ჯიხვისა და მგლის შერკინება – როგორ გადაიღო კადრები ფოტოგრაფმა

5 ოქტომბერს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდზე ნაკრძალში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს მგელი ჯიხვს. იშვიათი კადრები ველური ბუნების ექსპერტმა, ნიკა ქერდიყოშვილმა გადაიღო. ნიკა ქერდიყოშვილი ზოოლოგია და ველურ ბუნებას იკვლევს. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, როგორ შეძლო ამ იშვიათი კადრების გადაღება. ნიკა ქერდიყოშვილმა გვითხრა, რომ ირმის მყვირალობის მილევის შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე წავიდა დასაკვირვებლად, აინტერესებდა, რა …

ბათუმი დაღუპული ქალაქია – საკრებულოს წევრობის კანდიდატი „ლელოდან”

„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის ათეულში მხოლოდ სამი ქალია. მათგან ერთ-ერთი, შორენა ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს. სიაში ის რიგით მეცხრეა. შორენა ჩიქოვანი „ბათუმელებთან” თვითმმართველობებისა და ამხანაგობების ურთიერთობებზე, ქალაქის სამშენებლო პოლიტიკასა და სხვა საკითხებზე საუბრობს. რა ბიუროკრატიულ ხარვეზებს ხედავთ თვითმმართველობაში, რაც სისტემის მუშაობას აფერხებს? მოდით, ამხანაგობების მიმართულებით ვისაუბრებ, რადგან ესაა ჩემი კომპეტენცია. ინფორმირებულები უნდა იყვნენ …

მეეზოვე, რომელიც 5 სხვადასხვა ბანკში სხვის ვალებს იხდის

54 წლის ნარიე დიდიძე, რომელიც ბათუმში, დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ მუშაობს და ხელფასი 420 ლარი აქვს, 2006 წლიდან იხდის 7 საბანკო ვალს: „ვივუსში“ მისი სესხის საწყისი თანხა იყო 500 ლარი, „კივი ჯიზე“ – 1300, აიღო ასევე „საქართველოს ბანკის“ სესხი 700 ლარის ოდენობით, ამავე ბანკის კომერციული სესხი – 2700 ლარი, „ვითიბი ბანკიდან“  – 800 ლარი, ასევე „ლენდოდან“ …

ჩვენს ქუჩას 5 დღეა ინტერნეტი არ მოეწოდება, ბავშვები ონლაინგაკვეთილებს აცდენენ – მშობელი

ბათუმში ბაგრატიონის ჩიხის მცხოვრებლები უკვე 5 დღეა ინტერნეტის გარეშე არიან დარჩენილები. აქამდე აქ კომპანია „მაგთის“ ინტერნეტით სარგებლობდნენ. ჩიხში დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობს. მათ უმრავლესობას სკოლის მოსწავლეები ჰყავთ შინ, რომლებიც, წესით, ონლაინსწავლებაში უნდა იყვნენ ჩართული, მაგრამ ამ 5 დღის განმავლობაში ბავშვებმა გაკვეთილებზე დასწრება უინტერნეტობის გამო ვერ შეძლეს. „მეხუთე დღეა ინტერნეტი არ გვაქვს, ხარვეზიაო ამბობენ. ბავშვი 5 …

უკრაინელი რეჟისორი კინოზე, რუსულ იმპერიალიზმსა და ციხეში გატარებულ წლებზე

ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის ახალი ფილმი „მარტორქა“ აჩვენეს. სენცოვი ყოფილი პოლიტპატიმარია, მან რუსეთის ციხეში 5 წელი გაატარა და 2019 წელს, კიევსა და მოსკოვს შორის პატიმართა ისტორიული გაცვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ოლეგ სენცოვი „ბათუმელებთან“ პატიმრობის წლებზე, ბოლო ფილმზე, სამომავლო გეგმებსა და პუტინის რუსეთზე საუბრობს. პირველ რიგში, ახალ ფილმზე მინდა გკითხოთ, რომელიც ბათუმის კინოფესტივალზე ახლახან …

სპორტი ბათუმში ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა – ენმ-ის განცხადება

ყინულის სასახლის მიმდებარედ, ბათუმის სპორტული კომპლექსის დაუსრულებელი მშენებლობის წინ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. „სპორტის სახეობა – ცურვა ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა“ – ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. „აქ უნდა აშენებულიყო ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული დარბაზი, ყინულის მოედნითა და საცურაო აუზით. მშენებლობის ღირებულება 19 მილიონი დოლარი იყო. საიდანაც 4 მილიონი დოლარი „ქართულმა ოცნებამ“ …

კოსტუმიან ბიძებს არ მოაქვთ ცვლილებები – სტუდენტი შუახევიდან საკრებულოში შესვლას აპირებს

2 ოქტომბრის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 22 წლის თედო თავდგირიძე კენჭს იყრის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. თედო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. რატომ გადაწყვიტა მეოთხე კურსის სტუდენტმა საკრებულოში მოხვედრა, რა აუცილებელი ცვლილებებია გასატარებელი მუნიციპალიტეტში მისი დაკვირვებით და რა ძალისხმევაა საჭირო ამ ცვლილებებისთვის? – თედო თავდგირიძე ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. თედო, რატომ გადაწყვიტეთ საკრებულოში გეყარათ …

როგორ ცხოვრობს 3 ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილია

როგორ ცხოვრობენ ევროპის სამ ქვეყანაში – ავსტრიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებში უკვე მოსახლეობის 60%-ზე მეტია აცრილი, რას აკეთებს სახელმწიფო ვაქცინირებულთა წასახალისებლად და რა ეზღუდება აუცრელ მოსახლეობას? ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებს“ ვენაში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, სალომე სალაძე, პარიზში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქე საშა ბეიარი და ჰამბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი – სოფო თოლორდავა …

ბავშვთა სახლში გავიზარდე – ვინ არის ქალი, რომელიც გახარიამ წარადგინა, როგორც 16 ენის მცოდნე

გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის” ბათუმში მაჟორიტარობისთვის 2 ქალი იბრძოლებს. ერთ-ერთი მათგანი 29 წლის ნაზი აბაშიძეა – მაჟორიტარობის კანდიდატი ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის დასახლებაში. ნაზი აბაშიძე პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ პუბლიკას 16 ენის მცოდნე პოლიგლოტად გააცნო. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს კანდიდატთან. ნაზი, რამ გიბიძგათ ქალაქის თვითმმართველობაში გამოგეცადათ საკუთარი შესაძლებლობები? ურეხის ბავშვთა სახლში გავიზარდე. მერე ჩავაბარე სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტში, …

ჯგუფი ABBA 40 წლის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება

40 წლის შემდეგ შვედური ჯგუფი ABBA მუსიკალურ ალბომს უშვებს, რომელშიც 10 ახალი კომპოზიცია შევა. თავდაპირველად აგნეტა ფელტსკუგი, ბიორნ ულვეუსმა, ბენი ანდერსონმა და ანი ფრიდ ლიუნგსტადმა გადაწყვიტეს ორი კომპოზიცია ჩაეწერათ, თუმცა შემდეგ მთელი ალბომის ჩაწერის სურვილი გაუჩნდათ. ლონდონში გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე ABBA-მ ალმობის სახელწოდებაც გაამხილა: „Abba Voyage“, რომელიც 5 ნოემბერს გამოვა. „I Still Have Faith In You“ …

ვერ წარმომიდგენია ვინმეს ფული ვთხოვო – ატელიეს მეპატრონე პანკისიდან

მარეტ გელაევა პანკისის ხეობაში ცხოვრობს და საკუთარი პატარა ატელიე აქვს. ატელიეში ძირითადად თავად კერავს. დედა და უმცროსი დები ეხმარებიან, როცა ბევრი შეკვეთა ერთად უგროვდება. ასე კი ხშირად ხდება, რადგან მარეტს დიდი ხანია ატელიე აქვს და ბავშვობიდან კერავს. „პანკისში ქალებს ძირითადად გრძელი კაბები აცვიათ, ზედატანიც გრძელმკლავიანი უნდა იყოს, ბევრი ქალი შებურულია, სპეციალური სამოსია ამისთვის საჭირო. ასეთს …

რომ არა რევოლუცია და სსრკ-ს დაცემა, რუსეთის მოსახლეობა 500 მილიონი იქნებოდა – პუტინი 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოთხშაბათის განცხადების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობა ახლა 500 მილიონი იქნებოდა, რომ არა XX საუკუნეში „რუსეთის სახელმწიფოებრიობის ორი დიდი დაცემა“. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. პუტინის თქმით, რუსეთის სახელმწიფოებრიობამ კრახი პირველად 1917 წელს განიცადა, როცა რუსულმა იმპერიამ შეწყვიტა არსებობა, მეორედ კი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. „საჭიროა ყურადღებით გაანალიზება, რატომ  მოხდა ასე, რა …

