ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ქუჩები დაიტბორა. წყალი ტროტუარებზეა გადასული და ფეხით მოსიარულეებს მოძრაობა უჭირთ.
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
ბათუმში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს [ფოტო]
ბათუმში დღეს, 2 ივლისს, მეზღვაურთა დღე აღნიშნეს. საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა მემედ აბაშიძის გამზირი ტრადიციული მსვლელობით ჩაიარეს და გვირგვინით შეამკეს იუნკრების საფლავები. ტრადიციულად მეზღვაურთა დღე ყოველი წლის 25 ივნისს აღინიშნება, მაგრამ წელს უამინდობის გამო მისი აღნიშვნა 2 ივლისისათვის გადაიდო.
„საგარეო პოლიტიკის მკაფიო ცვლა პრორუსულისკენ“ და ქართული დიპლომატიის დუმილი
„ყველა დიპლომატისთვის დღესავით ნათელია, რომ ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას. შეიძლება სხვა პროფესიის ადამიანმა მთავრობის ტყუილები დაიჯეროს, გავლენის ქვეშ მოექცეს ან რაღაცის გამო აწყობდეს და ისევ ეგონოს, რომ მთავრობას მართლა უნდა ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, არცერთი დიპლომატი, მარტივად რომ ვთქვათ, ამას „არ შეჭამს“. ახლა თუ რომელიმე ადამიანი, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს, ვერ ხვდება, რომ ეს არის …
Continue reading “„საგარეო პოლიტიკის მკაფიო ცვლა პრორუსულისკენ“ და ქართული დიპლომატიის დუმილი”
თურქეთში, ხოფასთან, ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, არის მსხვერპლი
დღეს, პირველ ივლისს, თურქეთში, ქალაქ ხოფასთან, ავტობანზე კლდე ჩამოიშალა. უზარმაზარი ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. როგორც თურქული გამოცემა წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანებულია ოთხი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ …
Continue reading “თურქეთში, ხოფასთან, ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, არის მსხვერპლი”
ბათუმის პორტში შემოსულ რუსულ გემზე ტვირთი არ არის – სააგენტო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმთან ახლოს, რუსეთიდან შემოსულ ნავთობტანკერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს: „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი – NEFTERUDOVOZ-47M და მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი – Minerva Gloria არიან ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე. …
Continue reading “ბათუმის პორტში შემოსულ რუსულ გემზე ტვირთი არ არის – სააგენტო”
ბათუმის პორტში რუსეთიდან ტანკერები შემოვიდა, არის გემებზე სანქცირებული ნავთობი?
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 30 ივნისს, ბათუმის პორტში რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის 2 ტანკერი დგას – ერთი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, მეორე კი – პირდაპირ რუსეთიდან შემოვიდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც ვერ გვიპასუხეს, ისევ ხომ არ არის ტანკერებზე სანქცირებული ნავთობპროდუქტები. ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი დგას. რუსული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში …
Continue reading “ბათუმის პორტში რუსეთიდან ტანკერები შემოვიდა, არის გემებზე სანქცირებული ნავთობი?”
ამის უკან დგას შვედეთის მოქალაქე იაკობაშვილი – ხოშტარია ბათუმში შემოსულ სანქცირებული ნავთობზე
პარტია „დროას“ ხელმძღვანელი, ელენე ხოშტარია ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთულ გემს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. ხოშტარიას თქმით, რუსული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი, რომელიც ბათუმის პორტში შემოვიდა, ქართველ ბიზნესმენებთანაა დაკავშირებული. „საქართველოში, ბათუმის პორტში, იყო შემოსული გემი. ამ გემს მოჰქონდა „როსნეფტის“ სანქცირებული ნავთობ პროდუქცია. უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე. პირველი – სანქცირებული გემი, რომელიც გადის 500 კილომეტრს წარმოუდგენელია შემოდიოდეს …
„დინამო ბათუმი“ ხვალ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება
ხვალ, 29 ივნისს, „დინამო ბათუმი“ საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ შეხვდება. საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის მეორე ტურის მატჩი ბათუმი არენაზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები 5-10 ლარი ღირს, VIP სექტორში კი – 25 ლარი. ბილეთები ონლაინ იყიდება. „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში 44 ქულით პირველ ადგილზეა. მას 38 ქულით მოსდევს …
