რუსმა სამხედროებმა ლამის მოკლეს ბუნტის ჩასახშობად მისული გენერალი – უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროების სამსახური აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ კონტრაქტზე მომუშავე რუსი სამხედროები შეტევაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. „დონეცკის ოლქში რუსმა კონტრაქტორებმა ლამის ჩაცხრილეს თავიანთი გენერალი (ოლქის მეთაური, ვალერი სოლოდჩუკი), რომელიც ადგილზე ბუნტის ჩასახშობად მივიდა და აიძულებდა სამხედროებს, ბრძოლა გაეგრძელებინათ“, – წერს უკრაინის უშიშროების სამსახური. სატელეფონო საუბრის ჩანაწერში სამხედრო ეუბნება ცოლს, რომ მათი 600-კაციანი ბრიგადიდან …

რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ოფიცრების შემადგენლობაში – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე 30 მაისის განახლებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობას აფასებს და ოფიცრებს შორის გამანადგურებელი დანაკარგის მიზეზად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას და ცუდ დისციპლინას ასახელებს. უწყება აღნიშნავს, რომ ბატალიონებისა და ბრიგადების მეთაურებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ, რადგან არმიის ხელმძღვანელობა დანაყოფების მოქმედებაზე პასუხისმგებლობას უშუალოდ მათ აკისრებს. ისევე, როგორც უმცროს ოფიცრებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ ეხელმძღვანელათ ყველაზე დაბალი რანგის …

რუსეთი დონბასის ოკუპაციით უკრაინაში შეჭრის გამართლებას ეცდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 28 მაისის მიმოხილვა მთლიანად დონბასში მიმდინარე ბრძოლებს ეძღვნება. უწყების ინფორმაციით, 27 მაისისთვის, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლიმანის დიდი ნაწილი ნაწილი დაიკავეს, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რუსეთი დონბასზე მომდევნო, უფრო ძლიერი შეტევისთვის ემზადება. „ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, მთავარი სარკინიგზო კვანძითა და მნიშვნელოვანი სარკინიგზო თუ საავტომობილო გზებით, რომლებიც მდინარე სევეროდენცკზე გადის. …

საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაური ქალი, რომელიც ისტორიის მასწავლებელი იყო

ლიუბოვ პლაკსიუკი პირველი ქალია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საარტილერიო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს. ის ქალაქ ბარანოვკიდანაა, ჟიტომირის ოლქიდან. 2016 წლამდე ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, შეიარაღებულ ძალებში ემსახურა. ლიუბოვმა რადიოტელეფონისტობით დაიწყო და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, თუმცა იმ ერთმა დღემ, როდესაც თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მუშაობა იხილა, მისი კარიერა კიდევ ერთხელ შეცვალა. „როდესაც დავინახე “Гиацинт-С” და მერე …

ჯოჯოხეთში ვცხოვრობ – „აზოვსტალში“ დაღუპული ცოლ-ქმრის ისტორია

წყარო: Hromadske.ua ძალიან ვღელავ. უნდა გაუძლო. ძლიერი ხარ. კი, გავუძლებთ. მთავარია, ყულფში არ მოგვაქციონ და ვიდგებით. ჩვენ ხომ „აზოვი“ ვართ. გამაგრდი, მთელი უკრაინა იბრძვის. 2022 წლის მარტი. ასეთი მიმოწერა აქვს, მთელი კვირის განმავლობაში, „აზოვის“ პოლკის ვეტერანს, როლანა ბონდარენკოს, შვილთან – ვიტალისთან და რძალთან – ალასთან. „ჩიტები, რომლებიც სულ ერთად არიან“ 2014 წლის 15 ივნისს კრასნოგოროვკიდან …

რუსეთმა ბრძოლის ველზე 50 წლის წინანდელი ტანკები გამოიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, 27 მაისის პოსტში, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პოპასნაიას ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ რამდენიმე სოფელი აიღეს, რუსეთის სახმელეთო ჯარები ცდილობენ ალყაში მოაქციონ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი, თუმცა უკრაინული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს რამდენიმე სექტორზე და რუსეთს მთელი დონბასის დაკავების საშუალებას არ აძლევენ. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები …

რუსეთი საჰაერო-სადესანტო ძალებს უკრაინაში არასწორად იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში თავისი საჰაერო-სადესანტო ძალების სწორად გამოყენება, რამაც ის ბევრ ელიტურ დანაყოფში სერიოზულ დანაკარგებამდე მიიყვანა – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მდგომარეობას და იმ მიზეზებისაც მიუთითებს, რამაც, მისი აზრით, რუსეთის წარუმატებლობას შეუწყო ხელი. 26 მაისის განახლებაში, ტვიტერზე, უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერ-სადესანტო ძალებს, სამხედრო აგრესიის დაწყების პირველი დღეებიდანვე, არაერთი მნიშვნელოვანი …

გაგრძელდება ფასების ზრდა ბევრ პროდუქტზე – ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინის პორტების ბლოკადაზე 

რუსეთის მიერ უკრაინის პორტების საზღვაო ბლოკადამ უკვე გამოიწვია მსოფლიოში მარცვლეულის ფასის ზრდა – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 25 მაისის პოსტში, ტვიტერზე. უწყება მიუთითებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ოდესიდან და ოდესაში ძალიან შემცირდა ტვირთის გადაზიდვა, შავ ზღვაში უკრაინის პორტების ბლოკადამ კი რეგიონში სავაჭრო ოპერაციები შეაჩერა. „უკრაინის ექსპორტის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვები, დიდი ალბათობით, ვერ ჩაანაცვლებს საზღვაო …

უკრაინაში მოკლეს რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი – BBC

გადამდგარი გენერალ-მაიორის, კანამატ ბოტაშევის, უკრაინაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია BBC-ს ბოტაშევის სამმა ყოფილმა ხელქვეითმა დაუდასტურა. მოიერიშე სუ 25, რომელსაც გადამდგარი გენერალი მართავდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალაქ პოპასნასთან, 22 მაისს ჩამოაგდეს. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო. კანამატ ბოტაშევი ყველაზე მაღალი რანგის მფრინავია, რომლის დაღუპვის შესახებაც ცნობილი გახდა. გადადგომამდე, ის საავიაციო პოლკს მეთაურობდა. საჰაერო ბრძოლებში ასეთი მაღალი რანგის ოფიცრის …

მარიუპოლში, კორპუსის ნანგრევებში, 200 ცხედარი იპოვეს – ქალაქის მერის მრჩეველი

„მარიუპოლი. სასაფლაო. კორპუსის სარდაფში, ნანგრევებში, 200 ცხედარი იპოვეს“, – წერს ქალაქის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო ტელეგრამ არხზე. მისი ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ცხედრების შეფუთვასა და გატანაზე უარი თქვა, რის გამოც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამუშაოების ადგილი დატოვა. „ცხედრები იქვე დატოვეს, სადაც იპოვეს“, – ამბობს ანდრიუშენკო და დასძენს, რომ ქალაქში, კორპუსების ეზოებიდან დაღუპულთა გადასვენების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. …

პუტინი 2023 წლისთვის სანატორიუმში იქნება და არა ხელისუფლებაში – MI6-ის ყოფილი შეფი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალი წლისთვის არა ხელისუფლებაში, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში იქნება – ვარაუდობს MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელი სერ რიჩარდ დირლავი. მის კომენტარებს ბრიტანული Independent-ი აქვეყნებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ეს კომენტარები რუსეთის 69 წლის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ხმებზე საუბრისას გააკეთა. „გავბედავ და ვიტყვი, ვფიქრობ, ის 2023 წლისთვის უკვე წასული იქნება სავარაუდოდ …

