მთავარი,სიახლეები • • •

ცხადდება კონკურსი მოსწავლეებისთვის საზაფხულო მედიასკოლაში მისაღებად

26.05.2022
ცხადდება კონკურსი მოსწავლეებისთვის საზაფხულო მედიასკოლაში მისაღებად

გაზეთი „ბათუმელები“ „ბათუმის ამერიკულ კუთხესთან“ ერთად აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის საზაფხულო მედიასკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

საზაფხულო მედიასკოლის  მონაწილეები გაივლიან კურსს ჟურნალისტიკასა და მედიაწიგნიერებაში.

მედიასკოლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეისწავლიან ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადებას, ინტერვიუს ჩაწერას, ციფრული მედიის სპეციფიკას, მედიაწიგნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ა.შ.

პროგრამის მიმდინარეობისას მონაწილეები თავად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს ტრენერების დახმარებით. მათ მიერ მომზადებული ნამუშევრები გამოქვეყნდება „ბათუმელების“ ვებგვერდზე: batumelebi.ge.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს.

სწავლა უფასოა.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს აჭარიდან
  • კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ–ჩვევებს (ბეჭდვა, ელფოსტა, სოციალური ქსელები)

კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 250 სიტყვა და მოგვიყევით, რატომ გინდათ მონაწილეობა საზაფხულო მედიასკოლაში) ელექტრონულ ფოსტაზე: schoolbatumelebi@gmail.com 

სათაურში (subject) ქართული შრიფტით მიუთითეთ: საზაფხულო მედიასკოლა და თქვენი სახელი და გვარი [მაგალითად: საზაფხულო მედიასკოლა – ანა დუმბაძე]. არასრული განაცხადი არ განიხილება. 

კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი.

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით და შედგება გასაუბრება, რის საფუძველზეც შეირჩევა საზაფხულო მედიასკოლის 10-12 მონაწილე.

შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტს, რომელსაც გააზრებული აქვს დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა და მისი გავლენა საზოგადოებაზე. 

შეხვედრები მედიასკოლაში შედგება კვირაში ორჯერ, შაბათ–კვირას. ტრენერები იქნებიან გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტები.

შეხვედრები ჩატარდება „ბათუმელების“ რედაქციაში, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის №48-ში. 

პროგრამა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: