ბათუმის ბეტონის უბნები [ფოტორეპორტაჟი]

სამშენებლო კომპანიები თავიანთ პროდუქტს მომხმარებელს მომხიბვლელად სთავაზობენ  – „სახლი ბათუმში ზღვიდან ხუთ წუთში“. ეს შეთავაზება ყველაზე კარგად იყიდება. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ როგორია ხედი ბათუმში ახალაშენებული ერთ-ერთი კორპუსიდან, რომელიც „ზღვიდან ხუთ წუთშია“.                        

მეხანძრეები [ფოტორეპორტაჟი]

2017 წელი რთული იყო მეხანძრეებისთვის. მხოლოდ ბათუმში   რამდენიმე დიდი ხანძარი დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკული სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძარი იყო, რომლის დროსაც 11 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრის პროფესია ერთ-ერთი საჭირო და სახიფათო პროფესიაა. მეხანძრე-მაშველები არიან ის ადამიანები, რომლებმაც  მთელი წელი დაუღალავად იშრომეს და ამ ხნის მანძილზე არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. აჭარაში მეხანძრე-მაშველის საშუალო ხელფასი დაახლოებით  …

“რატომ ევროპა” – ესეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს

დღეს, 15 დეკემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა და დააჯილდოვა. კონკურსანტებმა ესეები მოამზადეს თემაზე – „რატომ ევროპა“. ესეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. „რატომ ევროპა“-ს გამარჯვებულებს – ლილე მესხიძეს, თამარ თურაძესა და მალხაზ რეხვიაშვილს, საჩუქრად ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ. კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, თამარ თურაძემ თავის პრიზი კონკურსის ყველა მონაწილის სახელით სოფელ გელაურში, ბოშათა დასახლებაში მცხოვრებ …

„ბათუმის“ ისტორიული გამარჯვება რაგბიში [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 16 დეკემბერს, ბათუმის „ბათუმმა“ რაგბი არენაზე რუმინული გუნდი „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც კონტინენტის ფარის ფლეი ოფში გადავიდა. თამაშს უკვე უწოდეს ისტორიული ქართული საკლუბო რაგბის ისტორიაში. თავდაპირველად თამაში რუმინელების უპირატესობით წარიმართა. პირველი ლელოც რუმინელებმა დადეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში. თუმცა შემდეგ, „ბათუმმა“ ჯერ საჯარიმო დარტყმით მოიპოვა პირველი სამი ქულა, მოგვიანებით კი …

„ბათუმის“ მწვრთნელი: „დიდი მადლობა ბიჭებს და გულშემატკივარს“

ბათუმის სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა დავით გუგუშვილმა  რუმინეთის გუნდთან, „ტიმიშოარა სარასენსისთნ“ „ბათუმის“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა: „პირველ რიგში მინდა მივულოცო ბიჭებს, მათ ზეიმი მოუტანეს დღეს ბათუმს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თავდადებისთვის, ამ ჟინისთვის, რომ ბოლო წუთამდე, რა დავალებაც ჰქონდათ შესასრულებელი, ზედმიწევნით კარგად შეასრულეს და დასახული მიზანი რაც გვქონდა, რომ ჯგუფიდან გავსულიყავით ის შევასრულეთ. ვნახოთ …

რაგბი – ბათუმის„ბათუმი“ VS რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“

ამ წუთებში ბათუმის „რაგბი არენაზე“, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენსთან“ შესახვედრად ემზადება. ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი, რომლის ფარგლებშიც თამაში ბათუმში იმართება, მესამე დონის ევროტურნირია. თუ თამაშს „ბათუმი“ მოიგებს, ამ გამარჯვებით „ფლეი ოფში“ მოხვდება და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.      

