October 4 Trial Nears End as Eight More Defendants Sentenced

Proceedings have concluded in another branch of the October 4 case. On June 22, Judge Romeo Tkeshelashvili delivered verdicts against Zura Chavchanidze, Vladimer Gvelesiani, Amiran Dolishvili, Anton Vardanidze, Aleksandre Chilachava, Genadi Kupreishvili, Sulkhan Tughushi, and Ramaz Mamuladze.  All eight defendants received five-year prison sentences. During the hearing, Zura Chavchanidze—also known as the Flag Bearer of …

Concerns Grow Over Elene Khoshtaria’s Health in Prison

Lawyers for imprisoned opposition leader Elene Khoshtaria report her health has deteriorated significantly in prison, warning that inadequate treatment could cause irreversible harm. Authorities insist she is receiving proper medical care. Concerns intensified on June 17 when Khoshtaria’s lawyer, Shota Tutberidze, and Droa’s executive secretary, Giga Lemonjava, reported a significant decline in her health over …

მედვედევი უკრაინაში ბირთვულ იარაღის სროლაზე – გადაყლაპავენ ნებისმიერი იარაღის გამოყენებას

ბირთვულ იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, თავის მოსაზრებას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აქვეყნებს. ტელეგრამის პოსტში, ის სიძულვილის ენით, სექსიზმითა და შეურაცხმყოფელი ლექსიკით ესხმის თავს უკრაინისა და დასავლეთის ლიდერებს და ახსენებს რუსეთის უფლებას – გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად. „ბაიდენი და ტრასი, სხვადასხვა მეორეხარისხოვანი ბლინკენები და სალივანები, ატლანტიკურ ნერწყვს იფურთხებიან …

მე ვერ ვირჩევ, როდის მოვკვდები, მაგრამ ვირჩევ, როგორ ვიცხოვრო – მებრძოლი ცნობილი ფოტოდან

ფოტოზე ჩანს კაცი, გაბურძგნილი თმითა და წვერით, სახეს ღიმილი და მოლურჯო-მომწვანო თვალები უნათებს. ცალ ხელში, რომელიც შეხვეულ-ჩამოკიდებული აქვს და ზედ რკინის აპარატი უკეთია, ჭიქა უჭირავს, მეორეში – კოვზი და თან ფოტოგრაფს ორ თითს უჩვენებს –  გამარჯვების ნიშანს. ეს კაცი მიხაილო დიანოვია, რომელიც უკრაინამ პირველად მაშინ გაიცნო, როდესაც ევაკუაციამდე ორიოდ დღით ადრე, დმიტრო კოზაცკის „აზოსვტალში“ გადაღებული …

გიორგი ღონღაძის „უკრაინული სიმართლე“ – 22 წელი მკვლელობიდან, რომელმაც უკრაინა შეცვალა

2000 წლის სექტემბერში 22 წლის ვიყავი და სულ რაღაც ორი წელი ხდებოდა, რაც „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი. კიევში ქართველი ჟურნალისტი მოკლეს – ცხადია, ეს ამბავი ჩვენთვისაც მთავარი ახალი ამბავი იყო. ჯერ კიდევ დამწყებ რეპორტიორს (ჩემი მწირი სატელევიზიო გამოცდილება ასეთ საპასუხისმგებლო თემას ვერ მომაპოვებინებდა) არავინ მიმაკარებდა 9 საათიანი „კურიერის“ პირველ სიუჟეტთან, თუმცა იმ დროს არხის ნიუსრუმში ყოფნა …

„ჩვენ არმია არ გვყავს“ – კაცი ბურიატიიდან, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგ უკრაინაში წავიდა

ბურიატიის სოფელ ოიმურის მცხოვრებს, უმცროსი ვაჟი უკრაინაში 27 თებერვალს დაეღუპა. თავის დროზე, მამამ თავად ურჩია შვილს, არმიაში ემსახურა, რადგან მათ სოფელში სამუშაო არ იყო. შვილის დაკრძალვის შემდეგ, რინატ სადიკოვი თვითონაც მოხალისედ წავიდა ომში, უნდოდა გაეგო „რისთვის იბრძოდნენ და რისთვის დაიღუპა 22 წლის ვაიჩესლავი.“ ორი თვის შემდეგ, ბურატიაში დაბრუნებული რინატ სადიკოვი ამბობს, რომ ეს ომი უაზრობაა. „და …

საშინელი სიმართლე ხერსონზე – რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ოკუპაციიდან გამოაღწია

კონსტანტინ რიჟენკომ, ჟურნალისტმა, რომელმაც ოკუპირებულ ქალაქში ნახევარი წელი მიმალვაში გაატარა, ხერსონი დატოვა და ახლა კიევშია. კონსტანტინი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ოკუპირებულ ხერს ონში ემალებოდა, მასზე ნადირობდნენ, ახლობლებსა და ნაცნობებს აკითხავდნენ, ეძებდნენ და იჭერდნენ მათაც კი, ვინც ჟურნალისტს მასალებს აწვდიდა, მისი ფოტოსურათი კი ყველა რუსულ საგუშაგოზე ჰქონდათ. უკვე უსაფრთხოდ მყოფი კონსტანტინ რიჟენკო Новое Время-ს უყვება …

წლის ბოლოს რუსეთს ჭურვები, არტილერია და ჯავშანტექნიკა თითქმის არ ექნება – The Insider

უკრაინასთან ომში რუსეთმა არამხოლოდ ათასობით სამხედრო დაკარგა, არამედ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც გაუნადგურდა – რუსეთის შეიარაღების მდგომარეობა ზოგიერთი პარამეტრით კრიტიკულია, წლის ბოლოსთვის კი დეფიციტი თვალსაჩინო გახდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რუსული საგამოძიებო პროექტის The Insider-ის ჟურნალისტები. მათ საგამოძიებო სტატიაში ნათქვამია, რომ უკვე წლის ბოლოსთვის რუსეთი ცხადად იგრძნობს საარტილერიო ჭურვებისა და ჯავშანტექნიკის ნაკლებობას, სანქციების გამო კი სრულფასოვანი სამხედრო …

28 წლის უკრაინელი, რომელიც „აზოვსტალში“ დაიღუპა – „ფოლადის მკლავებში“ სამუდამოდ

„აზოვში“ ექვსწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2022 წლის იანვარში, 28 წლის ალექსანდრ გრიანიკმა პოლკი დატოვა და გადაწყვიტა, სამოქალაქო ცხოვრებით ეცხოვრა. ერთ თვეში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მისი ბრძოლა უკრაინის დასაცავად 24 თებერვალს კიევის ოლქში დაიწყო და 8 მაისს „აზოვსტალში“ დასრულდა. ცხედარი დღემდე არ უპოვიათ. მშობლები, და და მეგობრები გლოვობენ, თუმცა იციან, რომ მას სხვაგვარად არ შეეძლო – …

რამდენი მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა გაუნადგურა რუსეთს უკრაინამ

ნახევარ წელიწადში რუსების 2 000 ტანკი, 234 თვითმფრინავი და 15 ხომალდი განადგურდა – Forbes უკრაინამ დათვალა, რა თანხის ტექნიკა დაკარგა რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის ექვს თვეში. ჯამში ეს 12 142 ერთეული ტექნიკაა, რომლის საერთო ღირებულებაც 16, 56 მილიარდი დოლარია (ანგარიშში არ შედის რაკეტები). Forbes-მა შეისწავლა კონკრეტული სამხედრო ტექნიკის ღირებულება ექსპორტ-იმპორტის კონტრაქტების მიხედვით, გაითვალისწინა მათი გამოშვების თარიღი, …

ჩვენ გავრბოდით, უკან ჭურვები ფეთქდებოდა, რაკეტამ ფეხი წამაცალა – ბოლო 40 დღე აზოვსტალში

