიერი ქვეყნის და კომპანიის გემზე დასაქმების უპირობო საშუალება“.

 

კომპანია VIZA-STAR-ი საერთაშორისო გემთმფლობელი კომპანიაა, რომელიც ფლობს და ოპერირებას უწევს მსოფლიოში 60-მდე შორეული ნაოსნობის გემს. ისინი, ძირითადად, ხმელთაშუა და შავის ზღვის აუზის პორტებში დაცურავენ.

 

ქ. ბათუმი შ. ხიმშიაშვილის გამზირი #47-ის მიმდებარე ტერიტორია

ფეისბუქგვერდი: Batumis sazgvao sascavlo centri Anri

www.mtc-anri.ge

ტელ.: 21 07 57; (593) 402 218.

 

გადაბეჭდვის წესი