მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

30.05.2022 • 1019
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 349 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 3 282 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 643 ერთეული [+12]
  • MLRS – 205 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 207 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 174 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 507 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 118 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 258 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 48 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 183 თვითმფრინავი
  • 128 ვერტმფრენი
  • 1 064 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 325 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 323 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 451 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 731 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 294 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი ჩინეთის ლუკმა გახდება – უკრაინელი გენერალი ომში გამარჯვების პირობებს ასახელებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: