დემენციიის 12 რისკფაქტორი, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელია – ახალი კვლევა

მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში დემენციით დაავადებული ადამიანების რიცხვი სამჯერ გაიზრდება – დღევანდელი მაჩვენებლიდან, რომელიც 57 მილიონ ადამიანს მოიცავს, 2050 წლისთვის დემენციით დაავადებულთა რიცხვი 152 მილიონამდე გაიზრდება, ნათქვამია ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში. დემენციის განვითარების მრავალ რისკფაქტორს მეცნიერები აღწერენ, როგორც „მოდიფიცირებადს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქცევის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დემენციის განვითარების შანსებზე. ახალი …

მაზნიაშვილის რაზმი და არა იუნკრები – ვისი საფლავია ბათუმში, გმირთა სკვერში

ბათუმში, გმირთა სკვერში მდებარე საერთო საფლავს ხშირად უწოდებენ „ქართველი იუნკრების საფლავს“, თუმცა აქ არა საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუნკრები, არამედ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმის წევრები არიან დაკრძალული.  ბათუმში 1921 წლის მარტში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმმა, რომელშიც შედიოდნენ როგორც რეგულარული ჯარის ჯარისკაცები, ასევე, ბათუმელი და ახლო-მახლო სოფლებიდან ჩამოსული მოხალისეები, შეძლო ბათუმის გათავისუფლება ოსმალებისგან. ბრძოლაში 84 ადამიანი დაიღუპა, …

„ომი დასრულდება, თუ პუტინმა დაიჯერა დასავლეთის ერთიანობა“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„არანაირი ბზარი დასავლეთის ერთობაში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ეს ბზარი გამოჩნდება, რუსეთი მაშინვე გადავა სამხედრო აგრესიაზე,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ვესაუბრეთ სანქციებზე, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვკითხეთ იმაზეც, თუ რას შეიძლება ელოდეს საქართველო ამ პროცესში და რა საფრთხეებს აჩენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება საგარეო ურთიერთობებში? რამდენად იზრდება …

საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მლნ-ის, ხოლო შემოტანილია 85 მლნ-ის პროდუქცია 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თურქეთის შემდეგ რუსეთი მეორე ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა საქართველოში. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია 85 მილიონ 929 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მილიონ 684 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია. წინა, 2021 წლის იანვართან შედარებით კი, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან იმპორტი 30,2 მილიონი დოლარითაა გაზრდილი, მაშინ, …

ტყეებში ხანძარი გახშირდება, მთავრობები მზად არ არიან – გაეროს ექსპერტები

ტყეებში ხანძრის შემთხვევები 21-ე საუკუნის ბოლოს 50%-ით უფრო ხშირი მოვლენა იქნება – ნათქვამია გაეროს უახლეს ანგარიშში.  გაერო გვაფრთხილებს ტყეების უკონტროლო ხანძრის შესახებ, რომელიც ემუქრება პლანეტის იმ ადგილებს, რომელთაც აქამდე ხანძარი საერთოდ არ შეხებია. ნაირობიში გამართული გარემოსდაცვითი ასამბლეის წინ გაეროს ექსპერტებმა თქვეს, რომ არქტიკაც კი, რომელიც მანამდე ამ მხრივ იმუნური იყო, ახლა დგას ტყეებში ხანძრის მზარდი …

როცა შეშა არ მაქვს და ცივა, საწოლიდან ვერ ვდგები – შშმ ქალი, რომელიც ხულოში მარტო ცხოვრობს

65 წლის ეთერ ცეცხლაძე დაბა ხულოში მარტო ცხოვრობს, პატარა ბინაში, რომელიც ძმამ დაუთმო. ეთერი ბავშვობიდან შშმ პირია. 10 წლის წინ ხელჯოხების დახმარებით გადაადგილდებოდა, მაგრამ ახლა ეთერი ეტლით მოსარგებლეა. ეთერის თქმით, მისი ბინა ისეთი ვიწროა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ორი ადამიანის ერთად ცხოვრება. „ეს ბინა ჩემმა ძმამ დამითმო, შევეცოდე, თვითონ კი ქირით გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად. ადრე ყავარჯნების …

შავი ჯიპი ბათუმის მერიის წინ ტროტუარზე – პარკირების წესების 156 დარღვევა 1 დღეში | ფოტო

დღეს, 23 თებერვალს, პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 156 მძღოლი დააჯარიმა, მათგან 27 ტროტუარზე დგომის გამო. პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დააჯარიმეს 111 ადამიანი, 5 – ნიშანში დგომისთვის, 9 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, მათგან 2 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, 1 – შშმ პირის ტრანსპორტისათვის განსაზღვრულ ადგილზე, 1 კი – ველობილიკზე. ეს ფოტოები ბოლო ორი დღის განმავლობაში, …

იუნკრების ხსოვნის დღე ბათუმში ბელარუსების მონაწილეობით

დღეს, 23 თებერვალს, ოკუპაციიდან 101-ე წელს, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან შეიკრიბნენ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები, მოქალაქეები უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს, რომლის ტერიტორიებს რუსეთი კვლავაც იტაცებს მცოცავი ოკუპაციით, ასევე უკრაინასა და ბელარუსს, სადაც მიმდინარე პროცესები რუსეთის აგრესიის გაგრძელებაა. მემორიალთან შეკრებილებმა დღეს საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. ბათუმის საკრებულოს წევრი …

რატომ გვხვდება გვარი სოფლის სახელწოდებაში

აჭარაში ბევრი სოფელია, რომელთა სახელწოდებაშიც გვარი გვხვდება. მაგალითად: ქოქოლაძეები, ირემაძეები, ხაბელაშვილები და მრავალი სხვა. სოფლების ამგვარი სახელდების ისტორია დღემდე კვლევის საგანია. როგორ და რატომ დაარქვეს სოფლებს გვარი? – ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს – მამია ფაღავასა და რამაზ ხალვაშს ვესაუბრეთ.  ბსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი მამია ფაღავა ამბობს, რომ სოფლის გვარით სახელდების ერთ-ერთი მიზეზი, …

საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ბათუმში მოვალეობის შესრულება მოსთხოვეს – თოლორაიას საქმე

დღეს, 23 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი ადამიანები ტრანსპარანტებს მიღმა ყველაზე ხშირად სიტყვა „ისტორიულს“ ახსენებდნენ – „საკონსტიტუციო სასამართლოს 3 დღე დარჩა, რომ დემოკრატია დაიცვას, ეს ისტორიული მომენტია,“ – აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები. სამოქალაქო ორგანიზაციები – „არ გადადო“, „სირცხვილია“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მოსამართლეებს სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შუამდგომლობის განხილვა მოსთხოვეს. საქმე უნდა განიხილოს …

თქვენს ქუჩაზე ავტობუსის გაჩერება გადახურულია? – გილოცავთ, თქვენ გაგიმართლათ

ავტორები: ელისაბედ მამულაძე, მარიამ ჩხაიძე, „არ გადადოს“ აქტივისტები _________________________________ ბათუმში ცხოვრებისას ადამიანები ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით – იქნება ეს გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო დატბორილი ქუჩები, ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანები, გაუმართავი შუქნიშნები, არასათანადოდ აღჭურვილი ავტობუსის გაჩერებები თუ სხვა. ამ სტატიაში  საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ვისაუბრებთ. ბათუმის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის გამართვაზე და გაუმჯობესებაზე წლებია მუშაობს, …

გონიოში მშენებლობაზე მუშებს ხელფასი სასამართლოში ჩივილის შემდეგ გადაუხადეს

ბიზნესმენსა და სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა – მას შემდეგ, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა 12-მა ადამიანმა სასამართლოს მიმართა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი გადაუხადა და მორიგება შედგა. ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ 2020 წლის ნოემბერში წერდა. მუშებმა მაშინ თქვეს, რომ მათ კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადეს. გონიოში, სასტუმროს მშენებლობაზე, ეს ადამიანები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იყვნენ დასაქმებული. სახელფასო …

ბათუმში 20 გრადუსამდე დათბება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის 21 საათიდან 24 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 1 …

აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა

23 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კოვიდკლინიკებშია 572 ადამიანი, კოვიდსასტუმროში – 136, ონლაინკლინიკაში – 8524 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით დღეს, 23 თებერვალს, დადასტურდა კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა.

48 გარდაცვლილი და კოვიდის 10 230 ახალი შემთხვევა – 23 თებერვალი

23 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 48 პაციენტი. 23 თებერვლის მდგომარეობით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 5252, კლინიკურ სასტუმროებშია 835 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25,26 პროცენტი.    

