არ მეშინია მოვკვდე უკრაინისთვის – ბუღალტერი ქალი, რომელიც სამხედრო გახდა

„მე არ მეშინია იარაღით ბრძოლის. ერთადერთი რამის მეშინია – მოვკვდე ჩემს საწოლში, მარტო, ღამით. საშინელებაა მოკვდე საკუთარ საწოლში, ისე როგორც კვდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, როდესაც რუსული ბომბები ცვივა  უკრაინაში. მაგრამ თუ იარაღით ხელში მოვკვდები სამშობლოს დაცვისას, ამის არ მეშინია,“ – ამბობს უკრაინელი ოლენა ნოსაჩი. ოლენა 38 წლისაა. 24 თებერვლამდე ეკონომისტი და ბუღალტერი იყო. ორი შვილი ჰყავს. …

ჩვენი ჟურნალისტის ოჯახი ბუჩაში იყო, როცა იქ ხალხის მკვლელობაზე დაწერა – რედაქტორი კიევიდან

„არასდროს მდომებია ომის რეპორტიორი ვყოფილიყავი. ბევრს აქვს ასეთი სურვილი – სათავგადასავლოა, მნიშვნელოვანია… მაგრამ მე არ მქონია. ვერ ვიფიქრებდი, რომ საომარი მოქმედებების ზონაში აღმოვჩნდებოდი. პირველი დღეები ძალიან საშიში იყო. არ ვიცოდი საკმარისი ომებზე, რათა მცოდნოდა, რა ხდებოდა. რომ დარტყმები ხორციელდება კონკრეტულ სამიზნეებზე. მეგონა, რომ თუ ციდან რაღაც მოფრინავს, მთელი ქალაქი მიწასთან გასწორდება და ალბათ, მეც აქ …

„კორპუსი თავზე გვენგრევა“- 80 ოჯახის შიში ავტობანის მშენებლობის ზონაში

„დილის ცხრაზე იწყება აფეთქება, აფეთქების სიმძლავრისგან სახლი ზანზარებს. ყოველ დილით, აფეთქებების დაწყებამდე ბავშვი გამყავს გარეთ. იმიტომ, რომ მეშინია ერთ-ერთი აფეთქების დროს არ ჩამოგვენგრეს შენობა თავზე. დაბზარულია იატაკები, კედლები…“ – ასე აღწერს სალომე ხალვაში გარემოს, რომელშიც ბოლო ორი თვეა ცხოვრება უწევს. სალომე და კიდევ 80 ოჯახი ზესტაფონში, უზნაძის 93-ში მდებარე ოთხსართულიან კორპუსში ცხოვრობს. აქ ადრე ქალაქის …

როგორ იბრძვის უკრაინელი ბლოგერი და მწერალი ქვეყნის დასაცავად

„მე შთამაგონებს სიცოცხლის სურვილი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ ვიცოცხლოთ. ეს არის ჩვენი არგუმენტიც და მოტივაციაც,“ – ამბობს ცნობილი უკრაინელი სამხედრო, ბლოგერი და მწერალი ვალერი მარკუსი. მას ვკითხეთ, რა იყო მთავარი მოტივატორი, როდესაც გადაწყვიტა სათავეში ჩასდგომოდა 47-ე მსროლელ ბატალიონს უკრაინაში. ვალერი მარკუსს „ბათუმელები“ კიევში შეხვდა და ესაუბრა. 47-ე ბატალიონი მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა, უკრაინის …

რუსი ოლიგარქების ყველა იახტა ჩვენ ვიპოვეთ და ევროპელებმა დააპატიმრეს – „უკრაინსკა პრავდა“

„ომის დასაწყისში არა მარტო მთავარი რედაქტორი ვიყავი. ვცდილობდი, ოჯახს და დას დავხმარებოდი – ფსიქოლოგიურად, დაკრძალვის ორგანიზებაში. ახლაც, ზოგიერთი ჩვენი კოლეგის მშობლები თუ ოჯახი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. მაგალითად, მთავარი რედაქტორის მოადგილის დედა კვლავაც ხერსონის რეგიონშია. სულ უფრო რთული ხდება მათთვის ფულის ან საკვების მიწოდება,“ – უყვება „ბათუმელებს“ ცნობილი გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა. სევგილ …

მინდა ყველა რუსმა განიცადოს ის ტკივილი, როცა მეგობარს გიკლავენ – უკრაინელი ჯარისკაცი 

