Batumelebi | ”ალდაგი” – საიმედო პარტნიორი ციტრუსის დასაზღვევად ”ალდაგი” – საიმედო პარტნიორი ციტრუსის დასაზღვევად – Batumelebi
RU | GE  

”ალდაგი” – საიმედო პარტნიორი ციტრუსის დასაზღვევად

 

 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანი „ალდაგი“ ქობულეთსა და ხელვაჩაურში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევას სთავაზობს. ფერმერს შეუძლია თავისი მოსავალი დააზღვიოს სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან. დაზღვევის ვადა 10 დეკემბრამდეა.

                        „დააზღვიეთ ალდაგში

                                        თვენი მოსავალი დღეს“

ამჟამად მანდარინის ბაღების მესაკუთრეებისთვის ყველაზე დიდი რისკფაქტორი საშემოდგომო ყინვაა. თუმცა ფერმერს „ალდაგის“ მეშვეობით შეუძლია დააზღვიოს თავის სარგებლობაში ან  საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მოწეული მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზარალისგან. კომპანია „ალდაგი“, ამ სეზონზე, ფერმერებს აჭარაში, ციტრუსის ყველა სახეობის დაზღვევას სთავაზობს.

გასულ კვირას „ალდაგის“ წარმომადგენლებმა ქობულეთსა და ხელვაჩაურში ფერმერებთან და სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრა გამართეს. მოსახლეობას კომპანიის წარმომადგენლებმა ციტრუსის დაზღვევის პირობები გააცნეს.

ფერმერმა ჯემალ მეგრელიძემ საკუთარი მოსავლის „ალდაგში“ დაზღვევა ხელმისაწვდომი მომსახურების გამო აირჩია.

„პირველად ვაზღვევ მოსავალს. „ალდაგმა“ მიმზიდველი პირობებით დამაინტერესა. ამ სადაზღვეო კომპანიის მომსახურების გაიოლებული ფორმა ფერმერისთვის უფრო ხელმისაწვდომია. მომყავს ციტრუსი სამ ჰექტარზე და მაქვს თხილის პლანტაცია 30 ჰექტარზე. წელიწადში საშუალოდ ხუთ ტონამდე თხილი და ციტრუსი მომყავს. მთლიანი მოსავლის დაზღვევას ვფიქრობ“, – ამბობს ჯემალ მეგრელიძე.

ქობულეთშის სოფელ ლეღვას მკვიდრის, ვიტალი რომანაძის თქმით კი, ის იცნობს სხვა სადაზღვეო კომპანიების სადაზღვეო შემოთავაზებას, მაგრამ „ალდაგი“ გაცილებით უკეთესს პირობებს სთავაზობს ფერმერებს. მის აზრით, „ალდაგი“ ფერმერის ინტერესებს ყველაზე მეტად ითვალისწინებს.

„ალდაგი“  25-წლიანი გამოცდილების მქონე, ფინანსურად ძლიერი და სტაბილური კომპანიაა, რომელიც ბოლო სამი წელია აგრო პროდუქტების დაზღვევაზე აქტიურად მუშაობს.

„2012 წელს კატასტროფული წელი იყო მოსავლის ზარალის კუთხით, განსაკუთრებით კახეთისთვის. ამ წელს ჩვენ ორი მილიონი ლარის ზარალი ავუნაზღაურეთ ფერმერს“ , – ამბობს „ალდაგის“ აგრარული რისკების მენეჯერი ივანე ბუჯიაშვილი.

„ალდაგის“ გამოცდილება მომხმარებლის ნდობის გარანტიაა. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „ალდაგს“ვალდებულების შესრულებაზე აქვს მეტი გარანტია და პასუხისმგებლობა. ციტრუსის დაზღვევის შემთხვევაში, კომპანიის ვალდებულებაა ზარალის ანაზღაურება. მისი წარმომადგენლები, ასევე სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, სადაზღვეო ხელშეკრულების გასაფორმებლად, ზარალის შესასწავლად თუ მის ასანაზღაურებლად ადგილზე მიდიან ფერმერთან.  შექმნილი სპეციალური ჯგუფი ოპერატიულად ითვლის და აფასებს ზარალს.

„გვყავს ბენეფიციარები, რომლებსაც სეტყვამ მოსავალი ნოემბერში დაუზიანა.  ჩვენი სპეციალური ჯგუფები ადგილზე მუშაობენ. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შემდეგ კი ფერმერს შესაბამისად აუნაზღაურდება დაზღვეული ციტრუსის საფასური“,  – აღნიშნავს ივანე ბუჯიაშვილი.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით წელს პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო აფინანსებს დაზღვევის ღირებულების 90 პროცენტს, ფერმერი კი მხოლოდ დარჩენილი მცირე პროცენტის საფასურს იხდის. მაგალითისთვის, თუკი ფერმერის მოსავალი 12.5 ტონაა, რომლის ღირებულება შეადგენს 6000 ლარს, ფერმერს მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევს _ დანარჩენ ნაწილს 480 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს. ერთი ტონა ციტრუსის დაზღვევისთვის ფერმერს მაქსიმუმ 2 ლარი და 40 თეთრის გადახდა მოუწევს.

„ალდაგის“ ოფისს ბათუმში: მემედ აბაშიძის ქ. #1; დარეკეთ ცხელ ხაზზე.: 2 444 999

„ალდაგის“ ოფისები მუშაობს კიდევ ოთხ ქალაქში: ფოთი – აღმაშენებლის _ #31, ზუგდიდი _ დადიანის #2/3; ქუთაისი _ პუშკინის #8, თელავი _ წერეთლის #1-ში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
რეკლამა