NCDC-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2020-2022 წლების პერიოდში, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში კოვიდით ინფიცირების 65 301 შემთხვევა დაფიქსირდა. მედპერსონალის COVID 19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი (%) დაფიქსირდა თბილისში (34 850), იმერეთისა (8 538) და აჭარის (5 477) რეგიონებში. 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, რეგიონში მომუშავე სამედიცინო პერსონალიდან ყველაზე მეტი – 3 395 იმერეთში დაინფიცირდა, ინფიცირებული …
Category Archives: ჯანმრთელობა
რა არის კუჭის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები – ექიმის რჩევები
დისკომფორტი და ტკივილი კუჭის არეში, სისავსის შეგრძნება, გულძმარვა და ბოყინი – კვების შემდეგ თუ ეს უსიამოვნო სიმპტომები აღგენიშნებათ, შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემა გაქვთ. ეს პრობლემა, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა გასტრიტად ან წყლულოვან დაავადებად ჩამოყალიბდეს. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე ამბობს, რომ სწორი კვების და დროული რეაგირების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტმა ძალიან სერიოზული გართულებები აიცილოს თავიდან. ქალბატონო ლუიზა, …
Continue reading “რა არის კუჭის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები – ექიმის რჩევები”
როგორ მოვიქცეთ კუდუსუნის ტრავმის დროს – ექიმის რჩევები
კუდუსუნი ხერხემლის ყველაზე ქვედა ზონაა, რომელიც 5 გაერთიანებული, უმოძრაო მალისგან შედგება. მისი ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია ხერხემლის ქვედა ბოლოში, როგორც წესი, ტრავმის შედეგია. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი დავით მიქელაიშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც ტკივილს შეგიმსუბუქებთ, თუმცა იმის დასადგენად რა სახის დაზიანებაა ეს – დაჟეჟილობა თუ მოტეხილობა, რენტგენოგრაფიული გამოკვლევაა საჭირო. „ორივე შემთხვევა ხასიათდება …
Continue reading “როგორ მოვიქცეთ კუდუსუნის ტრავმის დროს – ექიმის რჩევები”
ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – რას ნიშნავს ეს
2023 წლიდან კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასის კონტროლის მიზნით, რეფერენტული ფასები დაწესდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აწესებს მაქსიმალურ ზედა ზღვარს, თუ რა ფასად შეიძლება გაიყიდოს კონკრეტული მედიკამენტი ან მოხდეს იმპორტი. „რეფერენტული ფასის დადგენა ნიშნავს, რომ ქვეყანა განსაზღვრავს თავის რეფერენტ მეზობელ ქვეყანას, ან მსგავს ქვეყანას, იქ კვლევების საფუძველზე ადგენს გარკვეულ მედიკამენტებზე რა ფასებია და შემდეგ ადგენს, თუ რა …
Continue reading “ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – რას ნიშნავს ეს”
ვინ ისარგებლებს ბათუმში პროგრამით, რომელიც გულზე კვლევებს 50%-ით აფინანსებს
2022 წლის აგვისტოში ბათუმის მერია იწყებს გულის ან კორონარული არტერიების გეგმური ანგიოგრაფიის და მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კვლევების თანადაფინანსებას. ბათუმის მერიის თანადაფინანსება განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აღნიშნულ მომსახურებას ვერ იღებენ ვერცერთი სახელმწიფო პროგრამით. ბათუმის მერის მოადგილის, ლელა სურმანიძის განმარტებით, ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან ბათუმში რეგისტრირებული 60 წლის ასაკამდე ქალები და 65 წლის ასაკამდე კაცები, რომელთა შემოსავალი არის …
Continue reading “ვინ ისარგებლებს ბათუმში პროგრამით, რომელიც გულზე კვლევებს 50%-ით აფინანსებს”
რა იწვევს მუცლის თიაქარს, იგივე გრიჟას და როგორ მკურნალობენ მას
თიაქარი, იგივე გრიჟა, საკმაოდ ხშირი დაავადებაა, მისი მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული გზით ხდება და შეფასებულია, რომ ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუცლის კედლის თიაქრის დაახლოებით 20 მილიონი ოპერაცია ტარდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ქირურგი, გოჩა მარკოიძე ამბობს, რომ პაციენტები სხვადასხვა სახის ბანდაჟისა და ქამრის დახმარებით ცდილობენ თვითმკურნალობას, რაც არაეფექტურია და მეტიც, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა თიაქარს ძალიან სერიოზული …