როდესაც მარიუპოლის მოვლენები დაიწყო და მისი მეგობრები „აზოვსტალში“ გამაგრდნენ, რუსლანი იქ არ იმყოფებოდა – ის უკვე ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ჩავიდა. ევაკუაციის წინა დღეს დაიჭრა, სხვა მებრძოლებთან ერთად ჩაბარდა და თვე-ნახევარი ტყვეობაში გაატარა. ახლა რეაბილიტაციას გადის, ძალებს იკრებს და პროთეზისთვის ემზადება – ფეხი დაკარგა, მაგრამ მისი მოსმენისას ნამდვილად ვერავის გაუჩნდება აზრი, რომ ის გადაწყვეტილებას წამით მაინც ნანობს. …

100 კილომეტრი მტრის ზონაში „აზოვსტალისთვის“ – რას ჰყვება უკრაინის დაზვერვის ოფიცერი

სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ახალგაზრდა კაცს სახეზე მწვანე ბალაკლავა უკეთია, მხოლოდ თვალები მოუჩანს. ინტერვიუს დროს ხმაც შეცვლილი აქვს. ტიტრში მარტო მისი საბრძოლო მეტსახელი იწერება –  „ფლინტი“. ის იმ პირველ ვერტმფრენში იჯდა, რომელიც დნეპრიდან გაფრინდა, მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 100 კილომეტრი იფრინა, ოკუპირებულ მარიუპოლში შეაღწია და „აზოვსტალში“ ჩაიტანა „ჯაველინები“, „სტარლინკები“, მედიკამენტები და საკვები, იქიდან კი დაჭრილები წამოიყვანა. …

90-დან 26 გადავრჩით – „აზოვის“ ყაზახმა მებრძოლმა უკრაინის დაცვისთვის სიმამაცის ორდენი მიიღო

ყაზახეთის მოქალაქე დიუსემბინ ჟასულანი, საბრძოლო მეტსახელით „ჯაზი“, „აზოვის“ წევრია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2021 წელს შეუერთდა, ჯერ საარტილერიო დივიზიონში იბრძოდა, შემდეგ უკვე „აზოვში“. თუკი რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ყველასთვის 24 თებერვალს დაიწყო, მისთვის ეს 17 თებერვალს მოხდა, როდესაც რუსებმა დონეცკში განლაგებულ მის დანაყოფს ცეცხლი „გრადებიდან“ გაუხსნეს. დიუსემბინ ჟასულანი, რომელმაც ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინის სახელმწიფო ჯილდო მიიღო, თავის …

WP: კიევის აღება და ზელენსკის მოკვლა – კიდევ რას გეგმავდა პუტინი და როგორ მივიდა ევროპა ომამდე

ვლადიმერ პუტინი უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას, კიევის სამ დღეში აღებას, პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და „თუ საჭირო გახდებოდა“ მის მკვლელობასაც გეგმავდა – წერს The Washington Post-ი თავის ექსკლუზიურ მასალაში აშშ-ის, უკრაინის, ევროპისა და NATO-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. გავლენიანი ამერიკული გამოცემის ვრცელი სტატია 2021 წლის ოქტომბერში თეთრ სახლში შეკრებით იწყება. აშშ-ის უმაღლესი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პრეზიდენტ ჯო …

ლატვიელი დეპუტატი, რომელმაც მანდატზე უარი თქვა და უკრაინაში „ბოროტების იმპერიას“ ებრძვის

მარტის დასაწყისში ლატვიის სეიმის კანცელარიამ პარტია „კონსერვატორების“ წევრისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, იურის იურაშის განცხადება მიიღო. ის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა. იურაშმა პარლამენტარის მანდატი დატოვა და უკრაინაში მოხალისედ წავიდა. „ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, იბრძვის ჩვენი, მათ შორის ლატვიისა და ევროკავშირის თავისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია, საერთო გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ,“ – თქვა …

თუ ინერციით ვიცხოვრებთ, ყოველ 8-10 წელიწადში ორ ოლქს ჩამოგვაჭრიან – საზღვაო ქვეითი იარინა

იარინა ჩორნოჰუზი საზღვაო ქვეითი, მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი და 6 წლის გოგონას დედაა – ქალი, რომელსაც ფრონტზე ალბათ ყველაზე უკეთ იცნობენ. იარინა 2019 წელს ჯერ პარამედიკოსი გახდა, შემდეგ კი კონტრაქტით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. იარინა, Новое Время-ს სპეცპროექტისთვის „ქალები ომში“, თავის ისტორიას ჰყვება – როგორ გახდა სამხედრო, რატომ წავიდა ფრონტზე, რას ასწავლის თავის პატარა გოგონას და …

 რას იხსენებს ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვის“ 25 წლის მებრძოლი – მზად ვიყავი, მოვმკვდარიყავი 

„აზოველი“ დენის პისკუნი, მეტსახელად „კომბატი“, რუსეთის ტყვეობიდან ივნისის ბოლოს დაბრუნდა. 25 წლის მებრძოლი მარიუპოლში მიღებულ ჭრილობებს ჯერ კიდევ მკურნალობს. დენისი იხსენებს ქალაქის ბრძოლებს, “აზოვსტალის” ჰოსპიტალს, გმირობის მაგალითებს, ტყვეობას და მეგობრებს, რომლებიც დონეცკში დატოვა. „აზოვსტალში“ „კომბატი“ 26 მარტს, ქალაქის ბრძოლების დროს დაიჭრა. „ორნი ვიყავით. ასე 30-40 მეტრიდან გვესროდნენ. სადარბაზოში შევრბოდით, როდესაც პირველი ტყვია მუხლში მომხვდა და …

ბრძოლა, რომელიც 24 წლის აქტივისტმა სიკვდილის შემდეგ მოიგო

კიევის საქალაქო საბჭომ იზიუმთან დაღუპული სამოქალაქო აქტივისტის, რომან რატუშნის ხსოვნის პატივსაცემად მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას კიევის ცენტრში, „პროტასოვ იარის“ ლანდშაფტური პარკის შექმნის შესახებ. რომან რატუშნი, რომელიც ივნისში იზიუმთან დაიღუპა, წლების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრში, იმ ადგილას, საცხოვრებელი თუ სასტუმრო კომპლექსების ნაცვლად პარკი გაშენებულიყო. „ეს არის რომანის ხსოვნის პატივისცემა და დასტური იმისა, რომ მისი და …

რას ჰყვება ბაირაქტარის პილოტი, რომელმაც კიევზე მტრის შეტევა შეაჩერა

დაბურული ტყის თავზე მფრინავმა სამხედრო დრონმა ბელარუსის საზღვრიდან მომავალი რუსული კოლონა შენიშნა. პილოტმა, რომელიც დრონს შორიდან მართავდა, ჯერ კამერით დაათვალიერა, სადმე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ხომ არ იყო და შემდეგ სამიზნე შეარჩია. ბომბები პირდაპირ კოლონის შუაგულს დაეცა. ერთიმეორის მიყოლებით, ჯაჭვური რეაქციით იფეთქა საწვავის ავტოცისტერნებმა და პილოტის ეკრანი ცეცხლოვანი შუქით გაანათა. ასე იწყება ბრიტანული The Times-ის სტატია …

რუსები მეუბნებოდნენ, რომ არ მაცოცხლებდნენ – „ტაირა“ ტყვეობასა და ომში დაბრუნებაზე

54 წლის იულია პაევსკას უკრაინა მისი საბრძოლო მეტსახელით იცნობს – „ტაირა“. ის უკრაინის ეროვნული გმირი და ცნობილი პარამედიკოსია, რომელიც 8 წელია დონბასში სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. მარიუპოლში მისი ტყვედ ჩავარდნისა და გათავისუფლების ამბავს უკრაინასთან ერთად მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და მის ბედზე ღელავდა. დღეს, ტელემარათონის ეთერში „ტაირამ“ თქვა, რომ ტყვეობაში სწორედ ხალხის …

გზა აღარც წინაა და არც უკან, არსად წასვლა არ შემიძლია – 4 თვე ოკუპირებულ ხერსონში

ხერსონი, სამხრეთ უკრაინის ეს უდიდესი ქალაქი და მთავარი ეკონომიკური ცენტრი, ისევე, როგორც მთლიანად ოლქი, მარტის შემდეგ ოკუპირებულია. საერთაშორისო და უკრაინული მედია ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს საუბრობს საოკუპაციო ძალების რეპრესიებზე, უკრაინის ხელისუფლება კი – მომავალ კონტრშეტევაზე ხერსონის დასაბრუნებლად. ხერსონში რჩება ჟურნალისტი კონსტანტინ რიჟენკო, ადგილობრივი „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარი რედაქტორი, რომელიც საკუთარ 28-ე დაბადების დღეს ოკუპირებულ ქალაქში, …

მკვდრეთით აღმდგარი – ბუჩაში დახვრეტილი და გადარჩენილი 43 წლის კაცის ისტორია

სუნთქვას ძლივს იკავებს. რა იქნება, ერთხელ მაინც რომ ღრმად ამოისუნთქოს. ტემპერატურა ნულს ქვემოთაა და ალბათ, მკვლელები აუცილებლად შეამჩნევენ გაყინულ ჰაერში ამომავალ ორთქლს. გვერდში ნატყვიარიც გაუსაძლისად სტკივა, მაგრამ იცის, რომ ერთი ამოკვნესაც, ისევე, როგორც ერთი ამოსუნთქვა, მისთვის საბედისწერო გახდება. ესმის, როგორ დადიან რუსები და დახვრეტილებს ამოწმებენ, ვინმეს სიცოცხლის ნიშანწყალი ხომ არ ეტყობა, რომ საკონტროლო გასროლა მიაყოლონ. …

„დედა, ვმუშაობთ“ – ლუგანსკში დაღუპული უკრაინის გმირის ბოლო მესიჯი დედას

2022 წლის 16 თებერვალს, როდესაც უკრაინა უკვე რუსეთის სამხედრო აგრესიის მოლოდინში იყო, სააგენტო Reuters-ის პირდაპირ ეთერში მოულოდნელად დრონი გამოჩნდა. თავისუფლების მოედანზე აფრენილ დრონს მიმაგრებული ჰქონდა მუყაო, წარწერით – „ვყიდი ავტოფარეხს“ და ტელეფონის ნომერი. როგორც კი ადამიანებმა ფარეხის მეპატრონესთან რეკვა დაიწყეს, გაირკვა, რომ ნომერი უკრაინაში რუსეთის საელჩოს ეკუთვნოდა. ალბათ, უკრაინელთა დიდ ნაწილს, პირდაპირ ეთერში თუ არა, …

პარტიზანები და კოლაბორაციონისტები – როგორ ცხოვრობენ ოკუპირებულ ხერსონში

წყარო: Hromadske.ua რუსებმა ხერსონი პირველ მარტს დაიკავეს. უკვე ოთხი თვეა, რუსეთი ხერსონელების გადაბირებას ცდილობს: დასდევენ, იტაცებენ, კლავენ. თუმცა ხერსონი პირველი დღიდანვე იბრძვის: თავიდან მიტინგებს აწყობდნენ, ახლა კი ბრძოლა იატაკქვეშეთში გადავიდა – ქალაქში კოლაბორაციონისტების მანქანებს აფეთქებენ. რამდენიმე ხერსონელი ჰყვება, როგორია ცხოვრება ოკუპირებულ ქალაქში. ოთხი თვე ოკუპაციაში ოქსანას, სახელი შეცვლილია, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ესმოდა, რომ სახლებს …

უკრაინის 27 წლის გმირი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 3 თვე მალავდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, დმიტრო ჩავალახი, ომის პირველივე დღეს მძიმედ დაიჭრა და სამი თვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დასახლებაში გაატარა. 27 წლის ოფიცერი ერთ-ერთი პირველია, ვინც ომის დაწყებიდან ძალიან მალე უკრაინის გმირის წოდება მიიღო. ბატალიონი, რომელშიც დმიტრო მსახურობდა, 24 თებერვალს, როდესაც აფეთქებები და სარაკეტო დარტყმები დაიწყო, ხერსონის ოლქში იმყოფებოდა. დმიტრო იხსენებს, რომ თავიდან ეს ყველას მორიგი …