Continue reading “„დინამო ბათუმი“ ხვალ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება”
როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? – ნაკაიძე პრემიერს
„ეს ჩემი კითხვა არაა, ბათუმელი მუსლიმების კითხვაა. როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? როდის მიიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?“ – ჰკითხა საქართველოს პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში, დღეს, 22 ივნისს მივიდა. კითხვის დასმამდე ტარიელ ნაკაიძემ შეაფასა ევროინტეგრაციის პროცესი და პრემიერს უთხრა: „სამწუხაროდ, ქართულმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იმ შანსის გამოყენება, რომელიც ისტორიულად …
Continue reading “როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? – ნაკაიძე პრემიერს”
ანას ცხოვრება 2 შვილთან ერთად 8 კვადრატში
34 წლის არაქსი (ანა) 2 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. არაქსი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს და ამ სახელით მხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებში მიმართავენ. სხვა ყველა იცნობს, როგორც ანას. პროფესია არ აქვს. 16 წლის იყო, როდესაც მოიტაცეს. მხოლოდ სკოლის დამთავრება შეძლო. „მამაჩემი ისეთი ადამიანი იყო, უკან არ დამაბრუნებდა სახლში. არც დავბრუნდი. უბრალოდ გავჩუმდი,“ – იხსენებს ანა საკუთარი ქორწინების ისტორიას. …
Continue reading “ანას ცხოვრება 2 შვილთან ერთად 8 კვადრატში “
ევროპული მარში ბათუმში – 20 ივნისს, 19:00 საათზე
20 ივნისს, 19 საათზე, ცენტრალური პარკის შესასვლელიდან ბათუმში ევროპული მარში დაიწყება. მოქალაქეები ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისაკენ. საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება და დაადგენს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ბათუმში, 20 ივნისს დაგეგმილი მშვიდობიანი მარშის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო სექტორის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ჩვენი …
Continue reading “ევროპული მარში ბათუმში – 20 ივნისს, 19:00 საათზე”
TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, TV პირველის ოპერატორზე, მურმან ზოიძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე, გამოძიება დაიწყო. „დავიწყეთ გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. დღეს დღის პირველ ნახევარშია ოპერატორი გამოკითხვაზე დაბარებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. „ბათუმელების“ ინფორმაციით TV პირველის ოპერატორის და თვითმხილველების გამოკითხვა მომხდარ ფაქტზე ამჟამად მიმდინარეობს. „ახლა არიან შესულები გამოკითხვაზე. …
Continue reading “TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო”
ბათუმში TV პირველის ოპერატორს სცემეს
ბათუმში TV პირველის ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. შემთხვევა დღეს, 19 ივნისს მოხდა. TV პირველის გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტის თვითმხილველი გახდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა. TV პირველის ეთერში სწორედ ციალა ქათამიძე უნდა ჩართულიყო. ის …
ბათუმის „დინამოს“ მეტოქე ბრატისლავას „სლოვანი“ იქნება – ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმის“ მეტოქე ბრატისლავას საფეხბურთო კლუბი „სლოვანი“ იქნება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-6 ივლისს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი – 12-13 ივლისს. ისტორიაში პირველად „დინამო ბათუმი“ საქართველოს 2021 წლის ჩემპიონია. „დინამო ბათუმის“ შემადგენლობაში აღარ იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაპოლში მიდის. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მონაწილეობას მიიღებს ზურიკო დავითაშვილი, რომელიც „დინამო ბათუმში“ …
ჩამონგრეული პირსი ბათუმის სანაპიროზე – საფრთხე ბავშვებისთვის
ბათუმში, ახალ ბულვარში, შტორმის დროს ჩამონგრეული პირსი მოქალაქეებისთვის სახიფათოა. ამის მიუხედავად ბავშვები დაზიანებულ პირსს ზღვაში ჩასახტომად იყენებენ. პირსი კერძო მოიჯარის მფლობელობაშია, თუმცა მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ზრუნვა ევალება როგორც მოიჯარეს, ისე ბათუმის მერიას და ბათუმის ბულვარს. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პირსთან დაამაგრეს საინფორმაციო ბანერები, ასევე, ადგილი შემოსაზღვრეს ლენტით, თუმცა ეს ლენტი ხალხმა მოგლიჯა. „ასევე პირსს …
Continue reading “ჩამონგრეული პირსი ბათუმის სანაპიროზე – საფრთხე ბავშვებისთვის”
