დღეს, 4 მარტს, „მაიკროსოფტმა“ განაცხადა, რომ წყვეტს თავისი პროდუქტების გაყიდვასა და სერვისებს რუსეთში. „მაიკროსოფტის“ პრეზიდენტი, ბრედ სმიტი კომპანიის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას უკავშირდება. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დავეხმაროთ უკრაინის კიბერუსაფრთხოების ჩინოვნიკებს რუსული თავდასხმებისგან, მათ შორის ბოლო დროს კიბერშეტევისგან უკრაინულ მთავარ მაუწყებელზე“ – წერია განცხადებაში. მას შემდეგ, რაც რუსეთი 9 დღის …
Category Archives: მთავარი
უკრაინაში მოკლეს რუსეთის არმიის დივიზიის და პოლკის მეთაურები – BBC
„ბიბისი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეებში რუსეთის არმიამ ფრონტის წინა ხაზზე მინიმუმ სამი მეთაური დაკარგა. ერთ-ერთი მათგანია რუსი გენერალი ანდრეი სუხოვეცკი, 41-ე შერეული საბრძოლო დანაყოფის მეთაურის მოადგილე, რომელიც სნაიპერმა მოკლა. „ბიბისის“ ცნობით, ასევე მოკლული არიან დივიზიისა და პოლკის მეთაურები. მათი ვინაობა ჯერ არ სახელდება. რუსი მეთაურები ფრონტის წინა ხაზზე გადიან, რათა ოპერაცია გაძლიერონ მეტი …
Continue reading “უკრაინაში მოკლეს რუსეთის არმიის დივიზიის და პოლკის მეთაურები – BBC”
მე ვარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა
„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით,“ – მიმართა დღეს, 4 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას. „ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის, ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით …
Continue reading “მე ვარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა”
„არ გავჩუმდეთ“- ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა საქართველოს
„მოტივაციას გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა…. მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას იმიტომ, რომ თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, ვერც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. გამოდით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, როგორც შეგიძლიათ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ რაშიც დარწუნებული ვარ ასე იქნება, ეს მთლიანი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება იქნება, ეს იქნება სინათლის …
Continue reading “„არ გავჩუმდეთ“- ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა საქართველოს”
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური 1984-1995 წლებში აშენდა. იგი სიდიდით უდიდესი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილზე. მას აქვს ექვსი რეაქტორი, რომელთაგან თითოეული გამოიმუშავებს 950 მეგავატ ელექტროენერგიას და საერთო სიმძლავრე 5700 მეგავატია, რაც საკმარისი ენერგიაა დაახლოებით 4 მილიონი სახლისთვის. ჩვეულებრივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აწარმოებს უკრაინის ელექტროენერგიის მეხუთედს, რაც ქვეყნის ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის ნახევარია. …
Continue reading “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ”
„ხალხის მსახური“ – ზელენსკი კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე
„ხალხის მსახური“ – ასე დაარქვა ზელენსკიმ პარტიას 2017 წელს და პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მანამდე ამავე სახელწოდებით მან სერიალში პრეზიდენტის როლი შეასრულა. ზელენსკის გმირი ფილმში ვასილი გოლობოროდკოა, რომელიც 30 წლისაა და საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლის. ერთ დილას მასწავლებელი იღვიძებს და იგებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად აურჩევიათ. პრეზიდენტი ფილმში კორუფციას ებრძვის. ამ ფილმამდე ზელენსკიმ არაერთი სატირული სახე შექმნა. …
Continue reading “„ხალხის მსახური“ – ზელენსკი კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე”
ზაპოროჟიეს ატომური სადგური: როგორ გადავურჩეთ რადიაციას – ინტერვიუ დოქტორთან
„რადიაცია არ ცნობს საზღვრებს, რადიაცია არ ცნობს მეზობელს და არამეზობელს, კარგსა და ცუდს, რადიაცია ძალიან ულმობელია და ჩვენგან დამოუკიდებლად ისე ვრცელდება, რომ ჩვენ ამას ვერც გავიგებთ. იმიტომ, რომ არც სუნი აქვს, არც ფერი და არც გემო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ გუბაძე. ბატონო ნუგზარ, …
Continue reading “ზაპოროჟიეს ატომური სადგური: როგორ გადავურჩეთ რადიაციას – ინტერვიუ დოქტორთან”
ქალაქი დროშის ფერებით – ბათუმის სოლიდარობა უკრაინას | ფოტო
ბათუმის ქუჩები უკრაინის დროშის ფერებშია მორთული. კომპანიის ოფისების, მაღაზიების, აფთიაქებისა თუ კაფეების მფლობელები ცდილობენ ვიტრინაში გამოფინონ უკრაინის დროშის ფერები – ცისფერი და ყვითელი და ასე გამოხატონ მეზობელი ქვეყნისადმი მხარდაჭერა, რომელიც უკვე მერვე დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმას იგერიებს საკუთარ ტერიტორიაზე. ეს სოლიდარობა შესამჩნევია არა მხოლოდ მოდური მაღაზიების ვიტრინებზე, სადაც ახლა ყვითელი და ცისფერია მთავარი ფერები, …
Continue reading “ქალაქი დროშის ფერებით – ბათუმის სოლიდარობა უკრაინას | ფოტო”
ბრძოლაა კიევთან, ხარკოვში, მარიუპოლი ნაწილობრივ ალყაშია – ბოლო ცნობები უკრაინიდან
„რუსეთის ჯარებმა შეავსეს რეზერვები და დაიწყეს შეტევა ზოგიერთ ოლქზე“ – განაცხადა დღეს, 4 მარტს, შუადღის ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს ენერგოდარში, სადაც ნაწილობრივ კონტროლი დაამყარეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. არესტოვიჩის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ნიკოლაევისკენ წინსვლის ყველა მცდელობა. ამჟამად ბრძოლა მიმდინარეობს კიევის ჩრდილო-დასავლეთით, თვითმფრინავებისა …
Continue reading “ბრძოლაა კიევთან, ხარკოვში, მარიუპოლი ნაწილობრივ ალყაშია – ბოლო ცნობები უკრაინიდან”
ჩვენ რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ, მაგრამ მზად ვართ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
„ნატო დაიცავს თავის ყველა მოკავშირეს და ტერიტორიას რუსული თავდასხმისგან“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა პარასკევს, ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩასვლისას. „ჩვენი ალიანსი თავდაცვითია. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, მაგრამ თუ კონფლიქტი მოვა ჩვენამდე, ჩვენ მზად ვართ და დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, – განაცხადა ანტონი ბლინკენმა ჟურნალისტებთან. კომენტარს „როიტერსი“ ავრცელებს. „გასულ ღამეს …
Continue reading “ჩვენ რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ, მაგრამ მზად ვართ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი”
ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?
„გაურკვეველია რამდენ ხანს, ან თუნდაც უკრაინელებს შეუძლიათ გაუძლონ უაღრესად დიდ და უპირატეს რუსულ ძალას, ან გააგრძელებს თუ არა ბატონი ზელენსკი იმ როლის შესრულებას, რომლისთვისაც მას რეპეტიცია არ ჰქონია,“ – რამდენიმე დღის წინ წერდა „ნიუ იორკ თაიმსი“ უკრაინაში მიმდინარე ომზე და იხსენებდა, რომ ზელენსკის, რომელმაც დემოკრატიის გადასარჩენად სამყაროს მომართვა შეძლო, მხოლოდ კომიკოსის გამოცდილება აქვს. მსოფლიო მედიის …
რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი – ზელენსკის მიმართვა რუსებს
დღეს, 4 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რუსეთის მოქალაქეებს რუსულ ენაზე მიმართა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძრის და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. „რუსეთის მოქალაქეებო, თქვენ მინდა მოგმართოთ. ეს საერთოდ როგორ არის შესაძლებელი? ჩვენ ხომ 1986 წელს ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგების წინააღმდეგ. თქვენ უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცხელი გრაფიტი, მსხვერპლი, თქვენ უნდა გახსოვდეთ ნათება …
Continue reading “რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი – ზელენსკის მიმართვა რუსებს”
საქართველოს მოქალაქეები რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ – პეტიცია
4 მარტს საქართველოში შეიქმნა პეტიცია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მოითხოვენ. „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სასწრაფოდ შემუშავდეს კონკრეტული რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც მხოლოდ პოლიტიკურად დევნილი რუსეთის მოქალაქეების შემოშვება მოხდება საქართველოში. ასევე, დაწესდეს კონკრეტული ვადა, რა პერიოდითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის მოქალაქის საქართველოში გაჩერება (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე)“- წერია პეტიციაში. პეტიციის ტექსტში ასევე ვკითხულობთ: „მხოლოდ …
Continue reading “საქართველოს მოქალაქეები რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ – პეტიცია”
მოსალოდნელია ყალბი ამბების გავრცელება – უკრაინის დაზვერვა მოქალაქეებს აფრთხილებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი აპირებს საინფორმაციო ომის გააქტიურებას უკრაინის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ ვერ მოახერხა უკრაინის სწრაფი დაპყრობა. „რუსეთის ფედერაცია გადადის უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლის ღია ტერორისტულ გზებზე. ამავდროულად, რუსი ოკუპანტები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ ინფორმაციის გააქტიურებას და ფსიქოლოგიურ ოპერაციებს. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ყალბი ამბების ფართოდ გავრცელება თანამედროვე მედიის გამოყენებით. ჩვენ …
Continue reading “მოსალოდნელია ყალბი ამბების გავრცელება – უკრაინის დაზვერვა მოქალაქეებს აფრთხილებს”
რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ქონების ყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა
საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა. დაინტერესება არის ასევე ამ ქვეყნების ბიზნესსექტორიდან როგორც ქონების შესყიდვის, ასევე გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებაზე. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია მოუწოდებს წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალურად დიდი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საქმიანობისას და არ დაუშვან, რომ უნებლიეთ გახდნენ …
Continue reading “რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ქონების ყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა”
9 166 პერსონალი, 33 თვითმფრინავი – უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგებზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული ინფორმაციით, 4 მარტის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგებია: პერსონალი – 9166 ადამიანი ტანკი – 251 ერთეული ჯავშანტექნიკა – 939 საარტილერიო სისტემები – 105 MLRS – 50 ერთეული საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 18 თვითმფრინავი – 33 ვერტმფრენი – 37 საავტომობილო აღჭურვილობა – 404 მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა – …
Continue reading “9 166 პერსონალი, 33 თვითმფრინავი – უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგებზე “
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 მარტის 21 საათიდან 5 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით იწვიმებს, აჭარის მთებში მოთოვს. კვირას, 6 მარტს, ღამით მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა უახლოესი 2 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
კოვიდის 1365 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 4 მარტი
4 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1365 ახალი შემთხვევა დადასატურდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარდა 9671 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 495, PCR ტესტით – 3 176. აჭარაში დადასტურდა კოვიდის 63 ახალი შემთხვევა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 2 913 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი. ქვეყანაში …
Continue reading “კოვიდის 1365 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 4 მარტი”
ნებისმიერი სიტყვა ტყვიის გასროლაზე მნიშვნელოვანია – ზელენსკი რუსეთთან დიალოგზე
დღეს, 3 მარტს, პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს რუსეთსა და უკრაინას შორის დღეს გამართული მოლაპარაკებების შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან ვერ წავა კომპრომისზე, რომელიც უკრაინის რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს, თუმცა მოლაპარაკებებს მაინც აქვს მნიშვნელობა: „არის საკითხები და ჩვენ ამ თემებზე საუბრისთვის მზად ვართ. რუსეთის მხარეს დიდი ხანია აქვს პასუხები მათსავე კითხვებზე. უბრალოდ …
Continue reading “ნებისმიერი სიტყვა ტყვიის გასროლაზე მნიშვნელოვანია – ზელენსკი რუსეთთან დიალოგზე”
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა – 3 მარტი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დასრულდა. პოდოლიაკის თქმით, „ის შედეგები, რაც უკრაინას სჭირდება, ჯერ არ არის მიღწეული“. რაზეც შეთანხმება შედგა, ჰუმანიტარული კორიდორის ორგანიზებაა. The second round of negotiations is over. Unfortunately, the results Ukraine needs are not yet achieved. There is a solution only for the organization of …
Continue reading “რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა – 3 მარტი”
არ აინტერესებთ რა იქნება მათ შემდეგ – ზელენსკი ლავროვზე და რუსულ პოლიტიკაზე
დღეს, 3 მარტს, პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვებზე პასუხისას მან გაიხსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან პირველი შეხვედრა. „მე ცუდად არ ვკითხულობ სახეებს. მე მაინტერესებს ამ ადამიანის [ლავროვის] თვალებში ყურება. მე ის პირველად ვნახე მგონი პირველი ყოფნისას აშშ-ში, როცა გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. მაშინ მოვიდა ჩემთან ლავროვი და მითხრა – „ბატონო პრეზიდენტო, მე …
Continue reading “არ აინტერესებთ რა იქნება მათ შემდეგ – ზელენსკი ლავროვზე და რუსულ პოლიტიკაზე”
ზელესკი პუტინს: რა გინდა ჩვენგან, წადი ჩვენი მიწიდან
დღეს, 3 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უცხოელი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. ზელენსკიმ არაერთ კითხვას უპასუხა, მათ შორის, იმასაც, თუ რა გარანტიების მიცემა შეუძლია მას რუსეთისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარანტიებთან დაკაშირებული კითხვის პასუხად თქვა: „რისი გარანტია? – ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს და არც ვაპირებთ თავდასხმას. რისი გარანტია? ჩვენ ნატოში ვართ? – არა. ჩვენ გვაქვს …
Continue reading “ზელესკი პუტინს: რა გინდა ჩვენგან, წადი ჩვენი მიწიდან”
იკეა, იუსკი, შკოდა და სხვა კომპანიები, რომელთაც დღეს რუსეთში მუშაობა შეაჩერეს
დღეს, 3 მარტს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარზე მუშაობას აჩერებს კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანია. მათ შორისაა IKEA, შვედური ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელი კონცერნი, რომელიც მუშაობას აჩერებს რუსეთსა და ბელარუსში. ამის შეახებ „იკეამ“ განცხადება დღეს გამოაქვეყნა. მუშაობის შეჩერების გარდა, „იკეა“ აჩერებს იმპორტსა და ექსპორტს რუსეთიდან და ბელარუსიდან. კომპანია აცხადებს, რომ 400 მლნ შვედურ კრონს [41 მლნ …
Continue reading “იკეა, იუსკი, შკოდა და სხვა კომპანიები, რომელთაც დღეს რუსეთში მუშაობა შეაჩერეს”
საგარეო: უკრაინამ 45 ქვეყანასთან ერთად აამოქმედა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი რუსეთის შეჭრაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 45 ქვეყანასთან ერთად უკრაინამ ეუთოს მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა: „ჩვენ დავაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. უკრაინამ 45 სახელმწიფოსთან ერთად აამოქმედა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი რუსეთის შემოჭრაზე. ექსპერტთა მისია წარუდგენს დასკვნებს ანგარიშვალდებულების მექანიზმებს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებსა და ტრიბუნალებს”, – წერს კულება. მოსკოვის მექანიზმი, მიღებულია 1991 წელს …
რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან
უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს მრავალმხრივი სანქცია დაუწესა. რუსეთის ყოფილმა პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობას ბევრად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს გაზში, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში უწევდა. ეს ერთგვარი მუქარა აჩენს ლოგიკურ მოლოდინს, რომ შესაძლოა რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზმომარაგება შეუზღუდოს. ვინ რამდენადაა დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე? შეუძლია თუ არა ევროპას თქვას …
Continue reading “რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან”
უკრაინაში მებრძოლ უცხოელებს არ ექნებათ სამხედრო ტყვეების სტატუსი – რუსეთის თავდაცვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, არ ექნებათ სამხედრო ტყვის სტატუსის უფლება და მათ, დაკავების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ. სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, კიევში მყოფი „დაქირავებულები“ არ არიან მებრძოლები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით. „საუკეთესო, რაც უცხოელ დაქირავებულებს ელის, არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ საბრძოლველად წასვლას, …
რადამ მიიღო კანონი უკრაინაში რუსული კომპანიებისთვის ქონების ჩამორთმევაზე
დღეს, 3 მარტს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი უკრაინაში რუსული კომპანიებისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინაში რუსული იურიდიული პირების ქონებისა და ფინანსური რესურსების ნაციონალიზაციას. „კანონის თანახმად, რუსეთის ფედერაციისა და მისი მაცხოვრებლების უკრაინაში ქონების იძულებითი დაყადაღება ხდება საზოგადოებრივი საჭიროების საფუძველზე, კომპენსაციის გარეშე. პრეზიდენტის ბრძანებულება გასვლის შესახებ უნდა დაამტკიცოს უზენაესმა რადამ საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ან შეწყვეტიდან …
Continue reading “რადამ მიიღო კანონი უკრაინაში რუსული კომპანიებისთვის ქონების ჩამორთმევაზე”
საქართველოს სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირში მიღებაზე განაცხადს – ღარიბაშვილი
დღეს, 3 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების განაცხადს ხელი მოაწერა. „ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეტაპი, რომელიც ჩვენთვის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების მისწრაფებას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული“, – ამბობს ღარიბაშვილი. მისი თქმით, საქართველო არის …
Continue reading “საქართველოს სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირში მიღებაზე განაცხადს – ღარიბაშვილი”
სათითაოდ ვუჩივლებ ყველა პოლიციელს, რომლებმაც დამაკავეს – ირაკლი კუპრაძე
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე პუტინის და ირაკლი ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებული ადამიანები გაათავისუფლეს. მათი ადმინისტრაციული საქმეების განხილვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გადადო. საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე პირველ მარტს დააკავეს. საია-ს შეფასებით, ეს დაკავება უკანონო იყო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით გათვალისწინებულ უფლებებში ჩაერია. „არ ვეთანხმებით პროცესის გადადებას,“ – უთხრეს სასამართლო სხდომაზე …
Continue reading “სათითაოდ ვუჩივლებ ყველა პოლიციელს, რომლებმაც დამაკავეს – ირაკლი კუპრაძე”
რუსეთმა შესაძლოა სარაკეტო სისტემა მიმართოს საკუთარი სასაზღვრო სოფლისკენ – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსული მხარე შესაძლოა გეგმავს საკუთარ ტერიტორიაზე ოპერაციას, რომელშიც შემდეგ უკრაინას დაადანაშაულებს. „შემაშფოთებელი ცნობები: რუსებმა შესაძლოა რამდენიმე სარაკეტო გამშვები სისტემა მიმართონ რუსეთის სასაზღვრო სოფელ პოპოვკაში საკუთარი ტერიტორიისკენ. რუსული ქმედებების ბარბაროსული ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ ვშიშობთ, რომ შესაძლოა მომზადდეს “ცრუ დროშის” ოპერაცია უკრაინის დადანაშაულების მიზნით,“ – წერს კულება ტვიტერზე. Worrying reports: …
Continue reading “რუსეთმა შესაძლოა სარაკეტო სისტემა მიმართოს საკუთარი სასაზღვრო სოფლისკენ – კულება”
ფრენის აკრძალული ზონა უკრაინაში – რატომ არ უჭერს მხარს დასავლეთი მის გამოყენებას | BBC
24 თებერვლიდან დღემდე რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ უბნებს ბომბავს, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, უკრაინა საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ითხოვს პარტნიორებისგან. რას ნიშნავს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ფრენის აკრძალული ზონა? – ამის შესახებ „ბიბისი“ აქვეყნებს სტატიას. რა არის ფრენის აკრძალული ზონა? ფრენის აკრძალული ზონა ეწოდება საჰაერო სივრცეს, სადაც კონკრეტული საფრენი აპარატების ფრენა აკრძალულია. ეს შეიძლება იყოს გამოყენებული …
მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა. მანუჩარ შერვაშიძეს თეატრის სცენასა და კინოფილმებში ბევრი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. იგი ორმოცდაათზე მეტ ფილმშია გადაღებული. „ბატონი მანუჩარის შემოქმედება დაკავშირებულია ქართველი თეატრისა და კინოს უდიდეს წარმატებებთან, მის მიერ შესრულებული მხატვრული სახეები ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია“ – წერს ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაცია. …
მთავრობა ვერ ამბობს, რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო
დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, კლავენ ადამიანებს, მილიონზე მეტი ადამიანი დევნილია და საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ის ევროპულად უნდა მოიქცეს, საქართველოს მთავრობაში ვერ გვიპასუხეს, რამდენი დევნილის მიღებას აპირებს ქვეყანა. უკრაინიდან დევნილების საქართველოში მიღების თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ, 2 მარტს, მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე სამინისტრომ ინფორმაცია …
Continue reading “მთავრობა ვერ ამბობს, რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო”
15 წლით პატიმრობა რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის – კანონი გამკაცრდა
„რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“ 15 წლით პატიმრობა – რუსეთის სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა დღეს, 3 მარტს, დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია TASS-ი ავრცელებს. 2 მარტს რუსეთში დაიბლოკა არაპროპაგანდისტული რუსული მედიაორგანიზაციების ვებგვერდები. რუსეთის პროკურატურამ …
საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს, რა იცვლება ამით – საია განმარტავს
დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. ეს გადაწყვეტილება მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინის ელჩი საქართველოდან უკრაინის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად გაიწვია, ხოლო თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მოთხოვნად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დროულად გაკეთება დასახელდა. მანამდე, „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველო 2024 წელს გააკეთებდა. რა იცვლება …
აგვისტოს ომში და ავღანეთის მისიაში დაღუპულთა დედებს და მეუღლეებს 1000 ლარს გადასცემენ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1000-1000 ლარს გადასცემენ 2008 წლის აგვისტოს ომში და 2012 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მეომრების დედებსა და მეუღლეებს. თანხა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. დახმარებას 31 ქალი მიიღებს. 2008 წლის აგვისტოს ომში საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების, …