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საჯარო ლექციები ბათუმში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ACCESS-ის მხარდაჭერით, აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.  15 დეკემბერს, 13:00 საათზე,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 120-ე აუდიტორიაში საჯარო ლექციას  „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევრები წაიკითხავენ. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრის,  ირაკლი ხვადაგიანის ლექციას თემაზე:  “1920-იანი წლები – გარდამავალი პერიოდი ტრადიციული საზოგადოებიდან მოდერნულობისკენ”. ასევე ლექციას წაიკითხავს დავით ჯიშკარიანი თემაზე: “მეხსიერების ტრეპანაცია  …

კოკი თხილაიშვილი გულშემატკივარს სტადიონზე უხმობს – გადამწყვეტი თამაში ბათუმში, 16 დეკემბერს

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“, შაბათს, 16 დეკემბერს, რაგბი არენაზე რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენს“ შეხვდება. მატჩის შედეგი განსაზღვრავს, მოხვდება თუ არა გუნდი ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფში. გუნდის შესაძლებლობებზე  გთავაზობთ ინტერვიუს “ბათუმის” მორაგბე გიორგი [კოკი]  თხილაიშვილთან. გიორგი ასევე  თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. გიორგი, რატომ არის „ბათუმისთვის“ მნიშვნელოვანი „ტიმიშოარა სარასენსთან“ დაგეგმილი შეხვედრა? 16 დეკემბერს გვაქვს …

ბათუმელი მორაგბეები გადამწყვეტი მატჩის წინ – თამაში 16 დეკემბერს

16 დეკემბერს, ბათუმის რაგბი არენაზე, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენს“ შეხვდება. ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი, რომლის ფარგლებშიც თამაში ბათუმში იმართება, მესამე დონის ევროტურნირია. თუ თამაშს „ბათუმი“ მოიგებს, ამ გამარჯვებით ფლეი ოფში მოხვდება და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება. იტალიიდან დაბრუნებული მორაგბეები, ძალების აღდგენას ცდილობენ და ბათუმი …

რატომ გვჭირდება მამაცი ქალები – ინტერვიუ რუსუდან გოცირიძესთან

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი – „საუბრები ევროპაზე“. 8-9 დეკემბერს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ჩაქვსა და ბათუმში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „რატომ გვჭირდება მამაცი ქალები”. ინტერვიუ რუსუდან გოცირიძესთან  “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისემ, ერეკლე ნოღაიდელმა ჩაწერა. მეუფე რუსუდან, ვადევნებთ თვალ-ყურს თქვენს შეხვედრებს ბოლო ორი დღის …

“რატომ გვჭირდება მამაცი ქალები“ – რუსუდან გოცირიძის საჯარო ლექცია

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 8 დეკემბერს, აჭარაში, ჩაქვის #1 საჯარო სკოლაში და ქედაში, დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის ოფისში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „რატომ გვჭირდება მამაცი ქალები“ . ლექციების დაწყების დრო: ჩაქვის #1 საჯარო სკოლა, დასაწყისი: 10:00 საათი ქედა, დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის ოფისი, ტბელ აბუსერიძის #10  დასაწყისი: 14:00 …

თამბაქოს ყვავილობა [ფოტო]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილ ხის ნალიაზე გაფენილი, თოკზე ასხმული ან როგორც აჭარაში ეძახიან „ანემსილი“ თამბაქოს ფოთლები წლის ამ დროს აჭარული პეიზაჟის განუყრელი ნაწილია. მაშინ, როცა ყველაფერი ფერს იცვლის, ყვითელსა და ყავისფერში გადადის, მხოლოდ თამბაქოს პლანტაციები ხასხასებს მწვანედ. ზემო აჭარის სოფლებში ბოლო წლებში თამბაქოს კულტურის მოყვანა განაახლეს. თამბაქოს წლის განმავლობაში ხუთჯერ კრეფენ, ფოთლებს ძაფზე ასხამენ და …

სასტუმრო ლეოგრანდი ხანძრის შემდეგ [ფოტო]

24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 – საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე. ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან. სასტუმროს გარე ფასადზე ხანძრის კვალი არ ეტყობა, თუ არ ჩავთვლით კვამლისგან გაშავებულ ფარდებს და კვამლის სუნს, რომელიც ამ დრომდე …

თოლიები შტორმში [ფოტო]

ბათუმში ზღვაში ექვსბალიანი შტორმია. ზღვაზე თოლიები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან და გამოდარებას ელიან.                

ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია ბათუმსა და მარადიდში

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 24 -25 ნოემბერს მარადიდის  საჯარო სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი წაიკითხავს. ლექციის თემა: კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები 24 ნოემბერი, სოფელი მარადიდი,  მარადიდის საჯარო სკოლა. დისკუსიის დაწყების დრო: 14:00 საათი 25 ნოემბერი, ბათუმი –  ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. დისკუსიის …

ზვიად ქორიძე: რატომ მივდივართ დასავლეთში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება  დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 14-15 ნოემბერს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ თხილნარის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე – „რატომ მივდივართ დასავლეთში“. გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეხება. ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: „მთავარი ევროპული ღირებულება …

ზვიად ქორიძის საჯარო ლექცია ბათუმსა და თხილნარში

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 14 -15 ნოემბერს თხილნარის #1 საჯარო სკოლასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას თემაზე –  „რატომ მივდივართ დასავლეთში“ , ჟურნალისტი ზვიად ქორიძე წაიკითხავს. 14 ნოემბერი, თხილნარის #1 საჯარო სკოლა, სოფელი თხილნარი დისკუსიის დაწყების დრო: 14:00 15 ნოემბერი, ბათუმი,  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ), 131 აუდიტორია დისკუსიის …

დელფინები შავი ზღვიდან [ფოტო]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი დელფინი ზღვის ვეშაპისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. შავ ზღვაში ამ ძუძუმწოვრების სამი სახეობა გვხვდება: თეთრგვერდა, ანუ ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის აფალინა და შავი ზღვის ღორი. ეს დელფინები ენდემურ სახეობად მიიჩნევა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ შავ ზღვაში ბინადრობენ. 2016 წელს ჩატარებული კვლევის  (შავი ზღვის გარემოს  მონიტორინგის გაუმჯობესება  – EMBLAS) მიხედვით, დელფინების გავრცელების ყველაზე …

ავარიელების სამი სოფელი საქართველოში

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, გოგონების წინადაცვეთის ტრადიციის არსებობის შესახებ ცნობამ ქართულ საინფორმაციო სივრცეს ერთი წლის წინ ტალღასავით გადაუარა. ერთი წლის შემდეგ ამ თემაზე სოფლებში – ჩანთლისყურში, სარუსოსა და თივში საუბარი აღარ სურთ. ამბობენ, რომ ამბავი ჟურნალისტებმა გააზვიადეს და რეალურად აქ მსგავსი არაფერი ხდება. ჩანთლისყურში მცხოვრებ ჯავგვარათ გაჯიევს იმ დროს შევხვდი სოფლის ორღობეში, როცა მეზობელ …

აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ

მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური. მოკლედ, დავიწყოთ. ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი …

სატრანსპორტო ლაბირინთი – გადაადგილება ინფორმაციის გარეშე

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს ტურიზმის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წელს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მხოლოდ საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებში 22 540 000 ლარი დახარჯა. სარეკლამო კლიპებში, რომლითაც ქვეყანა უცხოელ  ტურისტებს აცნობს თავს, რა თქმა უნდა, არაფერია ნათქვამი იმ მოუწესრიგებელი სერვისების თაობაზე, რასთან შეჯახებაც ტურისტს ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე უწევს. და არამარტო ტურისტებს. როდესაც საზოგადოებრივი …

გადამზიდავები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი მათი სამუშაო დღე დილის ხუთ საათზე იწყება და დღის პირველ, ორი საათზე მთავრდება. დღეში საშუალოდ 10-12 კილომეტრის გავლა უწევთ და ტონობით ტვირთი გადააქვთ. ისინი თავიანთ თავს გადამზიდავებს, უფრო სწორად კი „მეკაჭკეებს“ უწოდებენ და საქართველოს ყველა იმ ქალაქში შეხვდებით, სადაც ბაზარია. ერთი ყუთის, ტომრის გადატანა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე ღირს. ერთ გზაზე, …

განთიადი ზღვაზე

„ზურგის ქარი“ – პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ამ სიტყვებით გამაცილეს სამოგზაუროდ. სამეცნიერო-კვლევით გემს, რომელსაც ბათუმიდან გავყევი, „მარე ნეგრუმი“ ერქვა და რუმინეთის დროშის ქვეშ ცურავდა. შავი ზღვა გემზე მყოფ მეცნიერთა გუნდთან ერთად გადავცურე, ზღვა, რომელიც სინამდვილეში უფრო ლურჯია, ვიდრე შავი, წყალი კიდევ გამჭვირვალე და კამკამა. გემზე მყოფ მეცნიერებს შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გამოეკვლიათ. …

შემოდგომა ბათუმში [ფოტო]

საქმის, ქაღალდების, ციფრების, დედლაინების, დაუსრულებელი თუ დასრულებული ისტორიების ზღვაში, ყოველთვის მოიძებნება ერთი საათი, როცა გაქვს შანსი სადმე გახვიდე და დაისვენო. თუ გაგიმართლა და ბათუმში ხარ, მაშინ შეგიძლია ექვსი მაისის პარკში შემოდგომის მზეს მიეფიცხო, ტბაში მოცურავე იხვების ცქერით გაერთო, ან უბრალოდ ბალახზე წამოწვე და არაფერზე იფიქრო.      

როგორ შეხვდა „ქართული ოცნება“ ბათუმში ეგზიტპოლის შედეგებს [ფოტო]

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით, ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო. 21 ოქტომბრის საღამოს, ბათუმის მერობის კანდიდატი თავის მხარდამჭერთა კლუბში, ეგზიტპოლების შედეგებს რეგიონის პირველ პირებთან ერთად ელოდა. 20:00 საათზე, როცა საარჩევნო უბნები დაიკეტა, „ლაშას მხარდამჭერთა კლუბში“ დიდ ეკრანზე …

“ოცნების ქალაქი” – არჩევნებიდან არჩევნებამდე (ფოტო)

ავტორი: მანანა ქველიაშვილი 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანეთიდან ათეულობით ოჯახი ჩამოვიდა საცხოვრებლად. ყოფილი 25-ე და 53-ე რუსული სამხედრო ბატალიონების ბაზებზე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებმა ხის და მუყაოს ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ. ბევრი მათგანი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და საკუთარი სახლი, ხელვაჩაურში გადმოსახლებამდე, არ ჰქონდათ.   საზოგადოება დასახლებას „ოცნების ქალაქის“ …

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – გამოფენის ორგანიზატორებს მერია დაჯარიმებით პასუხობს

„ბატონო შოთა, ოქმი მოგივათ სახლში და თქვენ შეგიძლიათ მერე სასამართლოს ედაოთ,“ – უთხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა, თენგიზ მესხიძემ, საზოგადოება „ბათომის“ წევრს შოთა გუჯაბიძეს. შოთა გუჯაბიძე დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართული ფოტოგამოფენის ინიციატორია. „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია გამოფენას და ის ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკას ასახავს. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ …

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აგრძელებს პოსტერების კონკურსს

თუ გეხერხებათ ხატვა ან ხართ ილუსტრატორი და გაქვთ ორიგინალური იდეები, ეს კონკურსი თქვენთვისაა. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა პასუხობდეს შემდეგ თემას:   ➧ ამხელდეს იმ დეზინფორმაციულ მითებს ევროპის შესახებ, რომლებიც აჭარაშია გავრცელებული  ➧  ამხელდეს დეზინფორმაციულ ქართულენოვან მედიას და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს ქმნის ➧ პოსტერს უნდა ჰქონდეს მარტივი და გასაგები ვიზუალი ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების …

საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო [ ფოტო ]

დღეს, 15 სექტემბერს დილის ცხრა საათიდან, ბათუმის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით წელს უპრეცედენტოდ დიდია პირველკლასელთა რაოდენობა.

კვირიკაშვილმა ბათუმში მხოლოდ მერობის კანდიდატები წარადგინა

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერმა კანდიდატების წარდგენამდე აჭარაში ტურისტული პოტენციალის ზრდაზე, დაგეგმილ ინვესტიციებზე, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე და მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის მიმართულებით დაგეგმილ 45-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე ისაუბრა. “იგეგმება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე უკვე შეძენილია გაზიფიცირების პროექტი და მაღალმთიან აჭარაში გაზის პრობლემა აღარ იქნება. მჯერა, რომ …

მძინარე ლოდების მინდორი

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  ყოველი ახალი მოგზაურობის დაგეგმვის წინ ვფიქრობ, სად და როგორ ვიპოვო ისეთი ადგილი, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად პოპულარულია. ჟურნალის ამ ნომრის დაგეგმვის წინ, ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, შემთხვევით ვიპოვე ინფორმაცია ქვასაყდარას შესახებ. მანამდე არასდროს გამიგია ამ ადგილზე. იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქვასაყდარაზე ინფორმაციას ტურისტულ გზამკვლევებში ვერ …

მემთეურები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  როცა კალენდარზე ივნისი დგება, მზე მაღლა-მაღლა ადის და მწველი ხდება, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ბარგს კრავენ და საზაფხულო იალაღებზე მიდიან. იალაღები სოფლებიდან მოშორებით, თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა მთებშია გაბნეული. იმ დროს, როცა მთისკენ საქონელს ათეულობით კილომეტრზე მამაკაცები ფეხით მირეკავენ, ქალები და ბავშვები ზამთარში ჩაკეტილი ქოხების დალაგება-დასუფთავებას იწყებენ, თვეობით დაუნთებელ ღუმელებს წმენდენ და შეშას აგროვებენ. …

ბათუმობა 2017 [ფოტორეპორტაჟი]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი   დღეს ბათუმში “ბათუმობას” აღნიშნავენ. დილიდან საზეიმო მსვლელობა ეწყობა მემედ აბაშიძის  ქუჩაზე.                                  

ბათუმში ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ [ფოტო]

დღეს მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს  კლავს. ხორცი სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი ღარიბებს. თაქბირი, ალაჰის განდიდების ლოცვა დღეს ბათუმში ორ მეჩეთში – ორთა ჯამეში და ახალ მეჩეთში წაიკითხეს.           …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ახალ მეჩეთზე კონსულტაციები მიმდინარეობს

დღეს, პირველ სექტემბერს, მუსლიმური სამყარო მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს ზეიმობს. ბათუმის ორთა-ჯამეში ლოცვა დილით ადრე დაიწყო. ლოცვის შემდეგ მუსლიმებთან მისალოცად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მივიდნენ. „დარწმუნებული ვარ, ისინი ქადაგებენ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენ დღეს მათთან ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღესასწაულს,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ თავის მისალოც …

მუსლიმების მზადება ყურბან-ბაირამისთვის [ფოტო]

ხვალ, 1 სექტემბერს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს ზეიმობენ. ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს  კლავს. ხორცი სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი ღარიბებს. ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, ყოველწლიურად ეწყობა  საქონლის ბაზრობა. სადაც ყველა მსურველს შეუძლია მისვლა და მათი ყიდვა. ყურბან ბაირამზე, მზის ამოსვლამდე, …

Exit mobile version