ომის გამო ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, უკრაინული გემი VILNIUS-ი სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლდება, გემზე მყოფ მოქალაქეებზე კი სახელმწიფო იზრუნებს. სააგენტოს განცხადებით, გემი ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიემართებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 27 თებერვალს ღია ზღვიდან ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა. „საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი გათავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების …

ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების ხელფასი 3300 დოლარამდე გაიზრდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცების ხელფასი გაიზრდება და  თვეში 100 000 გრივნა იქნება, რაც დაახლოებით 3 352 დოლარია. „არა იმიტომ, რომ მადლობა მოვისმინოთ, არამედ მათ იცოდნენ, რომ ქვეყანა მათი ძალიან მადლიერია,“ – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან არა ფულისთვის, არამედ ხვალინდელი დღისთვის, მაგრამ სახელმწიფომ მათ გადაუხდის შესაბამისად. ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, …

ბათუმელი ექთანი მთავრობას: გვსურს, უკრაინის დასახმარებლად შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფი 

ავტორი: ლუკა კურტანიძე, ბიოლოგი, ექთანი მინდა გამოვეხმაურო ომს უკრაინაში და როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, წითელი ჯვრის საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ ჩვენი, მედპერსონალის ინიციატივა და დაგვეხმაროთ ჩვენი სურვილის განხორციელებაში. ჩვენი სურვილია [მე ამ სურვილებში მარტო არ ვარ] ჩვენი მოძმე ერის – უკრაინის დასახმარებლად შევქმნათ მედპერსონალის მოხალისეთა ჯგუფი. ეს ჯგუფი …

ევროკავშირი რუსეთისთვის ცას ხურავს, ვერ იფრენენ ოლიგარქების თვითმფრინავებიც

ევროკავშირი გეგმავს საჰაერო სივრცე შეუზღუდოს თვითმფრინავებს, რომლებიც ეკუთვნის რუსეთს, რეგისტრირებულია რუსეთში ან კონტროლდება რუსეთიდან. ისინი ვერ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან გადაფრენას. მათ შორის, შეზღუდვა ეხება ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებსაც. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს ტვიტერზე. First, we are shutting down the EU airspace for Russian-owned, Russian registered or Russian-controlled aircraft. …

თუ პუტინი ბირთვული იარაღით უკრაინას ემუქრება, ეს ვერ გაგვტეხს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმა დღეს, 27 თებერვალს, საერთაშორისო მედიის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. დმიტრო კულებას ჰკითხეს, რა არის უკრაინის გეგმები მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის „სტრატეგიული თავდაცვით ძალებს უბრძანა გადასულიყვნენ განსაკუთრებულ რეჟიმზე“? კულებას თქმით, ამ შემთხვევაში მას აქვს „ძალიან მარტივი გზავნილი: ეს …

„ტელეგრამის“ მფლობელი რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა

Telegram-ის შემქმნელი პაველ დუროვი ამბობს, რომ შესაძლოა დაიწყოს „ტელეგრამზე“ რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვა. ამის შესახებ დუროვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს. „ტელეგრამის არხები სულ უფრო ხშირად ხდება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებული გადაუმოწმებელი ინფორმაციის წყარო. ჩვენ არ გვაქვს ფიზიკური შესაძლებლობა, შევამოწმოთ ყველა არხი მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე. მოვუწოდებ მომხმარებლებს რუსეთიდან და უკრაინიდან, ეჭვი შეიტანონ ნებისმიერ მონაცემზე, რომელიც …

„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის“ – ბათუმში დღეს სოლიდარობის 2 აქცია გაიმართა

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში 2 აქცია გაიმართა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად. პირველი აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა 15 საათზე და მასში სტუდენტები მონაწილეობდნენ. „სტუდენტები მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ერთიანობას, გამოვხატავთ მათ მხარდაჭერას, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მიმართ. თუკი უკრაინაში ომია, ჩვენს ქვეყანაში არ არის მშვიდობა, რადგან ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს …

უკრაინის დელეგაცია რუსებს შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შედეგზე წერს. ზელენსკის თქმით, უკრაინული და რუსული მხარე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდებიან ერთმანეთს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსებს წინაპირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან. ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ უკრაინის დელეგაციის ჩასვლის, მოლაპარაკებების და დაბრუნების დროს, ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა თვითმფრინავი, …

ზელენსკი VISA-ს და MasterCard-ს მიმართავს: დაბლოკეთ რუსეთში გაცემული ბარათები

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის წერილი VISA და MasterCard-ის კომპანიებისადმი. ზელენსკი ამ კომპანიების პრეზიდენტებს და ხელმძღვანელებს სთხოვს, დაბლოკონ რუსეთში გაცემული მათი საბანკო ბარათები. “ძვირფასო კოლეგებო და იმედი მაქვს უკრაინისა და თავისუფალი მსოფლიოს მეგობრებო! რუსეთმა დაიწყო ცბიერი და სამარცხვინო სამხედრო შეტევა ჩემს ქვეყანაზე. უბრალოდ, წარმოიდგინეთ 2022 წელს, ფრთოსანი …

VTB-ის მეანაბრეები და მსესხებლები „ბაზისბანკის“ მომხმარებლები გახდებიან

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ განცხადებით, „ვითიბის“ ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც „ბაზისბანკის“, ასევე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში“. „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე“ – აღნიშნულია ბანკის მიერ …

უკრაინის დროშები ბათუმის კედლებზე სოლიდარობის ნიშნად – Art Up Gallery-ის ინსტალაცია

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად Art Up – Street Gallery-ის ორგანიზებით ბათუმში, ორ კედელზე უკრაინის დროშები დახატეს. ორივე დროშა აბაშიძის ქუჩაზეა – ერთი კინოთეატრ „აპოლოსთან“ ახლოს, მეორე კი ბათუმის თოჯინების თეატრის წინ, აფიშებისთვის განკუთვნილი კედლის გასწვრივ. „ეს დროშები და ინსტალაცია ეძღვნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სოლიდარობის ნიშნად შევქმენით. ამასთან, ბოლო დღეებში რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა საქართველო,  გვინდოდა ხმა მიგვეწვდინა …

თურქეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომი უწოდა – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

კვირას, 27 თებერვალს თურქეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომი უწოდა. „როიტერსის“ ცნობით, ეს NATO-ს წევრ ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გააქტიუროს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც შეზღუდავს რუსული ფლოტის გადაადგილებას შავ ზღვაზე. 1936 წლის მონტროს კონვენციით, თურქეთს აქვს კონტროლი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებზე, რომლებიც ხმელთაშუა და შავ ზღვებს აკავშირებს და შეუძლია სამხედრო გემების გადაადგილება შეზღუდოს ომიანობის ან საფრთხის არსებობის შემთხვევაში. …

ეროვნული ბანკი არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას – სები

„სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს“- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელიც სებმა დღეს, 27 თებერვალს გაავრცელა. „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს …

გერმანია რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეს უკეტავს

გერმანია რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეს უკეტავს. ამის შესახებ გერმანული „დოიჩე ველე“ აქვეყნებს ინფორმაციას. გერმანია მე-13 ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ბოლო 2 დღის განმავლობაში რუსულ ავიაკომპანიებისთვის დაკეტა საჰაერო სივრცე. დღეს, 27 თებერვალს, ასევე, გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ავიარეისებს რუსეთის მიმართულებით. _______________ ფოტო: „დოიჩე ველე“ ამავე თემაზე:  რუსული ავიაკომპანიებისთვის ცას 12 ქვეყანა კეტავს – ბოლო მონაცემები

რუსული ავიაკომპანიებისთვის ცას 12 ქვეყანა კეტავს – ბოლო მონაცემები

ავსტრიის, დანიისა და ბელგიის მთავრობები აცხადებენ, რომ კეტავენ საჰაერო სივრცეს რუსული ავიაკომპანიებისთვის. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. დღეს, 27 თებერვალს, ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს ფინეთი და ირლანდია. ბოლო მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჯამში 12 ქვეყანა უკეტავს რუსულ ავიაკომპანიებს ცას. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, …

უკრაინაში შეიქმნა ვებგვერდი დაღუპული და დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ამოსაცნობად

შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც ქვეყნდება ინფორმაცია უკრაინაში დატყვევებული და მოკლული რუსი ჯარისკაცების შესახებ. საიტის აღწერაში მითითებულია, რომ გვერდი შექმნილია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ищи своих – ასე ეწოდება ვებგვერდს, რომელზეც ქვეყნდება ფოტო და ვიდეომასალა, ასევე, რუსი დაღუპული ჯარისკაცების დოკუმენტები, რაც შემთხვევის ადგილას იქნა ნაპოვნი. „თუ თქვენი ნათესავები ან მეგობრები არიან უკრაინაში და მონაწილეობენ ჩვენი ხალხის …

თებერვალი ბათუმში უნალექოდ ჩაივლის – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით …

ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს მხოლოდ დასაწყისია

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს. „კონფლიქტი უკრაინაში ეს მხოლოდ დასაწყისია. დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. ზელენსკი ვერ დაიმალება, ვერც ამერიკულ და ვერც ერთ სხვა ბუნკერში“ – განაცხადა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ დაფიქსირდა უკრაინიდან ბელარუსში იარაღის შეტანის შემთხვევები და უკრაინაში ამზადებდნენ ჯგუფებს ბელარუსში „პროვოკაციის მოსაწყობად“. ლუკაშენკომ აღიარა, რომ ბელარუსიდან უკრაინის …

იმოქმედეთ, უარყავით დიქტატორი – ფრანგი მწერლის მიმართვა რუს მწერლებსა და მკითხველებს

ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი რუს მწერლებსა და მკითხველებს მიმართავს, დაარღვიონ დუმილი. მწერალი ასე ეხმიანება რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა. „სამი დღის წინ ზელენსკი კლოუნი მეგონა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი კვერცხები. და ვლადიმერ პუტინი კი არამარტო ძუკნაა, ის უფრო შეშინებულია, სასაცილოა და მას აქვს ძალიან, ძალიან პატარა პენისი. მე …

თქვენ ახლაც გძინავთ, ჩვენ კი აღარ ვწვებით დასაძინებლად – ზელენსკის მიმართვა ბელარუს ხალხს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 27 თებერვალს, ვიდეო გაავრცელა, რომელშიც იგი რუსულ ენაზე მიმართავს ბელარუს ხალხს. დღეს 27 თებერვალს ბელარუსში რეფერენდუმი იმართება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რითაც პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის უფლება ერთმევა. ლუკაშენკო 27 წელზე მეტია, პრეზიდენტია. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი ახლა ბელარუსი ხალხის მთავარი არჩევანია. „წინა ღამე უკრაინაში სასტიკი იყო. ოკუპანტები იბრძვიან ყველას წინააღმდეგ. …

4 835 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 ადამიანი – კორონავირუსი საქართველოში

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 835 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა – 245, იმერეთი – 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი – 227, გურია – 243, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 327, …

„პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინისადმი. უკრაინისთვის და სრულიად ევროპისათვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდითაა”. Talked with President @ZelenskyyUa and reiterated Georgia’s full solidarity with the people …

Twitter აცხადებს, რომ მუშაობს რუსეთში ხარვეზების აღმოფხვრაზე

26 თებერვალს სხვადასხვა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში Twitter-ზე  ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია დაბლოკილია. Twitter-მა შაბათს განაცხადა, რომ მას შეზღუდული რესურსები აქვს რუსეთის შიგნით და მუშაობს ამ საკითხის მოგვარებაზე. „ჩვენ ვიცით, რომ Twitter შეზღუდულია ზოგიერთი ადამიანისთვის რუსეთში და ვმუშაობთ ჩვენი სერვისის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობაზე“, – დაწერა კომპანიამ მხარდაჭერის ანგარიშზე. We’re aware that Twitter is being restricted …

54 ათასი უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთსა და მოლდოვაშია – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენის, ლიუდმილა დენისოვა დღევანდელი განცხადების მიხედვით,  რომელიც მან ტელეგრამით გაავრცელა, დაახლოებით 25 ათასმა უკრაინელმა  ლტოლვილმა შეაფარა თავი მოლდოვას, 29 ათასი კი პოლონეთში გადავიდა. გაეროს ცნობით ჯამში 100 ათასამდე უკრაინელმა დატოვა ქვეყანა. ომბუდსმენის ცნობით, უკრაინელ ლტოლვილებს იღებს სლოვაკეთი, რუმინეთი და უნგრეთი. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ უკრაინის დასავლეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ათობით ათასი უკრაინელია. …

ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას კრიზისის შემთხვევაში – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არიან, ზეწოლისა და დესტაბილიზაციის შემთხვევაში, მხარი დაუჭირონ საქართველოს. ამის შესახებ მაკრონი ტვიტერზე წერს. „საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნებია, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან. დღეს დილით ამ ქვეყნის პრეზიდენტებს მე დავუდასტურე ჩვენი მზადყოფნა მხარდაჭერის შესახებ ზეწოლისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ კრიზისის …

ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება

ბათუმში, ევროპის მოედანაზე, უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად არიან ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და ბელარუსები, ასევე სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. უკრაინის მხარდამჭერი აქციები ბათუმში მესამე დღეა იმართება. დღეს, 26 თებერვალს, აქციაზე გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ბიზნესის წარმომადგენლები უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას სთავაზობენ, აფთიაქებმა კი მათ მედიკამენტების 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცეს. „ჩვენ ამ …

ანგელა მერკელი სუპერმარკეტში გაძარცვეს – გერმანული მედია

გერმანული მედიის ცნობით, 25 თებერვალს, ბერლინში, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი გაძარცვეს. მედიის ცნობით, მერკელს, რომელიც სუპერმარკეტში იმყოფებოდა, საფულე მოჰპარეს, რომელშიც მისი პირადობის და მართვის მოწმობები, თანხა და ბარათები იყო. „დოიჩე ველეს“ ცნობით, პოლიცია ადასტურებს „67 წლის ქალის“ გაძარცვას, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს. გამოცემა Bild-ის ცნობით, საფულე იყო ჩანთაში, რომელიც სუპერმარკეტის კალათაზე იყო ჩამოკიდებული. …

