ბათუმის მერიამ გორგასალზე კორპუსის მშენებლობის ნებართვა შეაჩერა

ბათუმის მერიამ შეაჩერა ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა. „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „გრინკო გორგასლის“ სახელზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები,“ – ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ მერიიდან მიიღო. ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში, შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. …

პროტესტის მიუხედავად, მშენებლობა გორგასალზე მაინც იწყება – რას ამბობენ აჭარის მთავრობაში

მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში შპს „გრინკო გორგასალმა“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისთვის სამუშაოები დაიწყო. კომპანიის მიერ დაქირავებულმა მუშებმა დაიწყეს ბელეტაჟის ტიპის სახლის დანგრევა, რომლის ადგილასაც „გრინკო გორგასალი“ 14-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს. ვახტანგ გორგასლის ქუჩა ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩის პარალელურად მდებარეობს. ახალი კორპუსი, რომლის აშენებაც 116 ნომერში იგეგმება, ბინებს ჩაუბნელებს ფარნავაზ მეფის #113/121-ში მცხოვრებ იმ …

ომი უკრაინაში: რა სურს თურქეთს?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თურქეთი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თურქეთი, ერთი მხრივ, სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას, მეორე მხრივ კი, ცდილობს შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. რა სურს თურქეთს და სად მიიყვანს პოლიტიკა, რომელსაც ომის დროს ატარებს, ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა თურქეთის მკვლევართან სანდრო ბაკურაძესთან.  რა როლი აქვს თურქეთს რუსეთ-უკრაინის ომში?   თურქეთი ცდილობს …

უნდა გასაჯაროვდეს თუ არა EU კითხვარის პასუხები და როდის? – ექსპერტთა მოსაზრებები

13 მაისს  იწურება ვადა, როდესაც საქართველომ ევროკავშირს წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ მიღებული კითხვარის პასუხები უნდა დაუბრუნოს. არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ. თუმცა რიგ ექსპერტებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ ვადაზე, თუ როდის უნდა გასაჯაროვდეს. „196-ე კითხვაზე პასუხი, რომელიც ეხება სატელეფონო მოსმენებს, ჩემთვის ნომერ პირველია. ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – ამბობს „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე. ის იმ ადამიანთა …

რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომში – 2 მაისის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 23 800 ადამიანი ტანკი – 1048 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 519 ერთეული საარტილერიო სისტემა – 459 ერთეული MLRS – 152 ერთეული …

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, პირველ მაისს, თბილისის დროით 23:53 საათზე, დმანისთან, სოფელ სამებასთან, 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოშიც.

გადაარჩინე მარიუპოლი, აზოვსტალი – უკრაინელებისა და ბელორუსების აქცია ბათუმში

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა. უკრაინელები და ბელორუსები საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი აქცია და მიმართვები ეძღვნებოდა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერში ჩარჩენილ ასობით უკრაინელს, რომლებიც საევაკუაციო დერეფანს ელიან. Врятуйте – გადაარჩინე მარიუპოლი, აზოვსტალი – იყო აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი. „ჩვენ ყოველ დღეს ვდგავართ უკრაინისთვის ამ მოედანზე, ბათუმის ცენტრში. ჩვენ ყოველ დღეს …

სამგზავრო ავტობუსს მსუბუქი მანქანა დაეჯახა – ავარია ბათუმში

ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. ავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა. როგორც “ბათუმელებს” შპს “ავტოტრანსპორტში უთხრეს, საგზაო ინციდენტის დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა. მძღოლებიც და მგზავრებიც ავარიას უვნებლად გადაურჩნენ. “მხოლოდ ერთ მგზავრს ჰქონდა მსუბუქი დაზიანება. პრევენციის მიზნით სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა კლინიკაში,” –  უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა ლევან …

“ჩვენი მშვიდობაც დანაღმულია” – ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქართული საზოგადოების მთავარი კითხვაა, რას მოუტანს საქართველოს დღევანდელი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. რა არის მშვიდობის ფასი, რომელზეც ხელისუფლება აპელირებს და რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას მთავრობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე. „ბათუმელების“ ინტერვიუების სერიაში ცდილობს მთავარ კითხვებზე პასუხები მიიღოს იმ ადამიანებისაგან, ვინც პოლიტიკურად მიუკერძოებელია. მორიგი ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან ჩავწერეთ. მან ჩვენს კითხვებს …

ბათუმში 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან “ორბის” უკანონო მშენებლობის დანგრევას ითხოვენ

დღეს, 30 აპრილს, ბათუმში „ორბი ჯგუფის“ უკანონო მშენებლობის დემონტაჟის მოთხოვნით მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. საქმე ეხება ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ნომერში მიმდინარე მშენებლობას. კომპანია „ორბი ჯგუფი“ საკუთარი ორი ცათამბჯენის გვერდით, გამაერთიანებელ სივრცეს, ე.წ. „ფრთებს“ აშენებს. მშენებლობა მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ მიიჩნია და კომპანია 5 000 ლარით დააჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ მერია ამ მშენებლობის ნებართვას გასცემს, იქ არსებული …

პროტესტი ბათუმის იუსტიციის სახლში – მოქალაქეებს პირადობას ძველი ტარიფით აღარ აძლევენ

დილიდან ხმაურია ბათუმის იუსტიციის სახლში. მოქალაქეებს, რომლებიც პირადობის მოწმობების ასაღებად მივიდნენ, უთხრეს, რომ დღეს პირადობებს ძველი ტარიფით ვერ გააკეთებდნენ, რადგან შაბათია. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პროტესტი გამოთქვეს, ბათუმის იუსტიციის სახლში პოლიცია გამოიძახეს. დღეს, 30 აპრილს, ბოლო დღეა, როცა მოქალაქეებს პირადობის მოწმობა 30 ლარად შეუძლიათ აიღონ. ხვალიდან, პირველი მაისიდან კი ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური ორმაგდება და …

რუსეთი იძულებული გახდა შეერთებინა გამოფიტული და განსხვავებული საჯარისო შენაერთები – UK დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ახალ სადაზვერვო მონაცემებს აქვეყნებს. სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსეთი იმედოვნებს, რომ მოაგვარებს ისეთ საკითხებს, რომლებიც ადრე აფერხებდა. ამის მიღწევას საბრძოლო ძალების გეოგრაფიული კონცენტრირებით,  მარაგების მიწოდების ჯაჭვის შემოკლებითა და ბრძანებისა და  კონტროლის გამარტივებით აპირებს. დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი კვლავ საყურადღებო გამოწვევების წინაშე დგას. ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის შემდეგ რუსეთი იძულებული …

„ქინდერში“ შესაძლოა ისევ სალმონელა იყოს, სააგენტომ კომპანიას პროდუქციის ამოღება დაავალა

სურსათის ეროვნული სააგენტო შოკოლად „ქინდერის“ კიდევ ერთი საეჭვო პარტიის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, მიიღეს შეტყობინება ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საქართველოში შემოტანილი „ქინდერის“ ნაწილი, სავარაუდოდ ასევე დაბინძურებულია Salmonella Typhimurium-ით. კერძოდ საუბარია „ქინდერ სიურპრიზსა“ და „ქინდერის“ შოკოლადების ნაკრებზე (KINDER SCHOKOBONS,  KINDER SORPRESA MAXI). სურსათის …

ვალეს საბაჟო 25 მაისამდე იკეტება

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 25 მაისამდე ვალეს საბაჟო იკეტება. საბაჟოს დაკეტვის მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება,” – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც თურქეთის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, საბაჟო გამშვები …

რატომ გაუშვეს აჭარის ტელევიზიიდან გადაცემის წამყვანი

აჭარის ტელევიზიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვეს. კულინარული გადაცემა „უცხო სუნელის“ ავტორსა და წამყვანს, ალეკო თხილაიშვილს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუშინ, 28 აპრილს ჩააბარეს. „სასამართლოს მივმართავ, რადგან ვფიქრობ, რომ არასამართლიანია ის, რის გამოც მე გამათავისუფლეს სამსახურიდან,“  – უთხრა „ბათუმელებს“ ალეკო თხილაიშვილმა. ფირუზ ბოლქვაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ალეკო თხილაიშვილი სამსახურიდან  …

