„ეს იყო ტიტუშკების ქცევა“ – ხელვაჩაურში ჟურნალისტების ხელშეშლაზე გამოძიება არ დაიწყო

„ეთიკურ, სამართლებრივ და ყველანაირ ჩარჩოს გასცდნენ საჯარო მოხელეები, მათი ქმედება შეიძლება ჩვეულებრივად დავაკვალიფიციროთ, როგორც „ტიტუშკების“ ქმედება, რომელიც იყო წახალისებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში, ხელვაჩაურის მერიისგან განსხვავებულ განცხადებას ნამდვილად არ ველოდი,“ – ამბობს ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა. მას ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე …

ბათუმსა და ოზურგეთში წითელი ცირკულარით ძებნილი პირები დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 მოქალაქე ბათუმსა და ოზურგეთში დააკავეს. შსს-ს მიერ 8 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. ისინი თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. მიმდიანრეობს საექსტრადიციო პროცედურები.

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

„რთული ვითარებაა, მაგრამ ბურთი ფაქტობრივად არის ზელენსკის მხარეს“, – მიიჩნევს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსი იმ „ღრიჭოებზე“ საუბრობს მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს, სადაც უკრაინელებმა დრონით შეტევა შეძლეს. რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს მოსკოვში? „არ ვიცი, ევროპელი პარტნიორები ზელენსკის გადაარწმუნებენ თუ ვერა, რომ მოსკოვზე არ მოხდეს შეტევა. სხვათა შორის, ლავროვი დაუკავშირდა ევროპის ქვეყნებს თხოვნით, რომ დახმარებოდნენ …

ილიას უნივერსიტეტის 80 პროფესორი პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივის

„ოცნების“ პარლამენტის და მთავრობის წინააღმდეგ 80-მა პროფესორ-მასწავლებელმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პროფესორები „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ფარგლებში მიღებულ ახალ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებენ: „გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საბჭოთა საქართველოშიც, ყველა უნივერსიტეტს სახელმწიფო ცენტრალიზებულად მართავდა, სწავლება და კვლევა მკაცრ იდეოლოგიურ კონტროლს ექვემდებარებოდა. ძალიან შეურაცხმყოფელი და აბსოლუტურად გაუმართლებელია [მით უფრო, არსებული კონსტიტუციური გარანტიების პირობებში], რომ …

„მიეცით წამალი ბავშვებს“ – აქცია დღეს ქობულეთის მერიასთანაც გაიმართა

„მიეცით წამალი ბავშვებს“ – დღეს, 7 მაისს, ამ მოთხოვნით ქობულეთში გაიმართა აქცია. შშმ ბავშვების მშობლები ქობულეთის მერიასთან შეიკრიბნენ. ერთ-ერთი მშობელი, სოფო ტაკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სასიხარულოა, როცა აქციას გამვლელიც შეუერთდა. ბავშვები, რომლებსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვთ, ითხოვენ, ქვეყანაში შემოიტანონ ბავშვების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები. ამ მოთხოვნას „ქართული ოცნების“ მთავრობა დღემდე არ აკმაყოფილებს. ეს არის ყველაზე დიდი …

ქარტია შსს-ს მოუწოდებს დაუყონებლივ გამოიძიონ ჟურნალიტებზე ხელშეშლის ფაქტი

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ლელა დუმბაძისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ავრცელებს. უცნობია, ამ შემთხვევაზე დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას შსს-ს პრესცენტრიდან. დღეს, 7 მაისს, სინდისის პატიმრების მშობლები ხელვაჩაურში, მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს …

გურჯაანში კაცმა 36 წლის მეზობელი მოკლა, ბრალდებული დააკავეს – შსს

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია შსს -მდღეს, 7 მაისს გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გურჯაანში, „წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალდებული 36 წლისაა. მას განზრახ …

მოსამართლე ბიულეტენების გაჟონვის საქმეზე: შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ამბობს, რომ მის მიერ განხილული საარჩევნო დავის საქმეზე გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, თუმცა დღემდე გამოძიება არ დაწყებულა. საქმე ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნების მიხედვით გაყალბებულია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხმების ფარულობის დარღვევა იყო. არჩევნების შემდეგ „გაჟონილი ბიულეტენების“ საქმით …

„გვჭირდება შეკრება ერთ მაგიდასთან“ – ბათუმში დღეს, 7 მაისს დისკუსია გაიმართება

დღეს, 7 მაისს, ბათუმში ფილმს აჩვენებენ და დისკუსია გაიმართება დამოუკიდებლობის თემაზე. ამ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. „ისტორიულად, ქართველები სუფრასთან ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მძიმე დროს, დღესაც გვჭირდება შეკრება ერთ მაგიდასთან, ერთმანეთის მოსმენა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა. ამიტომ, 26 მაისამდე საქართველოს შემოვივლით და ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუსმენთ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. …

„ეს ადასტურებს, რომ რუსეთი უძლურია“ – რას აჩვენებს აჟიოტაჟი რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტზე

„ეს უძლურების ნიშანი უფრო არის, ვიდრე ძალის, როდესაც რუსეთი მედიით ასეთ განცხადებებს აკეთებს. სხვა ვეღარაფერს დიდად ვეღარ აკეთებენ,“ – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტებზე ატეხილ აჟიოტაჟზე ვესაუბრეთ. „დასავლეთის კავკასიური ცირკი“, მაგალითად, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „რაშა თუდეი“ – რას აჩვენებს რუსეთის რეაქცია ფაშინიანის წარმატებულ სვლებზე ევროკავშირისკენ? „თუ რუსეთის …

„ცხარე კურცხლით ვტირით ლეღვას ნახევარი“ – რას ჰყვებიან მეთხილეები „ოცნების“ მიერ სუბსიდიის გაუქმებაზე

„ყოველწლიურად 2 ტონა თხილს ვკრეფდით, შარშან ნახევარი ტონა იყო, წელს საერთოდ აღარ იქნება საერთოდ… განსაკუთრებით ბოლო 2 წელია ახალი დაავადება უტევს თხილის ბაღებს, ახლა გვჭირდებოდა ზუსტად დახმარება, სუბსიდია და პატრონი, მაგრამ გლეხობისკენ არავინ იყურება,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები ალიოშა სალუქვაძე. მეთხილეები არამარტო ქობულეთში დარდობენ თხილის ბაღების მასობრივად განადგურებას. ამას წელს ისიც დაემატა, რომ …

რა მოხდა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების პროცესზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 15 პირი. დღეს, 5 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. „არ ვცნობ თავს დამნაშავედ“- ერთი და იმავე ფრაზით უპასუხა თხუთმეტივე ბრალდებულმა მოსამართლეს, რომელმაც ბრალის გაცნობის შემდეგ თითოეულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში? ადვოკატების მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს …

ბათუმში სანდასუფთავების მანქანა ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სანდასუფთავების სატვირთო ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 5 მაისს მოხდა. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  

ევროპის ლიდერები სომხეთში, რა იცვლება საქართველოსთვის? – ინტერვიუ დიპლომატთან

„პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში… აბსოლუტურად ახალი თანამშრომლობის და ურთიერთქმედების პოტენციალი გაიხსნა სამხრეთ კავკასიაში. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საცეცები რეგიონში შეიკვეცება და მისი გავლენები შემცირდება უფრო მეტად. ეს პრაქტიკულად უკვე შეუქცევად ხასიათს მიიღებს,“ – ამბობს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელსაც სომხეთის სამიტზე ვესაუბრეთ. ვალერი ჩეჩელაშვილს ვკითხეთ ირაკლი კობახიძის გზავნილზეც: რას ცდილობს ამჯერად ბიძინა ივანიშვილი? …

რა მოხდებოდა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში რომ დარჩენილიყო და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ

„შეიძლება, რომ ქვეყანასთან გავავლოთ ანალოგია: ხვიჩა კვარაცხელიას რა ბედიც ელოდა რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, დაახლოებით იგივე საფრთხის წინაშე საქართველოც, ალეგორიულად რომ შევადაროთ. რუსეთი არის ადგილი, სადაც შენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება არ გაგაჩნია, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, როგორი კარგიც არ უნდა იყო. რუსეთში ყოფნა ნიშნავს, ჩაკეტილ სისტემაში ყოფნას, საიდანაც თავს ვერ აღწევ და ხარ გაყინული …

კაცების საპენსიო ასაკის შემცირებაზე რა თქვა საკონსტიტუციომ – ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე ბუდუ შეყილაძის სარჩელი, რომელიც მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის დადგენის არსებული წესი დისკრიმინაციულია: კაცები პენსიაში 65-ე წლიდან გადიან, ქალები 60 წლის ასაკიდან. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 30 აპრილის, მიიღო მეორე კოლეგიამ, მოსამართლეებმა – მანანა კობახიძემ, გიორგი მოდებაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუმცა ის …

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო დახურეს

ქობულეთში ფრინველების არალეგალური სასაკლაო აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს დღეს, 30 აპრილს. „ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა იცვლება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაში – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამართლებრივი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში – ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც …

„სად ნახა კობახიძემ 10 ლარად ხორცი? ბაზარში არ დადის?“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

28 აპრილს ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველთან“ თქვა, რომ ნახევარი კილოგრამი რბილი ხორცი 10 ლარი ღირს. რას ფიქრობს ხალხი ამაზე ბათუმში? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

ვინ გახდება პატრიარქი, რა ვიცით პატრიარქობის კანდიდატებზე – ინტერვიუ თეოლოგთან

„პირდაპირ ვინმეზე ზეწოლა და წნეხი შეიძლება მართლაც არ არის, მაგრამ ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გასაგებად მიანიშნა იერარქებს, რა შეუძლია. მიუთითა: თვით პატრიარქსაც არ დავინდობთ და ვცადეთ მისი დისკრედიტაცია, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ შევამჩნევთ, რომ თქვენ არ აკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვსურსო,“ – გვიყვება თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას სინოდის სხდომასა და პატრიარქობის სამი …

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასფალტს ისევ დააგებენ, შემდეგ დახაზავენ ზებრა გადასასვლელებს

„წვიმიანმა ამინდებმა არ მოგვცა აქამდე ასფალტის დაგების საშუალება, მაისის თვეში მოწესრიგდება ასფალტის საფარი და შემდეგ დაიხაზება,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რატომ არ მოეწყო ზებრა გადასასვლელები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, იგივე ხელვაჩაურის გზაზე? ამ გზაზე რამდენიმე დღის წინ, 11 აპრილს, დაახლოებით 70 კაცი დაიღუპა – კაცი სახლიდან დღისით გადადიოდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ამ დროს …

ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს

დღეს, 28 აპრილს, აჭარის „ოცნების“ უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე, ასევე აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. ზურაბ პატარაძეს უმაღლესი საბჭოს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ზურაბ პატარაძე ამ თანამდებობაზე „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა. აჭარის მთავრობის შემადგენლობა ზურაბ პატარაძემ უცვლელი დატოვა. აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2026 წლის 22 აპრილამდე სულხან თამაზაშვილი მუშაობდა, რომელიც …

ალიევმა რუსეთს ბოდიშიც კი მოახდევინა, ხოლო თბილისმა უსაფრთხოების მოტივით ევროპასთან გაწყვიტა კავშირი – ინტერვიუ

„ჩვენ გვაქვს ორი თვალნათლივი მაგალითი: ერთ შემთხვევაში, „ოცნების“ ხელისუფლების თუ რეჟიმის სახით, რეჟიმი ებღაუჭება ძალაუფლებას და სახელმწიფოს ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაწყვეტას ხსნის უსაფრთხოების, ხან რაღაც სხვა, აბსურდული მოტივებით. არსებობს მეორე მოდელი, როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო -აზერბაიჯანი სუვერენულ, თავმოყვარე პოლიტიკას აწარმოებს, აქვს სუვერენული საგარეო პოლიტიკა, აგერ, რუსეთს ბოდიშიც მოახდევინეს, იძულებული გახადეს, რომ კომპენსაციაზე დათანხმებულიყო ავიაკატასტროფის მსხვერპლთათვის,“ …

ივანიშვილის სასტუმროსთან ბათუმის ბულვარში მოვაჭრეებმა კვლავ გამართეს აქცია

„ბათუმის მერიაში გვითხრეს, რა გეგონათ, სულ მაქ იქნებოდითო? მაინც და მაინც ჩვენ, მცირე მოვაჭრეებს თუ გაგვივიდა ვადა, 20 წელია მთავრობაში არიან და მათ ვადა არ გაუვიდათ?“ – ამბობს ქალი, რომელიც სუვენირებით ვაჭრობდა ბათუმში და დღეს, 27 აპრილს უკვე მეორედ ჩავიდა ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფთან“, რომ ამ გზით მიეწვდინა ხმა ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის. ბათუმში სუვენირებით …

უკრაინელებმა რუსი სამხედროები რობოტებით დაატყვევეს, ეს ისტორიაში შევა – ინტერვიუ გენერალთან

„საუბარია 3-5 კაციანი შეღწევის ჯგუფის პოზიციების დაკავებაზე ტყის საფარში, რაც მოახერხეს რობოტიზებულმა სისტემებმა. ეს უკვე ისტორიაში შევა,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, როგორ აჰყავთ უკვე უკრაინელებს ტყვეები რობოტების გამოყენებით. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივას იბრუნებს, თუმცა კონტრშეტევისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის. რუსები კი, უკვე მეხუთედ აცხადებენ, ლუგანსკი აღებაზე. „არ ცხრება კონსტანტინოვკაზე …

გაზი, შესაძლოა, გაძვირდეს, ხელშეკრულებას ვადა ეწურება – ინტერვიუ

„მიამიტური მოლოდინია, რომ ვიღაც ხათრით გაგვიგრძელებს ისეთივე პირობებით გაზის მოწოდებას, რაც აქამდე გვქონდა… სავარაუდოდ დაახლოებით 60-70 მილიონით მეტი გვექნება გადასახდელი გაზის იმავე მოცულობისთვის, რასაც მანამდე ვიღებდით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. მას საერთაშორისო კონსორციუმთან გაფორმებული 20-წლიანი ხელშეკრულების ვადის 2026 წელს დასრულებაზე ვესაუბრეთ. ბოლო 20 წელი 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს წლიურად [2025 წელს, მაგალითად, …

მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის განხილვა გადაიდო

დღეს, 23 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა გადადო. მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო, მის ადვოკატს, საია-ს იურისტს, ნინო ხუციშვილს კი, ორდერით დაცვის უფლება სასამართლომ არ მისცა, მას სასამართლომ მინდობილობა მოსთხოვა. პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო. „ეს არ ატარებს გაჭიანურების ხასიათს,“ – აღნიშნა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. „რატომ არ განიხილა მზია …

„ივანიშვილი ბორგავს“ – რა იცვლება თამაზაშვილის წასვლით, ვინ იქნება ახალი?

„ივანიშვილი ბორგავს“ – მიიჩნევს ივანიშვილის ჯგუფის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე საკადრო ცვლილებებზე, რაც გუშინ, 21 აპრილს, ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გაგვაცნო. ამ საკადრო ცვლილებების მიხედვით, მაგალითად, ბრიტანეთისგან დასანქცირებული სულხან თამაზაშვილი შს მინისტრი გახდება. „ბათუმელები“ რამდენიმე პოლიტიკოსს ესაუბრა ბოლო საკადრო ცვლილებებზე „ოცნებაში“ და იმაზე, თუ რა იყო მნიშვნელოვანი იმ ამბავში, რომ სულხან თამაზაშვილი 2025 წლის აპრილიდან აჭარის …

როგორ უკავშირდება დენის 33%-ით გაძვირება ბიტკოინების ბიზნესს და ივანიშვილს 

რამდენიმე დღის წინ საქართველოში დენის ტარიფი 33% – ით გაძვირდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დენი გაძვირდა და რაც ყველა სხვა პროდუქტს გააძვირებს, ელექტროენერგიის ხარჯვის გაზრდაა. თუ გადაავლებთ თვალს კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ნახავთ, რომ დენი ძალიან ბევრი სჭირდებათ და თან ელექტროენერგიას დღგ-ს გარეშე იღებენ ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც მაინინგის ბიზნესით არიან დაკავებული. რა სარგებელი …

ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

23 აპრილს, დღის 3 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილავენ ჟურნალისტის და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის საქმეს. საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის – ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მოქალაქე ბათუმში დააკავეს. შსს-ს მიერ დღეს, 22 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ძებნილი ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლოებმა დააკავეს. დაკავებული თურქეთის მოქალაქეა და იგი ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

პატიმარი წამალს ითხოვს და ამის გამო კვირაზე მეტია შიმშილობს ლაითურის ციხეში – ადვოკატი

„მისთვის აუცილებელი ფსიქოტროპულ მედიკამენტის დანიშვნას მსჯავრდებული თვეზე მეტია ითხოვს… ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილი მოპყრობის გამო, მსჯავრდებული ერთ კვირაზე მეტია შიმშილობს პროტესტის ნიშნად,“ – ამბობს ადვოკატი ნესტან ანანიძე. იგი ერთ-ერთი პატიმრის ინტერესებს იცავს, რომელიც ლაითურის პირველ დაწესებულებაშია მძიმე ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობით. ადვოკატი განმარტავს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმარს საჭირო დოზით მედიკამენტებს არ უნიშნავს, პატიმარს აქვს …

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

„წასასვლელი არსად მაქვს, ღია ცის ქვეშ ვარ, არ ვიცი, სად წავიდე“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. ის უსახლკარო ქალია და მარტოხელა დედა, ნაქირავებში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან ერთად და „ოცნების“ მთავრობისგან ბინით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვს. გუშინ, 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი ისევ მივიდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს …

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ არის, ის სახელმწიფო მინისტრი ხდება

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ იქნება. მას ამ თანამდებობაზე გეკა გელაძე ჩაანაცვლებს – შს უკვე ყოფილი მინისტრი. საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს, 21 აპრილს, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე,“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. მამუკა მდინარაძე ასევე იქნება ვიცე-პრემიერი. „სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას, შესაბამის …

„მაქსიმი“: თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ტარიფების გადახედვა

„ჩვენ გავაგრძელებთ ბაზრის ცვლილებებზე ოპერატიულ რეაგირებას. თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ჩვენი ტარიფების გადახედვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „მაქსიმში“ ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“ – ასეთია ტაქსის მძღოლების …

„აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ტაქსიც კი არ შემოდის“ – რეპორტაჟი ბათუმის ერთი ქუჩიდან

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია: გუბეები, ტალახი, მზეში კიდევ საშინელი მტვერია… მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს, მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით,“ – ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები მანანა ბერიძე. ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში კარგი გზა და მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა წლებია არ აქვთ. ამ ქუჩაზე გვითხრეს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, როცა ამ ქუჩაზე …

Exit mobile version