მთავარი,სიახლეები

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

11.05.2022
რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 350 ადამიანი
  • ტანკი – 1 187 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 856 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 528 ერთეული
  • MLRS – 185 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87 ერთეული
  • თვითმფრინავი – 199 ერთეული
  • ვერტმფრენი – 160 ერთეული
  • გემი/ნავი – 12 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 390
  • მანქანები და საწვავის ავზები – 1 997
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 94
  • სპეცტექნიკა – 41

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 164 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 807 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 302 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 998 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 360 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 455 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 808 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთი კვლავ ცდილობს კუნძულ ზმეინზე თავისი გარნიზონის გაძლიერებას – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ტყვედ არ ჩაბარდებიან, რუსები მათ მოკლავენ – „აზოვსტალში“ დაჭრილი მებრძოლის ცოლი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: