23 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 48 პაციენტი. 23 თებერვლის მდგომარეობით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 5252, კლინიკურ სასტუმროებშია 835 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25,26 პროცენტი.
Category Archives: მთავარი
რა აწუხებთ სტუდენტებს, რომლებიც შშმ პირები არიან
მიხეილი, ანასტასია და ნიკო სტუდენტები არიან. სამივე მათგანი აჭარაში სწავლობს, სამივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. „ბათუმელებთან“ სტუდენტები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან საჯარო სივრცეებში. „ვერ ავდივარ ბიბლიოთეკაში“ – მიხეილი, 21 წლის მიხეილ პაპუნიძეს 12 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი. ახლა ის 21 წლისაა და ბსუ-ში კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობის IV კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტში 70% გრანტი …
Continue reading “რა აწუხებთ სტუდენტებს, რომლებიც შშმ პირები არიან”
როგორ შევინარჩუნეთ ენა – რას ჰყვება თურქი ქართველი, რომელიც ქართულს ასწავლიდა
ფატიჰ მეიდანი, ქართული გვარით ცვარიძე, თურქეთის ართვინის პროვინციიდანაა, ისტორიული შავშეთის იმერხევის ხეობიდან. ფატიჰს ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, საქართველოში ხშირად ჩამოდის და მიმდინარე მოვლენებსაც მუდმივად აკვირდება: „სულ ვადევნებ თვალს საქართველოში რა ხდება, ბევრ რამეს ვერ ვიგებ, რა რატომ ხდება პოლიტიკაში და ვურეკავ მეგობრებს და ვეკითხები ბევრ რამეს – რა იქნა, რა ხდება, რა უნდა პოზიციას და …
Continue reading “როგორ შევინარჩუნეთ ენა – რას ჰყვება თურქი ქართველი, რომელიც ქართულს ასწავლიდა “
„არ ვიცი, მთავრობა რას გადაწყვეტს“ – ზურაბიშვილი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე
„ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სანქციების ხასიათი. მე არ ვიცი, მთავრობა რას გადაწყვეტს, ეს მთავრობის პრეროგატივაა,“ – აღნიშნა დღეს, 22 თებერვალს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებას აპირებს ევროკავშირი. დღესვე გერმანიამ შეაჩერა პროექტი – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, როგორც სანქცია რუსეთის მიმართ. სალომე ზურაბიშვილმა სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად აქცენტი ზოგადად …
საშიშია თუ არა მუდმივად 37 C ტემპერატურა – ექიმის რჩევები
ბოლო 2 წელია ცხელება, ძირითადად, პანდემიის კონტექსტში გვესმის. სხეულის ტემპერატურის მატება ორგანიზმში ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. თავად ცხელება ზოგადად უვნებელია, ის უფრო დამხმარე მოვლენაა და ჩვეულებრივ არ სჭირდება მკურნალობა. სხეულის ნორმალური ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს 35,8 – 37,0 C-ს შორის, თუმცა იგი შესაძლოა განსხვავდებოდეს დროის ან თქვენი აქტივობის მიხედვით. რა ფაქტორები ზემოქმედებენ სხეულის ტემპერატურის ცვლაზე, რისი მანიშნებელი …
Continue reading “საშიშია თუ არა მუდმივად 37 C ტემპერატურა – ექიმის რჩევები”
„სანქციები იმუშავებს, თუ ის მტკივნეული იქნება რუსეთისთვის“ – ინტერვიუ ევროკავშირის ექსპერტთან
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ ადამიანებს შეეხება ეს სანქციები,“ – მიიჩნევს ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე. მისი აზრით, სანქციები იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუკი ის მტკივნეული იქნება კონკრეტული და გავლენის მქონე პირებისთვის რუსეთში. დღეს, 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებაზე მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ რა სანქციები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა რუსეთს, რასაც შესაძლოა პროცესზე …
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას პირველი მარტიდან შეადგენენ – ახალი წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება 2022 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში. დამოკიდებულ პირთა სიაში პირველი მარტიდან შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის …
Continue reading “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას პირველი მარტიდან შეადგენენ – ახალი წესი”
რა შეუძლია საკონსტიტუციოს 4 დღეში „ლონდა თოლორაიას საქმეზე“ – იურისტის განმარტება
„საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავზე დამოკლეს მახვილი ჰკიდია, რომელიც ოთხი სამუშაო დღის დროითი ინტერვალით არის შემოსაზღვრული,“ – ამბობს საიას იურისტი, ვასილ ჟიჟიაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ლონდა თოლორაიას ინტერესებს იცავს. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსია, თუმცა მისი სამსახური პირველი მარტიდან უქმდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა …
Continue reading “რა შეუძლია საკონსტიტუციოს 4 დღეში „ლონდა თოლორაიას საქმეზე“ – იურისტის განმარტება”
როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. პანდემიიდან გამომდინარე, აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, სკოლებისა და კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურად სწავლობს, თუმცა როგორც ბათუმის რესურსცენტრში გვითხრეს, სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეფერხებულა. დღეს, 22 თებერვალს, მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციომ საბჭომ კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი შეამსუბუქა, თუმცა სკოლები …
Continue reading “როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები”
ემირ კუსტურიცა რუსეთის არმიის თეატრის მთავარი რეჟისორი იქნება
სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მიიღო რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს წინადადება რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო tass-ი წერს. ორშაბათს ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა როსიანა მარკოვსკაიამ თქვა, რომ 21 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრი კუსტურიცას შეხვდა. „საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა კუსტურიცასთან მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობას, მის ნიჭს და …
Continue reading “ემირ კუსტურიცა რუსეთის არმიის თეატრის მთავარი რეჟისორი იქნება”
რატომ უხდის მადლობას მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს
„მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის,“ – წერს ფეისბუქში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს აღარ უბრუნებს. „საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას …
Continue reading “რატომ უხდის მადლობას მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს”
სკოლებს რეგულაციების შემსუბუქება არ ეხება – სამინისტრო
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდრეგულაციების შემსუბუქება რა ეხება სკოლებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. აღნიშნულ დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით რეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. „გარდა ამისა, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid19-ზე სავალდებულო ტესტირება. როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე …
Continue reading “სკოლებს რეგულაციების შემსუბუქება არ ეხება – სამინისტრო”
აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე
წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ. შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ. წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800 ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ …
Continue reading “აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე”
სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ამავე თემაზე: რა …
Continue reading “სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს”
რომელ ქუჩებზე შეწყდება დღეს წყალი ბათუმში
დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა (№1-9) შარტავას ქუჩა ფიროსმანის ქუჩა ტბ. აბუსერიძის ქუჩა (№15-19) ჯავახიშვილის ქუჩა (ნინოშვილიდან აბუსერიძემდე) გორგილაძის ქუჩა (შარტავას ქუჩიდან გრიბოედოვამდე) გრიბოედოვის ქუჩა (გორგასლის ქუჩიდან აბუსერიძის ქუჩამდე) გორგასლის ქუჩა (ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე) „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.
რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი მარტიდან – მოკლედ
დღეს, 22 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი მარტიდან საქართველოში. ამ შეზღუდვების უმრავლესობა აქამდეც ფიქტიური იყო. პირველი მარტიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოვა უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); ქვეყანაში …
Continue reading “რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი მარტიდან – მოკლედ”
„ამბასადორის“ ახალ ნებართვას „ბათომი“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასაჩივრებენ
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად, „ამბასადორი ბათუმის“ ახალ ნებართვას ასაჩივრებს. შეცვლილი ნებართვით კომპანიამ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტს ორი სართული დაამატა. „ამბასადორ ბათუმმა“ პროექტში ცვლილებისთვის სააგენტოს პოსტფაქტუმ, მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, როცა პროექტის დარღვევით ორი დამატებითი სართული უკვე აშენებული ჰქონდა. ახალი ნებართვის მიხედვით, ბათუმის ბულვარში 21-სართულიანი სასტუმრო შენდება, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია. „სოციალური სამართლიანობის …
ომიკრონის ტალღის პიკი გადავლილია – გაბუნია
დღეს, 22 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ომიკრონის ტალღის გავრცელების პიკი გადავლილია. „დღეს, 12 ათასზე, ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია ომიკრონის ტალღის და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ,“-ამბობს გაბუნია. მისი თქმით, კლინიკურ სექტორში საწოლების რაოდენობა არის 8 ათასზე მეტი, თუმცა აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა. „5 …
Continue reading “ომიკრონის ტალღის პიკი გადავლილია – გაბუნია”
ქორწილებისა და ქელეხების გამართვა აღარ იკრძალება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან უქმდება შეზღუდვა სოციალურ ღონისძიებებზე. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს მარტიდან შეეძლებათ გამართონ ქორწილი, ქელეხი და სხვა. მანამდე, პანდემიის გავრცელების გამო, ქორწილებსა და ქელეხებზე აკრძალვა იყო დაწესებული. ამასთანავე, პირველი მარტიდან კვების ობიექტებში იზრდება 1 მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა. ამიერიდან დახურულ სივრცეში 1 …
Continue reading “ქორწილებისა და ქელეხების გამართვა აღარ იკრძალება”
საქართველოში კოვიდსასტუმროები უქმდება
პირველი მარტიდან საქართველოში კოვიდსასტუმროები უქმდება – ამის შესახებ დღეს, 22 თებერვალს, განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა. „არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ასევე, უქმდება თერმოსკრინინგის, ჟურნალის წარმოებისა და დეზობარიერების ქონის ვალდებულება.
