მთავარი,სიახლეები

როდის აღადგენენ განათებას შინდისის გმირების სკვერში – სააგენტოს განმარტება

29.05.2022
როდის აღადგენენ განათებას შინდისის გმირების სკვერში – სააგენტოს განმარტება

ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერი ორ კვირაზე მეტია ჩაბნელებულია. სკვერიდან გატანილია სკამების ნაწილიც.

სკვერის მოვლა-პატრონობა მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ევალება. სააგენტოში გვითხრეს, რომ  სკამები, რომელებიც პარკიდან წაიღეს, დაზიანებული იყო. ამჟამად მათი რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მოგვიანებით უკან, პარკში დააბრუნებენ.

„რაც შეეხება გარეგანათებას, გამოცხადებულია ტენდერი სანათი ლამპიონების შესაძენად და დაიწყება სამუშაოები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პრესსამსახურში.

კითხვაზე, თუ როდის დაიწყება უშუალოდ სამუშაოების განხორციელება, პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალური სერვისების სააგენტომ სხვადასხვა სახის სადენის, მავთულის და მათთან დაკავშირებული მასალების შესაძენად ხელშეკრულება 4 მაისს დადო, 40 490 ლარზე. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ოთობმს“-მა სააგენტოს მასალები 30 ივნისამდე უნდა მიაწოდოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.