თურქეთი სირიაში სპეცოპერაციის დაწყებას გეგმავს

თურქეთი გეგმავს სამხედრო ოპერაციის დაწყებას სირიაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შეჯამებისას, ბრიფინგზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეცოპერაცია აუცილებელია ტერორისტული საფრთხისგან სახელმწიფოს დასაცავად. ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართული იქნება სირიის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თურქეთზე თავდასხმის წყაროს წარმოადგენს. „ჩვენ ვმუშაობთ 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად თურქეთის …

უკრაინა დონბასის ფრონტზე კონტროლს ინარჩუნებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 24 მაისის განახლებას მთლიანად დონბასის ბრძოლებს უძღვნის. უწყების ინფორმაციით, რუსეთმა გააძლიერა შეტევა და ცდილობს ალყაში მოაქციოს სევეროდენცკი, ლისიჩანსკი და რუბეჟნოე. „ამ დროისთვის, რუსეთის სამხედრო ოპერაციის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებს ერთმანეთისგან უკრაინის კონტროლირებადი 25-კმ ტერიტორია აშორებს. თუკი რუსეთის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ამ ზონას დაიკავებენ, ლუგანსკის მთელი ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდება“, – წერს დიდი …

ჩაგვრა, ცემა და გამოძალვა რუსულ ჯარში – საიდან მოდის რუსული არმიის სისასტიკე

„პროექტმა“, დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე საჯარისო დანაყოფები და სამხედრო მეთაურები შეისწავლა. გამოცემამ რუსული არმიის 150-ზე მეტი დანაყოფისა და 166 მეთაურის იდენტიფიცირება მოახერხა. გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსული არმიის მდგომარეობა და ოფიცრებისა თუ პოლკოვნიკების ისტორია პასუხობს შეკითხვებს, რატომ მიდის ომი ისე, როგორც მიდის და რატომ გამოირჩევა რუსეთის არმია ასეთი …

რა ხდება დონბასში, ფრონტის წინა ხაზზე

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში შეტევებს იგერიებენ. იქ რუსი სამხედროები ცდილობენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვრებიდან გამოვიდნენ და უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე წაიწიონ წინ. უკრაინის 24-ე არხი ავრცელებს დონეცკის ოლქის გენშტაბის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკრაინელმა მებრძოლებმა შეაჩერეს რუსი სამხედროების შეტევები სლავიანსკის მიმართულებით. „დონეცკის ოლქში გრძელდება თავდასხმები ფრონტის მთელ ხაზზე. ღამით მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა ქალაქი ავდეევკა, ასევე, …

რუსეთმა 3 თვეში იმდენი სამხედრო დაკარგა, რამდენიც 9 წელში ავღანეთში – ბრიტანეთის დაზვერვა

„თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველივე სამ თვეში, რუსეთმა დაახლოებით იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც ავღანეთში, საბჭოთა კავშირის 9-წლიანი ომის განმავლობაში“, – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვა რუსეთის სამხედრო დანაკარგებს უკრაინასთან ომში. უწყების 23 მაისის განახლება ტვიტერზე მთლიანად რუსეთისთვის მიყენებულ ზიანს, მის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს ეხება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მოსკოვის წარუმატებლობისა და დიდი მსხვერპლის მიზეზად რუსეთის …

რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების ნაკლებობა აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში, 21 მაისს, რუსეთის ავიაცია, კერძოდ კი უპილოტო საფრენი აპარატები მოექცა. ტვიტერზე გამოქვეყნებულ განახლებაში, უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთი სწრაფი ტემპით კარგავს ომისთვის აუცილებელ ამ იარაღს. დაზვერვის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომში, უპილოტო საფრენმა აპარატებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, ორივე მხარისთვის, თუმცა ამავე დროს დიდი ზიანიც მიიღო. აპარატები ძალიან დაუცველები აღმოჩნდნენ – დიდ სირთულეს არ …