ვაკანსიები უკრაინელი ლტოლვილებისთვის

დასაქმების საიტმა Jobs.ge-მ ერთად მოუყარა თავი ყველა ვაკანსიას, სადაც უკრაინიდან ლტოლვილებს დასაქმება შეუძლიათ. ამ დროისთვის 8 ქართული კომპანია 40-მდე სხვადასხვა ვაკანსიაზე სთავაზობს დასაქმებას უკრაინის მოქალაქეებს. ძირითადი ვაკანსიები კომპიუტერული მეცნიერების სფეროშია. კომპანიები ეძებენ ვებდეველოპერებს, IT ინჟინრებს და დიზაინერებს, თუმცა ასევე არის ვაკანსიები მომსახურების სფეროშიც. ყველა ვაკანსიის ერთად ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე. გვერდზე თავმოყრილია იმ ორგანიზაციების ვაკანსიები, …

მარტში რუსეთის 45 ათასი მოქალაქე შემოვიდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში – 2022 წლის მარტში, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 45 068 მოქალაქე შემოვიდა. უცნობია, მათგან რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა. შს სამინისტროს თანახმად, რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 430%-ით არის გაზრდილი. მარტის თვეში ზუსტად 20 029 ადამიანი შემოვიდა ასევე ბელარუსიდან. საქართველოს …

ქართველი ავტორი ივა ფეზუაშვილი ლიტერატურაში ევროკავშირის პრიზის მფლობელი გახდა

ქართველი ავტორი, ივა ფეზუაშვილი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა. წიგნი „ბუნკერი“, რომლისთვისაც ავტორმა პრესტიჟული პრემია მიიღო, ყარაბაღის ომს გამოქცეული და თბილისში დასახლებული ოჯახის შესახებაა. ნაწარმოებში მოქმედება 24 საათში ვითარდება. წინა წლებისგან განსხვავებით, EUPL  2022 განახლებული ფორმატით ჩატარდა. თუ წინა წლებში ყველა კონკურსანტი ქვეყნიდან თითო, ეროვნულ დონეზე გამარჯვებულს არჩევდნენ, წელს მხოლოდ ერთი გამარჯვებული დაასახელეს. 2022 …

8 თუ 9 მაისი – როდის უნდა აღვნიშნოთ ნაციზმის დამარცხება?

2022 წლის 8 მაისს ევროპა 77-ედ იზეიმებს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და ნაციზმის დამარცხებას. ერთი დღის შემდეგ, 9 მაისს, საქართველო რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად აღნიშნავს ნაციზმზე გამარჯვებას. მოქალაქეთა ჯგუფი პეტიციით ითხოვს საქართველოს მთავრობამ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების თარიღი 9 მაისის ნაცვლად 8 მაისით შეცვალოს. ხელისუფლება დუმს. „ბათუმელები“ ორ ისტორიკოსს ესაუბრა. ორივე ამბობს, …

ჩაიკეტოს სივრცე რუსული გემებისა და თვითმფრინავებისთვის – პეტიცია მთავრობას

საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მთავრობას მიმართავენ, ჩაკეტოს სივრცე რუსული თვითმფრინავებისა და გემებისათვის. პეტიციაში, რომელზე ხელის მოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ნათქვამია, რომ „უკრაინაში მიმდინარე ომი არის თავისუფლების ბრძოლა ტირანიასთან, ერის ბრძოლა დამპყრობელთან. თავისუფლების მოყვარე ყველა ხალხის მოვალეობაა, გვერდში დაუდგეს უკრაინელებს“. პეტიციის ავტორი და მასზე ხელის მომწერები სთხოვენ ხელისუფლებას, გადადგას სასიცოცხლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს საზღვაო-საჰაერო სივრცე …

რუსეთი შავი ხვრელია, ჩვენი ორბიტა მისკენ მიექანება – ინტერვიუ გია დვალთან

პოლიტიკურ განტოლებაში სად არის სინდისის და პრაგმატიზმის ადგილი, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, როცა ხედავს, რომ ქვეყანა არასწორ ორბიტაზეა და ამის გამო მას შავი ხვრელი შთანთქმით ემუქრება? – ფიზიკოსი გია დვალი „ბათუმელებს“ ესაუბრება თანამედროვე საქართველოს არჩევანზე. ბატონო გია, საქართველოში დიდი ვნებათაღელვაა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს რკინის ფარდის მიღმა, ანუ რუსეთის ორბიტაზე და ამაში თავის …

საბჭოთა წარსულის გადააზრებისათვის არქივებზე ღია წვდომა აუცილებელია – IDFI

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ – IDFI საქართველოს არქივებში დაცულ საარქივო დოკუმენტებთან თავისუფალ წვდომას ითხოვს და ამ მიზნით   საქართველოს პარლამენტს  საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული ის დოკუმენტები, რომლებიც მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მკვლევრისთვის, თუ მისი შექმნიდან 75 წელია გასული. თუ საარქივო დოკუმენტის შექმნიდან (სისხლის სამართლის …