Continue reading “რა იწვევს მუცლის თიაქარს, იგივე გრიჟას და როგორ მკურნალობენ მას”
რა პროდუქცია იწვევს სისხლში ტყვიის მომატებას საქართველოში – ახალი კვლევა
არაკომერციულმა ორგანიზაცია Pure Earth-მა, იუნისეფის დაფინანსებით, ხუთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, 2020 წლის მეორე ნახევრიდან ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევა დაიწყო. ახალი კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში ტყვიით დაბინძურების რამდენიმე კერაა, მათ შორის: სუნელები სხვადასხვა სახის ჭურჭელი (საბავშვო ფერადი ჭურჭლის ჩათვლით) სათამაშოები საღებავები აკუმულატორებიდან ჯართში ჩასაბარებლად ამოღებული ტყვიის ფირფიტები ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბავშვების პოპულაციაში ტყვიის დონის მატების …
Continue reading “რა პროდუქცია იწვევს სისხლში ტყვიის მომატებას საქართველოში – ახალი კვლევა”
რა ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის მძიმე ტვირთის ხშირ ტარებას – ტრავმატოლოგის რჩევები
სამუშაო ადგილზე მძიმე ნივთების აზიდვა ტრავმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მსოფლიოში. ზედმეტად მძიმე ტვირთის ხელით გადატანის მცდელობა ძლიერ დატვირთვას და სტრესს აყენებს სხეულს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მტკივნეული დაჭიმვა, ან გაცილებით უფრო მძიმე პრობლემები – ხერხემლის ან სახსრების დაზიანებები. ეს რისკი მხოლოდ ტვირთის ზიდვასთან დაკავშირებულ პროფესიებს არ უკავშირდება, ასეთივე საზიანოა ქალების მიერ ბაზრიდან ოჯახის სამსახურში მოტანილი ტვირთი, …
რატომ ჩნდება პიგმენტური ლაქები და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები
პიგმენტური ლაქები სახეზე ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა ბევრისთვის ეს ესთეტიკური პრობლემაა. პიგმენტური ლაქების წარმოქმნა ძირითადად მზეზე გარუჯვის არაჯანსაღ პრაქტიკას უკავშირდება. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ცვლილებას კანზე დროული რეაგირება სჭირდება, პიგმენტური ლაქების შემთხვევაში კი, ეს უფრო მოკლე ვადაში განკურნებას შეუწყობს ხელს. რამ შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტური ლაქები სახესა და სხეულზე? მელაზმა კანის …
Continue reading “რატომ ჩნდება პიგმენტური ლაქები და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები”
გაუსაძლისი, ღირსების შემლახავი. საჭიროა სასწრაფოდ განსახლება – ომბუდსმენი სოციალურ სახლებზე
საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა დაადგინა, რომ ოზურგეთის, ქუთაისისა და გორის უსახლკარო პირთა სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა სოციალური საცხოვრისები თებერვლისა და მარტის თვეში შეამოწმა. ოზურგეთისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა …
რა დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს ძლიერი მენსტრუალური ტკივილი – ექიმის რჩევები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ენდომეტრიოზის დიაგნოზს ყოველ მე-10 ქალს უსვამენ რეპროდუქციულ ასაკში. ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა ფენა) მსგავსი ქსოვილი, ენდომეტრიუმი, იზრდება საშვილოსნოს გარეთ. მას შეუძლია ძლიერი ტკივილის გამოწვევა, განსაკუთრებით მენსტრუაციის პერიოდში, შეიძლება განვითარდეს უნაყოფობის პრობლემები. ამჟამად, ენდომეტრიოზის განკურნება არ ხდება, თუმცა არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც მიმართულია სიმპტომების კონტროლზე. ბათუმის სამედიცინო ცენტრის …
Continue reading “რა დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს ძლიერი მენსტრუალური ტკივილი – ექიმის რჩევები”
როგორ დავეხმაროთ ჩვილ ბავშვს დაძინებაში? – გერმანელი ექიმის რჩევები
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ახალშობილს მოუსვენრად სძინავს? როგორ გავიგოთ, ახალშობილს სცხელა თუ სცივა? რა დაეხმარება ბავშვს სწრაფად ჩაძინებაში? – ამ და სხვა შეკითხვებს გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ექიმი მაინის ფრანკფურტიდან, ნარგეს პოიანი პასუხობს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს. რა მიუთითებს ახალშობილის ძილის დარღვევაზე? ჩვილის ცხოვრების პირველ წელს ძილის დარღვევაზე საუბარი ადრეა, რადგან არ …
Continue reading “როგორ დავეხმაროთ ჩვილ ბავშვს დაძინებაში? – გერმანელი ექიმის რჩევები”
აჭარაში სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა
სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 198 900 ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერვისით დამატებით 50 ბენეფიციარი ისარგებლებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯამში, წელს პროგრამა 450 სმენადაქვითებულ პირზეა გათვლილი, უკვე გაცემულია 380 სმენის აპარატი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზურაბ თენიეშვილის თქმით, პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა მაღaლმა მომართვიანობამ განაპირობა. „მოსახლეობის მომართვიანობის გამო სამინისტრომ პროგრამის ბიუჯეტი …
Continue reading “აჭარაში სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა”
ვის შეუძლია ისარგებლოს უშვილობის მკურნალობის პროგრამით – კრიტერიუმები დაზუსტდა
დღეს, 28 ივნისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის კრიტერიუმები დაასახელეს. ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება, წელს, ივლისიდან, პილოტურ რეჟიმში დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. ბენეფიციარებს წარმოადგენენ 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო …
Continue reading “ვის შეუძლია ისარგებლოს უშვილობის მკურნალობის პროგრამით – კრიტერიუმები დაზუსტდა”
ბრიტანელმა მეცნიერებმა კომპიუტერს ალცჰაიმერის დიაგნოსტიკა ასწავლეს – BBC
ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტიკა ძალიან რთული პროცესია – განსაკუთრებით დაავადების ადრეულ ეტაპზე, როდესაც პაციენტისთვის დახმარების გაწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ ბოლო დრომდე. თუმცა, BBC წერს ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ, რომელმაც აჩვენა, რომ ამ დაავადების საკმაოდ ზუსტად დიაგნოსტირება შესაძლებელია თავის ტვინის მაგრნიტორეზონანსული ტომოგრაფიის [MRI] შედეგების საფუძველზე. „ოღონდ, ერთი მნიშვნელოვანი პირობით: მიღებული სურათები …
Continue reading “ბრიტანელმა მეცნიერებმა კომპიუტერს ალცჰაიმერის დიაგნოსტიკა ასწავლეს – BBC”
რა არის ვიტილიგო და როგორ მკურნალობენ მას – ექიმის რჩევები
ვიტილიგო დაავადებაა, რომლის დროსაც კანი ფრაგმენტულად უფერულდება, გაუფერულებული კერები კი, როგორც წესი, დროთა განმავლობაში იზრდება. კლინიკა „კანის“ ექიმი, ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ექიმისთვის დროულად მიმართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახალგაჩენილ კერებზე პიგმენტის დაბრუნება უფრო ადვილია. ქალბატონო თათია, რა არის ვიტილიგო? ვიტილიგო კანის დაავადებაა, რომელიც განპირობებულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით. ამ დროს წარმოიქმნება დეპიგმენტური ანუ …
Continue reading “რა არის ვიტილიგო და როგორ მკურნალობენ მას – ექიმის რჩევები”
ჯანმოს აპლიკაცია ულტრაიისფერი გამოსხივების დონეს გიჩვენებთ
იცოდით, რომ ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების დონე მოღრუბლულ და წვიმიან ამინდებშიც შესაძლოა მაღალი იყოს? მაგალითად დღეს, 22 ივნისს, ბათუმის ტერიტორიაზე შუადღის 16:20 წუთამდე მზისგან დამცავის ტარებაა რეკომენდებული. ინფორმაციას ამის შესახებ ახალი აპლიკაციიდან შეიტყობთ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამამ (UNEP) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) შექმნეს. მობილური ტელეფონების ახალი აპლიკაცია …
Continue reading “ჯანმოს აპლიკაცია ულტრაიისფერი გამოსხივების დონეს გიჩვენებთ”
დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის CGM-ის მისაღებად რეგისტრაცია იწყება
შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1-ის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორების [CGM] მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისს დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ კომპლექტი უკვე შეიძინა და ის ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა. მსურველებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემისა და სენსორების მისაღებად რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში უნდა გაიარონ. ბათუმში ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ოფისი …
Continue reading “დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის CGM-ის მისაღებად რეგისტრაცია იწყება”