რა სჭირდება მოცვის შემოსავლიანი ბაღების გაშენებას – ფერმერის გამოცდილება

ზაზა გუბელაძემ მოცვის სანერგე მეურნეობა შარშან მოაწყო შიდა ქართლში, სოფელ რუისში. კონტეინერული წესით გახარებული ნერგები 3 ჰექტარზეა განლაგებული. ნერგი ინგლისიდან და ჰოლანდიიდან შემოიტანეს, ჭკვიანი კალათები – ჩინეთიდან და ჰოლანდიიდან. ტორფის ჩამოტანა კანადიდან და ბალტიისპირეთიდან გახდა საჭირო. პერლიტი, რაც მოცვის სანერგეს სჭირდება და კიდევ რამდენიმე სხვა მინერალი აქვე მოიპოვება, საქართველოში. მოცვს მინერალების ნელი და ხანგრძლივი მიწოდება …

დიდოსტატი ბაციაშვილი გახარიას პარტიიდან – 20 ივნისს მეც ვიყავი აქციაზე

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ  25 აგვისტოს თავისი პარტიის გუნდი წარადგინა ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად. პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სიის პირველ ნომრად ჭადრაკის დიდოსტატ ნინო ბაციაშვილს ასახელებს. თვითმმართველობის არჩევნებზე  ბაციაშვილი ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს. როგორ აღმოჩნდით პარტიაში „საქართველოსთვის“ და რამ გიბიძგათ ჭადრაკიდან პოლიტიკისკენ? მთელი ცხოვრება ჭადრაკს ვთამაშობ და ამ საქმის პროფესიონალი ვარ. აქამდე არ მქონია არასდროს გეგმაში პარტიული …

გამყრელიძის თქმით, თუ ყველა აიცრება, ახალ წელს ძველებურად შევხვდებით

„რა დრო დაგვჭირდება საქართველოს მოსახლეობის სრულად ასაცრელად, თუ ვაქცინაცია ამავე ტემპით გაგრძელდება როგორც ახლა მიდის?” – ჰკითხეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, დღეს, 27 აგვისტოს, სპეციალურად გამართულ ვებინარზე. გამყრელიძის ინფორმაციით აგვისტოში დღეში საშუალოდ 23 ათასი აცრა კეთდება. ვაქცინაციის გეგმით კი, წელს სულ ცოტა მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც მილიონ შვიდასი ათასი ადამიანია. …

1 ჰექტარზე მოყვანილი მოცვით შემოსავალი 40 ათასი დოლარია – ახალგაზრდა მეურნე

26 წლის სანდრო სოსიაშვილი სოფლის მეურნეობის სპეციალისტია. კენკრის სანერგე მეურნეობის მართვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლა. მისი ძირითადი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ლურჯი მოცვის კულტურის გავრცელებაა საქართველოში, რასაც სპეციფიკური მოვლა, ნერგების თანამედროვე ტექნოლოგიით გამოყვანა სჭირდება. აგრარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ისწავლა აშშ-ში. გარდა თეორიული კურსისა, პრაქტიკულად მართავდა ლურჯი მოცვის ბაღებს, ნარგავების მოვლა ევალებოდა, სარწყავი …

ეპიდემიის დროს გამდიდრებულები – რას წერდა 2 საუკუნის წინ პრესა

სიცილი, როგორც რთულ სიტუაციაში თავდაცვის ფსიქოლოგიური მექანიზმი არც მეცხრამეტე საუკუნის ადამიანებისთვის იყო უცხო, მაშინაც კი, როცა ეპიდემიები მძვინვარებდა და მძიმე დრო იდგა. კორონავირუსთან დაკავშირებული ხუმრობები უსწრაფესად ვრცელდება სოცქსელების საშუალებით და ამ ტიპის ინფორმაციაზე ყველას მიუწვდება ხელი. რით შეეძლოთ ყურადღების გადატანა, ოდნავ რეალობის დავიწყება და სიცილით სტრესისგან თავდაცვა წარსულში, შემოინახა მხოლოდ ძველმა პრესამ, არქივებმა, წიგნებმა, სიმღერებმა …

ტენესის შტატში წყალდიდობას 21 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, ეძებენ დაკარგულებს – აშშ