სარფის საბაჟოზე ტრაილერების 25 კილომეტრიანი რიგი დგას – თურქული მედია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან თურქეთის მხრიდან სატვირთო ავტომობილების 25 კილომეტრიანი რიგი დგას, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, რომ სატვირთოების რიგი სარფიდან ქალაქ არჰავამდე აღწევს, რომელიც საზღვრიდან 40 წუთის სავალზეა. თურქული მედია საზღვართან გაჭიმულ უზარმაზარ რიგს, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს. თურქეთიდან რუსეთსა და წინა აზიაში – ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი მიმავალი სატრანზიტო …

ახლა დიდი საჭიროება დადგება სპეციალური მედიკამენტების, ქიმიური შეტევების დროს – ექიმი

ექიმი-ენდოკრინოლოგი ვატო სურგულაძე 7 ქართველ ექიმთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, ქალაქ კოლომიაში. ექიმები საქართველოში 13 აპრილს დაბრუნდნენ. „ბათუმელები“ ვატო სურგულაძეს ესაუბრა. ბატონო ვატო, რა მიზნით ჩახვედით უკრაინაში და რა სიტუაცია დაგხვდათ იქ? ექიმთა ჯგუფის ჩასვლა უკრაინაში იყო პარტია „ლელოს“ ინიციატივა. ოთხი კვირა ვემზადებოდით უკრაინაში წასასვლელად. წინასწარ გვქონდა კონტაქტი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. …

ბათუმში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისს საღებავი შეასხეს

დღეს, 14 აპრილს, ბათუმში პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისს პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი შეასხეს. პრორუსული პარტიის ოფისის ფასადს საღებავი არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ შეასხა. „გვითხრან, რა ღირს სამშობლო, შევუგროვებთ ფულს და გავუშვებთ,“ – თქვა მან მოგვიანებით ჟურნალისტებთან, როდესაც საპროტესტო აქტის მიზეზებს განმარტავდა. „რუსული აგენტურა საქართველოში არ იმუშავებს. რუსული პარტიები საქართველოში …

მღვდლობა შეუჩერეს სასულიერო პირს, რომელმაც ალტ-ინფოს პარტიის ოფისი აკურთხა

მღვდელ ვახტანგ თოხაძეს, რომელმაც გუშინ, 12 აპრილს, ოზურგეთში პრორუსული პარტიის ოფისი აკურთხა, მღვდლობა შეუჩერდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა შემოქმედის ეპარქიის პრესმდივანმა მამა ბასილ გოგოტიშვილმა. „ვადასტურებ, რომ დროებით შეუჩერდა მღვდლობა. რამდენიმე დღეში გაიმართება შემოქმედის ეპარქიის კრება და საბოლოო გადაწყვეტილება ამ კრებაზე იქნება მიღებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ მამა ბასილ გოგოტიშვილმა. გუშინ, 12 აპრილს, ცნობილი გახდა რომ ოზურგეთში მცხოვრებმა …

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობა ისევ გაძვირდა

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ისევ გაძვირდა და 3 ლარი გახდა. საქალაქთაშორისო მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვას შპს „ხუტა“ ფლობს. კომპანიის დირექტორი რეზო ხინიკაძე „ბათუმელებთან“ საუბარში მგზავრობის გაძვირებას საწვავზე მომატებული ფასით ხსნის. „მსოფლიო ბაზარზე ნავთობ პროდუქტების ფასი გაიზარდა. თვე-ნახევარში 2,40 ლარიდან 4,40 ლარზე ავიდა. პარალელურად გაძვირდა საბურავი, რომელიც თუ ღირდა 150 ლარი, გახდა 250 ლარი. ზეთის შეცვლა …

თუ შენს მეგობარს დათვი ესხმის თავს და შენ გარბიხარ, ეს უსინდისობაა და არა პრაგმატიზმი – დვალი

ფიზიკოსი გია დვალი გასული კვირის განმავლობაში არაერთი სატელევიზიო ეთერის სტუმარი იყო. მან ინტერვიუ მისცა როგორც ოპოზიციურ არხებს, ისე სამთავრობო მედიას. ცნობილმა ფიზიკოსმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, დაყოფილ საზოგადოებაზე და გამოსავალზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძლება იპოვოს. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ 10 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „კვირის ფორმულაში“ გავიდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან. სინდისი და პრაგმატიზმი „სინდისის …