რა მიანიშნებს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობაზე – ექიმის რჩევები
კალციუმის ჯანსაღი დონე ორგანიზმში აუცილებელია ძლიერი ძვლების საშენებლად და შემდეგ მათ შესანარჩუნებლად. კალციუმი ასევე აუცილებელია გულის, კუნთებისა და ნერვული გამტარებლობის სწორად ფუნქციონირებისთვის. დეფიციტის დროს ორგანიზმი კალციუმს ძვლებისგან სესხულობს, ეს კი საბოლოოდ ძვლებს ფიტავს და სხვა სირთულეებს იწვევს. „ბუნებამ ისე მოაწყო ორგანიზმი, რომ ყოველთვის, როცა კალციუმის დეფიციტია, მას ძვლისგან იღებს, რათა გამოიყენოს ის მისთვის აუცილებელ საერთო …
Continue reading “რა მიანიშნებს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობაზე – ექიმის რჩევები”
ჯანმო მაიმუნის ყვავილის გამო საგანგებო სხდომას იწვევს – ვირუსი 40 ქვეყანაში დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 23 ივნისს აპირებს მოიწვიოს საგანგებო კომიტეტის სხდომა, რათა შეაფასოს არის თუ არა მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მსოფლიო მასშტაბით მატება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დარგში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი. გლობალური განგაშის უმაღლესი დონე მსოფლიოში ამჟამად ეხება მხოლოდ COVID-19 პანდემიასა და პოლიომიელიტს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 15 ივნისს, მაიმუნის ყვავილის …
როგორ მოვუაროთ ამოღებული კბილის ჭრილობას და რა მიგვანიშნებს გართულებაზე
როგორ უნდა მოვუაროთ ჭრილობას კბილის ამოღების შემდეგ? სიფრთხილის რა ზომების დაცვაა საჭირო? – კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე განმარტავს, რომ რეაბილიტაციის პროცესში, ჭრილობის დაინფიცირებისგან დასაცავად, აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების სწორად შესრულება. მას ვესაუბრეთ თემაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ კბილის ამოღების შემდეგ. ბატონო თენგიზ, რა დროა საჭირო კბილის ამოღების შემდეგ ჭრილობის შესახორცებლად? ღრძილის პირველადი დახურვა, როცა ვიზუალურად …
Continue reading “როგორ მოვუაროთ ამოღებული კბილის ჭრილობას და რა მიგვანიშნებს გართულებაზე”
კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტები პრეპარატებს უფასოდ მიიღებენ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სპინალურ – კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტი ძვირადღირებულ პრეპარატს უფასოდ მიღებს. „ბენეფიციარების უმეტესობისთვის დაავადების მედიკამენტური მკურნალობა, მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. სპინალურ – კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს. მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და …
Continue reading “კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტები პრეპარატებს უფასოდ მიიღებენ”
საქართველოში ექვს წელში C ჰეპატიტი 96 000 ადამიანს დაუდასტურდა, იმკურნალა – 78 000-მა
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ამოქმედებიდან [2015 წელი] დღემდე C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდა 2.3 მილიონზე მეტ ადამიანს. მათგან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა. თუმცა მონაცემების მიხედვით მკურნალობა ჩაიტარა 78 000-მა ადამიანმა. პროგრამის ანგარიშის მიხედვით განკურნების მაჩვენებელმა 98.8% შეადგინა. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა და დღემდე ამერიკის …
რა იწვევს კიდურების შეშუპებას და როგორ ავიცილოთ ლიმფედემა
ლიმფედემა ნიშნავს ცილებით მდიდარი სითხის დაგროვებით გამოწვეულ შეშუპებას, რომელიც ჩვეულებრივ გაედინება სხეულის ლიმფური სისტემის მეშვეობით. ლიმფედემა ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებს აზიანებს. დაავადების მძიმე შემთხვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაზიანებული კიდურის გადაადგილების უნარზე, გაზარდოს კანის ინფექციებისა და სეფსისის რისკი და გამოიწვიოს კანის ქსოვილის ცვლილებები და რღვევაც კი. ბათუმის სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგის, თემურ რუაძის თქმით, ვინაიდან ლიმფედემა …
Continue reading “რა იწვევს კიდურების შეშუპებას და როგორ ავიცილოთ ლიმფედემა”
ქცევები, რითაც შეიძლება ბავშვის შფოთვის ამოცნობა – იუნისეფი