ამერიკის სამხრეთით მდებარე ტენესის შტატში 22 აგვისტოს წყალდიდობას, ბოლო ინფორმაციით, 21-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 20-ზე მეტი კი დაკარგულია. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით მათ შორის არიან ბავშვებიც. მათივე განმარტებით მონაცემები ზუსტდება და დაკარგულთა და გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. ტენესის შტატში შაბათის დილიდან 6 საათის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა. ეს წვიმა ადგილობრივმა მეტეორლოგებმა „ისტორიულ“ წვიმად …

ექიმებმა ბათუმში პაციენტთა დასახმარებლად დამატებით ცხელი ხაზი აამოქმედეს

დღეს ბათუმში ექიმებმა – ლევან ანთაძემ, ვახტანგ კალოიანმა და სხვებმა ბრიფინგი გამართეს, რომლის მთავარი თემაც კოვიდვითარება და გამოსავლის გზების ძიება იყო. ექიმების განცხადებით, ისინი მზად არიან აამოქმედონ დამატებით ცხელი ხაზი იმ შემთხვევებისთვის, თუ ადამიანები ვერ დაუკავშირდებიან შესაბამის სამსახურებს, ვერ მიიღებენ ექიმის რჩევებს, როცა ვერ გადაჰყავთ პაციენტები კლინიკებში და ა.შ. „ეს ცხელი ხაზი შეეცდება დაეხმაროს ადამიანებს …

„ბათუმელი მეზობლები მეუბნებიან, რამე რომ მოხდეს, სპეცსამსახურებს შენ თავს არ გავატანთო“ 

ალექსანდრე დ. ბელარუსიდან ბათუმში სამი თვის წინ, მაისში ჩამოვიდა. როგორც ის ამბობს, სხვა გზა მას, უბრალოდ, აღარ ჰქონდა. ალექსანდრე ვებდიზაინერია და მუშაობს ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ყიდიან აპლიკაციებს. სხვადასხვა კომპანიის დაკვეთით ამზადებს რეკლამებს სოცქსელებისთვის. ალექსანდრე ლუკაშენკოს სასტიკ რეჟიმს გამოექცა საქართველოში. როგორც ის გვეუბნება, ბათუმი ბელარუსების დიდი დიასპორაა, მათ შორის არიან პროგრამისტები, ბლოგერები, …

რისი ეშინოდათ 2 საუკუნის წინ ყვავილზე აცრისას

იზოლაციას, ნიღბის ტარებასა და სხვა მსგავს პროფილაქტიკურ რეგულაციებს, რაც ყვავილის ეპიდემიის პირობებში წესდებოდა XIX და XX საუკუნეებში, ხშირად უგულებელყოფდა მოსახლეობა და მეტიც, დასცინოდნენ კიდეც. პირველი ვაქცინა, რომელიც გამოიყენებოდა მე-19 საუკუნეში ყვავილის წინააღმდეგ, სავალდებულო არ გამხდარა ყველასთვის საფრანგეთში 1902 წლამდე. იმდროინდელი ფრანგული პრესის ინფორმაციით, ხელისუფლებას უწევდა ძალიან ბევრი ადამიანის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ვაქცინაციისა და რევაქცინაციისა, განსაკუთრებით 1907 …

16-17 წლის მოზარდები, რომლებიც კოვიდზე აიცრნენ – „უნდა ავიცრათ, თუ გვინდა გადავრჩეთ“

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდანაა შესაძლებელი. 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდების აცრა უმნიშვნელოვანესია, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის არადისტანციურ რეჟიმში აღსადგენად. ქეთი კვიჭიძე, ნინო კიკაბიძე და ნინო ოქროპირიძე 16, 17 წლის მოზარდების მშობლები არიან. მათი შვილები ასაკის შესაბამისი ვაქცინის გამოჩენისთანავე აიცრნენ და არც რთული გვერდითი ეფექტები ჰქონიათ ინექციის შემდეგ.    ვიკა კიკაბიძე, 16 წლის: „არანაირი გვერდითი ეფექტი …

პანკისელი ამინა უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა, ის უფლებადამცველობას აპირებს

18 წლის ამინა ხანგოშვილმა წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა მაღალი ქულებით და 100%-იანი გრანტით. ამინა პანკისის ხეობის სოფელ დუისიდანაა. მას რეპეტიტორებთან არ უვლია, მხოლოდ ქართულის მასწავლებელთან დადიოდა კვირაში ორჯერ. შინ, დამოუკიდებლად მოემზადა სხვა საგნებში და როგორც ამბობს, დამატებითი მეცადინეობებისთვის ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს. ინგლისურ ენაში ამინამ მაქსიმალური 80 ქულიდან 79 ქულა აიღო, ისტორიაში მაქსიმალური …

შერჩეული გვაქვს ლოკაციები საველე ჰოსპიტლებისთვის – ტიკარაძე

„გვაქვს შერჩეული ლოკაციები, რომლებიც შეესაბამება საველე ჰოსპიტლების პირობებს და ამასთანავე ვიცით, რომელი ექიმები შეძლებენ დიდი რაოდენობით პაციენტების მართვას“ – განაცხადა დღეს, 12 აგვისტოს, აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. ტიკარაძის თქმით, სამინისტროს საველე ჰოსპიტლები კარვის ტიპის არ წარმოუდგენია და მიაჩნიათ, რომ საველე ჰოსპიტლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება. მინისტრის თქმით, …

როგორია ბათუმში კოვიდით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა – ინტერვიუ

ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ 43 ბავშვს მკურნალობენ. მათი ნაწილი რეანიმაციაში, ნაწილი კი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბავშვებში ახლა ძირითადად კორონავირუსის დელტა შტამი ცირკულირებს, რაც სხვა შტამებისგან განსხვავებით ბევრად უფრო გადამდებია. როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა ჰოსპიტალში, რა რესურსები აქვს კლინიკას გაზრდილ მიმართვიანობასთან გასამკლავებლად და რა მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ხვდებიან …

„გამოცხადდეს მათემატიკის ტესტები რთულად“ – აბიტურიენტთა ჯგუფის მოთხოვნა და naec-ის პასუხი

2021 წლის აბიტურიენტთა ერთი ჯგუფი პეტიციის საშუალებით პარლამენტსა და განათლების სამინისტროს მიმართავს. პეტიციის მოთხოვნაა „გამოცხადდეს მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად“. პეტიციას ამ დროისთვის [16:28] 7000-ზე მეტი  აბიტურიენტი აწერს ხელს. პეტიციაში წერია, რომ მათემატიკის 2021 წლის ტესტი სკოლაში ნასწავლი ამოცანების სირთულეს არ შეესაბამება. აბიტურიენტები მიუთითებენ, რომ ტესტი იყო ურთულესი და შეესაბამებოდა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეების მომზადების …

მოგზაური ბიბლიოთეკა აჭარის სოფლების წიგნებით მოსამარაგებლად

წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ხართ და მაღალმთიან სოფელში ცხოვრობთ, სადაც არც წიგნების მაღაზიაა და არც ახალი გამოცემებით მარაგდება ბიბლიოთეკა. ერთ დღეს კი შენს სოფელში ახალი წიგნებით დატვირთული დიდი მანქანა, „ბუქმობილი“ მოდის და სასოფლო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემს ახალ წიგნებს. რა არის მოგზაური ბიბლიოთეკა? „ბუქმობილი“ ანუ მოგზაური ბიბლიოთეკა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ პროექტია. პროექტის მიზანია აჭარის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს …

იახტა, გემი, პარაშუტი და სხვა – რა ღირს ზღვაში გასეირნება

რა სერვისებია წელს ზღვაზე დასასვენებლად ბათუმში, რა ღირს წყლის სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გასეირნება და როგორ იმოქმედა პანდემიამ ამ ბიზნესზე? ბათუმში ზღვაზე გასეირნების საფასური სხვადასხვა საშუალებით სხვადასხვაგვარია: 30 წუთით გემით გასეირნება 20 ლარი ღირს  ერთი ადამიანისთვის. 7 წუთი პარაშუტით ფრენის საფასური 100 ლარია. 10 წუთით ჰიდროციკლით გასეირნება 70 ლარი ღირს – მოცემულ ფასად ორი ადამიანი გაისეირნებს …

„ნუ წახვალ ქორწილში, სამედიცინო რესურსიც ამოწურვადია!“ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ პირველ აგვისტოს ფეისბუქზე მოსახლეობას ნიღბის ტარებისკენ, დისტანციის დაცვისა და აცრისკენ მოუწოდა. „სამედიცინო რესურსიც ამოწურვადია! ნუ გამართავ ქორწილს! ნუ წახვალ ქორწილში! ატარე ნიღაბი! დაიცავი დისტანცია! აიცერი! ასე რთულია ეს ყველაფერი?“ – წერია ჯანდაცვის მინისტრის პოსტში. „ბათუმელებმა“ დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრს აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასება სთხოვა. გუშინდელი პოსტით სოციალურ …

მწერალთა სახლი: „შეიძლება ახალი ჟიური მოვიწვიოთ, მაგრამ თუ წიგნი არ დარჩა, ვისთვის?“

ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ ოცამდე ნომინირებულმა ავტორმა დატოვა. ავტორებმა საკუთარი წიგნები კონკურსიდან მოხსნეს. ასევე მოიქცა ჟიურის ხუთიდან ოთხი წევრი და ამჯერად კონკურსში რჩება ჟიურის მხოლოდ ერთი, სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე. პროტესტის ძირითადი მიზეზი სწორედ მისი დანიშვნა იყო სამინისტროს მხრიდან. მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე, ლელა შუბითიძე გვეუბნება, რომ ჯერ არ არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე, ჩატარდება …

ასტრიდ ლინდგრენის მიმოწერა სარასთან – 40-წლიანი მეგობრობა მხოლოდ წერილებით

რაც კი ქვეყნად დაწერილა, ყველაფერი წასაკითხადაა განწირული, მაგრამ მაინც, ცოტათი სინდისი გქენჯნის და უხერხულად იშმუშნები, როცა ასტრიდ ლინდგრენისა და სარა იუნგკრანცის (ქორწინების გვარით სარა შვარტის) პირად მიმოწერას კითხულობ. თითქოს არც არაფერი, მწერალს 12 წლის გოგო, ერთგული მკითხველი სწერს გაბმით და ასტრიდიც პასუხობს, მაგრამ ეს მიმოწერა მალე ორი ერთნაირი სულის, ერთნაირად მგრძნობიარე ადამიანის გულახდილ, მრავალწლიან დიალოგად …

მეგობრების ბრძოლა 26 წლის ბიჭის გადასარჩენად – #ჭიპასთვის

ყველა ვიდეოში მღერის, ცეკვავს ან ხუმრობს. ყველა ფოტოზე იცინის. აგერ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაღებული ვიდეოც, მეგობრებთან ერთადაა, ზღვისპირა, მყუდრო კაფეში ყველა ერთად ცეკვავს და ყველა ბედნიერია. მანოც აქვეა, მისი შეყვარებული. სულ, სულ ერთად ცეკვავენ ვიდეოში და ათას რამეზე იცინიან. დათო ჭიპაშვილის, იგივე ჭიპასთვის, რას არ აკეთებენ მეგობრები. შექმნეს სპეციაური გვერდი ფეისბუქზე: ჭიპასთვის ყიდიან საკუთარ ნახატებს, …

პოლიციამ აბსოლუტური უმოქმედობით გასაქანი მისცა ხილულ კრიმინალს – პენცენტრი

საქართველოს პენცენტრი განცხადებას ავრცელებს და გმობს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ძალადობას: „თანადგომას ვუცხადებთ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც პროფესიული საქმიანობისას მოძალადეების ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი აღმოჩდნენ, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისი პრაიდის მონაწილეებს, რომელთაც ძალადობრივად შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის საშუალება. მიგვაჩნია, რომ რუსთაველის გამზირის ზიზღის პოლიგონად ქცევა საქართველოს საპატრიარქოს უშუალო ბრალია, თუმცა ბრალის სიმძიმეს ვერ გაექცევა ხელისუფლება, რომლის მეთაურმა დღევანდელი უპასუხისმგებლო …

აღკვეთეთ საჯარო სივრცეში ძალადობა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს დღეს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს. „მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და …

დაიცავით ჟურნალისტები საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან – მიმართვა შს სამინისტროს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „ღირსების მარშის“ გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისა და მონაწილე პირთა უსაფრთხოება. დღეს, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გაიმართოს. ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღირსების მარშის გამართვს, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და რუსთაველის გამზირიდან, მათივე აქციიდან, გააძევეს. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე …

ძიძების ხელფასია 800-1200, მომვლელების 700 ევრო – ემიგრანტი საბერძნეთიდან

ლია გრძელიძე იმ იშვიათი ემიგრანტების სიაშია, ვინც საბერძნეთში ჩასვლიდან დღემდე, უკვე 15 წელია ერთსა და იმავე ოჯახში მუშაობს დამხმარედ. სახლს უვლის, პროდუქტს ყიდულობს და სადილ-ვახშმებს ამზადებს. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან კოვიდპანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მის მდგომარეობაზე ისე მწვავედ არ უმოქმედია, როგორც ეს სამსახურდაკარგული სხვა  ქართველების შემთხვევაში მოხდა. პანდემიის დასაწყისში, ისევე როგორც …

Exit mobile version