„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, 11 მაისს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) რეფორმის გზამკვლევის ძირითადი ეტაპები 2022-2025 წლებს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში 2022 წლის …
Category Archives: ჯანმრთელობა
რატომ უვითარდებათ მოზარდებს აკნე და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები
აკნე კანის ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა ასაკში ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს, თუმცა ყველაზე ხშირად [95%] ის მოზარდებსა და ახალგაზრდებშია გავრცელებული. აკნე ვლინდება სხვადასხვა სახის გამონაყრის სახით: შავი წერტილები, თეთრი წერტილები, მუწუკები ან ცისტები. დერმატოლოგ მანანა ამაღლობლის განმარტებით, მოზარდობის პერიოდში აკნეს მიზეზი ძირითადად ჰორმონალური ცვლილებებია და როგორც წესი, აკნე თითქმის მთლიანად ქრება მოზარდობის პერიოდის შემდეგ, თუმცა …
Continue reading “რატომ უვითარდებათ მოზარდებს აკნე და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები”
გაიყიდა ქინდერის პარტია, რომელშიც შესაძლოა სალმონელა იყო – გაიგეთ, რომელ პროდუქტზეა საუბარი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სალმონელას საფრთხის გამო, საქართველოში იმპორტირებული „ქინდერის“ 472 კილოგრამი საეჭვო პარტია დალუქა, თუმცა პროდუქციის ნაწილი საქართველოს ბაზარზე მაინც მოხვდა და გაიყიდა კიდეც. სააგენტომ დღეს, 6 მაისს, მოსახლეობას მოუწოდა, არ შეიძინონ და თუ უკვე შეიძინეს, არ გამოიყენონ „ქინდერის“ კონკრეტული პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია. ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით …
უკრაინაში კიბოთი დაავადებულთა მკურნალობა შეჩერებულია – ზელენსკი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ომის გამო კიბოთი დაავადებულთა მკურნალობა მთლიანად შეჩერებულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს სპეციალური მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო უკრაინაში ჯანდაცვის სისტემა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მისივე თქმით, დღემდე რუსეთის ჯარებმა უკრაინაში გაანადგურეს ან დააზიანეს 400-მდე სამედიცინო დაწესებულება: საავადმყოფოები, სამშობიაროები, კლინიკები. „ჩვენს ქვეყანაში ამჟამად არ არსებობს …
Continue reading “უკრაინაში კიბოთი დაავადებულთა მკურნალობა შეჩერებულია – ზელენსკი”
უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტით 14 ქვეყანაში 200-მდე ბავშვი დაავადდა – ჯანმო
ბოლო ორ კვირაში მსოფლიოს მასშტაბით 14 ქვეყანაში ბავშვებში უცხო წარმოშობის, მწვავე ჰეპატიტის შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. „გარდიანის“ ცნობით, ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ბავშვებში დაუდგენელი გენეზის მწვავე ჰეპატიტის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 140 – ევროპაში, ძირითადად დიდ ბრიტანეთში (110 შემთხვევა). დანარჩენი შემთხვევები დადასტურდა ისრაელსა და შეერთებულ შტატებში. 23 აპრილს გაეროს ჯანდაცვის …
Continue reading “უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტით 14 ქვეყანაში 200-მდე ბავშვი დაავადდა – ჯანმო”
ბათუმის 94 სტომატოლოგიურ კლინიკაში სტერილობაზე დარღვევები არ გამოვლინდა
ბათუმში ასამდე სტომატოლოგიურ კაბინეტში სამუშაო ინსტრუმენტების სტერილობის შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. უწყების სანიტარული ზედამხედველობის განყოფილებამ ბათუმში 94 სტომატოლოგიური კაბინეტის გეგმური მონიტორინგი ჩაატარა. მუნიციპალური ინსპექცია დაწესებულებებს გეგმურად, წელიწადში 2-ჯერ ამოწმებს. მათივე ცნობით, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ მეშვეობით ინსტრუმენტების სტერილობაზე 106 ნიმუში იქნა აღებული – არც …
Continue reading “ბათუმის 94 სტომატოლოგიურ კლინიკაში სტერილობაზე დარღვევები არ გამოვლინდა”
რამდენიმე კლინიკაში ინფექციის კონტროლის კუთხით სავალალო მდგომარეობაა – ჯანდაცვის მინისტრი
