ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება – აეროპორტი

ძლიერი ნისლის გამო ბათუმის აეროპორტი ავიარეისს ვერ იღებს. თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, ამ წუთებში [17:15] ცდილობს ბათუმის აეროპორტში დაფრენას, თუმცა დაბალი ხილვადობის გამო ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, თუ მეტეოპირობები არ შეიცვალა, სტამბოლი-ბათუმის რეისს ტრაბზონის აეროპორტში მოუწევს დაფრენა. განახლება: 18:00 საათზე სტამბოლი-ბათუმის ავიარეისმა ბათუმის აეროპორტში დაფრენა შეძლო.

143 ადამიანის უფასო კვებაში ხელვაჩაურის მერია 100 ათას ლარს დახარჯავს – 9 თვეში

ხელვაჩაურის მერია უფასო სასადილოებისათვის  100 ათას ლარს დახარჯავს. ერთი უმწეო ადამიანის კვებაში ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან დღეში 2,5 ლარი იხარჯება. ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები 143 ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 100 ათას 458 ლარია; მომსახურების გაწევის ვადა კი: 2022 წლის 26 მარტიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ტენდერში წინადადებების მიღება …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 თებერვლის 21 საათიდან 21 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო, მაღალ …

„ცხოვრება აღარ შემიძლია“ – 13 წლის ნინიზე მოძალადეს 7.6 წელი მიუსაჯეს I საქმის მასალები

„ყველას გიხდით ბოდიშს, ვიცი დავაშავე, მაგრამ უკვე გვიანია. ცხოვრება აღარ შემიძლია, მთელი ღამე ვერ ვიძინებ და მირჩევნია სამუდამოდ დავიძინო. მე ბებიასთან მივდივარ,” – ეს 13 წლის ნინის უკანასკნელი წერილია. ნინი გასული წლის 10 თებერვალს საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ეს წერილი კი, მათემატიკის რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე მინაწერი ნინის ჯიბეში იპოვეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე …

ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა

ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ის მანამდე ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, მე-2 სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 32 წლის ირაკლი დგებუაძე ბათუმში სავარაუდოდ როტაციის პრინციპით ჩამოვიდა. დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში ოპოზიციონერები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები დააკავეს – ამ პროცესს სწორედ ირაკლი დგებუაძე ხელმძღვანელობდა. ბათუმის პოლიციის უფროსი აქამდე ხვიჩა ქადაგიძე იყო. ქადაგიძე ამ …

ბათუმში დაკავებული ექვსივე ოპოზიციონერი გაათავისუფლეს

დღეს, 19 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ექვსივე ოპოზიციონერი გაათავისუფლეს. უმაღლესი საბჭოში ენმ-ს წევრი დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამშაბათს, 22 თებერვალს ჩაინიშნა. 4 მარტამდე გადადეს ბაჩი მექვაბიშვილის, ბონდო თედორაძის, გიგა ნაგერვაძის, ლაშა კილაბერიას და მამუკა ჯევაიშის სასამართლო პროცესები. ექვსივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს დღეს დილით, სასტუმრო”ჰილტონის” წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. …

აჭარაში კორონავირუსის 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმალობაში აჭარაში კორონავირუსის 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რეგიონის კოვიდკლინიკაშია 640 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 175, ბინაზე  კი – 9 979 ადამიანი მკურნალობს. დღეს, 19 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 51 ადამიანი გარდაიცვალა.

ბათუმში ოპოზიციის 6 წევრი დააკავეს

პოლიციამ დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში ოპოზიციის 6 წევრი დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე, რომლის მიმდინარეობისას ოპოზიციის წევრები „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდნენ შეხვედრას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, დაკავებულები არიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ლაშა კილაბერია, ბაჩი მექვაბიშვილი, ბონდო თედორაძე, მამუკა ჯევაიში და გიგა ნაგერვაძე. “ბათუმელებს” ენმ-ის წევრების დაკავება დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. …