ბავშვებს განსხვავებული რეაქცია აქვთ გარემოში არსებულ არასასურველ მოვლენებზე, თუმცა დისტრესის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება არც თუ ისე აშკარა იყოს. საქმე ის არის, რომ პრობლემების სახელდება და დახმარების მისაღებად მათზე საუბარი ბავშვებისთვის კი არა, ხშირად უფროსებისთვისაც დიდი პრობლემაა. ამას ისიც ართულებს, რომ კულტურა დიდ გავლენას ახდენს ემოციების გამოხატვის გზებზე. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში არ არის მიზანშეწონილი ისეთი ძლიერი …
Continue reading “ქცევები, რითაც შეიძლება ბავშვის შფოთვის ამოცნობა – იუნისეფი”
დიაბეტის მქონე ბავშვები დაავადების მართვის სერვისებს აჭარაშიც მიიღებენ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიაბეტის მქონე ბავშვები დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას უკვე ბათუმშიც შეძლებენ. სამინისტროს ცნობით, დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა ბათუმში შესაძლებელია ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში (აეროპორტის გზატკეცილი 64). ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას: • საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა: • გლუკომეტრი; • სისხლში გლუკოზის …
Continue reading “დიაბეტის მქონე ბავშვები დაავადების მართვის სერვისებს აჭარაშიც მიიღებენ”
საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირად გამოყენება – ექიმის რჩევები
ტკივილს და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს ხშირად მკურნალობენ ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირი გამოყენება? ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგულარულად იყენებს თავის, მენსტრუალური ან სხვა, ქრონიკული ტკივილის დროს, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იგივე ანალგეტიკებია. ამ ჯგუფში შედის, მაგალითად: პარაცეტამოლი, ასპირინი, იბუპროფენი, კეტონალი, ნიმესილი და სხვა. კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი, ნევროლოგი ნინო ფილია ამბობს, …
Continue reading “საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირად გამოყენება – ექიმის რჩევები”
რამდენად ეფექტურია და რა რისკები ახლავს კუჭის დაპატარავების ოპერაციას
კუჭის დაპატარავების და სხვა ოპერაციები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია, როგორც ბარიატრიული ქირურგია, გულისხმობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცვლილებების შეტანას ჭარბი წონის დასაკლებად. ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც დიეტა და ვარჯიში არ მუშაობს ან როდესაც ჭარბი წონის გამო ადამიანს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნება. ამ თემაზე „ბათუმელები“ კლინიკა „ავერსის“ ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის სამსახურის კოორდინატორს, კახაბერ ხაჭაპურიძეს ესაუბრა. ბატონო …
Continue reading “რამდენად ეფექტურია და რა რისკები ახლავს კუჭის დაპატარავების ოპერაციას”
რა დარღვევები აღმოაჩინეს მდინარე ბარცხანასთან არსებულ ფარმაცევტულ საწარმოში
ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდინარე ბარცხანამ მინიმუმ ორჯერ მიიღო ლილისფერი. მდინარის დაბინძურების მიზეზის დასადგენად „ბათუმელები“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, რის შემდეგაც უწყების რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩისა და მდინარე ბარცხანის დასახლების მიმდებარედ განთავსებული საწარმოები გადაამოწმეს. ვინაიდან, ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურებას უკავშირებდა მიმდებარედ განთავსებულ ზეთის საწარმოსა და ფარმაცევტული საწარმოს საქმიანობას, დეპარტამენტმა ეს ორი საწარმო შეამოწმა. …
Continue reading “რა დარღვევები აღმოაჩინეს მდინარე ბარცხანასთან არსებულ ფარმაცევტულ საწარმოში”
როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ
ლუდომანიას, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქცევითი ადიქციის კატეგორიას მიაკუთვნებს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გემბლინგის სფერო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მართალია ის უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ აზიანებს, მაგრამ ახასიათებს ძალიან მძიმე სოციალური შედეგები, ოჯახური კონფლიქტების, ფინანსური პრობლემების, დეპრესიის და ზოგჯერ კრიმინალური ქცევის სახითაც კი. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თერაპიას საქართველოში რამდენიმე ცენტრი ახორციელებს. ერთ-ერთი …