დღეს, 26 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყო და აღნიშნა, რომ მონიტორინგისას საქართველოს კლინიკებში გამოიკვეთა სისტემური პრობლემები, ასევე სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით. „მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო, კოვიდის პერიოდში, სრულად უზრუნველყოფდა, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, ნებისმიერი პაციენტის მკურნალობის თანხების ანაზღაურებას. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, უკვე იკვეთება …
შეშუპებული და გაწითლებული სახსრები ბურსიტის სიმპტომია – ექიმის რჩევები
ბურსიტი სასახსრე ჩანთის, იგივე ბურსას ანთებაა. ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ყაველაშვილი ამბობს, რომ ბურსიტი პროფესიულ დაავადებად მიიჩნევა, შესაბამისად ის ხშირად უვითარდებათ ადამიანებს, რომელთაც ხშირად უწევთ ისეთი განმეორებითი მოძრაობები ან ისეთ პოზიციებში გაჩერება, რის შედეგად ხდება ზეწოლა სახსრის გარშემო არსებულ ბურსებზე. ბურსა არის დახურული, სითხით სავსე ტომარა, რომელიც ამცირებს ხახუნს სხეულის ქსოვილებს შორის. ძირითადი ბურსა განლაგებულია მყესების …
Continue reading “შეშუპებული და გაწითლებული სახსრები ბურსიტის სიმპტომია – ექიმის რჩევები”
უკრაინაში 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო
გაეროს ცნობით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 17 აპრილის შუაღამემდე, უკრაინაში 2072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2818 დაშავდა. დაღუპულთა შორის არის 537 კაცი და 327 ქალი, ასევე არიან ბავშვები – 38 გოგონა და 60 ბიჭი. გაერო იუწყება კიდევ 1039 ზრდასრულისა და 71 ბავშვის დაღუპვის შესახებ, რომელთა სქესი უცნობია. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი …
Continue reading “უკრაინაში 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო”
აჭარის სოფლები, სადაც 19 აპრილს დენი გაითიშება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს აბონენტების ნაწილს. ხელვაჩაურში ელექტროენერია გაითიშება 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით შემდეგ სოფლებში: ფერია, მნათობი, განთიადი, კაპრეშუმი, წინსვლა და მიმდებარე სოფლები. დენი ასევე გაითიშება ურეხისა და მახინჯაურის დასახლებების ნაწილში. ქობულეთში ელექტროენერია მონაცვლეობით გაითიშება 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში შემდეგ სოფლებში: …
Continue reading “აჭარის სოფლები, სადაც 19 აპრილს დენი გაითიშება”
ათასზე მეტი გერმანელი ექიმი მზად არის უკრაინაში იმუშაოს
გერმანიის სამედიცინო ასოციაციამ დაიწყო იმ ექიმების განაცხადების მიღება, რომლებიც მზად არიან უკრაინაში იმუშაონ. ორგანიზაციამ უკვე მიიღო 1100-ზე მეტი განაცხადი. 1100-ზე მეტმა ექიმმა განაცხადა, რომ მზად არის დაზარალებულებისთვის დახმარების გასაწევად უკრაინაში ან მის მეზობელ ქვეყნებში წავიდეს – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. „ეს რიცხვი აჩვენებს, თუ რამდენად დიდია სამედიცინო მუშაკების სოლიდარობა უკრაინის მოქალაქეების მიმართ,“ – ამბობს …
Continue reading “ათასზე მეტი გერმანელი ექიმი მზად არის უკრაინაში იმუშაოს”
1251 ხანდაზმული გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათი უმრავლესობა ქალია
შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 1 251 ადამიანი, მათგან 378 კაცი და 873 ქალი. 2022 წლის იანვარ-თებერვალში კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 27 კაცი და 64 ქალი. ხანდაზმულებზე ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს, იგი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე სექსუალურ, ფსიქოლოგიურ/ემოციურ ძალადობას; ასევე ეკონომიკურ …
Continue reading “1251 ხანდაზმული გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათი უმრავლესობა ქალია”
შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია – რას ამბობენ მკვლევრები
ევროკავშირის მიერ შავ ზღვაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის – EMBLAS-Plus-ის შედეგების მიხედვით, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. კვლევაში წერია, რომ შავ ზღვაში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის დაფიქსირება შემაშფოთებელია. საქმე ის არის, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის პროცესი, როცა ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო. …
თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები 7 სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „PSP“-ს, „იმპექსის“, „GPC”-ის, „ფარმსახლის“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი. თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში ახლდება. ამ დროისთვის ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 213 პრეპარატი აქვს დარეგისტრირებული, რომელთა ქვეყანაში შემოტანა ფარმაცევტულ კომპანიებს გამარტივებული წესით შეუძლიათ. თურქული …
Continue reading “თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები 7 სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი”
რას ამბობენ ბათუმის საბავშვო ბაღების ფსიქოლოგები – გაჯეტებით შეფერხებული განვითარება
დღეს ბავშვებმა ციფრული მედიის გამოყენება შეიძლება სიარულის დაწყებამდე ისწავლონ. ეს მშობლებში განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს, თუმცა სპეციალისტები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ გაჯეტებთან ნაადრევი კონტაქტი და ციფრული მედიის ზედმეტი გამოყენება, საგრძნობლად აფერხებს ბავშვის როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ განვითარებას. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების სრული უმრავლესობა იზრდება ისეთ სახლებში, როგორც ტრადიციული ელექტრონული მედიით (ტელევიზია), ისე ახალი ინტერაქციული მედიით (გაჯეტები) – …
მეორე ჯგუფის რა მედიკამენტების შეძენაა შესაძლებელი ელექტრონული რეცეპტის გარეშე
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე, ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები, აუცილებლობის შემთხვევაში, ურეცეპტოდ გაიცემა. სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას აფთიაქებიდან ურეცეპტოდ შესაძლებელი იქნება კაპტოპრილის, დექსამეტაზონის, ეპინეფრინის, ფუროსემიდის, გლუკოზას, ინსულინის, სალბუტამოლის, ნიფედიპინის, ამიოკორდინის, ატროპინის, დიფენჰიდრამინის, გლიბენქლამიდის, მეტფორმინის, მეტოპროლოლის, პრედნიზოლონის, ნიტროგლიცერინის, ნალოქსონის …
Continue reading “მეორე ჯგუფის რა მედიკამენტების შეძენაა შესაძლებელი ელექტრონული რეცეპტის გარეშე”
15 აპრილს ბათუმში 50-ზე მეტ ქუჩაზე წყალი შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 აპრილს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება ბათუმის შემდეგ ქუჩებზე: გოგებაშვილის ქუჩა ე. ნინოშვილის ქუჩა საბაჟოს შესახვევი – #118 ქუთაისის ქუჩა ზ. გამსახურდიას ქუჩა ხულოს ქუჩა გენერალ მაზნიაშვილის ქუჩა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ს. ჟღენტის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩა კ. მარჯანიშვილის ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩა დ. თავდადებულის …
Continue reading “15 აპრილს ბათუმში 50-ზე მეტ ქუჩაზე წყალი შეწყდება”
საქართველოში გასული წლიდან დღემდე პროფესიული პასუხისმგებლობა 205 ექიმს დაეკისრა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2022 წელს, მარტის ჩათვლით, პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა 51 ექიმს, 2021 წელს კი – 154 ექიმს. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭო, პაციენტების მიმართვის საფუძველზე, ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს ექიმთა პროფესიული საქმიანობა. საბჭო განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან …
Continue reading “საქართველოში გასული წლიდან დღემდე პროფესიული პასუხისმგებლობა 205 ექიმს დაეკისრა”
პაპილომავირუსის ვაქცინის 1 დოზაც ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ – ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ცნობით, ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ერთჯერადი ვაქცინა ახლა უკვე უზრუნველყოფს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან მყარ დაცვას. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, რეკომენდებულია ვაქცინის ორი ან სამი დოზის გაკეთება, მაგრამ იმუნიზაციის საკითხებში ჯანმოს სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის [SAGE] განცხადებით, მტკიცებულებამ აჩვენა, რომ ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტურია. ჯანმოს ექსპერტების თქმით, ეს მტკიცებულება ბოლო წლებში …