როგორ ცხოვრობს 6 წლის ბიჭი, რომელმაც მშობლები მარიუპოლში დაკარგა – „ისინი ზეციდან გვიყურებენ“

„მე ავუხსენი, რომ ეს ომია, სასტიკი ომი და სამწუხაროდ ასე ხდება. ვუთხარი, რომ მისი მშობლები ახლა ზეცაში არიან და იქიდან უყურებენ, რომ მარტო არაა, რომ ჩვენ ვიშვილეთ, ვიზრუნებთ მასზე, გვეყვარება და თუ მას ეს ენდომება, ჩვენ ვეცდებით, მისი დედ-მამა ვიყოთ“, – ამბობს მარია. ომი სულ ორი დღის დაწყებული იყო, როდესაც ილიას დედა შინიდან გავიდა და …

უკრაინაში 20 მლნ დოლარი შეაგროვეს 3 ბაირაქტარის საყიდლად, კომპანია ფულზე უარს ამბობს

„ხალხის ბაირაქტარისთვის“ თანხის შეგროვება უკრაინელმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა სერგეი პრიტულამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტით 23 ივნისს დაიწყო. ერთ დღეში, შეწირულებებითა და პრიტულას ფონდის ერთობლივი თანხებით, ანგარიშზე უკვე 12 მილიონი დოლარი იყო, ორი ბაირაქტარის თანხა, რის შემდეგაც მსახიობმა კამპანია მესამე დრონისთვის საჭირო ფულის მოსაზიდად გააგრძელა. საბოლოოდ, სერგეი პრიტულამ, რამდენიმე დღეში, 20 მილიონი დოლარი მოაგროვა. „ბაიკარმა შეიტყო, …

3 ფილტრაცია და ევროპაში რუსეთის გავლით – მარიუპოლელი გოგოს გადარჩენის ამბავი

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილ ბანაკებზე უკვე აპრილიდან ლაპარაკობენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, ზუსტად რა ხდება იქ და როგორ მიდის ეს პროცესი, რომელსაც რუსები „ფილტრაციას“ უწოდებენ. ანა, მარიუპოლში ცხოვრობდა. გადაიტანა ბლოკადა, ოკუპაცია. სამჯერ გაიარა ფილტრაცია და ბოლოს ევროპაში გადასვლა მოახერხა. ანა იხსენებს გზას მარიუპოლიდან დუბლინამდე. ბლოკადა ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდი. ყველა ომზე ლაპარაკობდა. რატომღაც მეგონა, რომ …

„აზოველი“, რომელმაც ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოაღწია – ჯოჯოხეთს გადარჩენილი

როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, „აზოვის“ წევრი, საბრძოლო მეტსახელით „მოლფარი“, მარიუპოლს იცავდა. 27 წლის ახალგაზრდას პრიკარპატიედან, ამ დროისთვის უკვე ჰქონდა დონბასში ბრძოლის 8-წლიანი გამოცდილება. მარიუპოლში, რომელსაც რუსები სამი თვე ბომბავდნენ, ის ქალაქის დამცველთათვის კავშირგაბმულობას უზრუნველყოფდა. მარტის შუა რიცხვებში, ერთ-ერთ დავალებაზე, „მოლფარი“ მძიმედ დაიჭრა. დაბომბვებისა და საარტილერიო თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელმა პილოტებმა ის და მისი კიდევ რამდენიმე დაჭრილი …

უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაასრულებს ამ ომს – კიდევ რა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა

კიევში დღეს ერთდროულად ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. ვიზიტი დღის ბოლოს ერთობლივი პრესკონფერენციით დაასრულდა, თუმცა მანამდე იყო დახვედრა კიევის ვაგზალზე, ირპენის მონახულება და მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში. მთავარი ქრონოლოგიურად ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი კიევში …

ვინ არის უკრაინელი მილიარდერი, რომელიც ხარკოვთან იბრძვის თავისი მოხალისე ბატალიონით

