რა უნდოდა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს მასწავლებლების კონფერენციაზე?

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მასწავლებლების კონფერენციაზე მივიდა. მან შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატებიც კი გადასცა და მათთან ფოტოები გადაიღო. შეხვედრა 2 ივლისს იყო, ამ ამბის ამსახველი კადრები კი ხულოს რესურსცენტრმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. ვინ მიიწვია მასწავლებლების შეხვედრაზე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი და იცოდნენ თუ არა ამის შესახებ წინასწარ კონფერენციის მონაწილეებმა? …

პედაგოგმა განათლების მინისტრს 41 ლარი გადაურიცხა – პროტესტი სახელფასო პოლიტიკას

განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, კიდევ ერთმა პედაგოგმა გადაურიცხა თანხა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა როლანდ შავაძემ, სიმბოლური „41“ ლარი გადაურიცხა განათლების მინისტრს და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკის მიმართ, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილს, ზრდის ნაცვლად, ხელფასები დააკლდათ. „განათლების მინისტრს სიმბოლურად „41“ ლარი გადავურიცხე. მინდა გაიაზროს, რომ ძალაუფლების სათავეში ყოფნის სანაცვლოდ …

ნორმალური შემოსავალი რომ მქონდეს, 3 სკოლაში ვმუშაობ და მგონია, რომ ზოგჯერ ძილშიც ვმუშაობ – პედაგოგი

„სამ სკოლაში ვმუშაობ იმისთვის, რომ შემოსავალი ნორმალური იყოს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კვირაში შვიდივე დღე ვმუშაობ და მგონია, რომ ზოგჯერ ძილშიც ვმუშაობ, რადგან იქაც მიმყვება ფიქრები“, – ამბობს გიორგი ლიპარიშვილი, რომელიც სახვითი და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის კერძო სკოლაში. ის წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია. „ბათუმელები“ პედაგოგს განათლებაში არსებულ პრობლემებსა და ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ესაუბრა, …

პედაგოგმა მინისტრს 157 ლარი დაუბრუნა – „თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას, ეს შემწეობა მივიღო“

დღეს, 9 ივლისს, საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა მიქავამ ახალი სახელფასო ფორმულის შედეგად მიღებული 157 ლარი საქართველოს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს უკან გადაურიცხა. „ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ეს შემწეობა მივიღო“- წერს ფეისბუქზე სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა და თანხის გადარიცხვის ქვითარსაც აქვეყნებს. საჯარო სკოლის მასწავლებელი ამ ფორმით აპროტესტებს განათლების სამინისტროს მიერ ამოქმედებულ ახალ …

მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები – ბათუმში დისკუსია გაიმართება

ბათუმში ხუთშაბათს, 11 ივლისს, დისკუსია გაიმართება თემაზე – „მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები“. შეხვედრაზე აჭარის საჯარო სკოლებიდან შეხვედრაზე მიწვეული მენტორი, წამყვანი და უფროსი მასწავლებლები ისაუბრებენ იმ ნაკლოვანებებსა და პრობლემებზე, რომელიც მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკას მოჰყვა. რა მოლოდინები გააჩინა განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებამ შრომის ანაზღაურების გაზრდაზე და რეალურად რა მიიღეს მასწავლებლებმა? როგორ იმოქმედებს სამინისტროს, ზოგადად, …

ეს გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას სკოლებში – დისკუსია ახალ სახელფასო ფორმულაზე | ვიდეო

„რატომ ვარ ამ დღეში მე, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ამ სისტემაში ვარ და მინდა განვვითარდე. ჩავაბარე ყველა გამოცდა, რაც სახელმწიფომ დამიწესა, წარვადგინე პროფესიული პორტფოლიო, ყველაფერი გავაკეთე, რაც კი ამ სქემის ფარგლებში მევალებოდა. და უცებ, ამ „სამართლიანი ფორმულით“, როგორც სამინისტროში უწოდეს, მე მაკლდება ხელფასი მომატების ნაცვლად“, – ამბობს დაწყებითი განათლების წამყვანი მასწავლებელი, მინდია ფუტკარაძე. რატომ გამოიწვია …

ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები დღეს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველ გამოცდაზე 9 ათასამდე აბიტურიენტი უნდა მისულიყო. ამავე წყაროს ცნობით, გამოცდაზე დაგვიანების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები აღჭურვილია კონდიცირების სისტემით. მეორე სესია 14:00 საათზე დაიწყება. ეროვნული გამოცდები 26 ივლისის …

ახალი მოდელით ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გამეზარდა – პედაგოგი

ნინო მელიქიშვილი დაბა კაზრეთში ინგლისურ და ფრანგულ ენებს ასწავლის. ახალი სახელფასო მოდელით მას ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გაეზარდა. ორი წლის შემდეგ კი ასე „გაზრდილ ხელფასსაც“ ვეღარ აიღებს, რადგან ახალი მოდელი ამ დანამატის გაუქმებას ითვალისწინებს. პედაგოგი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დარიგებული „საჩუქრების“ გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ის „ბათუმელებთან“ ახალი სახელფასო პოლიტიკის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს. ქალბატონი …

იცით რას ნიშნავს 25 საათი კვირაში? არ უნდა ამოისუნთქო – პედაგოგი სახელფასო პოლიტიკაზე

თბილისის 126-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნათია უჩავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის საუკეთესო ათეულის წევრია. „ბათუმელები“ პედაგოგს განათლებაში არსებულ პრობლემებსა და იმ იმედგაცრუებაზე ესაუბრა, რასაც დღეს პედაგოგების დიდი ნაწილი, სამინისტროსგან დაპირებული და არ შესრულებული ხელფასების ზრდის გამო განიცდის. ქალბატონო ნათია, დაწყებითი საფეხური ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში, ალბათ ამიტომაც არის, რომ პირველ ეტაპზე მშობლები დიდი …

დასახელდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

დღეს, 28 ივნისს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები გამოვლინდნენ. ათეულში მოხვდნენ შემდეგი პედაგოგები: ნუკრი კარკაძე – ბაღდათის პირველი საჯარო და როკითის სკოლის მუსიკის მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა მარღანია – სოფელ ვარციხის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მოსიაშვილი – საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის, …

14 წლის ევა ყარაბაღიდან: „ველი და მჯერა, რომ დავბრუნდებით“

ავტორი: იანა შახრამანიანი ფოტო: ემინ არისტაკესიანი   „არცახიდან ვარ, მარტუნინის რაიონის სოფელ ბერდაშენიდან“, – ასე გვეცნობა 14 წლის ევა. ევა ახლა ერევანში, აშოტ ნავასარდიანის სახელობის #196 სკოლის მერვე კლასში სწავლობს. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრისთვის სომხეთის სკოლებში არცახიდან [ყარაბაღიდან] იძულებით გადაადგილებული 17 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა. [ფოტო] ევა არუთუნიანი …

„ვწყვეტ ჩემს პროექტს“ – კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი რუსული კანონის გავლენაზე

„წელიწადში 250 გოგო იღებს ტექნოლოგიურ განათლებას და მონაწილეა ისეთი საერთაშორისო პროექტების, სადაც 60 ქვეყანაა წარმოდგენილი. აი, ასეთი ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდება. მეც ვეღარ გავაგრძელებ ამ პროექტებს, რადგან არავინ აპირებს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი დაიწეროს“- ამბობს ნანა დიხამინჯია, კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი, რომელიც ამ დროისთვის სან-ფრანცისკოში, სილიკონის ველზე მუშაობს. „ბათუმელების“ ნანა დიხამინჯიას განათლებაზე რუსული კანონით გამოწვეულ ნეგატიურ …