რა არის აუტიზმი ASD | მშობლების გზამკვლევი
აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აუტიზმის, აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) შესახებ მრავალი კითხვა არსებობს. რით ხასიათდება აღნიშნული მდგომარეობა და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ჩვენს ახლობელს ASD დაუდგინდა. ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ თერაპევტები მარიამ ათაბაგი და ნინო დოლიძე ისაუბრებენ აუტიზმის შესახებ: რა არის აუტიზმი / აუტისტური სპექტრი? მარიამ ათაბაგი: აუტისტური სპექტრის აშლილობა, იგივე ეი-ეს-დი …
Continue reading “რა არის აუტიზმი ASD | მშობლების გზამკვლევი”
როგორ მიიღებენ შშმ პირები დახმარებას მაისიდან – სტატუსი კიდევ 1 თვე შეუნარჩუნდებათ
იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სტატუსის მორიგი გადამოწმების და/ან მოქმედების დასრულების ვადად [შესაბამისი დოკუმენტებით] განსაზღვრული იყო 2020 წლის პირველი დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, ეს სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2022 წლის პირველ მაისამდე. შშმ პირები, რომელთა სტატუსიც გადამოწმებას ექვემდებარება, აპრილის თვეშიც მიიღებენ სახელმწიფოსგან შესაბამისად დახმარებას. იმისათვის, რომ დახმარება მაისში და …
ვინ და როგორ ისარგებლებს უშვილობის მკურნალობის პროგრამით აჭარაში – ინტერვიუ
აჭარაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება. პროგრამა წელს ივლისის თვიდან პილოტურ რეჟიმში დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალო საბაზრო ფასი დღეს დაახლოებით 10 000 ლარია. ამ სერვისს საქართველოში არც ერთი სადაზღვევო პაკეტი არ ანაზღაურებს. როგორ იმუშავებს ახალი პროგრამა? – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის …
Continue reading “ვინ და როგორ ისარგებლებს უშვილობის მკურნალობის პროგრამით აჭარაში – ინტერვიუ”
აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკას და მკურნალობას დავაფინანსებთ – რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 29 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამუშავდება, რომლის ფარგლებშიც უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება. რიჟვაძის თქმით, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ ამ მიმართულებისთვის დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყოფა. „ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას გვაქვს ახალი ინიციატივები, რომლებიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში …
Continue reading “აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკას და მკურნალობას დავაფინანსებთ – რიჟვაძე”
თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ჩამონათვალი 50-მდე გაიზარდა, მუშაობს ცხელი ხაზი
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ჩამონათვალი 50-მდე გაიზარდა. თუ მათი შეძენისას სააფთიაქო ქსელებში შეგექმნათ რაიმე ბარიერი ან ფარმაცევტული კომპანიისგან ვერ მიიღებთ ინფორმაციას მედიკამენტის სარეალიზაციო ადგილისა და ღირებულების შესახებ, უნდა დარეკოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1505. დღეის მონაცემებით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, რომელთა შეძენაც 60-80%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი, ხელმისაწვდომია სამ სააფთაქო ქსელში. აქედან …
შეამოწმეთ, შეგიძლიათ პირველადი დახმარების აღმოჩენა? | ტესტი
ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელი, მათ შორის უსიამოვნო შემთხვევებითაც, რომელთა შედეგად შესაძლოა გარშემომყოფებს ჯანმრთელობა დაუზიანდეთ. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სწორი და დროული პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ამის გაკეთება არასამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. შეამოწმეთ, შეგიძლიათ თუ არა პირველადი დახმარების აღმოჩენა? ტესტი დაფუძნებულია „წითელი ჯვრის“ პირველადი დახამარების სახელმძღვანელოზე.