ხარკოვი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ რუსული არტილერიის სამიზნე იყო, გათავისუფლების შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. ქალაქმა ცოტა ამოისუნთქა, თუმცა მისგან ასე 15-20 კილომეტრში აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა და სულ სხვა ატმოსფეროა – იქ მშვიდობის ილუზიაც კი არ არსებობს. სოფელ რუსკაია ლოზოვაიას თავდაცვით ბრძოლებში მონაწილეობს მოხალისეთა ბატალიონი, რომელსაც უკრაინაში „მილიარდერის ბატალიონის“ სახელით იცნობენ – მისი …

ვინ არიან 2 ბრიტანელი და 1 მაროკოელი, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

9 ივნისს დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ სამხედრო ტყვეს – 28 წლის ეიდენ ასლინს, 48 წლის შონ პინერს და 21 წლის საადუნ ბრაჰიმს. მათ ბრალად ედებათ „ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა“. ვინ არიან ისინი – 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის ტყვეობაში აღმოჩენილი მებრძოლები, რომლებმაც, არაერთი ცნობის …

შოიგუ უკრაინელი სამხედრო ტყვეების რიცხვს ასახელებს

„უკრაინელ სამხედრო ტყვეთა საერთო რაოდენობა 6 489 ადამიანია, თუმცა ეს რიცხვი არ ითვალისწინებს იმ ტყვეებს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან,“ – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. სერგეი შოიგუს კომენტარს, თავდაცვის უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით, კრემლის კონტროლირებადი მედიასაშუალებები ავრცელებენ. გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის ტყვეობაში „აზოვსტალის“ დაახლოებით 2500 დამცველი იმყოფება. რუსეთის თავდაცვის …

„აზოვსტალის“ მებრძოლის საცოლე: როცა დიმა დაბრუნდება, 4 დღით ჩავიკეტებით და ვიტირებთ

ანასა და დმიტროს 8 წელია ერთმანეთი უყვართ. ჯერ ომის დასრულებას ელოდნენ, რომ დაქორწინებულიყვნენ, ახლა კი ანა დიმას ტყვეობიდან დაბრუნებას ელოდება. ანა ნაუმენკო დმიტრო დანილოვის საცოლეა, მარიუპოლის პოლკის პირველი ასეულის პირველი ბატალიონის მეთაურის. დმიტრო, მარიუპოლის სხვა დამცველებთან ერთად, „აზოვსტალიდან“ მაისის შუა რიცხვებში გამოვიდა. მაშინ მებრძოლებმა ბრძანება მიიღეს, წინააღმდეგობა შეეწყვიტათ და საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ. ახლა დაახლოებით 1700 …

რუსეთის არმიამ სევეროდენცკის ნახევარზე მეტი დაიკავა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ძირითადი სახმელეთო ოპერაციები და მთელი ძალა კვლავაც მიმართულია ლუგანსკის მცირე სექტორზე. „30-31 მაისს დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა სევეროდენცკის ქუჩებში, რუსეთის ჯარები ქალაქის ცენტრს უახლოვდებოდნენ. ახლა ქალაქის ნახევარზე მეტს, სავარაუდოდ, რუსეთის არმია აკონტროლებს, მათ შორის ჩეჩენი მებრძოლები“, – წერს უწყება ტვიტერზე, პირველ ივნისის განახლებაში. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დონბასის გარეთ, რუსეთი განაგრძობს სარაკეტო …

რა ხდება ზონაში, რომლის ყულფში მოქცევასაც რუსეთის ჯარი ცდილობს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის მიერ ლიმანის დაკავება იმ საბრძოლო ამოცანის ნაწილია, რომელიც სევეროდონეცკისა და ლუგანსკში მყოფი უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას გულისხმობს – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. უწყების 31 მაისის სადაზვერვო ცნობარის მიხედვით, გრძელდება ინტენსიური სროლა, სევეროდონეცკის გარეუბნებში კი ბრძოლები ქუჩებში მიდის. „რუსეთის არმიის სამხრეთ დანაყოფები შედარებით წარმატებულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ. მათ ჩრდილოეთიდან შეტევით ცენტრალური …

Exit mobile version