მახინჯაურის სკოლაში ცნობილი მოზაიკა გაანადგურეს

მახინჯაურის საჯარო სკოლაში ვაჟა ბჟალავასა და ზაურ წულაძის ცნობილი მოზაიკა დაანგრიეს, რომელიც სკოლის დამხმარე შენობაზე იყო განთავსებული.  მოზაიკა შეტანილი იყო ქართული მოზაიკის კატალოგში. ასევე მოხსენიებულია საბჭოთა მოზაიკის მკვლევრის, ნინი ფალავანდიშვილის წიგნშიც (საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში).  მოზაიკის განადგურების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს ორგანიზაციას Ribirabo Foundation-ს, რომელიც ქართული მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს იკვლევენ.   „ბათუმელები“ ქართული მოზაიკის მხარდაჭერისა …

რატომ არჩევენ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს გამარტივებული „კონკურსით“

 განათლების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით 68 რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსს ატარებს. ხვალ, 4 ივნისს, კონკურსის მეორე ეტაპი, ანუ გასაუბრება ჩატარდება.  კონკურსში მონაწილეობას იღებენ ამჟამინდელი ხელმძღვანელებიც.  აჭარაში ექვსი რესურსცენტრია. აქედან მხოლოდ ერთი – ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე აღარ აპირებს კონკურსში მონაწილეობას, სხვა დანარჩენი, კონკურსში მონაწილეობენ.  ედუარდ მიქელაძეს ვკითხეთ, თუ რატომ არ იღებს კონკურსში მონაწილეობას. მან „ბათუმელების“ …

აპირებს თუ არა ბსუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას

მას შემდეგ რაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, ბათუმში სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს ხელმოწერის უკან გამოთხოვა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, შეკრებილიყო აკადემიური საბჭო და ემსჯელათ რექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და მათთვის მიეცათ უფლება, დასწრებოდნენ …

დღეს მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს 20 მაისს, საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა მე-12 კლასელებისთვის. დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია მე-12 კლასელების „თეთრპერანგიანების მარში“ – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. ამით ახალგაზრდები გამოხატავენ თავიანთ მისწრაფებას და სურვილს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირი წევრი და ვერ შეძლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანა.

„სინდისმა შეგვაწუხა“ – ბათუმში სკოლის მოსწავლეები აქციას მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 14 მაისს, ბათუმი ოთხი სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ ბათუმის ცენტრალური პარკთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად. აქციაზე არიან პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლის და „ევრო2000“-ის მოსწავლეები. „გამოვდივართ, რომ გავაპროტესტოთ რუსული კანონი. ჩვენი სლოგანია სწავლა – ხალისით გზა ევროპისკენ და არა გზა მოსკოვისკენ. სინდისმა შეგვაწუხა, სირცხვილია ამ დროს სახლში რომ იყო“ – უთხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ „ბათუმელებს“. ბათუმის №1 …

ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ იწყებენ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით და აღარ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. 12 მაისი მონაცემებით, სტუდენტურ გაფიცვას ერთდებიან: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კავკასიის …

ამ კანონის მიღებით, შესაძლოა, შეწყდეს „ერაზმუს+“, როგორც ეს მოხდა რუსეთში – ბსუ-ს პროფესორი

9 მაისს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ევროპის დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ავრცელებს ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების გვერდზე. ღონისძიების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება …

რუსული კანონი დამღუპველია ქვეყნისთვის – ემიგრანტი მასწავლებელი

ავტორი: ვაკო გოგუაძე, მასწავლებელი ჩემს 15 წლიანი კარიერაში იყო ბევრი დაცემა, აღმავლობა, წარმატება, წარუმატებლობა და უპირობო მიზანი, ვყოფილიყავი კარგი პედაგოგი. ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის მოწვეული სპეციალისტი ვარ, პარალელურად სან-დიეგოს უნივერსიტეტისთვის სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობ. მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს საქართველოში და ყველა ახალგაზრდას გამოვუცხადო თანადგომა. რაც დღეს ხდება დაუჯერებელი რეალობაა, თუმცა ერთიანობა …

კოლეგები ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებენ – 500-ზე მეტი მასწავლებლის განცხადება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ. ლადო აფხაზავას რამდენიმე პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა 5 მაისს. იგივე პირები პედაგოგს დღესაც მიუვარდნენ საკუთარ ბინაში. „მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა. მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი …

გაიწვიეთ რუსული კანონი – საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიმართვა

„ნებისმიერი კანონი თუ კანონპროექტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, უნდა იყოს გაწვეული“ – აცხადებენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და ასევე იქ მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქართველები. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გაიწვიონ რუსული  კანონი. „ჩვენ, საფრანგეთის ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ვგმობთ მშვიდობიან მანიფესტანტთა ძალადობრივი …

ლანჩხუთში მე-12 კლასელებმა ბოლო ზარის ფულით 2 მიკროავტობუსი უქირავეს აქციაზე წამსვლელებს

გურიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩიბათის და ხაჯალიას საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარისთვის შეგროვებული თანხებით თბილისში, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე წამსვლელებისთვის ორი მიკროავტობუსი იქირავეს. „შეგროვებული თანხა რაც ჰქონდათ ბოლო ზარისთვის, ამ ფულით ორი მიკროავტობუსი უქირავეს წამსვლელებს. რამდენი შეგროვდა არ ვიცი, რადგან კონკრეტული თანხები მოსწავლეებს არ დაუსახელებიათ, მაგრამ როგორც მითხრეს, რაც ჰქონდათ შეგროვილი თანხა, ყველა მოახმარეს …

„დღეს ვარ სკოლაში“- მასწავლებლების ფლეშმობი „ოცნების“ კონტრაქციის წინააღმდეგ

„ამ დილით სკოლაში ვარ“ – წერს ფეისბუქში ირმა გორდელაძე, მასწავლებელი გურიიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებს და კოლეგებს მოუწოდებს, არ წავიდნენ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე. „ოცნების“ კონტრაქციაზე საჯარო მოხელეები და სკოლის პედაგოგები დღეს, 29 აპრილს წაიყვანეს სპეციალურად დაქირავებული ავტობუსებით. მასწავლებლების ნაწილმა უარი თქვა ანტიევროპულ მარშში მონაწილეობაზე და იმის ნიშნად, რომ ისინი დღეს გაკვეთილზე არიან …

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსულ მარშზე წავიდა

დღეს, 29 აპრილს, თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული საჯარო მოხელეები, მასწავლებლები და სხვადასხვა საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებული პირები, თბილისში, რუსულ მარშში მონაწილეობისთვის წაიყვანეს. რუსულ მარშზე დასასწრებად წავიდა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძეც, რომელიც ასევე აორგანიზებდა პედაგოგების წაყვანას ამ აქციაზე. „ბათუმელები“ გოჩა დავითაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ იღებს მონაწილეობას რუსულ მარშში. „მე შვებულებაში ვარ და მივდივარ, გამჭვირვალობას …

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს – პედაგოგები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის  შესახებ“ კანონპროექტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არაერთმა სკოლამ მიიღო უამრავი სიკეთე სხვადასხვა დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით. მასწავლებლებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია, მოსწავლეებს კი მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. კანონის მიღება ამ შესაძლებლობებს უქმნის საფრთხეს. …

რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ, რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს?! სერგო ორჯონიკიძესაც ჰყავდა მასწავლებელი, იმ სპეცრაზმელებსაც, წიხლით რომ სცემეს მასწავლებელი. იმ დეპუტატებსაც, ჩვენ რომ ავირჩიეთ. ნუთუ  მხოლოდ მასწავლებელია დამნაშავე? ახლა დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!“ …

„გაიწვიეთ ეს დამღუპველი კანონი“ – მეცნიერები და მკვლევრები რუსული კანონის წინააღმდეგ

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს გაიწვიონ რუსული კანონპროექტი. პეტიციის ტექსტი დღეს, 17 აპრილს გავრცელდა. „საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი მოგმართავთ მმართველ გუნდს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიოთ ეს სრულიად დამღუპველი და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ე.წ. „უცხოური …

„მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის“ – პეტიცია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ. პეტიცია დღეს, 12 აპრილს გავრცელდა, სადაც პედაგოგები საუბრობენ იმ საფრთხეზე, რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვება. „ხვალ უკვე შესაძლებლობა წართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი“ – წერენ პედაგოგები. „ბათუმელები“ გთავაზობთ პეტიციის ტექსტს უცვლელად: „14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 46 …

საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს – პედაგოგი რუსულ კანონზე

თბილისის 167-ე საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ქრისტინე ღონღაძე რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობს. მისი თქმით, საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ევროკავშირის წინააღმდეგ ავრცელებს. „ვინ გვიკრძალავდა ქართულად საუბარს, ვინ გვბომბავდა, ვინ ღობავს საქართველოს ტერიტორიას და იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს?“ – წერს პედაგოგი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში. „რამდენიმე დღეა ვცდილობ, რამე დავწერო რუსულ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ვწერ. არა …

„ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ – არა რუსეთს! კი ევროპას!“ – სტუდენტების აქცია ბათუმში

ბათუმელი სტუდენტების ჯგუფი 15 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას აანონსებს. „ბათუმელი სტუდენტები ისევ უნდა გავერთიანდეთ. ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენი აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რუსული კანონი გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს აღარ შემოიტანდა. ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით გაერთიანებული ერი, ივანიშვილმა კვლავ გაგვყო. ოცნება გვართმევს უკეთესი განათლების …

წინააღმდეგი ვარ ამ კანონის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე – ბათუმელი პედაგოგი რუსულ კანონზე

რა ზიანს მოუტანს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული რუსული კანონი და რატომ არის ის საფრთხე, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის? რუსული კანონის საფრთხეებზე „ბათუმელები“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგს, მინდია ფუტკარაძეს ესაუბრა. „ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ევროპული მომავალი. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუშლის, მისი წინააღმდეგი ვიქნები. ერთ-ერთია იმ კანონპროექტის კანონად …

ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასი პირი დარეგისტრირდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა. აქედან, 34 000 აბიტურიენტია. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 15 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის …

ამ კანონმა რუსებს მონური მორჩილება მოუტანა, ქართველი ერი მონობას არ შეეგუება – პედაგოგი

რა ზიანს მოუტანს „ქართული ოცნების“ რუსული კანონი საქართველოს დემოკრატიას, სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის ევროინტეგრაციას – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს, როლანდ შავაძეს ესაუბრა. როლანდ შავაძე, გასული წლის მარტის აქციებზეც აპროტესტებდა რუსულ კანონს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს კანონი ქვეყნის უკუსვლისკენ არის მიმართული და საფრთხეს უქმნის მთელ ქვეყანას. „ამ კანონის წინააღმდეგ …

რუსული კანონი პირდაპირ მებრძვის მე – „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი მეგი კავთუაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგია. მისი თქმით, რუსული კანონი შეეხება ყველას. თუკი ხელისუფლება მიიღებს ამ კანონს, ხელისუფლება ჯერ კრიტიკულ მედიას შეუტევს, შემდეგ კი დაიწყება სხვა ადამიანების დევნა, დაჯარიმება და დაპატიმრება. „6 წლის წინ დავაფუძნეთ მშობელთა ასოციაცია – ერთადერთი მიზნით, რომ მშობლებს დავხმარებოდით და სკოლებში მშობელთა ჩართულობის გაზრდისთვის შეგვეწყო ხელი. ჩვენ რომ …

მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 აპრილს იწყება

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისთვის რეგისტრაცია 3 აპრილს იწყება და გაგრძელდება 15 აპრილის 18:00 საათამდე. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I …

Exit mobile version