ბათუმში ხუთშაბათს, 11 ივლისს, დისკუსია გაიმართება თემაზე – „მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები“.
შეხვედრაზე აჭარის საჯარო სკოლებიდან შეხვედრაზე მიწვეული მენტორი, წამყვანი და უფროსი მასწავლებლები ისაუბრებენ იმ ნაკლოვანებებსა და პრობლემებზე, რომელიც მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკას მოჰყვა.
რა მოლოდინები გააჩინა განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებამ შრომის ანაზღაურების გაზრდაზე და რეალურად რა მიიღეს მასწავლებლებმა?
როგორ იმოქმედებს სამინისტროს, ზოგადად, მთავრობის ამგვარი მიდგომა ზოგადი განათლების ხარისხზე?
ამ და სხვა თემებზე სადისკუსიო პანელის სტუმრები, მენტორი მასწავლებლები: მზია კახაძე, თინათინ გიორგაძე და როლანდ შავაძე კოლეგებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ისაუბრებენ.
შეხვედრა გაიმართება „თავისუფალ სივრცეში” [ბათუმი, ზვიად გამსახურდიას #6].
დისკუსია დაიწყება 17 საათზე, 11 ივლისს. დასწრება თავისუფალია.
შეხვედრის ორგანიზატორია გაზეთი „ბათუმელები“.
ამავე თემაზე:
ეს გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას სკოლებში – დისკუსია ახალ სახელფასო ფორმულაზე | ვიდეო






