მთავარი,სიახლეები

ჩამონგრეული პირსი ბათუმის სანაპიროზე – საფრთხე ბავშვებისთვის

14.06.2022
ჩამონგრეული პირსი ბათუმის სანაპიროზე – საფრთხე ბავშვებისთვის

ბათუმში, ახალ ბულვარში, შტორმის დროს ჩამონგრეული პირსი მოქალაქეებისთვის სახიფათოა. ამის მიუხედავად ბავშვები დაზიანებულ პირსს ზღვაში ჩასახტომად იყენებენ.

ჩამონგრეული პირსი

პირსი კერძო მოიჯარის მფლობელობაშია, თუმცა მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ზრუნვა ევალება როგორც მოიჯარეს, ისე ბათუმის მერიას და ბათუმის ბულვარს.

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ  პირსთან დაამაგრეს საინფორმაციო ბანერები, ასევე, ადგილი შემოსაზღვრეს ლენტით, თუმცა ეს ლენტი ხალხმა მოგლიჯა.

„ასევე პირსს ფლობს კერძო მოიჯარე, შესაბამისად, იქ დაცვის თანამშრომელი ჰყავთ. იყო ლენტები არაერთხელ გაკრული. მაგრამ თვითონ მოქალაქეების მხრიდან არ ხდება დაცვა უსაფრთხოების ზომების. რამდენჯერმე ჩამოგლიჯეს, იყო ასეთი შემთხვევა.

თან ეს ბავშვები პრომენადიდან კი არ შედიან, ზღვიდან ადიან. ჩვენი მხრიდანაც სამაშველო სამსახურიც გაფრთხილებულია და სხვა ბერკეტი ამ ეტაპზე არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბულვარის დირექტორის მოადგილემ, სოფო გუჯაბიძემ.

„ბათუმელებმა“ ბათუმის მერიას ჰკითხა, როდის მოხდება დანგრეული პირსის დემონტაჟი ან აღდგენა.

„საკითხის თაობაზე მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან. გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული,“ – გვიპასუხეს  ბათუმის მერიაში.

„ბათუმის ბულვარში“ კი გვითხრეს, რომ დამატებით გააფრთხილებენ სამაშველო სამსახურს, რომ პირსს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: