ბათუმის ყველაზე ძველი ფერადი ჩანახატი კაპიტან ჰაიდ პარკერისგან

1853 წელს დიკინსონის გამომცემლობამ ლონდონში 11 სურათისგან შემდგარი ალბომი გამოაქვეყნა. ალბომს ერქვა „ჩანახატები შავიზღვისპირეთიდან“. ჩანახატების ავტორი ბრიტანელი საზღვაო კაპიტანი, ჰაიდ პარკერი იყო. ჩანახატების მიხედვით, მერე მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შექმნილი ფერადი ლითოგრაფიებიც დაიბეჭდა. პუბლიკაცია „ბათუმი და შავიზღვისპირეთი ბრიტანული საზღვაო კაპიტნის ჰაიდ პარკერის ჩანახატებში“ ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრმა გამოსცა, პუბლიკაციის ავტორი მკვლევარი გიორგი სორდიაა. „ბათუმი – საქართველოს …

ბათუმელი გოგოს ცხოვრება მარსელში – მოხალისე და ახლა უკვე მაგისტრანტი

24 წლის ლინდა მამულაძის სამუშაო დღე მარსელში დილის 10 საათზე იწყება. მისი მოვალეობა ფრანგ ახალგაზრდებთან მუშაობაა, რომლებსაც უცხოეთში სასწავლებლად სურთ წასვლა. ლინდა გასაუბრებებსა და ტრენინგებს ატარებს მათთან უცხოეთში გამგზავრებამდე. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ლინდა რადიოსთვის პოდკასტებსაც წერს და ასევე, ატარებს ტრენინგებს უცხოეთიდან საფრანგეთში ჩასული ახალგაზრდებისთვისაც: მათ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება და ადგილობრივი რესურსების შესაძლებლობებს აცნობს, რაც საფრანგეთში …

პროექტი, რომელმაც 500-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა აჭარაში

რა უფლებები აქვთ ბავშვებს, როგორ უნდა დაიცვან მათ თავი ძალადობისგან? ქალთა უფლებებზე რა ვიცით, რით განსხვავდება ასი წლის წინ მცხოვრები ქალების ბედი თანამედროვე ქალების შესაძლებლობებისგან? რა ძალა აქვს გამოხატვის თავისუფლებას და სად არის ამ თავისუფლების ზღვარი? როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის გავლენისგან და რა ინსტრუმენტები არსებობს ცრუ ამბების გამოსავლენად? – ეს ის საკითხებია, რის შესახებაც …

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიატი, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაპოვებელი დაფინანსებაა სტუდენტებისთვის. ამ სასწავლო სტიპენდიას საფრანგეთის მთავრობა გასცემს უცხოელი სტუდენტებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის, კვლევების გასაგრძელებლად საფრანგეთში. ეიფელის სტიპენდია მხოლოდ 4 მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებზე გაიცემა, ესენია: სამართლის, ეკონომიკისა და მართვის, პოლიტიკისა და საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათიათასამდე სტუდენტი იღებს კონკურსში მონაწილეობას ეიფელის სტიპენდიის …

ქართველები ბათუმის ოლქიდან – გერმანელი ეთნოლოგის უცნობი ფოტოები

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გერმანელი ენათმეცნიერის, ეთნოლოგისა და ფოტოგრაფის, ადოლფ დირის (1867 – 1930) უნიკალური ფოტოებია გამოფენილი. გამოფენა ორგანიზებულია ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გოეთეს ინსტიტუტთან და მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმთან ერთად. ადოლფ დირი ტფილისში პირველად 1900 წელს ჩამოვიდა. 1902 წლიდან 1913 წლამდე ცხოვრობდა კავკასიაში, სწავლობდა კავკასიურ ენებსა და კულტურას. 1904 წელს ადოლფ დირმა ქართული და უდიური …

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე, ფარმაკოლოგი და მეღვინე – ქართველი სტუდენტები საფრანგეთში

საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებული პროგრამით წელს 14 სტუდენტი გაემგზავრება საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. პროგრამით მათი სწავლის საფასური [5000 ევრო] და 10 თვის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია [770 ევრო] დაფინანსდება. კონკურსით წელს 7 სტუდენტი შეირჩა, ისინი მაგისტრატურის პირველ საფეხურზე დაიწყებენ სწავლას საფრანგეთში. გასულ წელს ამავე კონკურსში გამარჯვებული 7 სტუდენტი გააგრძელებს უკვე მაგისტრატურის მეორე …

2021 წელს გამოცემული ახალი წიგნები ფესტივალიდან

[red_box]მატიას ენარი „კომპასი”[/red_box] რომანისთვის „კომპასი” ფრანგ მწერალს, მატიას ენარს პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო – გონკური მიენიჭა. წიგნი ფრანგულიდან ქართულ ენაზე პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა. სიუჟეტი ერთ ღამეში ვითარდება, მთავარი გმირი, ფრანც რიტერი, საყვარელ ქალზე, სარაზე მოგონებებში ეფლობა. ისინი დაუსრულებლად საუბრობენ აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, ამ ორი სამყაროს მსგავსებებსა და განსხვავებებზე, ლიტერატურაზე, პოეზიაზე, არქეოლოგიასა თუ ხელოვნებაზე.  სარა და ფრანცი …

შეამოწმე, კომფორტულია შენთან ერთად მუშაობა? [ტესტი]

საერთო სივრცის განაწილება სამსახურში არცთუ მარტივი ამბავია. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში გრძნობს თავს კარგად. ერთს რომ სცივა, სხვას ცხელა, ვინც კართან ზის, იმას ფანჯარასთან ჯდომა ურჩევნია, ფანჯარასთან მყოფისთვის ყრუ კედლებში მუშაობაა საოცნებო სამუშაო გარემო და ა.შ. მოკლედ რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ საერთო წესებზე შეთანხმება ყოველთვის შეიძლება. შეავსეთ ტესტი და შეამოწმეთ რამდენად კომფორტული თანამშრომელი ხარ?

იქნება თუ არა ხულოში ადაპტირებული ტრანსპორტი? ქედაში ასეთი შემოდგომიდან იმოძრავებს

„შშმ პირად ყოფნა ხულოში ძალიან, ძალიან რთულია. სხვადასხვა სირთულეს არაადაპტირებული გარემოც ემატება. ბევრს უნდა, რომ არ იჯდეს სულ სახლში, უნდა უბრალოდ გაისეირნოს მაინც, მაგრამ როგორ? არანაირი პირობა არ არის იმისთვის, რომ გარეთ გავიდეს ეტლით ადამიანი. მეც ერთ-ერთი ეტლიანი ვარ, სამწუხაროდ, დამოუკიდებლად მეც ვერ გავდივარ ჩემი ეზოს მიღმა გზის და ტრანსპორტის არქონის გამო“ – ამბობს იმედა …

მახსოვს დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები – უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი

1918 წლის 8 თებერვალი დგას. უნივერსიტეტის კედლები ხალხს ვეღარ იტევს. პირველი და იმ დროისთვის მთელ კავკასიაში ერთადერთი უნივერსიტეტი ამ დღეს აკაკი ჩხენკელის სიტყვებით იხსნება: „ეს დღე დაუვიწყარ დღედ დარჩება ქართველი ერისათვის… ამ უნივერსიტეტმა უნდა აღანთოს ქართველ ერში გონებრივი განახლებისა და აღორძინების ლამპარი. მან უნდა გადმონერგოს ჩვენში ევროპის გონების საგანძური. არასოდეს არ ყოფილა ასე საჭირო და …

სად რა ვაკანსიაა ბათუმში – დასაქმების ფორუმი 

65-მა კომპანიამ 243 სხვადასხვა ვაკანსია წარმოადგინა, ჯამში ფორუმზე 1008 სამუშაო ადგილი იყო ხელმისაწვდომი, სამსახურის მაძიებლად კი 450 პირი დარეგისტრირდა დღევანდელ ფორუმზე. ფორუმზე თითოეულ კომპანიას საკუთარი სტენდი და მაგიდა ჰქონდა. აქვე იყვნენ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დეტალურად უხსნიან დასაქმების მსურველებს ვაკანსიების პირობებს. ფორუმზე ვაჭრობისა და დისტრიბუციის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, დაზღვევა-ფინანსების, მშენებლობის, ადმინისტრაციული მომსახურების, მრეწველობის, განათლების, სასტუმრო-რესტორნებისა და …