თურქეთმა შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი შავ ზღვაში მდებარე საკარიას გაზის საბადოდან ყოველდღიურად 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსფერს დაიწყებს ქვეყნის ეროვნულ გაზგამანაწილებელ სისტემაში. საბადოდან გაზის გადატანა 2023 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. „საკარიას გაზის საბადოზე წარმოება, იმედია, პიკს 2026 წელს მიაღწევს,“ – თქვა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 13 ივნისს, შავი ზღვის ბუნებრივი გაზის გადამზიდავი …
Continue reading “თურქეთმა შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო”
„იყო ახალგაზრდა საქართველოში, ნიშნავს არ გქონდეს დიდი მომავალი“
ეკატერინე გურგენიძე 23 წლისაა. ის იმ თაობას წარმოადგენს, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა. ცხოვრობს ბათუმში. ხელოვანია – მოცეკვავე და მომღერალი. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია. მამა სუხიშვილების სოლისტი იყო. ამბობს, რომ პროფესია, როგორც უმცროს თაობას, ისე გადაეცა. ამბობს, რომ მიზანდასახული თაობის წარმომადგენელია, რომელსაც არ ეზარება მუშაობა და თავდაუზოგავად შრომობს. ეკატერინესთან ინტერვიუ სწორედ შრომაზე საუბრით დავიწყეთ. რადგან …
Continue reading “„იყო ახალგაზრდა საქართველოში, ნიშნავს არ გქონდეს დიდი მომავალი“”
ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება – უწყლო ოჩხამური
დაბა ოჩხამურის მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა აქვს. წყალი, რომელიც დაბას მიეწოდება, სასმელად არ ვარგა. მოსახლეობას დაბაში მდებარე ერთადერთი წყაროდან უწევს სასმელი წყლის ზიდვა. 70 წლის მზევინარ ბათმიძე დაბა ოჩხამურში ცხოვრობს. მისი სახლიდან წყარომდე, საიდანაც სასმელი წყალი მოაქვს, ორი კილომეტრია. ამბობს რომ ფეხი სტკივა. ამიტომ ხან ვის სთხოვს დახმარებას და ხან ვის. წყალი, რომელიც მის ონკანში …
Continue reading “ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება – უწყლო ოჩხამური”
ოზთურქის ექსტრადაციის მოთხოვნა ძალაშია – თურქეთის ელჩი საქართველოში
საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის თურქეთში ექსტრადაციის მოთხოვნა ისევ ძალაშია. „გალიპ ოზთურქი თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც თურქეთის სასამართლომ მიუსაჯა პატიმრობა. იგი საქართველოში 2014 წელს ჩამოვიდა, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. შემდეგ თურქეთის უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა განაჩენი, რის საფუძველზეც თურქეთმა მოითხოვა საქართველოდან მისი ექსტრადიცია. ეს …
Continue reading “ოზთურქის ექსტრადაციის მოთხოვნა ძალაშია – თურქეთის ელჩი საქართველოში”
ნახევარი მილიონი ლარის არადეკლარირებული სიგარეტი აღმოვაჩინეთ – შემოსავლები
შემოსავლების სამსახურმა ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სიგარეტი სამ ტრაილერში იყო გადანაწილებული. „სამართალდამცველების მიერ ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილი. ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში დაახლოებით ნახევარი …
Continue reading “ნახევარი მილიონი ლარის არადეკლარირებული სიგარეტი აღმოვაჩინეთ – შემოსავლები”
„იყო ახალგაზრდა საქართველოში, ნიშნავს გინდოდეს გაქცევა“ – სტუდენტი ზღვარზე მყოფთა თაობიდან
„იყო ახალგაზრდა საქართველოში, ნიშნავს, გინდოდეს გაქცევა აქედან. იმიტომ, რომ ყველას გაქცევა უნდა,“ – ამბობს 27 წლის გიორგი ხუხუნაიშვილი. ის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, კინორეჟისურის ფაკულტეტზე სწავლობს. დასაქმება, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი და ადეკვატური შრომის ანაზღაურება, თავისუფალი დრო დასვენებისათვის – ეს ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენი რესპონდენტი საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების მთავარ გამოწვევად ასახელებს. თავად არაერთ ადგილას უმუშავია. იყო ჭურჭლის …
ბიზსნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს – სპეცოპერაცია ბათუმში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს …
Continue reading “ბიზსნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს – სპეცოპერაცია ბათუმში”
ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად თანამშრომლები აქციას მართავენ