ოლეგ ჰლადჩენკო ხარკოვიდანაა. ომის დაწყებამდე ის ხარკოვში, თავის ოჯახთან, შეყვარებულთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა. მაგრამ ომმა მისი ცხოვრებაც ისევე შეცვალა, როგორც სხვა უკრაინელების. ოლეგი ახლა კიევში ცხოვრობს. ის ცნობილი სამხედრო ბლოგერის, ვალერი მარკუსის მიერ ჩამოყალიბებული 47-ე ბატალიონის წევრია. „ბათუმელები“ ოლეგს კიევში შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. „47-ე ბატალიონს თვე-ნახევრის წინ შემოვუერთდი. მანამდე ვიყავი IT, ვმუშაობდი …

„რა არის შენი სუპერძალა? – მე უკრაინელი ვარ“ | რეპორტაჟი უკრაინიდან

„ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ჩვენმა პრეზიდენტმა გვითხრა – „გაიღვიძეთ“ უკრაინელებო და სამსახურებში წადით. და ჩვენც „გავიღვიძეთ“. თუ უკრაინელები სამსახურებში არ წავლენ, თუ ბარში არ წავალთ, თუ ქუჩას არ დავგვით, თუ არ ვიყიდით ყავას ან საჭმელს, რა მოუვა ამით ჩვენს ეკონომიკას?“ – ასე მიპასუხა ლვოველმა ნასტია ბაკულინამ კითხვაზე – რას ფიქრობდა უკრაინის დასავლეთ ნაწილში ჩვეულ …

„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისე ელოდება რუსეთი ზამთარს“ – გადამდგარი გენერალი

„ომის დანაშაულია სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა. რუსეთი რომ დაისაჯოს როგორც სამხედრო დამნაშავე, ამისათვის რუსეთის ხელისუფლება უნდა დააკავონ. ეს რომ მოხდეს, ჯერ რუსეთი უნდა დამარცხდეს“, – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. რა ხდებოდა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე, რატომ შეანელა …

შეუძლებელია ქრთამის გარეშე დასაქმდე სკოლაშიც კი – რა პრობლემები აქვთ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს

„ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისთვის ვართ დროებითი სტუმრები“, „სისტემა და პრაქტიკა შესაცვლელია – ეთნიკური უმცირესობების საფრთხედაა აღქმული ყველა მუნიციპალიტეტში“, „ჩვენ გვაქვს იმ სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რის გამოც ცხოვრების მინიმალური სტანდარტიც კი არ გვაქვს,“ – ეს ამონარიდია ბათუმში გამართული დისკუსიიდან, რომლის ერთ-ერთი სპიკერი აიჰან ჰასანლი იყო. აიჰანი ეთნიკური აზერბაიჯანელია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. „ბათუმელები“ აიჰან ჰასანლის ბათუმში, სოლიდარობის …

საქართველოს მოქალაქემ თურქეთში 2 პირი მოკლა და საზღვარზე თავი მოიკლა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ორი ქართველი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა საქართველოს საზღვართან ახლოს, არჰავის რაიონში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, კაცმა მას შემდეგ მოიკლა თავი, რაც სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა და პოლიციამ მისი დაკავება სცადა. „თავი იმავე იარაღით მოიკლა, რითაც ქალი და კაცი მოკლა“, – უთხრა „ბათუმელებს“ თურქმა ჟურნალისტმა, რომელიც ქემალფაშაში მუშაობს. …

ხანძარი ხულოში – ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

ხულოში, სოფელ ბოძაურში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლთან ერთად დაიწვა მის ირგვლივ მდებარე სათავსო ნაგებობები. რიყეთის რწმუნებულის, გოჩა შანთაძის თქმით, სახლში ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობდა. „იმდენად ძლიერი ხანძარი იყო, ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. ყველაფერი დაეწვათ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა შანთაძემ. მისივე თქმით, ოჯახს ხულოს მერია დაეხმარება და უკვე იპოვეს სახლი, სადაც ხუთსულიანი ოჯახი დროებით თავს შეაფარებს.

„კონტექსტიდან არის ამოვარდნილი“ – სოფო ხალვაში გავრცელებულ სქრინებზე

ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „პროვოკაციის გამო უსამართლოდ იქნა გაკიცხული“ საზოგადოებისაგან. გუშინ, 23 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამართვაზე ორგანიზატორებს უარი უთხრა. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ქაშიბაძემ ამის დამადასტურებლად მისი და სოფო ხალვაშის მიმოწერა გამოაქვეყნა. სოფო ხალვაშმა დღეს, 24 აგვისტოს, თავადაც …

„ომი არ ახსენო“ – დაპირისპირება ბათუმში ამჯერად უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გამო