მაგდა – 5 მემთეური ძმის მეექვსე და

ხუთნი არიან. ხუთი მეჯოგე ძმა. ბავშვობიდანვე: ძროხები, თხები, ხბორები, რძის წველა. ყველის ამოყვანა, სულგუნის გადაზელა, კარაქის დღვება. ალპური ზონების მწყემსურ ქოხებში თვეობით დგომა. წვიმა, თქეში, დელგმისგან დამბალი მიწა და მაინც სულ დევნა, დევნა – ძროხების, თხების, ხბორების – მზეშიც, წვიმაშიც, სიცივეშიც. ვანო, ბესო, აკაკი, ბერდია და გოდერძი თანმიმდევრობით გაჩნდნენ. თითო, ორ-ორი წელია მათ შორის სხვაობა. …

აჭარის ტყეების ხმით შექმნილი მუსიკა ბათუმის ბულვარში – ფესტივალი „გაცვლა“

4 ივნისს, ბათუმის ბულვარში, „კონტე Beach“-ში მუსიკალურ პროგრამას უკრავენ, სახელწოდებით – „სახლი“. მუსიკალური ინსტალაციებისთვის ხმები აჭარის ტენიან ტყეებში მუსიკოსმა ანუშკა ჩხეიძემ ჩაწერა: ლოდებზე მდინარის შხუილი, ჩანჩქერის ვარდნის ხმა, ჩიტების გაბმული ჭიკჭიკი, ხანაც სტვენა ან გალობა, უმცირესი არსებების მოძრაობით გამოწვეული ჩქამები: ზუზუნი, შრიალი, ფუთფუთი. ანუშკა მიიჩნევს, რომ ხმებზე მონადირეა, „მონადირე“ – საუკეთესო და უმტკივნეულო გაგებით. ანუშკას …

როგორ გამოჩნდა მანდარინი აჭარაში -„ბათუმი გაჟღენთილი იყო მანდარინისა და ყავის სურნელით“

„არაჩვეულებრივი, ეგზოტიკური, აღმოსავლური ბათუმი გაჟღენთილი იყო ყავის, ღვინისა და მანდარინის სურნელით… ხშირად მინახავს ერთი და იგივე სურათი: ნავსადგურში, ჭილოფგადაფარებულ ფორთოხლებზე მოხუცები ისხდნენ და ენის წკლაპუნით სვამდნენ სქელ, სურნელოვან ყავას…“- წერდა XX საუკუნის ოციან წლებში რუსი მწერალი კონსტანტინე პაუსტოვსკი ბათუმზე. მანდარინის, ლიმონის და ზოგადად, ციტრუსის  სუნი უკვე ბევრი წელია აჭარის თანმდევია. ახლა რთული წარმოსადგენია, რომ ოდესღაც …

ოჯახი ქედაში, რომელმაც ქათმების ფერმა პანდემიაში მოაწყო

44 წლის ზაქრო ბასილაძე და მისი ოჯახი 2 წლის წინ ბათუმიდან საცხოვრებლად სოფელ წონიარისში გადავიდა, მამისეულ სახლში, ქათმების ფერმის გასაშენებლად. წონიარისში ზაქროს მშობლები ცხოვრობდნენ, დედა გარდაიცვალა და მამა მარტო დარჩა სოფლის სახლში. ზაქრომ ის მარტო არ დატოვა, სოფელში გადასახლება და იქ ბიზნესის დაწყებაც ამიტომ გადაწყვიტა. საქმეს პანდემიაში შეუდგა, მაშინ, როცა ჭირდა სპეციფიკური მასალების პოვნა, რაც …

სად რა ხდება დღეს ბათუმში ბავშვებისთვის

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ბათუმის ბულვარში, ქალაქის მუზეუმებსა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში დღეს ბავშვებისთვის სხვადასხვა  ღონისძიება იმართება. [red_box]ბათუმის ბულვარი[/red_box] 17 საათზე საზაფხულო თეატრთან  ბათუმის კულტურის ცენტრი პატარებისთვის გალაკონცერტს ჩაატარებს 12:00-დან 18:00 საათამდე პატარებს უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი 13:00 საათზე ბათუმის ბულვარის კოლონადებთან აჭარის სკაუტური მოძრაობის წევრები ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ პერფორმანსს ჩაატარებენ 19:00 საათზე …