დღეს, 31 მაისს, საღამოს, გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად „მეტროსითისთან“ აქცია იმართება. აქციაზე სასტუმრო „ეუფორიას“ თანამშრომლები არიან გამოსულები და სკანდირებენ: „გალიფ ოზთურქ!“ „მეტროსითიში“ დღეს საგამოძიებო სამსახური შევიდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ, თუმცა ოფიციალური უწყებები ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ. „გალიფ ოზთურქი უწესიერესი კაცია. ყველას ეხმარება, კეთილი საქმეების კეთება უყვარს. ამის გამკეთებელი… ჩვენ …
Continue reading “ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად თანამშრომლები აქციას მართავენ”
როდის აღადგენენ განათებას შინდისის გმირების სკვერში – სააგენტოს განმარტება
ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერი ორ კვირაზე მეტია ჩაბნელებულია. სკვერიდან გატანილია სკამების ნაწილიც. სკვერის მოვლა-პატრონობა მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ევალება. სააგენტოში გვითხრეს, რომ სკამები, რომელებიც პარკიდან წაიღეს, დაზიანებული იყო. ამჟამად მათი რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მოგვიანებით უკან, პარკში დააბრუნებენ. „რაც შეეხება გარეგანათებას, გამოცხადებულია ტენდერი სანათი ლამპიონების შესაძენად და დაიწყება სამუშაოები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პრესსამსახურში. …
Continue reading “როდის აღადგენენ განათებას შინდისის გმირების სკვერში – სააგენტოს განმარტება”
6 განსხვავებულ გოგოს ამბავი, რომლებმაც მედიასკოლაში დაიწყეს სწავლა
„ბათუმელების“ მედიასკოლაში 2022 წლის პირველმა ნაკადმა სწავლა დღეს, 28 მაისს დაიწყო. წლევანდელ მედიასკოლაში სხვადასხვა ასაკის და პროფესიის სტუდენტები მონაწილეობენ. მათგან პროფესიად ჟურნალისტიკა მხოლოდ ერთს აქვს არჩეული. ინდირა ბერიძე რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მედდად მუშაობს. „ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი ჟურნალისტი. ისე წავიდა ვერ ვიფიქრებდი იქ ყოფნას, სადაც ახლა ვარ. უბრალოდ, ასე აეწყო. ვერ გავხდი ჟურნალისტი …
Continue reading “6 განსხვავებულ გოგოს ამბავი, რომლებმაც მედიასკოლაში დაიწყეს სწავლა”
როდის დახაზავენ ბათუმში ზებრა გადასასვლელებს
ბათუმის უმეტეს ქუჩაზე ზებრა გადასასვლელები წაშლილია. ქუჩებზე ზებრების დახატვა, ასევე გამყოფი ხაზების დახაზვა ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ მოვალეობაში შედის. ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს „დახაზვითი სამუშაოები“, რომელიც დაახლოებით 3-4 თვეში დამთავრდება. „დამოკიდებული ვართ ამინდზე. ამასთან, სამუშაოები მიმდინარეობს ღამით, რომ მოქალაქეებს არ შევუქმნათ დისკომფორტი. ამ წუთას დახაზულია ხიმშიაშვილის ქუჩა მთლიანად, როგორც ზებრა გადასასვლელები, ასევე გზაგამყოფი ზოლები …
Continue reading “როდის დახაზავენ ბათუმში ზებრა გადასასვლელებს”
26 მაისის აღსანიშნავად ბათუმში სამხედრო ტექნიკა გამოფინეს – ფოტო
დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი. ბათუმში ტრადიციული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
კვაშტიდან ევროპაში – თეთრყვავილას ბოლქვების საექსპორტო გზა
ქედაში, სოფელ კვაშტაში მოპოვებული თეთრყვავილას ბოლქვები ჰოლანდიაში გააქვთ ექსპორტზე. როცა ჰოლანდიაში ვიღაც დეკორატიული მიზნით ყიდულობს თეთრყვავილას, ალბათ სულაც არ ფიქრობს იმ გზაზე, რომელიც ამ ყვავილმა დახლზე მოსახვედრად გაიარა. თეთრყვავილას გზა კვაშტიდან ევროპამდე გრძელი იყო, ამასთან რთული და უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის. ნანული სირაბიძე სოფელ კვაშტაში ცხოვრობს. მზის ამოსვლისას იღვიძებს და საოჯახო საქმეების კეთებას იწყებს. …
Continue reading “კვაშტიდან ევროპაში – თეთრყვავილას ბოლქვების საექსპორტო გზა”
თურქული ლირა ისევ გაუფასურდა
თურქული ლირა ისევ გაუფასურდა. დღეს, 24 მაისს, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 16.2-მდე დაეცა. ამ დროისთვის 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 16.2 ლირაა. გუშინ, 23 მაისს, 1 დოლარი 15.934 ლირა ღირდა. ვალუტის კურსის ვარდნამ გამოიწვია წლიური ინფლაციის ზრდა, რომელმაც აპრილში 70-%-ს მიაღწია. მიმდინარე წელს ლირა 18-%-ითაა გაუფასურებული. „როიტერსის“ თანახმად ამის მიზეზი ისაა, რომ ინვესტორები სულ უფრო და …
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს ახალ აეროპორტში დღეს პირველი ფრენა შესრულდა
შავი ზღვაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა. პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში დღეს, 14 მაისს დაეშვა. Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რეისის ნომრით TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან დილის 08:30 საათზე აფრინდა, 10:35 საათზე კი რიზე-ართვინის აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავიდან მიწაზე ფეხი პირველმა Turkish Airlines-ის გენერალურმა მენეჯერმა ბილალ ეკშიმ დადგა. როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჯენსი“ …