რა აწუხებთ სტუდენტებს, რომლებიც შშმ პირები არიან

მიხეილი, ანასტასია და ნიკო სტუდენტები არიან. სამივე მათგანი აჭარაში სწავლობს, სამივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. „ბათუმელებთან“ სტუდენტები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან საჯარო სივრცეებში. „ვერ ავდივარ ბიბლიოთეკაში“ – მიხეილი, 21 წლის  მიხეილ პაპუნიძეს 12 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი. ახლა ის 21 წლისაა და ბსუ-ში კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობის IV კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტში 70% გრანტი …

როგორ შევინარჩუნეთ ენა – რას ჰყვება თურქი ქართველი, რომელიც ქართულს ასწავლიდა  

ფატიჰ მეიდანი, ქართული გვარით ცვარიძე, თურქეთის ართვინის პროვინციიდანაა, ისტორიული შავშეთის იმერხევის ხეობიდან. ფატიჰს ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, საქართველოში ხშირად ჩამოდის და მიმდინარე მოვლენებსაც მუდმივად აკვირდება: „სულ ვადევნებ თვალს საქართველოში რა ხდება, ბევრ რამეს ვერ ვიგებ, რა რატომ ხდება პოლიტიკაში და ვურეკავ მეგობრებს და ვეკითხები ბევრ რამეს – რა იქნა, რა ხდება, რა უნდა პოზიციას და …

„არ ვიცი, მთავრობა რას გადაწყვეტს“ – ზურაბიშვილი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე

„ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სანქციების ხასიათი. მე არ ვიცი, მთავრობა რას გადაწყვეტს, ეს მთავრობის პრეროგატივაა,“ – აღნიშნა დღეს, 22 თებერვალს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებას აპირებს ევროკავშირი. დღესვე გერმანიამ შეაჩერა პროექტი – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“,  როგორც სანქცია რუსეთის მიმართ. სალომე ზურაბიშვილმა სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად აქცენტი ზოგადად …

საშიშია თუ არა მუდმივად 37 C ტემპერატურა – ექიმის რჩევები

ბოლო 2 წელია ცხელება, ძირითადად, პანდემიის კონტექსტში გვესმის. სხეულის ტემპერატურის მატება ორგანიზმში ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. თავად ცხელება ზოგადად უვნებელია, ის უფრო დამხმარე მოვლენაა და ჩვეულებრივ არ სჭირდება მკურნალობა. სხეულის ნორმალური ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს 35,8 – 37,0 C-ს შორის, თუმცა იგი შესაძლოა განსხვავდებოდეს დროის ან თქვენი აქტივობის მიხედვით. რა ფაქტორები ზემოქმედებენ სხეულის ტემპერატურის ცვლაზე, რისი მანიშნებელი …

„სანქციები იმუშავებს, თუ ის მტკივნეული იქნება რუსეთისთვის“ – ინტერვიუ ევროკავშირის ექსპერტთან

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ ადამიანებს შეეხება ეს სანქციები,“ – მიიჩნევს ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე. მისი აზრით, სანქციები იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუკი ის მტკივნეული იქნება კონკრეტული და გავლენის მქონე პირებისთვის რუსეთში. დღეს, 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებაზე მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ რა სანქციები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა რუსეთს, რასაც შესაძლოა პროცესზე …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას პირველი მარტიდან შეადგენენ – ახალი წესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება 2022 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში. დამოკიდებულ პირთა სიაში პირველი მარტიდან შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის …

რა შეუძლია საკონსტიტუციოს 4 დღეში „ლონდა თოლორაიას საქმეზე“ – იურისტის განმარტება

„საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავზე დამოკლეს მახვილი ჰკიდია, რომელიც ოთხი სამუშაო დღის დროითი ინტერვალით არის შემოსაზღვრული,“ – ამბობს საიას იურისტი, ვასილ ჟიჟიაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ლონდა თოლორაიას ინტერესებს იცავს. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსია, თუმცა მისი სამსახური პირველი მარტიდან უქმდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა …

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. პანდემიიდან გამომდინარე, აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, სკოლებისა და კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურად სწავლობს, თუმცა როგორც ბათუმის რესურსცენტრში გვითხრეს, სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეფერხებულა. დღეს, 22 თებერვალს, მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციომ საბჭომ კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი შეამსუბუქა, თუმცა სკოლები …

ემირ კუსტურიცა რუსეთის არმიის თეატრის მთავარი რეჟისორი იქნება

სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მიიღო რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს წინადადება რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო tass-ი წერს. ორშაბათს ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა როსიანა მარკოვსკაიამ თქვა, რომ 21 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრი კუსტურიცას შეხვდა. „საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა კუსტურიცასთან მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობას, მის ნიჭს და …