პუტინისთვის პასუხის გასაცემად შაბათს ჯაჭვს გავაკეთებთ – ელენე ხოშტარია
„ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ,“ – წერს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და მოქალაქეებს უკრაინის მხარდასაჭერად შაბათს, 3 საათზე, სოლიდარობის აქციას სთავაზობს. ელენე ხოშტარია ქვეყნის მასშტაბით ჯაჭვის მოწყობას ოპოზიციურ სპექტრთან ერთად გეგმავს და ხაზს უსვამს მსგავს ვითარებაში მოქალაქეების მხრიდან პასუხის გაცემას. „ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას, გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გვაქვს სურვილი დავაფიქსიროთ, …
Continue reading “პუტინისთვის პასუხის გასაცემად შაბათს ჯაჭვს გავაკეთებთ – ელენე ხოშტარია”
ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება
მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 770 000 ლარით. თანხა გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისთვის. კერძოდ: შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე, საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება, მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, დასაქმების ფორუმების მოწყობა. პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება …
Continue reading “ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება”
აჭარაში კოვიდის 659 ახალი შემთხვევაა, 5 პაციენტი გარდაიცვალა
22 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში 5 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში 587 პაციენტს მკურნალობენ, კოვიდსასტუმროშია 151 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა, 45 პაციენტი გარდაიცვალა.
შუახევში მოქალაქემ დათვის ბელები იპოვა
შუახევის მუნიციპალიტეტში, გზისპირას, მოქალაქემ დათვის ორი ბელი იპოვა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დარეკა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შუახევში ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს გადასცეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები. ადამიანებთან შეჩვევის შემდეგ, მათი უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება რთული …
არ გვეშინია, ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენ უკან არის სიმართლე – ზელენსკის მიმართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.ზელენსკიმ ვიდეომიმართვა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ ცნობის შემდეგ გაავრცელა. „ჩვენ არავის და არაფრის არ გვეშინია. ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ჩვენ უკან არის სიმართლე. ჩვენ უკან არის უკრაინა. მიზანი ერთია – მშვიდობა უკრაინაში. დიდება უკრაინას!“ …
დადასტურდა კოვიდის 12 101 ახალი შემთხვევა
22 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 45 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25,48 პროცენტი.