„რატომ მომიკალით ძმა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე, რომლის ძმა, ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-იდან, გასულ წელს, არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა, ბათუმში ჩამოსულ „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდა შეხვედრას. ნაზი ფუტკარაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ოპოზიციის სხვა წევრებიც. ისინი შეხვედრას ითხოვდნენ ირაკლი კობახიძესთან და აკაკუნებდნენ სასტუმრო „ჰილტონის“ იმ დარბაზის კარებზე, სადაც შეხვედრა იმართებოდა. „რატომ მოკლეს …

რას ჰყვებიან პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები ბათუმში

გაფრთხილება: სტატია შეიცავს ინფორმაცის მოზარდებზე სექსუალური ძალადობის შესახებ.  მხოლოდ გასულ წელს ბათუმში მოსამართლეებმა პედოფილიის 6 საქმე განიხილეს. სისხლის სამართლის 6 საქმე 7 მოზარდს ეხება, მათ შორის ერთ გოგოს, რომელზეც 7 წლის ასაკიდან ძალადობდა საკუთარი ბიძია. ეს შემთხვევები სასამართლოში დახურულ კარს მიღმა განიხილება. „ბათუმელებმა“ საქმეები პერსონალური ინფორმაციის დაცვით გამოითხოვა. პედოფილიის საქმის მასალებიდან ამ დანაშაულის შესახებ ბევრი …

„პიერ ბათუმის“ პირსს ჯერ არ ანგრევენ

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის სანაპიროზე  „პიერ ბათუმის“ პირსს არ დაანგრევენ. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ მხოლოდ პირსის მიმდებარედ არსებული შენობებისა და კონსტრუქციების დემონტაჟზე მიიღო გადაწყვეტილება [მერიის გადაწყვეტილებებს კომპანია სასამართლოში ასაჩივრებდა]. პირსთან დაკავშირებით კი დავა გრძელდება. 35 მეტრი სიგრძის პირსი ბათუმის პლაჟზე შპს BATTUN-მა 2011 წელს უკანონოდ ააშენა, კომპანიას არც პროექტის გარემოზე …

300 ლარს მინისტრები 1 ნივთში იხდიან, ჩვენ თვეში ვიკმაროთ? – სოციალურად დაუცველები დასაქმების პროგრამაზე

საქართველოს მთავრობა პირველი მარტიდან ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს  ღარიბი ოჯახების გაძლიერებას, რის შემდეგაც მინიმუმ 4 წელში მათ სახელმწიფო შემწეობა აღარ უნდა დასჭირდეთ. რამდენად რეალურია მთავრობის პროგნოზი და რას ფიქრობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები ამ ინიციატივაზე? „ბათუმელები“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ესაუბრა. ინგა შერვაშიძე …

მურთაზ დევაძე საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს

დღეს, 18 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ბრძანებით, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მურთაზ დევაძე დანიშნეს. მურთაზ დევაძე მანამდე აკადემიის რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება საზღვაო აკადემიის რექტორის პოსტზე, რომელიც 14 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური. „დღეს დამეკისრა მხოლოდ საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულება. აღნიშნულ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება აკადემიის სპეციფიკიდან …

160 კაცი მყავდა დასაქმებული, ჩივილს ვაპირებ – ბულვარში დანგრეული შენობების მოიჯარე

მოიჯარე, რომელსაც ბათუმის ბულვარში, პლაჟის მიმდებარედ „პიერ ბათუმის“ შენობები ჰქონდა დაქირავებული, ამბობს, რომ აპირებს უჩივლოს მუნიციპალურ ინსპექციას იმ ზარალისთვის, რაც მას დღეს, 18 თებერვალს, „პიერ ბათუმის“ შენობების დემონტაჟისას მიადგა. შენობებიდან არ იყო გატანილი ინვენტარი. მოიჯარე ამბობს, რომ პირადად არ იყო გაფრთხილებული, თუმცა მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ მოიჯარე არაერთხელ გააფრთხილეს მანამდე და უშუალოდ დემონტაჟის წინაც. „წარღვნა …