„ახლა, წესით, მიწას უნდა ვამუშავებდე, მე კი აქ ვდგავარ“ – მაკა სულაძე

„რიონის ხეობის მცველებმა“ უკვე 200-ზე მეტი ღამე ღია ცისქვეშ მოწყობილ კარვებში გაათიეს პროტესტის ნიშნად. ძირითადი კარავი ახლა გუმათის დასახლებაში მოწყობილ ბარიკადებთანაა გაშლილი, სადაც ხეობის მცველთა ერთი ჯგუფი ათევს ღამეს. მათი სახლები ბარიკადებს მიღმა დარჩა, სადაც საპოლიციო ძალები პროტესტის მონაწილეებს არ უშვებენ, შესაბამისად დაუმუშავებელი რჩება მათი მიწები და მოუვლელია სახლ-კარი. აქციის მონაწილე მაკა სულაძემ გვითხრა, რომ …

ნამოხვანში დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო

ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში დაკავებული საპროტესტო აქციის მონაწილე რვავე პირი უკვე გაათავისუფლეს. მათი თქმით, დაკავებულების სასამართლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. წუხანდელი დაკავებების მიუხედავად, მთელი დღე რიონის ხეობის მცველებმა გუმათის დასახლების შესასვლელთან, კომპანია „ენკას“ ოფისთან გაატარეს. ისინი მობილიზებულები იყვნენ, რომ არ გაეტარებინათ კომპანიის სპეცტექნიკა, თუმცა მსგავსი ტექნიკა გუმათის დასახლებაში არ გამოჩენილა. გუმათში განთავსებული …

მფრინავი ბავშვები ბორბლებზე ბათუმის სკეიტპარკიდან [Video]

ბათუმის ბულვარის სკეიტპარკი არდაგანის ტბის სიახლოვესაა გაშენებული. საღამოობით აქ ბავშვები, ახალგაზრდები იკრიბებიან და გვიან ღამემდე რჩებიან. ძირითადად სკეიტერები, გოროგოლაჭიანები და ველოსიპედისტები იკრიბებიან, თვითგორიებითაც [სქროლებით] დასრიალებენ. უსაფრთხო არ არის სკეიტპარკი გამოცდილი მოსრიალეებისთვის: ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ შემაღლებული ადგილების კიდეები და კუთხეები ბასრი და წვეტიანია, წაქცევის შემთხვევაშიც არ არის ტერიტორია სახარბიელოდ მოპირკეთებული – ბეტონის საფარი არაფრითაა დაფარული …

„ველური სვანეთი”- XIX საუკუნის ბრიტანელი მოგზაურის 600-გვერდიანი წიგნი

  „უშგული ისეთი განუმეორებელია, ისეთი განსხვავებულია ყველა ქალაქისა და სოფლისგან რაც კი ოდესმე, სადმე მინახავს, ცალკე თავი უნდა მივუძღვნა“, – წერს 1883 წელს გამოცემულ ინგლისურენოვან წიგნში ბრიტანელ-კანადელი დიპლომატი, სამართალმცოდნე, მწერალი და მოგზაური – კლაივ ფილიპს უოლი. წიგნს „ველური სვანეთი“/„Savage Svanetia” ჰქვია. კლაივ ფილიპს უოლი ორ ნაწილად გამოცემულ 600-გვერდიან ტექსტს უძღვნის საქართველოში, სვანეთში მოგზაურობას. „ველური სვანეთის“ …

ბათუმში Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება

ბათუმში, ყოფილი UP2U-ს ტერიტორიაზე, ამჟამად კლუბ MonoHall-ში, 16 ივლისს, 22:00 საათზე ჯგუფ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება. Bedford Falls 2014 წელს თბილისში დაარსებული ბენდია და ძირითადად  Indie Rock -ს უკრავს. იგრძნობა ალტერნატიული მუსიკის და პოსტ-პანკის ელემენტების ნაზავიც, თუმცა ვერ ვიტყვით რომ მხოლოდ ეს არის. Bedford Falls-ის უნიკალობა ახლებური ჟღერადობა, განსხვავებული, მონოტონური და ამავე დროს ექსპრესიული ვოკალია. …