უკრაინელი პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების ცხოვრება სარდაფებში | ფოტო
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკვე მე-20 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები, სკოლები, საავადმყოფოები. მაგალითად 9 მარტს რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო დაბომბა, შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და …
Continue reading “უკრაინელი პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების ცხოვრება სარდაფებში | ფოტო”
სად და რამდენი ხნით გაითიშება დენი აჭარაში 16 მარტს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ბათუმში, ქობულეთსა და ხულოში მცხოვრებ ქსელში ჩართულ აბონენტებს. ბათუმში – 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ურეხის დასახლებასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს. ქობულეთში – 11:00-დან 13:40 საათამდე დენი მონაცვლეობით გაითიშება ფიჭვნარისა და ჩოლოქის დასახლებების ნაწილში. ასევე, დავით აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე. ხულოში – …
Continue reading “სად და რამდენი ხნით გაითიშება დენი აჭარაში 16 მარტს”
რა წამლები გაიაფდა? – თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სია
მთავრობის განცხადებით, აპრილიდან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამ მედიკამენტების სია დაზუსტებული ჯერაც არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ამ ეტაპზე საქართველოში თურქეთიდან შემოტანილია 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა შეძენა „ფარმადეპოსა“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში 60-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. „ჩვენ საიდან ავიღეთ ეს 200 მედიკამენტი – გასული წლების …
Continue reading “რა წამლები გაიაფდა? – თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სია”
აპრილიდან მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ, ექიმი ვერ მიუთითებს ბრენდს – მინისტრი
აპრილიდან საქართველოში ექიმებს მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ ექიმი წამლის გამოწერისას ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. აზარაშვილის განმარტებით, ამ რეგულაციის მიზანია არ მოხდეს ექიმების მხრიდან მედიკამენტების მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით გამოწერა. აზარაშვილის თქმით, ეს რეგულაცია ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის სამოქმედო გეგმის ნაწილია, გეგმა …
შეწყდეს თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე – მიმართვა რუსეთის ხსენების გარეშე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნისეფი და UNFPA ერთიანი ძალებით მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმა უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე, თუმცა განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის. „დღეს ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა თავდასხმა უკრაინაში ჯანდაცვაზე. ამ საშინელი თავდასხმების შედეგად კვდებიან და სერიოზულ დაზიანებებს იღებენ პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები, ნადგურდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა და ათასობით ადამიანს ეზღუდება ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, …
Continue reading “შეწყდეს თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე – მიმართვა რუსეთის ხსენების გარეშე”
უკრაინის დაზვერვა: პუტინი ტერაქტს ამზადებს ჩერნობილის ატომურ სადგურზე
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, პუტინი ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა. „რუსეთის მიერ კონტროლირებადი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იგეგმება ადამიანის ჩარევით კატასტროფის შექმნა, რომელზეც ოკუპანტები შეეცდებიან პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ“, – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. #DIUinforms‼ Putin is preparing a terrorist attack on …
Continue reading “უკრაინის დაზვერვა: პუტინი ტერაქტს ამზადებს ჩერნობილის ატომურ სადგურზე”
რუსეთში მოსახლეობა წამლებს იმარაგებს – მედია
რუსული მედია წერს, რომ რუსეთში, აფთიაქებში, წამლებზე „აჟიოტაჟური მოთხოვნაა“. მიუხედავად რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებისა, რომ უცხოური ფარმაცევტული კომპანიები აგრძელებენ რუსეთისთვის მედიკამენტების მიწოდებას, მოსახლეობა მედიკამენტებს იმარაგებს – „იღებენ პირდაპირ ხუთ-ათ შეფუთვას” – წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“. გამოცემის ცნობით, ევროპული წარმოების ინსულინი და ნაწლავის ანთებითი დაავადების სამკურნალო აბები ზოგიერთ ქალაქში აღარ არის ხელმისაწვდომი. „ფარმაცევტები ამბობენ, რომ საწყობებში …
Continue reading “რუსეთში მოსახლეობა წამლებს იმარაგებს – მედია”
ჯანმო: უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის მარაგი იწურება
უკრაინაში იწურება სამედიცინო ჟანგბადის მარაგი, რომელიც აუცილებელია მძიმე პაციენტებისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 27 თებერვალს, კვირას, სპეციალური განცხადება გაავრცელა. „უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის ხელმისაწვდომობა ძალიან საშიშ წერტილს უახლოვდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქ კიევში, სატვირთო მანქანებს არ შეუძლიათ ჟანგბადის გადატანა ქარხნებიდან საავადმყოფოებში. საავადმყოფოების უმრავლესობაში ჟანგბადის მარაგები შესაძლოა 24 საათში ამოიწუროს. ზოგიერთ სტაციონარში ჟანგბადი უკვე …
Continue reading “ჯანმო: უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის მარაგი იწურება”
უკრაინელები სპეციალური ვებგვერდით თავშესაფარს სთავაზობენ მათ, ვისაც ეს სჭირდება
უკრაინის მთავრობამ დღეს, 25 თებერვალს, სპეციალური ვებგვერდი აამუშავა, რომლითაც უკრაინელებს შეუძლიათ თავშესაფარი შესთავაზონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონებში ცხოვრობენ. „ათასობით ადამიანის სწრაფი ევაკუაცია ხდება უფრო უსაფრთხო რეგიონებში. მათ უმრავლესობას არ აქვს სივრცე, სადაც ამ რთულ პერიოდს გადაიტანენ. დღეს ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და ერთიანები. თუ თქვენ გაქვთ სივრცე, სადაც მზად ხართ შეიფაროთ …
Continue reading “უკრაინელები სპეციალური ვებგვერდით თავშესაფარს სთავაზობენ მათ, ვისაც ეს სჭირდება”
მარტიდან II ჯგუფის მედიკამენტებს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერენ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილებით, ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის პირველი მარტიდან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით. ექიმი ასევე ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი. მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, დანიშნულების გაცემის შემთხვევაში. მეორე ჯგუფს …
Continue reading “მარტიდან II ჯგუფის მედიკამენტებს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერენ”
საშიშია თუ არა მუდმივად 37 C ტემპერატურა – ექიმის რჩევები
ბოლო 2 წელია ცხელება, ძირითადად, პანდემიის კონტექსტში გვესმის. სხეულის ტემპერატურის მატება ორგანიზმში ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. თავად ცხელება ზოგადად უვნებელია, ის უფრო დამხმარე მოვლენაა და ჩვეულებრივ არ სჭირდება მკურნალობა. სხეულის ნორმალური ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს 35,8 – 37,0 C-ს შორის, თუმცა იგი შესაძლოა განსხვავდებოდეს დროის ან თქვენი აქტივობის მიხედვით. რა ფაქტორები ზემოქმედებენ სხეულის ტემპერატურის ცვლაზე, რისი მანიშნებელი …
Continue reading “საშიშია თუ არა მუდმივად 37 C ტემპერატურა – ექიმის რჩევები”