რატომ უხდის მადლობას მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს

„მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის,“ – წერს ფეისბუქში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს აღარ უბრუნებს. „საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას …

სკოლებს რეგულაციების შემსუბუქება არ ეხება – სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდრეგულაციების შემსუბუქება რა ეხება სკოლებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. აღნიშნულ დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით რეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. „გარდა ამისა, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid19-ზე სავალდებულო ტესტირება. როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე …

აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე

წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ. შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.  კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ.  წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800  ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც  შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ …

სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე,  დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ამავე თემაზე: რა …

რომელ ქუჩებზე შეწყდება დღეს წყალი ბათუმში

დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა (№1-9) შარტავას ქუჩა ფიროსმანის ქუჩა ტბ. აბუსერიძის ქუჩა (№15-19) ჯავახიშვილის ქუჩა (ნინოშვილიდან აბუსერიძემდე) გორგილაძის ქუჩა (შარტავას ქუჩიდან გრიბოედოვამდე) გრიბოედოვის ქუჩა (გორგასლის ქუჩიდან აბუსერიძის ქუჩამდე) გორგასლის ქუჩა (ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე) „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი მარტიდან – მოკლედ

დღეს, 22 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი მარტიდან საქართველოში. ამ შეზღუდვების უმრავლესობა აქამდეც ფიქტიური იყო. პირველი მარტიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოვა უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); ქვეყანაში …

„ამბასადორის“ ახალ ნებართვას „ბათომი“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასაჩივრებენ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად, „ამბასადორი ბათუმის“ ახალ ნებართვას ასაჩივრებს. შეცვლილი ნებართვით კომპანიამ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტს ორი სართული დაამატა. „ამბასადორ ბათუმმა“ პროექტში ცვლილებისთვის სააგენტოს პოსტფაქტუმ, მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, როცა პროექტის დარღვევით ორი დამატებითი სართული უკვე აშენებული ჰქონდა. ახალი ნებართვის მიხედვით, ბათუმის ბულვარში  21-სართულიანი სასტუმრო შენდება, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია. „სოციალური სამართლიანობის …

ომიკრონის ტალღის პიკი გადავლილია – გაბუნია

დღეს, 22 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ომიკრონის ტალღის გავრცელების პიკი გადავლილია. „დღეს, 12 ათასზე, ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია ომიკრონის ტალღის და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ,“-ამბობს გაბუნია. მისი თქმით, კლინიკურ სექტორში საწოლების რაოდენობა არის 8 ათასზე მეტი, თუმცა აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა. „5 …

ქორწილებისა და ქელეხების გამართვა აღარ იკრძალება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან უქმდება შეზღუდვა სოციალურ ღონისძიებებზე. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს მარტიდან შეეძლებათ გამართონ  ქორწილი, ქელეხი და სხვა. მანამდე, პანდემიის გავრცელების გამო, ქორწილებსა და ქელეხებზე აკრძალვა იყო დაწესებული. ამასთანავე, პირველი მარტიდან კვების ობიექტებში იზრდება 1 მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა. ამიერიდან დახურულ სივრცეში 1 …

საქართველოში კოვიდსასტუმროები უქმდება

პირველი მარტიდან საქართველოში კოვიდსასტუმროები უქმდება – ამის შესახებ დღეს, 22 თებერვალს, განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა. „არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ასევე, უქმდება თერმოსკრინინგის, ჟურნალის წარმოებისა და დეზობარიერების ქონის ვალდებულება.    

პუტინისთვის პასუხის გასაცემად შაბათს ჯაჭვს გავაკეთებთ – ელენე ხოშტარია

„ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ,“ – წერს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და მოქალაქეებს უკრაინის მხარდასაჭერად შაბათს, 3 საათზე, სოლიდარობის აქციას სთავაზობს. ელენე ხოშტარია ქვეყნის მასშტაბით ჯაჭვის მოწყობას ოპოზიციურ სპექტრთან ერთად გეგმავს და ხაზს უსვამს მსგავს ვითარებაში მოქალაქეების მხრიდან პასუხის გაცემას. „ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას, გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გვაქვს სურვილი დავაფიქსიროთ, …

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  770 000 ლარით. თანხა გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისთვის. კერძოდ: შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე, საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება, მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, დასაქმების ფორუმების მოწყობა. პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება …

Exit mobile version