კანონი VS ფული – მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ
ბათუმში, ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი სახლის მეოთხე სართულის ფანჯრის წინ რკინის ხიმინჯებია ამოსული. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამ ფანჯრიდან ზღვის ხედი და ბათუმის ბულვარი ჩანდა. ახლა ხედს რკინა-ბეტონი ფარავს. თუ „ორბი“ ჯგუფი ხიმშიაშვილის #15-ში მშენებლობის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს, ხედი სამუდამოდ დაიფარება ბეტონის ყრუ კედლით. კომპანია ნებართვას ბათუმის მერიისგან ელის. 9-სართულიანი სახლის და მის …
Continue reading “კანონი VS ფული – მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ”
„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ
6 მაისს, ღამით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. 23 ოპოზიციონერი და ერთი გამვლელი, რომელიც დაკავების პროცესს შეესწრო და ტელეფონით გადაღება დაიწყო. დაკავებულები მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ და იურისტების შეფასებით, დაკავების მომენტში კანონს არ არღვევდნენ. „ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც იმართება მთავრობის მისამართით, მაქსიმალურად იყენებს კანონმდებლობას ხელისუფლება იმისათვის, რომ სამუდამოდ ჩაახშოს კრიტიკული …
ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მხოლოდ 8 ვეტერანია ცოცხალი
ბათუმში, მეორე მსოფლიოს ომში მონაწილე მხოლოდ 8 ვეტერანია ცოცხალი. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, ხვალ, 9 მაისს, მერია ომის 8 ვეტერანს და ასევე ომის ვეტერანების 5 ოჯახს 400-400 ლარს გადასცემს. მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო, როდესაც ნაცისტური გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. გერმანია საბჭოთა კავშირში, რომლის შემადგენლობაში საქართველოც შედიოდა, 1941 წლის 22 ივნისს შეიჭრა. …
Continue reading “ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მხოლოდ 8 ვეტერანია ცოცხალი”
ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო დღეს გაიმართება
დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება იმ პირთა სასამართლო პროცესი, რომლებიც ორი დღის წინ აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. „კონკრეტულად დოკუმენტები არ ჩაგვბარებია, თუ რის საფუძველზე დააკავეს. რამდენადაც ზოგადად ცნობილია, ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და გინებას, უწმაწური სიტყვებით მიმართვას პოლიციელისადმი. სტანდარტულად რასაც აკეთებენ ხოლმე. ამ დაკავების მიზანი არ ყოფილა მართლწესრიგის საკითხის …
Continue reading “ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო დღეს გაიმართება”
წერილი, რომლის გაგზავნა ევროკავშირისთვის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია
„ჩვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დაფუძნებულია დემოკრატიულ და ჰუმანისტურ ფასეულობებზე. გვჯერა, რომ საქართველოს მომავლის ქვაკუთხედია: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა და დემოკრატია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სასიცოცხლო ვექტორი ევროკავშირისკენ არის მიმართული“, – ეს არის ნაწყვეტი წერილიდან, რომლის გაგზავნა ევროკავშირისთვის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ge2eu.com – ესაა ახლად შექმნილი ვებგვერდი, საიდანაც წერილის გაგზავნაა შესაძლებელი. წერილზე ხელის მოწერით საქართველოს …
Continue reading “წერილი, რომლის გაგზავნა ევროკავშირისთვის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია”
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ახალი აეროპორტი იხსნება
14 მაისს თურქეთის შავიზღვისპირეთში ახალი აეროპორტი იხსნება, რომელსაც „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. როგორც თურქული სატელევიზიო არხი TRT იუწყება, ახალ აეროპორტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახსნიან. სატესტო ფრენა ახალ აეროპორტში სახელმწიფო აეროპორტების სამმართველოს კუთვნილმა თვითმფრინავმა 14 აპრილს შეასრულა. თურქული საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ თანახმად, რიზეში „თურქიშ აირლაინი“ პირველი ოფიციალური ფრენის შესრულებას აირბას …
Continue reading “თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ახალი აეროპორტი იხსნება”