„კოფეს სმის“ ტრადიციას პანდემიამ ვერაფერი დააკლო – რეპორტაჟი წონიარისიდან

ქედაში, სოფელ წონიარისში, დაახლოებით 80-85 ოჯახი ცხოვრობს. აქ მოსახვედრად მთავარი გზატკეცილიდან მარჯვნივ, რამდენიმე კილომეტრი უნდა გაიაროთ. სოფელში შუადღის ხვატში შევდივართ, როცა ყველა სახლსაა შეფარებული. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა ჟურნალისტებთან საუბარზე თავს იკავებს, ზოგი ვირუსის გავრცელების საფრთხეს იმიზეზებს, ზოგსაც – უბრალოდ საუბარი არ სურს. ვლადიმერ და ნინო ბოლქვაძეები ამ მხრივ გამონაკლისები არიან. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ პანდემიის გამო …

ჩეხოვის „თოლია” – ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერაა

ბათუმის დრამატულ თეატრში 20, 21 და 22 მაისს, 18 საათზე პრემიერაა. თეატრის დასი დიდ სცენაზე ანტონ ჩეხოვის ,,თოლიას“ წარმოადგენს. როგორც სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა, ანდრო ენუქიძემ გვითხრა, ჩეხოვის პიესა ბათუმის დრამატულ თეატრში პირველად დადგეს. სპექტაკლი 2 საათზე მეტხანს გრძელდება. დარბაზში იქნება კორონავირუსის პრევენციისთვის სავალდებულო ზომები მიღებული, მაყურებლები დისტანციურად – თითო სკამის გამოტოვებით დასხდებიან. დარბაზი აღჭურვილია დეზობარიერებით, …

თუთუნისგან 35 ათას ლარს ველოდებით – ახალგაზრდა წყვილი ქედიდან

სათბურებში დათესილი თამბაქო უკვე ამოვიდა. ამ მწვანე ნერგების ნაწილს ბერიძეების ოჯახი აქვე, ნაკვეთში გადარგავს, ნაწილს კი გაყიდის. თამბაქოს მეურნეობა აჭარის სოფლის მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მას შემდეგ, რაც სიგარეტი გაძვირდა და მწეველთა უმეტესობა თამბაქოს მიეტანა, მისი ფასიც გაიზარდა. ფასზე იმოქმედა პანდემიამაც. საუკეთესო ხარისხის კილოგრამ თამბაქოს გადამყიდველები 70, 80, 85 და 90 ლარადაც იბარებენ. ქედის …

გამოიცანი ქართული სიტყვები, რომლებიც ენაში ვერ დამკვიდრდა [ტესტი]

ნეოლოგიზმები ენაში ახალგაჩენილ სიტყვებს და გამოთქმებს ჰქვია. გერმანელები, ფრანგები და ესპანელები, მაგალითად, ცდილობენ, რომ ინტერნაციონალურ სიტყვებსაც კი საკუთარ ენაზე მოუძებნონ ანალოგი და ასე დაამკვიდრონ. ხან ამართლებს ეს მეთოდი და ხან – ვერა. ქართულ ენაშიც, ტექნიკურ პროგრესთან ერთად, რადიო-ტელევიზიისა და ავტოტრანსპორტის გაჩენის შემდეგ უამრავი ახალი სიტყვა გაჩნდა. მეცნიერები თუ მწერლები ცდილობდნენ ქართული ანალოგები შეექმნათ ნეოლოგიზმებისთვის. წარმატებით …

პირველი ქართველი ოლიმპიელი ქალი, ვისი მამაც „ტროიკამ“ დახვრიტა

ეს ცაში აჭრილი პატარა ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელია. ფოტოზე ალბათ 12, 13 წლისა თუ იქნება. მოგვიანებით გოგო, როცა 27 წლის გახდება, შორეული ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოიპოვებს. ამის შემდეგაც ტანმოვარჯიშის პროფესიულ ცხოვრებაში უამრავი გამარჯვება იქნება. ზემოთ ხსენებულ წელს გამართული ჰელსინკის მე-15 ოლიმპიადა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აქ შედგა ქართველ სპორტსმენთა …

„ვტიროდი და კედლებს ვკოცნიდი“ – ბიჭი, რომელმაც მკითხველის დახმარებით ბინა იყიდა [Video]

28 წლის მამუკა ფოცხორაია მარტვილის ცენტრში ცეკვავდა, დედისთვის აუცილებელი გულის სარქვლის ოპერაციისთვის 2500 ლარი რომ შეეგროვებინა. მამუკა ცეკვავდა სახლის საყიდლად საჭირო ფულისთვისაც, ამბობდა, რომ ნელ-ნელა და ოდესმე იმედი ჰქონდა, რომ საჭირო თანხას შეაგროვებდა. „ბათუმელებმა“ მამუკას შესახებ მასალა ერთი თვის წინ, პირველ აპრილს გამოაქვეყნა. მკითხველებმა ბიჭს დედისთვის გულის სარქვლის ოპერაციის გასაკეთებლად საჭირო თანხაც შეუგროვეს და შეუგროვეს …

„მინდა, ჩემმა ძმამ ისევ გაიაროს“ – 3 ძმის ნატვრა ოცნების ქალაქიდან

ამ შენობაში რამდენიმე წლის წინ სამხედროებს ეძინათ. ახლა აქ საცხოვრებელი სახლია მოწყობილი სახელდახელოდ. ოდესღაც შეღებილი კედლებიდან ბეტონის ბლოკებია გამოჩრილი. ბეტონისვე იატაკზე პირდაპირ ლინოლიუმია დაგებული, იატაკის მოშიშვლებულად დარჩენილ ნაწილს ძველი, ჭრელი ფარდაგები ფარავს. კუთხეში მიდგმულ დივანზე 18 წლის ბიჭი წევს. ზეწრის და საბნის გარეშე, პირადაპირ პლედზე სძინავს, ტანსაცმლით. გეგონება, რომ ამ წამს მიწვა, დაისვენებს და ცოტა …

ყველაფერი ჩემი ფრანგულის მასწავლებლის შესახებ

უსახურ, 90-იან წლებში ერთხელ ჩვენი სახლის კარი გაიღო და შლაპიანი, წითელპომადიანი, ქერა ქალი მოვიდა სტუმრად. ქალი ბევრს და ხალისიანად ლაპარაკობდა, იცინოდა, შიგადაშიგ დედაჩემს მხარზე უტყაპუნებდა ხელს და ჩემთან და ჩემს ძმასთანაც ასწრებდა ლაპარაკს: აინტერესებდა რომელ კლასში ვიყავით, რა გვიყვარდა, რა არ გვიყვარდა, სკოლაში როგორ გვქონდა საქმეები, ყველაფერი აინტერესებდა. ქალი იყო ფერადი და ხალისიანი. და ეს …

შეამოწმე, როგორ გესმის თინეიჯერების ენა [ტესტი]

ენა ყოველდღიურად ვითარდება, ჩნდება ბევრი ახალი სიტყვა, მათგან ზოგი რჩება, ზოგიც ქრება. ენისთვის ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. ხშირად ახალგაზრდების, თინეიჯერების მეტყველება ბევრად განსხვავდება უფროსების მეტყველებისგან, თინეიჯერები ბევრ ისეთ ახალ სიტყვას იყენებენ, რაც სოცქსელებშია გავრცელებული, მათი უმრავლესობა ინგლისური სიტყვების ანალოგია. შეამოწმეთ, როგორ გესმით თინეიჯერების ლექსიკა.

