„სამშობიარო გადავიტანეთ სარდაფში“ – უკრაინელი ექიმის მიმართვა რუსებს

უკრაინელი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი სერგეი ბაკშეევი, რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს. ის წერს, რომ რუსებს შეუძლიათ ომის შეჩერება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 24 თებერვალს დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. სერგეი ბაკშეევი: „რუსულად ვწერ, რომ გაიგოთ ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა და მკითხველებმა რუსეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, უზბეკეთიდან. უკვე 48 საათია ჩვენი სამშობიარო სახლი გადავიტანეთ სარდაფ-თავშესაფარში, რათა უზრუნველყოთ სამშობიარო-სამეანო და გინეკოლოგიურ დახმარება! …

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფინანსების სწრაფად მობილიზება – გაერო უკრაინელ ლტოლვილებზე

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის [UNHCR] გლობალური კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჯონგ-აჰ გედინი-უილიამსი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად მოხდეს ფინანსების მობილიზება უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. „მდგომარეობა წარმოუდგენლად არამდგრადია. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებიც იძულებულნი არიან გაიქცნენ საკუთარი სახლებიდან. არიან ადამიანები რომლებიც გადაადგილდებიან უკრაინის შიგნით, ასევე მეზობელი ქვეყნებისკენ. რასაკვირველია UNHCR აკეთებს თავის …

საქართველოში კოვიდით 43 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 236 ახალი შემთხვევა – 26 თებერვალი

26 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 26 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 598 172 , ბოლო 24 საათში – 6 236 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 477 481 , ბოლო 24 საათში – 14 909 მათ შორის გარდაცვლილი – 16 097 , ბოლო 24 საათში – 43 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 33 926, …

რუსეთი გათიშეთ SWIFT-დან, პუტინს მაქსიმალური ტკივილი მივაყენოთ – ჯონსონი ნატოს ლიდერებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „ნატოს“ ლიდერებს რუსეთის SWIFT-დან გათიშვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჯონსონი ფეისბუქზე წერს. „ამ შუადღისას NATO-ს ლიდერებს მოვუწოდე რუსეთის SWIFT-დან გასათიშად გადადგან სასწრაფო ნაბიჯები, რათა პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ტკივილი მივაყენოთ. უკვე გამოცხადებული სანქციების პაკეტის გარდა, დიდი ბრიტანეთი პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლად დააწესებს“ – …

„რუსეთს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს“ – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

„ჩემი აზრით, რუსეთს შეაჩერებს რაც შეიძლება მეტი დამწვარი ტანკი, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი და დაღუპულები. მხოლოდ ზარალმა შეიძლება გააჩეროს რუსეთი, მიუხედავად მისი დაბალი სენსიტიურობისა დანაკარგის მიმართ,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს სამხედრო საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ კაპანაძემ. მას ვესაუბრეთ საომარ მოქმედებებზე უკრაინაში, ასევე სამხედრო რესურსზე, რაც სჭირდება უკრაინას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. …

რუსული მედია ღარიბაშვილზე: „რა კარგად მუშაობს წერტილოვანი ოპერაციები ტვინის გაწმენდაზე“

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, არ შეუერთდეს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მწვავე პროტესტი მოჰყვა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. ამის ფონზე რუსული პროპაგანდისტული მედია ისე წარმოაჩენს ამბავს, თითქოს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, ზოგან იმასაც ამბობენ, რომ ასეთი „ტვინის გაწმენდა“, რუსეთის წერტილოვანი სამხედრო ოპერაციების დამსახურებაა. „არა, მაინც რა კარგად მუშაობს „მშვიდობისკენ იძულების“ წერტილოვანი სამხედრო ოპერაციები. …

რუსეთში ომის წინააღმდეგ აქციის 1800-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული

დღეს, 25 თებერვალს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის  პრესსპიკერმა რავინა შამდასანიმ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცნობია რუსეთში დაკავებული აქციის მონაწილეების ახლანდელი მდგომარეობა. მისივე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს ამ დაკავებებით შეეზღუდათ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის ლეგიტიმური უფლება. დღევანდელი მონაცემებით რუსეთში ანტისაომარი აქციის 1800-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული. პრესსპიკერმა რუსეთის ხელისუფლებას დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რათა მათ შეძლონ საკუთარი …

საჭადრაკო ოლიმპიადა რუსეთში აღარ გაიმართება

44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა და ფიდე-ს კონგრესი რუსეთში აღარ გაიმართება. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს საბჭომ გადაწყვიტა, რომ 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, მათ შორის შეჯიბრი შშმ მოთამაშეებისთვის, ისევე როგორც ფიდეს კონგრესი, რუსეთში არ ჩატარდება. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ ოლიმპიადის სხვა ორგანიზატორი და დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია ფიდეს კონგრესის 2022 წლის ადგილისა და თარიღების შესახებ“ – აცხადებს ფიდე. …

ევროვიზია – რუსეთი წელს კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) გამოაცხადა, რომ ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში წელს რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას. EBU-ს აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვეტილება კონკურსის წესებსა და EBU-ს ღირებულებებზე დაყრდნობით, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მმართველი ორგანოს სარეკომენდაციო ჯგუფის რეკომენდაციის შემდეგ მიიღო. „უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, წლევანდელ კონკურსში რუსეთის მონაწილეობის ჩართვა კონკურსის რეპუტაციას შებღალავს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მის წევრებთან სიღრმისეული …

თურქეთს არ შეუძლია რუსულ გემებს უარი უთხრას შავი ზღვის სრუტეებში შესვლაზე – თურქეთის საგარეო

„თურქეთს არ შეუძლია რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე  თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“, – განაცხადა თურქმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს, 25 თებერვალს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, 24 თებერვალს, მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო ხმელეთიდან, …

ბათუმში რუსეთის დროშა დაწვეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

დღეს, 25 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად მოქალაქეების აქცია ამ წუთებშიც იმართება, რუსეთის დროშა დაწვეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ. ანალოგიური აქცია ბათუმში გუშინ, 24 თებერვალსაც გაიმართა. მეორე დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრა სამი მხრიდან – აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) …

„იცოდნენ რუსებმა, რომ ჩვენი მიწებიდან არსად წავალთ“ – უკრაინის მოქალაქე

კრისტინა პატრებჩუკი უკრაინის მოქალაქეა. ის შვილებთან და მეუღლესთან ერთად რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს. 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ოჯახმა ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. უკრაინის ქალაქების დაბომბვა რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. საოკუპაციო ბრძოლები გრძელდება დღესაც. კრისტინა დილიდან ვეღარ უკავშირდება ნათესავებს უკრაინაში. „ვურეკავთ კიევში ახლობლებს და კონტაქტი აღარ არის. ისინი კიევის იმ ნაწილში ცხოვრობენ, სადაც რუსული …

უკრაინელები სპეციალური ვებგვერდით თავშესაფარს სთავაზობენ მათ, ვისაც ეს სჭირდება

უკრაინის მთავრობამ დღეს, 25 თებერვალს, სპეციალური ვებგვერდი აამუშავა, რომლითაც უკრაინელებს შეუძლიათ თავშესაფარი შესთავაზონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონებში ცხოვრობენ. „ათასობით ადამიანის სწრაფი ევაკუაცია ხდება უფრო უსაფრთხო რეგიონებში. მათ უმრავლესობას არ აქვს სივრცე, სადაც ამ რთულ პერიოდს გადაიტანენ. დღეს ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და ერთიანები. თუ თქვენ გაქვთ სივრცე, სადაც მზად ხართ შეიფაროთ …

უკრაინის ექსპრეზიდენტი ქვეყნის დასაცავად ბრძოლას აპირებს

უკრაინის ექსპრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ CNN-თან ჩართვის დროს ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში აჩვენა AK-47-ის სისტემის ავტომატი და  თქვა, რომ ის იბრძოლებს კიევის დასაცავად რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ. „აქ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონიათ სამხედრო გამოცდილება. მაგრამ ახლა მოვიდნენ და შემოგვიერთდნენ. ეს არის დემონსტრაცია იმის, თუ როგორ სძულს უკრაინელ ხალხს პუტინი და როგორ ვიბრძოლებთ ჩვენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, …

„სოლიდარობა უკრაინას“ – ახალგაზრდების აქცია ხულოში

დღეს, 25 თებერვალს, ხულოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. მათი თქმით, დღეს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება უკრაინას და უკრაინელ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. „გაუმართლებელია რუსული აგრესია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართ. არა მარტო ჩვენ, ახალგაზრდები, ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარულები, ხულოს მოსახლეობაშიც მსგავსი განწყობაა. ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაც …

ზელენსკის სარკასტული პოსტი იტალიის პრემიერს: „ვეცდები ომის განრიგი გადავიტანო“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარკასტული პოსტი მიუძღვნა იტალიის პრემიერს, მარიო დრაგს, რომელმაც მედიასთან აღნიშნა რომ ზელენსკის დაურეკა, მაგრამ ვერ მოახერხა მასთან ლაპარაკი რადგან უკრაინის პრეზიდენტს არ ეცალა. „დღეს 10:30 საათზე ჩერნოგორიის, ჰოსტომელის და მელიტოპოლიის მისადგომებზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი ისე შევადგინო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო მარიო დრაგს [იტალიის პრემიერ-მინისტრი]. …

ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, დადგა რუსეთის მხარეს – თამარ კორძაია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და საქართველოს მომავალ სტრატეგიულ ხედვებზე მსჯელობას ითვალისწინებდა პარლამენტში, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებმა სხდომა ჩაშალეს. უფრო მეტიც, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის კარები ჩაუკეტეს ოპოზიციას, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად პარლამენტის დარბაზში უკრაინის ჰიმნის აჟღერებას გეგმავდნენ. დგანან თუ არა საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი სხვადასხვა მხარეს და …

საკონსტიტუციო სასამართლო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ სერჰი ჰოლოვატის მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.  „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მძიმე მომენტში,“ …

ერდოღანი: ნატოს ბლოკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ნატო მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს რუსეთ-უკრაინის კრიზისულ სიტუაციაში. ერდოღანის ციტატებს სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. „სამწუხაროდ, ევროკავშირს და ყველას, ვისაც აქვს პროდასავლური შეხედულებები, ჯერ არ გამოუჩენია სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია უკრაინის მიმართ. ნატოს ბლოკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით და არ უნდა შემოიფარგლოს განცხადებებით,“ – განაცხადა ერდოღანმა. …

„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს სიგიჟე“ – ანდრეი მაკარევიჩი რუსეთს მიმართავს

რუსმა მუსიკოსმა, ანდრეი მაკარევიჩმა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იგი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა. „თითქმის ყველა რუსს ჰყავს უკრაინაში თუნდაც ერთი მეგობარი, ახლობელი ან ნათესავი. და ჩვენ ახლა მათ ვესვრით. რა ხდება, საერთოდ? ყველა ძალის გამოყენებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს სიგიჟე,“ – ამბობს მუსიკოსი ვიდეომიმართვაში. მუსიკოსი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას გუშინაც გამოეხმაურა საჯარო პოსტით: „აბა, …

„საავიაციო დაბომბვაში მოვყევით, მაგრამ ყველა გადავრჩით“ – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

„საავიაციო დაბომბვაში მოვყევით, მაგრამ ყველა გადავრჩით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რომა ქათამაძე, ქართველი მებრძოლი უკრაინაში. ის აჭარის რეგიონში ცხოვრობს და იანვრიდან შეუერთდა კიევში „ქართულ ლეგიონს“. „აქტიური საბრძოლო მოქმედებებია, მაგრამ ვცდილობთ ვიყოთ უსაფრთხოდ, ყველას ჩვენ-ჩვენი დავალება გვაქვს და ამას მივყვებით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, რომ ამ აგრესიას გაუმკლავდეს, მუშაობს არტილერია, გვყავს სადესანტო და საავიაციო ძალები. რაც მთავარია, უკრაინელი …

