ნეტგაზეთი • RU

ბათუმში 28 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მაისის 21 საათიდან 30 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 13-18, დღისით 23-28 გრადუსი სითბო
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 7-12, დღისით 22-27 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში – ღამით 3-8, დღისით 15-20 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 31 მაისს და პირველ ივნისს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com