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სახელმწიფო გადმოასვენებს – სამინისტრო

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის საქართველოში გადმოსვენებას სახელწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები“ – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქართველი მებრძოლები გუშინ, 17 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ირპენთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპნენ. …

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა. ჩავუშოღლუს დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უმასპინძლა. „ჩემს უკრაინელ კოლეგას ანტალიის შემდეგ ამჯერად ლვოვში შევხვდი. კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გრძელდება ჩვენი მუშაობა ომის დასასრულებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად,“ – დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტვიტერზე. დმიტრო კულებასთან …

ხულოს სოფელ თხილვანაში 1 მეტრი თოვლია – „მარტში არ მახსოვს ამხელა თოვლი“

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდთოვლობაა. ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლია სოფელ თხილვანაში.  „არ მახსოვს მარტში ამხელა თოვლი მოსულიყოს,” – უთხრა „ბათუმელებს“ თხილვანის მცხოვრებმა თემურ ქამადაძემ. „გუშინ იყო თოვლი, მაგრამ ამხელა არა. წუხელ მთელი ღამე თოვდა. დილით ერთი მეტრი დაგვხვდა. ზოგან მეტიც,“ – თქვა თემურ ქამადაძემ. მისივე თქმით, გუშინ, 16 მარტს, სოფელში შიდა გზები გაწმინდეს, მაგრამ ერთ …

პოლონეთის პრემიერი ბათუმში ღარიბაშვილს შეხვდება

დღეს, 17 მარტს, ბათუმში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მათეუშ მორავიეცკი ჩამოდის. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის …

ლტოლვილები ლაპარაკობენ, რას ააშენებენ ომის შემდეგ – ქართველი მზარეული უკრაინიდან

„იმის მიუხედავად, რომ ჯოჯოხეთური დღეები გამოიარეს, ბუნკერში მყოფი ლტოლვილები იცინიან, მღერიან კიდეც და მუდმივად საუბრობენ აშენებაზე. ლაპარაკობენ იმაზე, ეს ომი რომ დამთავრდება, ვინ რას იზამს, რას ააშენებს,“ – უყვება „ბათუმელებს“ ირაკლი ბერიძე. ის რვა წელია დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. ირაკლი და მისი უკრაინელი მეუღლე მზარეულები არიან. ომის დაწყებიდან მალევე მათ შესთავაზეს უკრაინის …

რა საფრთხეს ქმნის კოვიდის უფასო PCR ტესტირების გაუქმება? – „გვეყოლება მეტი ინფიცირებული“

საქართველოში PCR ტესტი პირველი მარტიდან ფასიანია. კორონავირუსის გავრცელების ყოველდღიურ სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, მცირდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. თუმცა ასევე მცირდება მოქალაქეების მიერ გაკეთებული PCR ტესტების რაოდენობაც. მაგალითისთვის: 26 თებერვალს კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა – 33 926 ტესტი. აქედან 20 408 – ანტიგენტესტი და 13 518 – PCR ტესტი. 2 მარტს, როცა PCR ტესტი …

სომხეთს თურქეთთან საზღვრის გახსნა სურს

„სომხეთში ხალხი მხარს უჭერს თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას,“ – უთხრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 15 მარტს წერილობით ინტერვიუში თურქულ მედიაგამოცემა „ანადოლუს“. არარატ მირზოიანი ანტალიაში, სამდღიან საერთაშორისო ფორუმში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც ის შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად. „სომხეთი მზად არის დაამყაროს …

უკრაინის მუფთი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის

უკრაინის მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა, საიდ ისმაგილოვმა, რელიგიური შესამოსელი გაიხადა, ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა და უკრაინის არმიის რიგებს შეუერთდა. მუფტი მოუწოდებს ყველას, მათ შორის უკრაინელ მუსლიმებს, რომ სამშობლოსთვის იბრძოლონ. საიდ ისმაგილოვმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ახსნა, როდის აქვთ მუსლიმებს, ასევე, რელიგიურ ლიდერებს ომში ჩართვის უფლება. მუფტმა წმინდა წიგნიდან – ყურანიდან ის სურა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს აქვთ ბრძოლის …

Exit mobile version