მანგლისიდან ევროპაში – ევა ბრიუნელის გზა მსოფლიო სიმფონიური მუსიკის სამყაროში

„შემთხვევით დავესწარი ევა ბრიუნელის დირიჟორობით გამართულ კონცერტს. უნდა გამოვტყდე, წინასწარ ,,მომზადებული“ ვიყავი. როგორც გაზეთებით, ისე ნაცნობთა აზრით, უარყოფითი შეხედულება მქონდა. ეს კიდე არაფერი. ჩვენ, მამაკაცებს, ქალის ასეთ ასპარეზზე გამოსვლა სასაცილოდ არ გვყოფნის… ეს მეტისმეტად სერიოზული საქმეა და ამ სერიოზულ დარგში ,,სერიოზული“ მამაკაცის გარდა ვერავინ წარმოგვიდგენია. ქალების დირიჟორობა კაფე-რესტორნების ესტრადას არ გასცილებია და გასაკვირიც არ არის, …

შფოთვა, დეპრესია, კომპიუტერზე დამოკიდებულება – როგორ ეხმარებიან მოზარდებს უფასოდ ბათუმში

,,სინერგია“ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უფასო ცენტრია, სადაც 14-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს დახმარებას უწევს ფსიქოტრავმატოლოგების, ადიქტოლოგების, ფსიქოსომატოლოგების, საჭიროების შემთხვევაში კი ფსიქიატრებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი. ცენტრი არ არის განკუთვნილი მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთათვის, რასაც სხვა სპეციფიკა აქვს. ,,სინერგიაში“ ეხმარებიან ახალგაზრდებს გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, როგორიცაა შფოთვები, დეპრესიისკენ მიდრეკილება, თამაშდამოკიდებულება, ემოციის …

აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი არ მოიხსნება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1300-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. როგორც დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ განაცხადა, გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალებზე და ბოლო მონაცემებით დაკავებულია 3600 საწოლი, 90 პაციენტი კი რეანიმაციაშია მოთავსებული. მათ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ. გაბუნიას თქმით, ონლაინკლინიკები ჩართულები არიან იმ ინფიცირებულების მდგომარეობის მართვაში, რომლებიც შინ მკურნალობენ. 21 აპრილის მონაცემებით კორონავირუსზე საქართველოს …

სააღდგომო უქმეებზე დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას ეპიდვითარება აჩვენებს

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ამავე საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს განაცხადა, რომ საბჭო მაქსიმალურად ცდილობს სააღდგომო უქმეებზე აიცილოს თავიდან დამატებითი რეგულაციები. მისივე თქმით, არ ყოფილა შემოთავაზება აიკრძალოს სადღესასწაულო უქმეებზე საზოგადოებრივი თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა. თუმცა, როგორ ღიბრაძემ დასძინა, უქმეებზე დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას ეპიდვითარება აჩვენებს. მისივე თქმით, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული რომელ სამსახურებს …

ხელფასები შეგვიმცირეს – რას ჰყვებიან სტამბოლში დასაქმებული ქართველი ემიგრანტები

თურქეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული შეზღუდვებია დაწესებული. დღეს თურქეთში კორონავირუსის 62 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც თურქეთში დასაქმებული ქართველები გვიყვებიან, ეკონომიკურ კრიზისი, რაც თურქეთშიც დგას, ვირუსის მძვინვარების პარალელურად, აისახება ყველაზე: დიდი თუ მცირე ბიზნესების მფლობელებზე, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავლები და დასაქმებულებზე, რომლებიც დამსაქმებელთა შემოსავლებზე იყვნენ დამოკიდებულები. ლუდა ხუნდაძე 16 წელია მუშაობს …

რჩევები ბინის ყიდვის მსურველთათვის – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ბინის ყიდვა გსურთ და დაახლოებით მაინც იცით, როგორ გარემოში გინდათ ცხოვრება, წარმოგიდგენიათ როგორი უნდა იყოს ოთახები: ნათელ ფერებში გადაწყვეტილი თუ შედარებით მუქი და ექსტრავაგანტური. ინტერიერის დიზაინი გემოვნების საკითხია, მაგრამ ბინის ყიდვისას, სანამ ინტერიერამდე მივა საქმე, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ კორპუსის სამშენებლო მასალების ხარისხს, ბინამდე მიყვანილ კომუნიკაციებს, სადარბაზოს სტანდარტს, ლიფტის ხარისხს, პარკინგის ხელმისაწვდომობას და ა.შ. ბინის ყიდვისას უამრავი …

Exit mobile version