დადექით ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით – არასამთავრობოების მიმართვა მთავრობას

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას დადგეს ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით და საქართველოს უსაფრთხოების გეგმა დასახოს ქვეყნის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად“ – არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. გუშინ, 25 თებერვალს პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებს საქართველო არ დაუწესებს და ის ვერც კიევში ჩასვლის აზრს ვერ ხედავს. არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას  …

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მილიონი ლარი გამოიყოფა – საქართველოს მთავრობა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა – ინფორმაციას საქართველის მთავრობა ავრცელებს, შესაბამისი განკარგულება უკვე მზადაა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს …

რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ექვსმა ქვეყანამ დაუკეტა

ლატვიამ და ესტონეთმა დღეს, 26 თებერვალს განაცხადეს, რომ საჰაერო სივრცეს კეტავენ რუსული ავიაკომპანიებისთვის. „ბიბისის“ ცნობით, ბოლო მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სულ ექვსმა ქვეყანამ დაუკეტა რუსულ ავიაკომპანიებს ცა. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ლატვია და ესტონეთი. მე-3 დღეა რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად,  კიევიდან 29 …

ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქციები დღესაც გაიმართება

ბათუმში დღეს, 26 თებერვალს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქცია ფეისბუქზე ანონსდება. ამ აქციას 19:საათიდან მოძრაობა „სირცხვილია“  შეუერთდება, უფრო ადრე 16:00 საათზე აქციის გამართვას სტუდენტები გეგმავენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე, ასევე უკრაინის საკონსულოსთან, ყოველ საღამოს იმართება. გუშინ, 25 თებერვალს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა  ირაკლი ღარიბაშვილის …

საფრანგეთი მზადაა უკრაინას იარაღით დაეხმაროს და მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით საფრანგეთი მზადაა უკრაინას იარაღით დაეხმაროს და მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას. „ვესაუბრე ჩემს ფრანგ კოლეგას. საფრანგეთი მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას. საფრანგეთი ასევე მზადაა უკრაინას თავდაცვისთვის მიაწოდოს იარაღი და ტექნიკა“ – წერს კულება ტვიტერზე. Розмова з французьким колегою та другом Жаном-Івом Ле Дріаном. Франція підтримує відключення РФ від …

ესენი რუსეთს დაასწრებენ, არ მივდივართ ნატოშიო – ზაქარეიშვილი „ოცნების“ პოლიტიკაზე

რა ხდება უკრაინაში და როგორ ჩანს საქართველო, როგორც თავადაც ოკუპირებული ქვეყანა დღეს, მსოფლიოს თვალში? – ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ. გუშინ, 25 თებერვალს, პრემიერმა თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლის აზრს ვერ ხედავს და საქართველო არც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება. მთავრობის გადაწყვეტილებები მან ეროვნული ინტერესებით ახსნა. უკრაინაში განვითარებული მოვლენები და საქართველო …

„სამშობიარო გადავიტანეთ სარდაფში“ – უკრაინელი ექიმის მიმართვა რუსებს

უკრაინელი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი სერგეი ბაკშეევი, რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს. ის წერს, რომ რუსებს შეუძლიათ ომის შეჩერება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 24 თებერვალს დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. სერგეი ბაკშეევი: „რუსულად ვწერ, რომ გაიგოთ ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა და მკითხველებმა რუსეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, უზბეკეთიდან. უკვე 48 საათია ჩვენი სამშობიარო სახლი გადავიტანეთ სარდაფ-თავშესაფარში, რათა უზრუნველყოთ სამშობიარო-სამეანო და გინეკოლოგიურ დახმარება! …

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფინანსების სწრაფად მობილიზება – გაერო უკრაინელ ლტოლვილებზე

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის [UNHCR] გლობალური კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჯონგ-აჰ გედინი-უილიამსი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად მოხდეს ფინანსების მობილიზება უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. „მდგომარეობა წარმოუდგენლად არამდგრადია. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებიც იძულებულნი არიან გაიქცნენ საკუთარი სახლებიდან. არიან ადამიანები რომლებიც გადაადგილდებიან უკრაინის შიგნით, ასევე მეზობელი ქვეყნებისკენ. რასაკვირველია UNHCR აკეთებს თავის …

საქართველოში კოვიდით 43 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 236 ახალი შემთხვევა – 26 თებერვალი

26 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 26 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 598 172 , ბოლო 24 საათში – 6 236 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 477 481 , ბოლო 24 საათში – 14 909 მათ შორის გარდაცვლილი – 16 097 , ბოლო 24 საათში – 43 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 33 926, …

Exit mobile version