ბათუმის ბულვარში „პიერ ბათუმს“ ანგრევენ

დღეს, 18 თებერვალს, ბათუმის ბულვარში „პიერ ბათუმის“ დემონტაჟი დაიწყო. საუბარია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, პლაჟთან ახლოს მდებარე შენობა-ნაგებობებზე. ადგილზე მუშაობს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, ასევე აღსრულების პოლიცია. „პიერ ბათუმი“ წლების წინ ნებართვის გარეშე მოეწყო და მესაკუთრე ამის გამო არაერთხელ დააჯარიმეს. ჯარიმების მიუხედავად, „პიერ ბათუმი“ წლებია მუშაობას ბულვარში უპრობლემოდ განაგრძობდა. ეს ადგილი 2010 წელს თურქულ კომპანია „ბატტუნს“ გრძელვადიანი …

აჭარაში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 825 ახალი შემთხვევა

18 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმალობაში აჭარაში კორონავირუსის 825 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რეგიონის კოვიდკლინიკაშია 696 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 204, ონლაინლინიკაში კი – 9 927. დღეს, 18 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა 14 405 ახალი შემთხვევა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 …

42 გარდაცვლილი და კოვიდის 14 405 ახალი შემთხვევა – 18 თებერვალი

18 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 42 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 5 818 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 013 პირი.  დადებითობის დღიური მაჩვენებელია 29,64 პროცენტი.

ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს

ბათუმის ურბანული მეხსიერებიდან შესაძლოა გაქრეს კიდევ ერთი შენობა, რომელიც ქალაქში ახსოვთ როგორც ცნობილი კომერსანტის – ნიკოლოზ ფანდეევის სახლი და საწარმო, შემდეგ კი საკონდიტრო მაღაზია „მინიონი“, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც მუშაობდა. მემედ აბაშიძის #44-ში მდებარე ერთსართულიანი შენობის მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამის გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების თაობაზე, სასამართლოში ასაჩივრებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მესაკუთრეს ამ …

„მინდა იურისტობა ჯავახეთიდან დავიწყო“ – ლილითმა ფოკაში დაბრუნება გადაწყვიტა

22 წლის ლილით კარაპეტიანი ერთ-ერთია იმ 70 ფოკელ სტუდენტს შორის, რომლებმაც ქართული უცხო ენასავით ისწავლეს ბოლო 10 წლის განმავლობაში და საქართველოს უნივერსიტეტებში განაგრძეს სწავლა. ფოკა სამცხე-ჯავახეთის სოფელია. ამ სოფელში ძირითადად სომხურად საუბრობენ. ლილითი მალე სამართლის ფაკულტეტს ამთავრებს, ადვოკატის სასერტიფიკატო გამოცდისთვისაც ემზადება, რომ ფოკაში დაბრუნდეს. საადვოკატო ბიურო გახსნას და ქალებისა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშაოს …

ავარიული სახლი, მერია და ბიუჯეტიდან უშედეგოდ დახარჯული 430 ათასი ლარი – ცხოვრება შიშის ქვეშ

9 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ კორპუსში ცხოვრობენ. კორპუსის მდგრადობის კვლევა ამხანაგობის დაკვეთით 2013 წელს ჯერ შპს „იკა ჯგუფმა“ მოამზადა, შემდეგ კი ბათუმის მერიის დაფინანსებით სახლი კიდევ ორჯერ შეისწავლეს. ყველა კვლევით დადასტურდა, რომ ამ კორპუსში უსაფრთხოდ ცხოვრება შეუძლებელია. პირველი ექსპერტიზის ჩატარებიდან დღემდე ოჯახები ბათუმის მერიისგან …

ბათუმში სპორტის სასახლე მუხრან ვახტანგაძის სახელობის გახდა

ბათუმში სასპორტო სკოლას სპორტსმენის, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის სახელი დაარქვეს. სასწავლებლისთვის „მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის“ დარქმევის შესახებ ბრძანება აჭარის განათლების მინისტრმა 2021 წლის დეკემბერში გამოსცა. აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სპორტის სასახლისათვის მუხრან ვახტანგაძის სახელის დარქმევის ინიციატივით სპორტული საზოგადოება გამოვიდა. აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, წერილს, რომლითაც სპორტის სასახლისთვის მუხრან ვახტანგაძის …

როდის დაიწყება ბათუმში №16 სკოლის ახალი შენობის მშენებლობა

ბათუმის №16 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტზე მშენებლობის ნებართვის მიღების პირველი ეტაპი დასრულებულია და ამჯერად მიმდინარეობს სანებართვო პროცედურების მეორე ეტაპი – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში. მშენებლობის ნებართვის გამცემი ამ შემთხვევაში ბათუმის მერიაა. ნებართვის მიღებას კი, რომელიც სამეტაპიანი პროცედურაა, დაახლოებით თვენახევარი სჭირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია წესრიგშია, ან სხვა რომელიმე უწყებაში გადაგზავნა არ არის …

რას ნიშნავს, როცა ბათუმში უკანონო კორპუსების მშენებლობას სასამართლოც ვერ აჩერებს

ზუსტად ორი თვის წინ, 2021 წლის 17 დეკემბერს აცნობა ბათუმის მერიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ კორპუსების მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ სრულდება. სახელმწიფო უწყებები, რომელთაც კანონი ავალებთ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ან რეაგირებას გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, უბრალოდ დუმილს არჩევენ, …

გამოკითხულთა 82% ამბობს, რომ ოჯახის 1 წევრი მაინც დაავადდა კოვიდით – კვლევა

სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში მონაწილე პირების 82 პროცენტზე მეტი წუხს, რომ მათი ოჯახის რომელიმე წევრი სერიოზულად დაავადდა კორონავირუსით, თუმცა არავაქცინირებული რესპონდენტების 33 პროცენტი ამბობს, რომ ნაკლებ სავარაუდოა აიცრას, ხოლო 35 პროცენტს ჯერაც არ გადაუწყვეტია ვაქცინაცია. კვლევის მიხედვით, ვაქცინაციაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზებია გვერდითი მოვლენების მიმართ შფოთი, …

რას აკეთებს „ტყის კაცი“ ბათუმის ბულვარში | ფოტოამბავი

ბათუმის ბულვარში მეტალის ახალი ინსტალაცია განთავსდა. რკინის „ტყის კაცი“ ნახევრად წაქცეულ ნაძვის ხეს ხელებით იჭერს. ინსტალაციის ავტორი ბექა ჯანუაშვილია. ბულვარის ადმინისტრაციის თქმით, არტინსტალაცია, რომელიც წაქცეულ ხეს აკავებს, სიმბოლურად ბუნებისადმი მოფრთხილებას ასახავს. „ინსტალაცია გარემოს დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ეს ბათუმის ბულვარისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროექტი ბექამ ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში გააკეთა და შემდეგ შემოგვთავაზა მისი განთავსება …

სად დაასაქმებენ სოციალურად დაუცველებს – რას ამბობენ აჭარის სააგენტოებში

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დასაქმების პროგრამას იწყებს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა პროცესები მიმდინარეობს აჭარაში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და სად უპირებენ სოციალურად დაუცველებს დასაქმებას. ასევე, რამდენად არის პროექტის განხორციელებაში აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტო ჩართული და რა ინფორმაცია აქვთ ამ დროისთვის შეგროვებული. სააგენტოს ხელმძღვანელს, ვაჟა ფუტკარაძეს ვკითხეთ, თუ აქვს სააგენტოს …

კურორტ გოდერძის მიწებზე აჭარის მთავრობას საკონსტიტუციოში უჩივიან

„ეს დისკრიმინაციული მიდგომაა. არ შეიძლება, აჭარის მთავრობამ აჭარის ტერიტორიაზე მიწების ჩამორთმევის განსხვავებული წესი შემოიღოს,“ – ამბობს დავით ანანიძე, რომელიც აჭარის მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. დავით ანანიძე, ყოფილი მოსამართლე და ამჟამად ადვოკატი, ხულოში მცხოვრები რამდენიმე ადამიანის ინტერესებს იცავს ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლოში. „ამ ადამიანებს მიწების აღიარებაზე უარი უთხრეს აჭარის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რამდენიმე შემთხვევაში კი, მიწა უკვე …

მდიდარ ქვეყნებში ბავშვისთვის კიბო აღარ არის განაჩენი – ჯანმოს ახალი მოხსენება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 15 თებერვალს, ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეს, გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც პირველადაა ხაზგასმული ევროპის რეგიონის ქვეყნებში ბავშვთა კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში არსებული უთანასწორობა. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კიბოთი დაავადებული ბავშვების გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. დღეს, ტექნოლოგიების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შედეგად, ჩვენ შეგვიძლია განვკურნოთ ბავშვთა კიბოს შემთხვევების 80%-მდე. მაღალი …