შარლ მიშელი: სასწრაფოდ მზადდება სანქციების შემდეგი პაკეტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე წერს, რომ საჭიროა გლობალური საზოგადოების დაუყოვნებლივ მობილიზება საერთაშორისო სამართლის დასაცავად. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან კიევი რუსული ძალების მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება. კრემლს მოვუწოდებ, სასწრაფოდ შეწყვიტოს ძალადობა. საჭიროა გლობალური საზოგადოების დაუყოვნებლივ მობილიზება საერთაშორისო სამართლის დასაცავად. მშვიდობიანი მოსახლეობის უაზრო დანაკარგები და  ტანჯვა უნდა შეწყდეს. ევროპა დგას უკრაინის ხალხის გვერდით და გააგრძელებს …

„ჩემი ფიქრები და სოლიდარობა არის უკრაინელ ხალხსა და მთავრობასთან“ – მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, რუსეთმა აგრესიული ომი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყვიტოს. ანგელა მერკელს გერმანული მედია ციტირებს. “ჩემი ფიქრები და ჩემი სოლიდარობა არის უკრაინელ ხალხსა და მთავრობასთან, რომელსაც ამ საშინელ საათებსა და დღეებში პრეზიდენტი (ვოლოდიმირ) ზელენსკი ხელმძღვანელობს”, – თქვა მერკელმა. – „მე სრულად ვუჭერ მხარს ფედერალური მთავრობის ყველა ძალისხმევას ევროკავშირთან, აშშ-სთან და გერმანიის …

ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა – შვარცნეგერი

ცნობილი მსახიობი, აშშ-ის შტატის, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი ეხმიანება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. „ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. რამდენიმე ინტერვიუ მთხოვეს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ  ახალი ამბები უნდა ფოკუსირდეს  იმაზე, თუ რა ხდება ადგილზე, – ტრაგედიაზე, რომელმაც გული გაგვიტეხა და უკრაინელი ხალხის გამბედაობაზე, რომელმაც შთაგვაგონა. მე არ ვარ საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, ამიტომ ანალიზს ჩემზე ჭკვიან ადამიანებს მივანდობ. …

უკრაინის გენერალური შტაბი: მოამზადეთ მოლოტოვის კოქტეილები

რუსეთმა 25 თებერვალს, გამთენიისას, კვლავ დაბომბა კიევი. როგორც დამოუკიდებელი უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent-ი იტყობინება, რუსი სამხედროები კიევში, ობოლონის უბანში არიან, სადაც უკრაინელი სამხედროები ამ წუთებში ებრძვიან მათ. უკრაინის ხელისუფლება ვებკამერის მფლობელებს კიევსა და მის ფარგლებს გარეთ მოუწოდებს: „შეწყვიტეთ ვიდეოების გამოქვეყნება და შეწყვიტეთ ონლაინსტრიმინგი! ნუ დაეხმარებით მტერს ჩვენი სამხედროების შესახებ ინფორმაციის მიღებაში“. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ …

ირაკლი ღარიბაშვილი: უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა საჭირო არ არის

„უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა პიარის თანხლებით არ არის ჩვენი ხელწერა… უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ სიტუაციაში, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს,“ – აღნიშნა დღეს, 25 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ ტარდება უსაფრთხოების საბჭოს სხდომა რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში. პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს რუსეთთან მიმართებით ორჯერ ახსენა სიტყვა „პრაგმატული“. …

რუსეთის დანაკარგი: 7 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი, 30 ტანკი და 800 ჯარისკაცი – მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალარის ინფორმაციით, რუსული მხარის სავარაუდო დანაკარგები 25 თებერვლის, უკრაინის დროით დილის მონაცემებით, ასეთი იყო: 7 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი, 30-ზე მეტი ტანკი და 130 საბრძოლო ჯავშანტრანსპორტი. რუსული ჯარის ძირითადი შემადგენლობის დანაკარგი კი 800 ადამიანია (ციფრები მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ისევ ზუსტდება). „დღეს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიეს რუს ოკუპანტებს. რუსეთის …

მარტიდან II ჯგუფის მედიკამენტებს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილებით, ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის პირველი მარტიდან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით. ექიმი ასევე ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი. მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, დანიშნულების გაცემის შემთხვევაში. მეორე ჯგუფს …

დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში – ოპოზიცია

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტს საგანგებო სხდომა უნდა მოეწვია უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს სხდომა ჩაშალა. საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს პარლამენტში უკრაინის ჰიმნი გააჟღერა და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. „დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს ისტორიაში და არა მარტო საპარლამენტო ცხოვრებაში, რადგან უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინოდ შეაგროვა ხელმოწერები …

საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს ხელისუფლება ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს ქვეყანაში ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, რომელიც ამ პროცესს უწევს კოორდინაციას, საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს, 25 თებერვალს, დილიდან დაიწყო. „კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს,“ – წერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ამოქმედდა ცხელი ხაზი – 0 …

რუსებმა უკრაინელი სამხედროების მანქანები გაიტაცეს და კიევისკენ მიემართებიან – მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანნა მალიარის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ავტომანქანა გაიტაცეს, უკრაინელი სამხედროების ფორმა გადაიცვეს და ობოლონიდან კიევის ცენტრში დიდი სიჩქარით გადავიდნენ. მათ მისდევს რუსული სამხედრო სატვირთო ავტომანქანების კოლონა. უკრაინული წყაროები უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებენ, რუსულ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებთან მიმართებაში გამოიჩინონ სიფხიზლე და ნებისმიერი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს. ___ …

გასულ დღე-ღამეში კოვიდის 7 482 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 32 ადამიანი

25 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 25 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 591 936, ბოლო 24 საათში – 7 482 მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 462 572, ბოლო 24 საათში – 14 603 მათ შორის, გარდაცვლილი – 16 …

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს კიევის დატოვებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები და შეაჩეროს ეს შემოჭრა. რაც უფრო მალე დაიწყება საუბარი, მით უფრო მცირე იქნება დანაკარგი რუსეთისთვის”, – ამბობს ზელენსკი. უკრაინის  პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაიცავენ ქვეყანას და არ აპირებს კიევის დატოვებას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ …

კიევი ბალისტიკური რაკეტებით იბომბება – მინისტრის მრჩეველი

კიევს 25 თებერვლის დილიდან ბომბავენ. „საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმაა კიევზე. ბოლოს ჩვენს დედაქალაქს ასეთი გამოცდილება 1941 წელს ჰქონდა, როდესაც ნაცისტური გერმანია დაესხა თავს. უკრაინამ ის ბოროტება დაამარცხა და დაამარცხებს ამასაც. შეჩერდი პუტინ. რუსეთის იზოლაცია. გაანადგურეთ ყველა კავშირი. გამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ …

18-60 წლის უკრაინელ კაცებს ქვეყნის დატოვება შეეზღუდათ – საყოველთაო მობილიზაცია

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა სამხედრო ფორმირებების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს, ქვეყანაში საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ბრძანების თანახმად, მობილიზაცია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 დღე გაგრძელება. დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ უკრაინის ტერიტორიის დატოვება ეზღუდებათ  მოქალაქეებს – …

ომის საწინააღმდეგო აქციების გამო რუსეთში ჯამში 167 ადამიანი დააკავეს

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის 24 ქალაქში გამართულ ანტისაომარ აქციებზე, რუსმა სამართალდამცველებმა ჯამში 167 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ოპოზიციური გამოცემა rain.tv დამოუკიდებელ უფლებადამცველ მედიაპროექტ ovdinfo-ზე დაყრდნობით ავრცელებს. rain.tv იქვე წერს, რომ ovdinfo, რომელიც რუსეთში პოლიტიკური დევნის შესახებ ინფორმაციებს აგროვებს და მათ უფლებათა დაცვაზე მუშაობს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებების – უცხოური აგენტების რეესტრში …

Exit mobile version