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებაა დაგეგმილი. ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ ბათუმის მერია ჯერ დაჰპირდა, შემდეგ კი უარი უთხრა სცენის დათმობაზე. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკა ქაშიბაძის თქმით, ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაში, აქციის ორგანიზატორებს სთხოვდა, ღონისძიებაზე არ ეჩვენებინათ ქართველი და უკრაინელი სამხედროების ვიდეოები, რომლებშიც ისინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდნენ უკრაინას. ორგანიზატორების თქმით, …

„ვარ რეგიონიდან, საიდანაც არ ისმის ხმა” – ინტერვიუ აქტივისტთან

„ჯავახეთს ვეძახი რეგიონს, საიდანაც არ ისმის ხმა. რაც იქ ხდება, სოფლის ან ქალაქის დონეზე რჩება და გარეთ არაფერი არ გამოდის,“- ამბობს ტიგრან თარზიანი. ტიგრანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩმანაში დაიბადა და გაიზარდა. სომხური სკოლა დაამთავრა, თუმცა გამართული ქართულით საუბრობს. ის ამბობს, რომ ქართული ენის ცოდნა მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ტიგრანი სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული. ორი წელია თანამოაზრეებთან …

აჭარას 7 თვეში ნახევარი მილიონი ტურისტი ეწვია – ტურიზმის დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში [იანვარი-ივლისი] აჭარაში 539 038-მა საერთაშორისო ვიზიტორმა იმოგზაურა. დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში, სამივე საზღვრის კვეთის მონაცმებით [სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო] საერთაშორისო მოგზაურების მზარდი დინამიკა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +15% ლატვია +148% ყაზახეთი +107% არაბთა გაერთიანებული საამიროები +907% საუდის არაბეთი +107% ივლისში, ბათუმის აეროპორტში 370 საერთაშორისო რეისი …

16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა თურქეთში მომხდარი ავარიისას

თურქეთში, გაზიანთეფში მომხდარი ავარიისას 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ავტოკატასტროფა ტარსუსი-ადანა-გაზიანთეპის გზატკეცილზე მოხდა. როგორც თურქული სააგენტო „დეილი საბაჰი“ წერს, თავდაპირველად ავარიაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა და ხევში გადავარდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები. იმ დროს როცა  მაშველები და სამედიცინო პერსონალი ავარიის  შედეგების ლიკვიდაციას ცდილობდა, შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით მოხდა მეორე ავარია. სამგზავრო ავტობუსი ჯერ …

„მოგწვდებით ყველგან, სადაც საჭიროა“ – უკრაინელების დარტყმები რუსეთის ზურგში

„ეს ომი გაგრძელდება დიდხანს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. რა ხდებოდა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე და რაზე მიანიშნებს აფეთქებების სერია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. დავიწყოთ 18 აგვისტოს ღამით, რომელიც აფეთქებებით …

12,5 ჰექტარს ზღვაში ლოდებით ამოავსებენ – კუნძულის ნაპირდამცავი ჯებირი გზშ-ს გარეშე მოეწყობა

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ [ბარცხანის პლაჟზე] „ნაპირდამცავი ჯებირი“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] გარეშე აშენდება. ეს გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო. სამუშაოებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ჩაატარებს, რომელიც ამ ტერიტორიის მიმდებარედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობას გეგმავს. „ნაპირდამცავი ჯებირის“ აშენება, დაახლოებით 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვის ლოდებითა და ინერტული მასალით ამოვსებას გულისხმობს. ამ ლოდების შემოტანა კი სხვადასხვა კარიერებიდანაა დაგეგმილი. …

იდუმალი სტუმარი – რამდენ რესტორანს შეამოწმებენ აჭარაში

აჭარაში მდებარე კაფეებსა და რესტორნებს იდუმალი სტუმრის დახმარებით შეამოწმებენ. ბათუმში და აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში: ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში სულ 100 კვების ობიექტი შემოწმდება იდუმალი სტუმრის მეთოდით. ეს ნიშნავს, რომ წინასწარ შერჩეულ კვების 100 ობიექტზე მივა სტუმარი, დაათვალიერებს რესტორნის ან კაფეს ინტერიერს (მათ შორის, ჰიგიენის წერტილებს) და შეუკვეთავს კერძებს. შემდეგ, წინასწარ შედგენილი კითხვარის საფუძველზე, …

ომბუდსმენმა გაასაჩივრა სპეციალურად ბათუმისთვის მიღებული კანონი – K2-ის ექსკლუზივი მერს

სახალხო დამცველმა  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ომბუდსმენი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ეს არის დროებითი რეგულაცია, რომელიც სამშენებლო კომპანიებს აძლევს უფლებას შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ. „განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების …

რამდენად რეალურია ატომური სადგურის აფეთქება და რა საფრთხეა საქართველოსთვის? – ინტერვიუ 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი „რადიაციული ინციდენტი“ საფრთხე იქნება როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის, თურქეთისა და უფრო მოშორებით მდებარე ქვეყნებისთვისაც. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. ის რუსეთმა მიმდინარე წლის მარტში დაიკავა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა. რამდენად რეალურია ატომური ობიექტის აფეთქება და რა საფრთხე ელის საქართველოს? „ბათუმელების“ კითხვებს ანდრონიკაშვილის სახელობის …

რუს ტურისტებს ისე ექცევიან, როგორც ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს – სხალთის ეპისკოპოსი

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე აცხადებს, რომ რუს ტურისტებს ისე ექცევიან საქართველოში, როგორც „ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს“. ეპისკოპოსმა ამ თემაზე 14 აგვისტოს ხიჭაურში იქადაგა ამბიონიდან. „სოციალურ ქსელებში მოვისმინე, ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. სლავებს, რუს ტურისტებს. ნუ ახლა, რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი, სტუმარ-მასპინძელი ხომ მაინც წაგიკითხავთ ვაჟა-ფშაველასი. მერე მეორე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული …

რატომ აღარ მიდიან თხილის საკრეფად თურქეთში საქართველოდან

„ქართველები თურქეთში თხილის საკრეფად აღარ ჩამოდიან“, – ამბობს ზია ბაირაქი, თურქეთში, ქალაქ უნიეში მცხოვრები. ტრადიციულად წლის ამ დროს საქართველოს ასობით მოქალაქე მიდიოდა თურქეთში თხილის საკრეფად. იმის გამო, რომ თურქული ლირა გაუფასურდა, წელს ეს ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირებულია. „რომ ვუყურებთ, წინა წელთან შედარებით წელს ქართველები ძალიან ცოტა ჩამოვიდნენ. თავიდან 200 ლირა იყო დღიური ხელფასი, მერე ერთ კვირაში …

ბათუმის პორტში მატარებელი კედელს დაეჯახა, დაზიანდა 4 ავტომანქანა | ფოტო

დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმის პორტში მატარებლის შემადგენლობა პორტის შიდა კედელს დაეჯახა. შედეგად კედელი ჩამოინგრა და პარკინგზე მდგარი ავტომობილები დააზიანა. ადგილზე მყოფი პორტის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია 4 მსუბუქი ავტომობილი, ხოლო პორტის კედლის ერთი მხარე – გამონგრეული. ასევე დაზიანებულია ვაგონი, რომელიც კედელს შეეჯახა.

როდის გადაუხდის „დინამო ბათუმი“ სტიუარდებს ხელფასს – კლუბის განმარტება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდები, რომლებიც ბათუმის ახალ სტადიონზე გამართული საფეხბურთო მატჩების დროს წესრიგსა და უსაფრთხოებას იცავენ, კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ. ამ ინფორმაციას „დინამო ბათუმში“ ადასტურებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდის ანაზღაურება ერთი თამაშის განმავლობაში 25 ლარია, რომელსაც საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი ერიცხება. სტიუარდი ვალდებულია თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე მივიდეს სტადიონზე და საფეხბურთო მატჩის დასრულებამდე დარჩეს. სტიუარდები მთელი …

ავარია ჩაქვის გვირაბში – დაშავდა 3 ადამიანი

დღეს, 15 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის შემოსასვლელში, ჩაქვის გვირაბში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ორი დაშავებული კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს, ხოლო ერთი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბათუმის შემოსასვლელში, მათ შორის, გვირაბშიც საცობია, სადაც ადამიანებს დიდი ხნით უწევთ დგომა.

რა ფასად იბარებენ თხილს? – მოსავლის აღება დაიწყო

საქართველოში თხილის მოსავლის აღების სეზონი დაიწყო. გახსნილია თხილის ჩაბარების პუნქტებიც. წელს კილოგრამი თხილის ჩაბარების ფასი 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ღირებულება მოიმატებს. „დაახლოებით მოსავლის 20%-ის აღება დაწყებულია. ძირითად ნაწილს 10 დღე მაინც დასჭირდება; კრეფის დაწყება უხვი ნალექების გამო გადაიწია. რაც შეეხება ფასს, ის მერყეობს. თხილი ჯერ არ არის მშრალი, ტენიანია. ახალი …

ქობულეთში 21 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ – შსს

გუშინ, 13 აგვისტოს, შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას 21 წლის ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, …

„ივერია ბიჩმა“ პლაჟი უნებართვოდ ჩაკეტა, ბულვარმა გაახსნევინა

ბათუმის სანაპიროზე, ალი და ნინოს სკულპტურასთან ახლოს „ივერია ბიჩმა“ პლაჟი უნებართვოდ შეღობა. დღეს, 13 აგვისტოს დილას, პლაჟზე რკინის ჯებირები იყო განთავსებული და გადაადგილება შეზღუდული. მოქალაქეები, რომლებსაც სანაპიროზე გავლა სურდათ ზღვაში შედიოდნენ და ისე სძლევდნენ ბარიერს. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბულვარის მონიტორებმა შეღობილი პლაჟი აღმოაჩინეს, „ივერია ბიჩს“ მისი გახსნა მოსთხოვეს. ამ დროისთვის პლაჟზე ღობე …

დღეიდან ბათუმის სასწრაფოს 7 მოტომედიკოსი დაემატა

დღეიდან, 13 აგვისტოდან, ბათუმში მოტომედიკოსები გამოჩნდებიან. მოტომედიკოსები სასწრაფო დახმარების სამსახურში იმუშავებენ. მათი მიზანი გამოძახებაზე სწრაფად მისვლა იქნება. პროექტს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს. „იქნება ეფექტური, ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე გაიზრდება ოპერატიულობა. მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, …

ატომური სადგური, ძველი იარაღი და „გენერალი“ ზამთარი – კიდევ რა ბერკეტი დარჩა რუსეთს

„რუსები უკვე ემზადებიან ომის მესამე ეტაპისთვის, რომელიც იქნება მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დაცვა და პოლიტიკური ვაჭრობა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. რა ხდებოდა კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე და რას უნდა ველოდოთ უახლეს მომავალში? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან …

100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის

„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას“, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წინასაარჩევნოდ ეს დაპირება ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებ 100 ოჯახს მისცა. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ ფოთელები ისევ ქუჩაში დგანან, აქციებს მართავენ და მთავრობისგან დაპირებულ კომპენსაციებს ითხოვენ. ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახი …

„არ შემეხო“ – ლევან სონღულაშვილი, როგორც მხატვარი და მოქალაქე

8 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ვიზუალური არტისტის, ფერმწერისა და გრაფიკოსის ლევან სონღულაშვილის ერთი ტილო გამოიფინა. გამოფენა 25 აგვისტომდე გასტანს და მისი ნახვა ყველას შეუძლია. ლევან სონღულაშვილი ბათუმში ნახევარი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში მან 5 ტილო შექმნა, რომლებიც მალე ევროპისა და ამერიკის საგამოფენო სივრცეებში იქნება წარდგენილი. თუმცა სანამ მის ნამუშევრებს უცხოელი დამთვალიერებელი ნახავს, ხუთიდან ერთი, …

არ ვიცით, პუტინი რა დროს რას მოიმოქმედებს – შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის დედა

11 აგვისტოს 14 წელი შესრულდება აგვისტოს ომის ყველაზე  სისხლიანი, შინდისის ბრძოლიდან. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის იყო 20 წლის კაპრალი რომან ზოიძე. „ბათუმელები“ რომან ზოიძის დედას, მარო ზოიძეს ესაუბრა. შინდისის გმირის დედა იხსენებს მისი შვილის გადაწყვეტილებას სამხედრო სამსახურში წასვლაზე. „ეკომიგრანტები ვართ 1992 წლიდან. ჩემმა შვილმა, მარნეულში, სოფელ შულავერში დაამთავრა სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ …

„ომი ვინ დაიწყო?“ – რიჟვაძეს მიაჩნია, რომ ამ კონტექსტით კითხვის დასმა სამარცხვინოა

საქართველოს მთავრობა და სხვა სამთავრობო სტრუქტურები აგვისტოს ომის 14 წლისთავს დღეს, 8 აგვისტოს, აღნიშნავენ. აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს ბათუმშიც, აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის თანამშრომლებმა. რატომ აღნიშნავს მთავრობა 8 აგვისტოს ომის დაწყებას? – ჰკითხეს დღეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან მისულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა. „პატივს მივაგებთ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრით ყველა დაღუპულის წინაშე …

ჩვენი ქვეყნის მტრებს ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სურს მიუსამძიმროს მტრებს, რომლებსაც ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ. თორნიკე რიჟვაძის კომენტარი აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. „მსურს მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. ის მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს, რომ როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის …

Exit mobile version