უცნობია, როდის აღდგება სატელეფონო კავშირი „ბილაინის“ ქსელში – კომპანია

დაახლოებით 2 საათია „ბილაინის“ ქსელი არ მუშაობს. დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ აბონენტებს სატელეფონო ზარების განხორციელება შეზღუდული აქვთ, ხოლო ინტერნეტკავშირი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შეწყვეტილი. ხარვეზი ქსელში დღეს, 5 აგვისტოს, დილას დაფიქსირდა. ქსელში არსებული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თავად კომპანიამ. „ძვირფასო მომხმარებლებო, დაზიანდა სერვისის მომწოდებლის ორი დამოუკიდებელი კაბელი, რის შედეგადაც ჩვენს მომხმარებლებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ხოლო დასავლეთ …

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის ხელფასი იზრდება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხელფასები 30%-ით იზრდება. ხელფასი ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალს გაეზრდება, მათ შორის, სანიტრებსა და ექთნის დამხმარეებს. „ჩვენ გავაკეთეთ ასეთი დანამატი. ექთნის მინიმალური ანაზღაურება გახდა საათში 5 ლარი, ექიმის მინიმალური ანაზღაურება – საათში 8 ლარი, უმცროსი ექიმის მინიმალური ანაზღაურება გახდა საათში 6 ლარი. სანიტრის ანაზღაურებაც იზრდება და მინიმალური საათობრივი იქნება 2.5 ლარი და მეტი, …

ბათუმში უძრავი ქონების დაქირავება 123 პროცენტით გაძვირდა | ინტერვიუ

ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 36%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ფასს, უძრავ ქონებაზე ფასმა 2%-ით მოიმატა. ასევე, 2021 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 123%-ითაა გაზრდილი საცხოვრებელი ბინის ქირა. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა „თიბისი კაპიტალმა“ გამოაქვეყნა. კვლევის მთავარი მიგნებების თანახმად, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სრულად „გამოჯანმრთელდა“ პანდემიისგან 2022 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმმა და …

4-წლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებთ – სებ-მა ვადა შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 15 აგვისტოდან იცვლება ფიზიკური პირების დაკრედიტების პირობები. კერძოდ, სამომხმარებლო სესხების გაცემის ვადა 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია. „რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო და მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტებით ჭარბი ზრდის შედეგია. სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად მონეტარული …

რა ეღირება თხილი და როგორ მოსავალს ელიან საქართველოში

ორ კვირაში საქართველოში თხილის სეზონი დაიწყება. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ წელს 55 ათასიდან 60 ათასამდე ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან.  ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც შარშან მიიღეს. აგროკონსულტანტი გიგა დათუნაიშვილი აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში, 100-მდე ფერმერს უწევს კონსულტაციას. გიგა ამბობს, რომ წლევანდელი მოსავალი ხარისხობრივადაც კარგია. „ვინც შეწამლა და მოუარა, იმ ფერმერების თხილი უფრო ხარისხიანია. ზოგადად 5-6 წამლობა …

უკრაინიდან ლტოლვილები „ლელოს“ და „დროას“ აქტივისტებმა დააბინავეს

უკრაინიდან ლტოლვილი 22 ოჯახი, რომლებიც გონიოსა და ქობულეთში, სასტუმროებში ცხოვრობდნენ და დღეს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ, „ლელოს“ და „დროას“ აქტივისტებმა დააბინავეს. უკრაინელი ლტოლვილების ნაწილს გონიოშივე უქირავეს ერთი თვით ბინები, ნაწილს კი – ბათუმში. „ერთმა მოქალაქემ რვა ოთახი გონიოშივე უქირავა და შევიდნენ უკვე. მაგრამ ეს არის დროებითი, ერთი თვით ვიქირავეთ. მთავარია, ღია ცის ქვეშ არ …

85 წელი სტალინური რეპრესიებიდან – როგორ ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს

30 ივლისს 85 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც დიდი სტალინური ტერორის ყველაზე სისხლიანი ფაზა დაიწყო. რეპრესიები, რომელმაც ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე ფურცელია. საბჭოთა კავშირი შექმნის დღიდანვე ძალადობრივი, არაჰუმანური სისტემა იყო, მაგრამ 1937-38 წლებში რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე ათიათასობით ადამიანმა იწვნია. 1937 წლის 30 ივლისით თარიღდება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო …

„ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“ – წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

„ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“ – ბათუმში ამ სახელწოდების საბავშვო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ილუსტრირებული ვერსიაა. წიგნის პრეზენტაცია ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, კრის ანდერსონი ესწრებოდა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი, რთულ დროს შავი ზღვის რეგიონში. მაგრამ …

ბათუმში მგზავრობის ფასი უნდა გაძვირდეს 70 თეთრამდე? – ინტერვიუ მძღოლთან

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა ისევ 50 თეთრი ღირს. რეალურად კი მგზავრებს მძღოლები 70 თეთრს ახდევინებენ. სატრანსპორტო კომპანიების განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანაში გაძვირდა ყველაფერი, მათ შორის მატარებლით მგზავრობა, საწვავი, პირველადი საჭიროების პროდუქტები, შეუძლებელია მძღოლებმა ძველი ტარიფით გააგრძელონ მუშაობა. მძღოლების თქმით, მაშინ როცა ბათუმის საკრებულომ მგზავრობის ტარიფად 50 თეთრი განსაზღვრა, 1 ლიტრი საწვავი 1,60 ლარი …

არ სჯერათ, რომ ქალებს უამრავი ლურსმანი გვაქვს ჩაჭედებული გულში – ცირამუა თავის ახალ წიგნზე

როცა ბათუმში თავისი პირველი წიგნის, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“-ის წარსადგენად ჩამოვიდა, მეორე წიგნის იდეა მაშინ გაუჩნდა. „La porta segreta“ ფსიქოლოგ მაია ცირამუას მეორე წიგნია. ყდის დიზაინზე ილუსტრატორმა ნონი გარდავამ იმუშავა. „ბათუმელები“ მაია ცირამუას ახალი წიგნის შესახებ ესაუბრა. ქალბატონო მაია, როგორც ერთ ინტერვიუში ახსენეთ, ახალი რომანის დაწერის იდეა ბათუმში გაგიჩნდათ. მოგვიყევით, რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო? ბათუმში …

ხვალ ბათუმში იაპონური ჩაის ცერემონიალი და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება

ხვალ, 24 ივლისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ცნობილი იაპონელი შემსრულებლის, ნაკამურა ტემპეის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელიც იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წელს ეძღვნება, მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის. იაპონური ჩაის ცერემონიალი და იაპონელი პიანისტის კონცერტი,  ბათუმის რიგით მეცხრე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. ღონისძიება ბათუმის ხელოვნების ცენტრში 20:00 საათზე დაიწყება.

მოქალაქეები ბათუმის მერიას საცხოვრებელ ბინებს სთხოვენ – აქცია

ბათუმის მერიასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი უსახლკაროები არიან და მერიისგან საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 587 ხელმომწერი ჰყავს განცხადებას, რომლითაც მოქალაქეებმა ბათუმის მერიას მიმართეს და კომისიის შექმნა მოითხოვეს. მოქალაქეები ითხოვენ, მერიის მიერ შექმნილმა კომისიამ შეისწავლოს უსახლკაროების პრობლემები და ისინი ბინებით დააკმაყოფილონ. ბათუმის მერიის წინ შეკრებილები ქალაქის ხელისუფლებას სთხოვენ, რომ მათ „მეტრო ჰოლდინგის“ …

ბათუმში ქვიშის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში ქვიშის ფესტივალი გაიმართება. ეს სპორტული ფესტივალია – გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ერთმანეთს ქვიშის ფეხბურთში,  ტექბოლში, ფრენბურთში, რაგბისა და ფუტვოლეიში შეეჯიბრებიან. ბათუმის ბიუჯეტში ქვიშის ფესტივალისთვის 15 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხის განსაკარგად ტენდერი ახლახანს გამოცხადდა. ფესტივალი ბათუმის ბულვარში, ქვიშის მოედანზე გაიმართება. „სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის ქვიშის მოედანი ხელსაყრელი ადგილია. საკმაოდ სანახაობრივი და ჯანსაღი სპორტული სახეობებია. ფესტივალის ჩატარების …

რა სჭირდებათ ბათუმში მცხოვრებ უკრაინელებს – პროექტი

ბათუმში მცხოვრები უკრაინელების მხარდასაჭერად „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანი ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის თემში ინტეგრაციის ხელშეწყობა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაზრდაა. დაგეგმილია საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ომით დაზარალებულ უკრაინელებს ინფორმაციას მიაწვდიან სხვადასხვა დანაშაულების, მათ შორის ძალადობის და სექსუალური შევიწროების, შეტყობინების წესის და რეაგირების მექანიზმების შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია არტ-თერაპიისა …

არსამთავრობოები EU-ს ელჩ ჰარცელს მადლობას უხდიან საქართველოში გაწეული სამუშაოსთვის

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ევროკავშირის უკვე ყოფილ ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავს და მადლობას უხდის იმ შრომისთვის, რომელიც მან საქართველოსთვის გასწია. წერილში სამოქალაქო საზოგადოება ემიჯნება მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს. „ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და …

ბათუმში მგზავრობა 50 თეთრი ღირს, მაგრამ 70 თეთრს იხდით. რატომ? – ინტერვიუ

ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა 70 თეთრი ღირს, ოღონდ არაოფიციალურად. გასულ თვეში ბათუმის საკრებულომ არ გაზარდა მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური და 2025 წლის პირველ აპრილამდე ბათუმში მგზავრობა, ოფიციალურად, 50 თეთრი უნდა ღირდეს. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბათუმის მერია უწევს ზედამხედველობას. მერია ირწმუნება, რომ კანონდამრღვევ სატრანსპორტო კომპანიებს აჯარიმებს. რეალობა კი ასეთია – მოქალაქეები მგზავრობის საფასურს – 70 თეთრს იხდიან, …

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრების პროექტისთვის 200 ათასი ლარი გამოიყო

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვისათვის 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში უკვე აისახა. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს თანხა საკმარისი იყო იმისათვის, რომ პროცედურები დაიწყოს: „შესყიდვა რომ გამოცხადებულიყო. რათა ჯერ შემუშავდეს პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია. გამაგრების იქნება ეს, მონტაჟი-დემონტაჟის, იატაკის ნაწილი თუ ასე შემდეგ… ტექნიკურ დეტალებში აღარ შევალ. ვთვლით, …

რომელ ქუჩებზე შეწყდება წყალი ბათუმში 19 ივლისს

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხვალ, 19 ივლისს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  ბათუმში 15 ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდება. 19 ივლისს, 23:00 საათიდან 20 ივნისის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე: შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29-დან #53-მდე ანგისის ქუჩა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა ხახუტაიშვილის ქუჩა კობალაძის ქუჩა შალვა ინასარიძის ქუჩა შალვა ინასარიძის ჩიხი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა ჰასან …

12-პუნქტიანი გეგმა, აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას? – ინტერვიუ

ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომელიც უნდა შეასრულონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავისი გეგმა, თუ როგორ აპირებს ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესრულებას. პროდასავლურ ოპოზიციას ამ გეგმის არ სჯერა. თუმცა, ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ წარმოუდგენია თავისი მკაფიო სტრატეგია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ სამომავლოდ. „ბათუმელები“ პროდასავლური ოპოზიციის როლზე მიმდინარე …

რატომ ეწევიან ოპოზიციური ტელევიზიის დისკრედიტაციას ბსუ-ს სტუდენტები POSTV-ზე 

„ჟურნალისტი მიდის-მოდის, სიუჟეტებს აკეთებს, ვისაც ფეიკ ნიუსი უნდა, ტვ პირველი აკეთებს“ – ასეთია აჭარულის მოტივებზე შექმნილი სახუმარო სიმღერის ტექსტი, რომლითაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუმორისტული გუნდი „ბსუ“ იუმორისტული გუნდების ჩემპიონატზე წარსდგა. სახუმარო სიმღერას არასრულწლოვანი ასრულებდა. იუმორისტულ ჩემპიონატს „ქართული ლიგა“ ატარებს და ის პროსახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ეთერით გადაიცემა. ჩემპიონატის ჩანაწერი ფეისბუქზე გუშინ, 14 ივლისს გამოქვეყნდა. ვიდეოს …

იტალიის პრემიერი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თანამდებობა დატოვა, მმართველი კოალიცია კი დაიშალა. მარიო დრაგიმ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიამ – „ხუთი ვარსკვლავი“ – ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. „ბოლო დღეებში ჩემი მხრიდან იყო მაქსიმალური მცდელობა გამეგრძელებინა საერთო გზა, ასევე ვცდილობდი დამეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რაც ჩემ მიმართ ჰქონდათ პოლიტიკურ ძალებს. პარლამენტში ჩემი …

ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. „პარლამენტის 2022 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 26 …

უკრაინა იმედოვნებს, რომ მარცვლეულის ექსპორტი შესაძლებელი იქნება შავი ზღვით

კიევი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ რუსეთთან მიიღწევა შეთანხმება შავი ზღვით უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ –  წერს „ბიბისი“. მილიონობით ტონა ხორბალი, ქერი, ზეთი და სხვა პროდუქტები უკრაინაში საწყობებში რჩება, მათი ექსპორტზე გატანა შეუძლებელია, რადგან რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ბლოკავს ზღვით უკრაინიდან მარცვლეულის გატანას. გუშინ, 13 ივლისს, სტამბულში გაიმართა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეები …

1:2 – დინამო ბათუმი VS სლოვანი

13 ივლისს ბათუმის ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩი გაიმართა. თამაში ძირითად დროში ფრედ, 0:0 დამთავრდა. ანგარიში პირველ დამატებით ტაიმში, 103-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის გოლით გაიხსნა. მოგვიანებით დინამო ბათუმის კარში ორი გოლი გავიდა. ერთი გოლის ავტორი ტიგრან ბარსეგიანი იყო, მეორე, გადამწყვეტი გოლი კი ვლადიმირ ვაისმა გაიტანა. დღევანდელი მატჩის შედეგების მიხედვით, დინამო ბათუმი …

რამდენს იხდიან და რა გზას გადიან მექსიკის გავლით აშშ-ში მიმავალი ემიგრანტები

„გამარჯობა, გადავწყვიტე მექსიკით ამერიკაში წასვლა. მაინტერესებს რა თანხა დამჭირდება?“ „პოლონეთის ლოტოტრონს რამდენი ხანია ელოდებით?“ „გადამყვანის გარეშე კანკუნი თუ მექსიკო სიტი?“ „ფოლკსტონში, ციხეში თუ გადაუყვანიხართ ვინმე და რამდენი დღით ყოფილხართ?“ „სპონსორი თუ არ მყავს როგორ მოვიქცე?“ „მესამე დღეა ჩაბარდა და დარეკვის უფლება როდიდან აქვს?“ – ამ და მსგავსი სახის უამრავ კითხვას შეხვდებით ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფში „მექსიკიდან …

რატომ ღირს საკვები საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში

საქართველო-თურქეთის საზღვარზე ყოველდღიურად რიგებია. საქართველოდან თურქეთში ასობით მოქალაქე გადადის ერთი დღით – წამლების, პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებებისათვის. თუ აქამდე თურქეთში ძირითადად მედიკამენტებისათვის გადადიოდნენ, ახლა საზღვარზე ხშირად შეხვდებით მოქალაქეებს ხელში ზეთის 5-ლიტრიანი ქილებით. 5 ლიტრი ზეთი თურქეთში 145-160 ლირა (24-27 ლარი) ღირს, საქართველოში კი მინიმუმ 43 ლარი. საზღვრის გარდა რიგებია დიდ სუპერმარკეტებშიც. საქართველოდან გადასული მოქალაქეები, პროდუქტებით …

რატომ მცირდება თქვენი საპენსიო დანაზოგი? – სააგენტოს განმარტება

თუ ინტერნეტბანკინგში თქვენი საპენსიო დანაზოგის ცვლილებას დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ საპენსიო დანაზოგი თვის განმავლობაში ზრდის ნაცვლად მცირდება. „ბათუმელები“ 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდა ერთი პირის საპენსიო დანაზოგის ცვლილებას. 28 ივნისი იყო პირველი დღე, როცა დაკვირვება დავიწყეთ. 7 დღეში, 5 ივლისს, დანაზოგი 11 ლარით შემცირდა, ხოლო მომდევნო ორ დღეში კიდევ 13 ლარით. 28 ივნისიდან 7 ივლისამდე პერიოდში საპენსიო …

რატომ ღირს ხილი ძვირი?

მიმდინარე ზაფხულს სეზონურ ხილზე ფასები გაიზარდა. გაზრდილია ადგილობრივი ხილის ფასიც. მაგალითად, გასულ წელთან შედარებით გაძვირდა საზამთრო, ბალი, ატამი, ქლიავი, ვაშლატამა და სხვა ხილი. „ბათუმელები“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მკვლევარს, სალომე დეისაძეს ესაუბრა ხილის გაძვირების მიზეზებზე. წელს სეზონური ხილი გაძვირდა. რა არის ამის მიზეზი? ბოლო მონაცემებით ივნისის თვეში სურსათზე ფასები არის გაზრდილი. ყველაზე მეტად გაძვირებულია პური …

როდის აღდგება გარე განათება გონიოს ბულვარში

აქტიურ ტურისტულ სეზონზე გონიოს ბულვარი ჩაბნელებულია. ბულვარის მთელ პერიმეტრზე გამორთულია გარე განათება, რის გამოც სანაპიროზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის. სინათლის წყაროდ სანაპიროზე მხოლოდ პალმების ძირში დამონტაჟებული სანათებია. რატომ არის ჩაბნელებული გონიოს ბულვარი? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიას. სამდღიანი ლოდინის მიუხედავად, მერიიდან კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. „აღნიშნულ საკითხზე მუშაობს შესაბამისი სამსახური. უახლოეს პერიოდში განათება იქნება …

თურქეთიდან დეპორტის მოხსნის წესები და ჯარიმა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოქალაქემ

თურქეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანაა, სადაც დასაქმება შეუძლიათ. თურქეთის სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვს ლეგალურად დასაქმების სეზონური პროგრამა, ამის გარდა შესაძლებელია გაკეთდეს სამუშაო ვიზები. უცხო ქვეყანაში ლეგალურად დასაქმება ნიშნავს, რომ მოქალაქის საბაზისო უფლებები იქნება დაცული. მიუხედავად ამისა, თურქეთში ცხოვრობს და მუშაობს საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებსაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი. ისინი დეპორტის შიშით ქვეყანაში დაბრუნებას …

ბათუმში კოვიდპაციენტების მატების გამო გავხსენით თერაპიული განყოფილება – გია კიკაბიძე

აჭარაში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოვიდინფიცირებულთა ოდენობა იმატებს. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში რეგიონში კოვიდის 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა ორი კვირის წინ 7 დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 62. ბათუმში ამ დროისათვის ერთი კოვიდკლინიკაა – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც კოვიდით ინფიცირების მატების გამო თერაპიული განყოფილების გახსნა გახდა საჭირო. „მოიმატა კოვიდინფიციერებულთა რაოდენობამ. მაგალითად, დღეს …

ოჯახი და პოლიცია 22 წლის ლიკა გიორგობიანს ეძებს

პოლიცია 22 წლის ლიკა გიორგობიანს ეძებს. ლიკა გიორგობიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში ცხოვრობს, ის სწორედ ამ სოფლიდან გაუჩინარდა. ლიკას დედა, ხათუნა გიორგობიანი, „ბათუმელებთან“ ჰყვება, რომ მისი შვილი ხუთშაბათს, 30 ივნისს, გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. „ლიკა ხუთშაბათს, დაახლოებით ათი საათისთვის გავიდა სახლიდან, სოფელ გვიშტიბიდან. მის კვალს რომ გავყევით, სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა, ბოლოს ნახეს ქალაქ …

დევნილი ცოლ-ქმარი 29 წელი საკუთარი ჭერის ძიებაში

„29 წელია საკუთრების განცდა აღარ მქონია. ვნატრობ, ეს განცდა მქონდეს ზუსტად – ღამე მშვიდად დავიძინო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ ხვალ სადღაც წასასვლელი ვარ,“ – ასე აღწერს თავის მდგომარეობას აფხაზეთიდან დევნილი ლიანა ბერია. დევნილი ცოლ-ქმარი, ლიანა და მერაბ ბერიები ბოლო 16 წელი დაგირავებულ ბინებში ცხოვრობდა. ახლა როცა უძრავი ქონების ბაზარზე დასაგირავებელი ბინების ფასი გაიზარდა, მათ …

„ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა“ – რიჟვაძე სიძულვილის ენას კიდევ ერთხელ იყენებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ჰომოფობიური ტერმინით გუშინ, 3 ივლისს, თბილისში გამართულ მრავალათასიან აქციას  – „შინ, ევროპისკენ“. „გამიჭირდება შეფასება, ალბათ ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ არ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და …

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 4 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდაზე რეგისტრაცია დილის 08:00 საათზე დაიწყო, უშუალოდ გამოცდა კი – 9 საათზე. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი – 15:00 საათზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანახმად, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. …

ბათუმში შორეული ნაოსნობის კაპიტნები და საზღვაო სფეროს პროფესიონალები დააჯილდოვეს

დღეს, 2 ივლისს,  საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დააჯილდოვეს შორეული ნაოსნობის კაპიტნები ზურაბ ჩხაიძე, აკაკი ესანჯია, ნუგზარ დოლიძე და ვაჟა გოგუაძე. ასევე, ჯილდოების გადასცეს უფროს მექანიკოსებს: დავით თეთრაშვილს, ნიკოლოზ ცირეკიძეს, ომარ ლომიძეს, ალი სარიშვილს, ლაშა თავაძესა და სტეფანე ვართანიანს. დღესვე ცნობილი გახდა, …

Exit mobile version