პრეზიდენტის სიტყვა – ვინ წერს ზელენსკის გამოსვლის ტექსტს

„მე თქვენ მოგიყვებით ამბავს. დიახ, უამრავი ამბავი იწყება ამ სიტყვებით „მე თქვენ მოგიყვებით ამბავს“, მაგრამ ამ ამბავში დასასრული ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასაწყისი…“ ვოლოდიმირ ზელენსკი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, 17 მაისი, 2022 წელი. ეკრანზე ჩანს კაცი, მწვანე სამხედრო მაისურით. ის მაღლა შემართული მუშტით ესალმება აუდიტორიას. როგორც კი შეძახილები იწყება, ჩუმდება და მხოლოდ პაუზის შემდეგ განაგრძობს ლაპარაკს …

პუტინი ჩიხშია, ის ომს ვერც წყვეტს და ვერც იგებს – უკრაინის სამხედრო დაზვერვის გენერალი

„პუტინი ჩიხშია. მას არც ომის შეჩერება შეუძლია და არც მისი მოგება. ის ობიექტური მიზეზების გამო ვერ გაიმარჯვებს. ეს ომი რომ შეაჩეროს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ რუსეთი არც ისეთი ძლიერი და დიადი სახელმწიფოა, როგორადაც ის წარმოაჩენს“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა The Wall Street Journal–თან ინტერვიუში. ინტერვიუს დეტალებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა აქვეყნებს. „რუსეთის …

„რუსეთის სამხედრო მეთაურები ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან“ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ უცნობია, რამდენი უკრაინელი სამხედრო რჩება „აზოვსტალში“. უწყების ცნობით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, სავარაუდოდ, 1700-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა. ბრიტანეთის დაზვერვა 20 მაისის განახლებაში წერს იმაზეც, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთის შემდგომი ნაბიჯები. „როგორც კი რუსეთი ბოლომდე დაიკავებს მარიუპოლს, სრულიად მოსალოდნელია, რომ მან თავისი ძალები გადაისროლოს დონბასში, იქ მიმდინარე ოპერაციის გასაძლიერებლად. თუმცა უკრაინელთა …

ომი არც მაისში დამთავრდება და არც ერთ კვირაში, რუსეთი არც ისე სუსტია – დანილოვი

ლაპარაკი იმაზე, რომ ომი მაისში ან ერთ კვირაში დასრულდება, სისულელეა. რუსეთის ფედერაცია არც ისეთი სუსტია, როგორც უკრაინელებს გვინდა, რომ იყოს. რა მოხდება ფრონტზე უახლოეს პერიოდში, ეს დასავლეთიდან შეიარაღების მოწოდებაზეა დამოკიდებული – ეს განცხადებები უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინულ გამოცემა „ნოვოე ვრემიასთან“ ინტერვიუში გააკეთა. „ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი მაისში …

უკრაინელ პოლიციელს ომში 1 წლის შვილი, ცოლი, დედ-მამა, ძმა და ბებია მოუკლეს

ბოროდიანკელ პოლიციელს, ივან სიმოროზს, ომში მთელი ოჯახი დაეღუპა. 26 თებერვალს, რუსულმა რაკეტამ ივანის სახლი მიწასთან გაასწორა და მისგან მხოლოდ ნანგრევები დატოვა. ივანი იმ დღეს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ახსოვს, რომ მოულოდნელად აფეთქების ხმა გაიგონა. ომის დაწყებიდან მეორე დღე იყო, რუსი სამხედროები კიევთან მიახლოებას ცდილობდნენ. ივანმა მაშინვე თავისიანებთან რეკვა დაიწყო. ჯერ ცოლთან სცადა დარეკვა, მერე ძმასთან, …

რუსეთში სამხედრო მეთაურებს თანამდებობიდან ათავისუფლებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები პუტინის ნდობას კარგავენ – ასეთია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება. 19 მაისის განახლებაში, ტვიტერზე, უწყება რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ბოლო კვირებში რუსეთმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხედრო მეთაურები, რომლებიც მიიჩნია, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე წარუმატებლად მოქმედებდნენ. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანს ასახელებს. „გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც ელიტური პირველი …

რუსმა სამხედრომ უკრაინაში უიარაღო მოქალაქის დახვრეტა აღიარა

რუსმა სამხედრომ, ვადიმ შიშიმარინმა, აღიარა, რომ მან  სუმის ოლქში უიარაღო მოქალაქე დახვრიტა. სასამართლო სხდომის დეტალებს „უნიანი“ ავრცელებს. მას შემდეგ, რაც პროკურორმა მოკლე საბრალდებო დასკვნა წაიკითხა, შიშიმარინმა დაადასტურა, რომ ის დანაშაულს სრულად აღიარებს. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა ამ საქმეზე ჩვენებაც მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 28 თებერვალს სუმის ოლქში, ჩუპახოვკაში, კალაშნიკოვის ავტომატიდან რამდენჯერმე დამიზნებით ესროლა …

რა [არ] ვიცით „აზოვსტალის“ ევაკუაციასა და მისი დამცველების შემდგომ ბედზე

82-დღიანი მტკიცე წინააღმდეგობის შემდეგ, მარიუპოლის დამცველთა ნაწილმა დატოვა „აზოვსტალი“ – ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიის მიერ დაპყრობილ ქალაქში, უკრაინის ერთადერთ ციხესიმაგრედ რჩებოდა. უკრაინის ხელისუფლება „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაყვანას „გადარჩენის ოპერაციას“ უწოდებს, რუსეთის ხელისუფლება კი – „კაპიტულაციას“. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ევაკუირებული სამხედროების რაოდენობაზეც. კრემლის უკანასკნელი ცნობებით, 959 მებრძოლი „ჩაბარდა“, მათ შორის, 80 დაჭრილი. უკრაინული …

მარიუპოლში ჩეჩნურ დანაყოფებს კადიროვის ახლო ნათესავი მეთაურობდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 18 მაისის განახლებაში მარიუპოლის შესახებ ცნობებს აქვეყნებს და ქალაქისთვის ბრძოლებში ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებაზე წერს. დაზვერვის ცნობით, ჩეჩნური დანაყოფების გადაადგილებას მარიუპოლში პირადად აკონტროლებდა რამზან კადიროვი, მისი ახლო ნათესავი ადამ დელიმხანოვი კი საველე მეთაურის მოვალეობას ასრულებდა. „უკრაინის წინააღმდეგობის დასაძლევად, რუსეთი ფართოდ იყენებდა დამხმარე ძალებს. მათ შორის ჩეჩნურ დანაყოფებს, რომლებიც სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შედგებოდა …

ვიწვევთ პარტნიორებს, საქართველოს, არ დაუშვან რუსეთმა სანქციებს თავი აარიდოს – იაპონიის ელჩი

მას შემდეგ, რაც „ბათუმელები & ნეტგაზეთი“ უკრაინული მედიის დასახმარებლად დაწყებულ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა, ამ კამპანიისადმი მხარდაჭერა საქართველოს არაერთმა მედიასაშუალებამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ დიპლომატიურმა მისიამ გამოხატა. მათ შორისაა იაპონიის საელჩო საქართველოში, რომელთანაც „ბათუმელები & ნეტგაზეთს“ უკვე აქვს წარმატებული პარტნიორობის გამოცდილება. იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ, ჩვენთან მოკლე ინტერვიუში მედიისადმი საკუთარი სოლიდარობის გარდა, ისაუბრა იმაზეც, თუ რატომაა იაპონიისთვის …

ხერსონის მაგალითი რუსეთის წარუმატებლობაზე მიუთითებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 14 მაისის განახლება ტვიტერზე ხერსონში არსებულ ვითარებას ეძღვნება. დაზვერვის ცნობით, ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნულმა სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ, განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს, შეიყვანოს ხერსონის ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. „რუსეთის შეჭრის თავდაპირველი გეგმის ცენტრალური ნაწილი, სავარაუდოდ, სწორედ გულისხმობდა ფალსიფიცირებულ რეფერენდუმებს, რომელთა საშუალებითაც კრემლს უკრაინის რეგიონები პრორუსული ხელისუფლების კონტროლქვეშ უნდა მოექცია ხანგრძლივი დროით“, – წერს უწყება და …

Exit mobile version