როდის ეყოლება ბათუმის საზღვაო აკადემიას ახალი რექტორი

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობას რექტორის პირველი მოადგილე, ირაკლი კაცაძე ასრულებს. ყოფილი რექტორის, ირაკლი შარაბიძის გადადგომის შემდეგ იმისთვის, რომ საზღვაო აკადემია დროებითი ხელმძღვანელის გარეშე არ დარჩენილიყო, ეკონომიკის სამინისტროს აკადემიის წესდებაში ცვლილების შეტანა მოუწია. კერძოდ, წესდებაში დაამატეს, რომ „რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში რექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რექტორის ერთ-ერთი მოადგილე ან აკადემიის  თანამშრომელი“. …

ავარიული სახლი მაიაკოვსკის ქუჩაზე – ბათუმში საკრებულოს ოპოზიცია სხდომის გამართვას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნას დაარეგისტრირებენ. საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, სხდომაზე მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის საკითხის განხილვას გეგმავენ. მაიაკოვსკის  №55-ში მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებთა თქმით, 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მათი საცხოვრებელი კიდევ უფრო მეტად დაზიანდა, რის შემდეგაც მათ მერია ბინების დაქირავებას დაჰპირდა, თუმცა ორი დღის …

53 მილიონი ევრო ახალი სესხი – სამინისტრო ბათუმში კანალიზაციის მოწყობაზე

ვერც ბათუმის მერიაში და ვერც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ვერ გვითხრეს კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება კანალიზაციის სისტემის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე. უწების ცნობით, თბილისში ამ საკითხზე უკვე გაიმართა სამთავრობო მოლაპარაკები და „გერმანულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული პროექტის თაობაზე“. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა KfW-ს ზემოთ აღნიშნული პროექტის დაფინანსების თხოვნით. ამ ეტაპზე დონორის მხრიდან უკვე …

კოვიდის 1109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1109 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 5876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, აჭარაშია 708 პაციენტი, მძიმე მდგომარეობაშია 139, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 41. ამ ეტაპზე აჭარაში, კლინიკურ სასტუმროებში, მოთავსებულია 263 ადამიანი.

ბაღდათში გვქონდა დიდი ეზო იასამნის ხეებით – ქართველი ებრაელი ისრაელიდან

„საქართველოში, ბაღდათში ვცხოვრობდი 19 წლამდე. ჩვენს დიდ ოჯახში იყვნენ ჩემი მშობლები, ბიძა და ბიცოლა, ბებია-ბაბუა და ჩემი ძმა. ამ მოგონებებს ვერაფერი წაშლის. ბაღდათში გვქონდა დიდი, მოვლილი ეზო  სურნელოვანი იასამნის ხეებით. მამა და ბიძა ფოტოგრაფები არიან და მთელი ჩვენი მეზობლები, კლასელები, სკოლელები, მეგობრები სურათებს სულ ჩვენს იასამნებში იღებდნენ. ცნობილი იასამნები გვქონდა. ჩემი სკოლის არდადეგების დროს ყოველ …

დადასტურდა კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა – 17 თებერვალი

17 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 46 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა, აჭარაში – 1 109, იმერეთში – 2 342, ქვემო ქართლში – 865, შიდა ქართლში – 946, გურიაში – 447, სამეგრელო – ზემო სვანეთში – …

ბათუმის სტადიონი უკრაინის დროშის ფერებით გაანათეს

დღეს, 16 თებერვალს, ღამით, ბათუმის ახალი სტადიონი უკრაინის დროშის ფერებით გაანათეს. ფოტოს აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს. დღეს, რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე, უკრაინაში ერთიანობის დღე აღინიშნება. თბილისში, მხარდაჭერის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებით გაანათეს თბილისის ანძა. ამავე თემაზე:  ზელენსკიმ ქართულ ენაზე გადაუხადა მადლობა ტვიტერზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს

Exit mobile version