Continue reading “როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ”
აქვთ თუ არა მაიმუნის ყვავილის მიმართ იმუნიტეტი ჩუტყვავილას ვაქცინით აცრილ ადამიანებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა 15 ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს დაავადება არ არის ენდემური. ამ ქვეყნებს შორის არის: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრალია, კანადა და შეერთებული შტატები. ჯანმოს უახლესი ანგარიშის მიხედვით, მაიმუნის ყვავილის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების იდენტიფიცირება ენდემურ არეალთან პირდაპირი მოგზაურობის გარეშე უაღრესად უჩვეულო მოვლენაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, …
ჯანმოს ევროპის ოფისი მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ იუწყება
ჯანმოს ევროპის ოფისი იშვიათი ვირუსული დაავადების, მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ იუწყება. გაფრთხილება ჯანმოს ევროპის ოფისმა დღეს, 19 მაისს, გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებთან ერთად, დაავადების პირველი შემთხვევა აშშ-მაც დაადასტურა. დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) მიერ 7 მაისს. ვირუსი სავარაუდოდ იმპორტირებული იყო სხვა ქვეყნიდან. 2022 წლის 14 მაისს დიდ ბრიტანეთში …
Continue reading “ჯანმოს ევროპის ოფისი მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ იუწყება”
„აქ სიკვდილი ხშირად აშორებს წყვილებს“ – მარიუპოლის მცველი ქალი
მარიუპოლის მცველი ვალერია, იგივე ნავა და უკრაინელი მესაზღვრე ანდრეი აზოვსტალში დაქორწინდნენ. თუმცა, ქორწინებიდან სამი დღის შემდეგ ანდრეი რუს სამხედროებთან ბრძოლის შედეგად დაიღუპა. ვალერია მათი სიყვარულის ამაღელვებელ ისტორიას ჰყვება ვიდეოში, რომელიც აზოვსტალშია ჩაწერილი. ისინი პირველად მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ვალერია (ნავა) სასაზღვრო რაზმში მსახურობდა. “დონეცკის სასაზღვრო რაზმში ვმსახურობდი. მაშინ მეთაურის თანაშემწე ვიყავი, პრესსამსახურის უფროსი. ჟურნალისტებთან ვმუშაობდი …
Continue reading ” „აქ სიკვდილი ხშირად აშორებს წყვილებს“ – მარიუპოლის მცველი ქალი”
თურქული მედიკამენტების შემოტანამდე იგივე წამლები ქართულ აფთიაქებში 35 მილიონით მეტი დაჯდებოდა
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 100 000-ზე მეტმა ადამიანმა იყიდა, რაშიც 15 მილიონი ლარი გადაიხადეს. ძველი ფასებით კი, ამავე მედიკამენტებში 35 მილიონი ლარით მეტი – 50 მილიონი ლარის გადახდა უწევდათ. „მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები …
ესპანეთში მენსტრუალური შვებულების უფლება დაწესდა
გეგმის მიხედვით, რომელსაც ესპანეთის მთავრობა მომავალ კვირას დაამტკიცებს, ქალებს, რომლებსაც აწუხებთ ძლიერი მენსტრუალური ტკივილი, უფლება ექნებათ ჰქონდეთ თვეში სამ დღემდე ვადით შვებულება. „ტელეგრაფი“ წერს, რომ რეფორმის მიღების შემდეგ ესპანეთი გახდება პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც შესთავაზებს დასაქმებულებს მენსტრუალური შვებულების უფლებას. ამჟამად მენსტრუალურ შვებულებას იძლევიან მხოლოდ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორისაა: იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდონეზია და ზამბია …
Continue reading “ესპანეთში მენსტრუალური შვებულების უფლება დაწესდა”
პაციენტების სამედიცინო საქმეები ქაღალდიდან ციფრულზე გადავა
დღეს, 11 მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სამინისტრო ჯანდაცვის სერვისების სრულ გაციფრულებას გეგმავს, რის შედეგადაც კლინიკებში პაციენტების სამედიცინო ისტორიები ქაღალდიდან ელექტრონულ სივრცეში გადავა. „პრიორიტეტი გვაქვს მინიჭებული ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერის სისტემის განვითარებისთვის. აღნიშნული ელექტრონული სისტემა საშუალებას მოგვცემს პაციენტის სამედიცინო ისტორიები, ქაღალდმატარებლიდან გადავიდეს ერთიან, დაცულ ელექტრონულ სივრცეში. მკურნალ ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა საჭიროების …
Continue reading “პაციენტების სამედიცინო საქმეები ქაღალდიდან ციფრულზე გადავა”