საქართველოში 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დღეს, 21 თებერვალს, 22:22 საათზე, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდა იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ქობულეთი იყო. ამავე თემაზე: როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – რჩევები
„მორჩილების“ ვიდეო, როგორც ნივთმტკიცება სხვისთვის საჩვენებლად – ინტერვიუ თეოლოგთან
21 თებერვალს სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ანაფორით შემოსილი ერთი პირი მეორეს. ამასთან, მასალაში ისმის, რომ ძალადობის ერთ-ერთი მოტივი ჰომოფობიური შინაარსისაა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ სასულიერო პირი, დაშავებულს ანაფორის გახდას სთხოვს. დაშავებული პირი მოძალადეს სთხოვს, რომ შეწყვიტოს მისი ცემა, პირს კი, რომელიც ამ კადრებს იღებს, რამდენჯერმე მიმართავს თხოვნით, …
რა ბედი ეწია ბათუმის ბულვარის გენგეგმას
ბათუმის ბულვარის გენგეგმის საბოლოო ვარიანტი ჯერ ისევ არ არის მზად. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბოლოო ვარიანტი მზად უნდა იყოს თებერვლის ბოლოს. ამის შემდეგ დოკუმენტი უნდა გაასაჯაროონ. ამ ეტაპზე ბულვარის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა ცვლილებები შევიდა დოკუმენტის პირველად ვარიანტში. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ შენიშვნების ნაწილი შპს „ბაუ დიზაინმა“ [მიმწოდებელი კომპანია] გაითვალისწინა, რამდენიმე შენიშვნის შეტანაზე კი უარი თქვა. …
ვაკანსია ბათუმის მერიაში 8 თანამდებობაზე
ბათუმის მერიას ჯერ ისევ არ დაუმტკიცებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები ბათუმში. შესაბამისად, ქალაქს ოფიციალურად არც ისტორიული დაცვის ზონა აქვს და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა. სამაგიეროდ, მერიაში მუშაობს ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება, რომელიც ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დაქვემდებარებაშია. ბათუმის მერიამ ამ განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება, ბაკალავრის …
ზურაბიშვილის პასუხი სააკაშვილის განცხადებაზე – სადაა გარანტია, რომ არ წაგიყენებენ ბრალს
„უადგილო, მიუღებელი, ანაქრონული და უშედეგო,“ – ასე აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მე-3 პრეზიდენტის ღია წერილს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ მასაც შეიძლება წაუყენონ ბრალი. დღეს, 21 თებერვალს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ, გააჟღერა პრეზიდენტის პოზიცია სააკაშვილის წერილზე. „ასევე, ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?! …
მთავრობა საიდუმლო დოკუმენტებს აღარ გვიბრუნებს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილს
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019 -2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ გადმოსცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გრიფით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, დღემდე აღნიშნული დოკუმენტაცია არ მიუღია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შესაბამისად, ჩვენ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოკლებულია შესაძლებლობას დღეის მდგომარეობით იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებზე და მათ გასაიდუმლოებაზე,“ – აღნიშნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ, დღეს, …
DRI: მიუღებელია სიძულვილის ენა და ჰომოფობიური კომენტარები – დიზაინერის ცემა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა და ჰომოფობიური შინაარსის კომენტარები. „მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ არის დაკავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს. დანაშაულის მოტივის შესაფასებლად, დეტალურად უნდა გაანალიზდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები …
Continue reading “DRI: მიუღებელია სიძულვილის ენა და ჰომოფობიური კომენტარები – დიზაინერის ცემა”
მიხეილ სააკაშვილმა ისევ შიმშილობა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 21 თებერვალს, მიმდინარე სასამართლო სხდომაზე უვადო შიმშილობა გამოაცხადა. „თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭრო გახდა, როგორ თავაწეულად კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა …
BA.2 უნდა იყოს აღიარებული, როგორც ცალკე შემაშფოთებელი ვარიანტი – იაპონელი მეცნიერები
ომიკრონის ვარიანტი BA.2 არა მხოლოდ უფრო გადამდები ვარიანტია, არამედ მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს უფრო მძიმე ავადობა და, როგორც ჩანს, შეუძლია თავი აარიდოს იმ ძირითად იარაღს, რომელიც ამ დროისთვის მედიცინას Covid19-ის წინააღმდეგ აქვს – წერს ახალი კვლევის შესახებ CNN-ი. წინასწარი მონაცემებით აქამდე მიიჩნეოდა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტის მიმდინარეობა ნაკლებად მძიმეა. თუმცა ახალი ლაბორატორიული ექსპერიმენტები იაპონიიდან აჩვენებს, …
ტყვიით დაბინძურების წყაროს დადგენის მიზნით აჭარის მდინარეებიდან სინჯები აიღეს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მდინარეების აუზებში ტყვიის შესაძლო წყაროებს იკვლევენ. წყლის სინჯები შემდგომი კვლევისათვის აღებულია მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფელში. კვლევის მიზანია დაადგინოს ორსულ ქალებსა და ბავშვებში ტყვიით დაბინძურების წყარო. შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი. კვლევა ისრაელის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ისრაელიდან საქართველოში ჩამოვიდა და იმყოფება ცნობილი ჰიდროგეოლოგი, პროფესორი, ეილონ …
Continue reading “ტყვიით დაბინძურების წყაროს დადგენის მიზნით აჭარის მდინარეებიდან სინჯები აიღეს”