ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 29 მაისს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული რუსეთის მოქალაქეა და იგი საბანაოდ დღეს დილით შევიდა ჩანჩქერში. კაცის გაუჩინარების შემდეგ სამძებრო სამუშაოები დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 116-ს მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობას სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
Author Archives: ჯაბა ანანიძე
ასეთი დემონები თუ მოვიდოდნენ არ მეგონა – პენსიონერი ხულოდან, რომელიც 26 მაისის აქციაზე ჩავიდა თბილისში
„ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ. რა აღარ გამოვიარე და ასეთი საშიშროება ჯერ არ მიგრძნია, რასაც დღეს ვგრძნობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა ზოიძე. ის ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში ცხოვრობს. 1989 წელს, საბჭოთა კავშირის წლებში, ვაჟა ზოიძემ ხულოს ცენტრში ღამის საათებში ლენინის ძეგლი ჩამოაგდო – ამაყობს, ბათუმს დავასწარით ხულომო. დღეს ვაჟა ზოიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის წევრია და 26 მაისის დემონსტრაციაზეც ჩავიდა …
რატომ დაარტყა ახალგაზრდა გოგოს – ბსუ-ს პროფესორის განმარტება
ახალგაზრდა აქტივისტები – თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა ამბობენ, რომ ბსუ-ს პროფესორმა, ნანი გვარიშვილმა მათზე იძალადა. აქტივისტები დღეს, 28 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პეტიციაზე ხელმოწერას აგროვებდნენ – „მიეცი წამალი ბავშვებს“. თაკო სურმანიძის თქმით, ბსუ-თან განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წუთში 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა. ამ დროს გამოვიდა უნივერსიტეტიდან პროფესორი, ნანი გვარიშვილი მეუღლესთან და კიდევ ერთ …
Continue reading “რატომ დაარტყა ახალგაზრდა გოგოს – ბსუ-ს პროფესორის განმარტება”
„სისხლით დაგიჭერო“ – გორში ნაცემი კაცის დედა პოლიციელების გეგმაზე
„აქეთ ემუქრებოდნენ პოლიციელები, სისხლით დაგიჭერთ, 7-წლიანზე გაუშვით ესენიო,“ – ამბობს ნინო ელიკაშვილი „ბათუმელებთან“. ის გორში, 27 მაისს პოლიციელებისგან ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედაა. 27 მაისს გორში პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე. პოლიციელების ჯგუფური ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა. პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკიდან დღეს, 28 მაისს გაწერეს – მას ნეკნები აქვს გატეხილი …
Continue reading “„სისხლით დაგიჭერო“ – გორში ნაცემი კაცის დედა პოლიციელების გეგმაზე”
„მნიშვნელოვანი იყო, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა“ – რა აჩვენა 26 მაისის აქციამ ოპოზიციას
„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პროტესტის გაფართოება“, – მიიჩნევენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ზოგიერთი მათგანი არც მალავს, რომ არ ელოდა ამდენი ადამიანის რუსთაველზე გამოსვლას „ოცნების“ რეპრესიული ტალღის გაძლიერების შემდეგ. რა აჩვენა 26 მაისის დემონსტრაციამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებს და რა გეგმით აპირებს მოქმედებას ამჯერად? – ამ თემაზე ვესაუბრეთ რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს. ლევან ცუცქირიძე: „ივანიშვილი დამარცხდება მოქალაქეების გაერთიანებით“ „თავისუფლების მოედნის“ …
„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ
„ეს რეალობა უკვე დადგა: ჩვენ ვართ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, კოლონიური გამოცდილებების ნარევი ჰიბრიდის მმართველობის ქვეშ, თანაც მტრულად განწყობილი და ისტორიული მჩაგვრელის, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის გარანტიით,“ – გვესაუბრება ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. მას 26 მაისს „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გზავნილებზე ვესაუბრეთ: დამოუკიდებლობის დღეს ოკუპაციასა და დაკარგულ ტერიტორიებზე, ასევე, სხვა ეროვნულ ინტერესებზე „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უთქვამს. „ერთადერთი, რაც ახალი …
Continue reading “„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ”
„რუსეთის საგაზაფხულო კამპანია უკრაინაში ისე დასრულდა, არც კი დაწყებულა“ – ინტერვიუ გენერალთან
„უკრაინელების დარტყმების შედეგად ცენტრალურ რუსეთში განლაგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და საწარმოების 80% გაჩერებულია,“ – ამბობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასძენს, მსგავსი საწარმოების დიდი ნაწილი ურალს აქეთაა 3 ათასი კილომეტრის ფარგლებში, უკრაინას კი უკვე შეუძლია 2 ათას კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას რუსეთში სამიზნეებსო. გენერლის დაკვირვებით, რუსებს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ, თუმცა ამ ტემპით რუსეთს შეუძლია კიდევ …
თურქეთში ჩაის სეზონი დაიწყო – რა ღირს წელს ჩაის კრეფაზე მუშაობა?
„ჩაის კრეფის სეზონი წელს ამინდის გამო დაგვიანდა, ახლა ძლივს დაიწყო, მაისის ბოლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს წელსაც საქართველოდან ელოდება. ჩაის და თხილის საკრეფად სეზონურად ასობით მოქალაქე გადადის საქართველოდან თურქეთში. სეზონური დასაქმება ბევრისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა. როგორც ერჰან ქოსიოღლუ ამბობს, წელს ტონა ჩაის დაკრეფის საფასური 11-15 …
Continue reading “თურქეთში ჩაის სეზონი დაიწყო – რა ღირს წელს ჩაის კრეფაზე მუშაობა?”
რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ
„ბინადრობაზე სრულიად დაუსაბუთებლად უარს გვეუბნებიან“, – ამბობენ უცხოელები, რომელსაც საქართველოში ბინადრობაზე უარს ეუბნებიან. იმიგრანტების თქმით, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ, ან მუშაობენ, ბინადრობის მიღება გართულდა. „ოცნების“ მთავრობა ბინადრობაზე უარს ეუბნება, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, შვილიც საქართველოში შეეძინათ და უკვე რამდენიმე წელია ოჯახი ბათუმში ბიზნესითაა დაკავებული. ბინადრობაზე უარი უთხრეს სუდანელ …
Continue reading “რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ”
ხელვაჩაურის ინციდენტზე ჟურნალისტი პროკურატურაში გამოკითხეს – გამოძიება არ დაიწყო
„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი სულხან მესხიძე ამბობს, რომ დღეს, 22 მაისს, აჭარის პროკურატურაში გამოკითხეს. პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება პროკურატურას არ დაუწყია ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით. რაც შეეხება სავარაუდო მუქარის და ძალადობის შემთხვევებს – ამ ნაწილში გამოძიება შსს-ს უნდა დაეწყო. ამ უწყებაში ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება რომელიმე მუხლით. საუბარია 2026 წლის 7 მაისს …
Continue reading “ხელვაჩაურის ინციდენტზე ჟურნალისტი პროკურატურაში გამოკითხეს – გამოძიება არ დაიწყო”
„ორშაბათს, 25 მაისს ველოდებით განაჩენს“ – ბათუმელი მედროშის საქმე
„ორშაბათს, დილის 11 საათზე ველოდებით განაჩენს… წუხელ დამირეკა, ვნერვიულობ, არ ვიცი, თუ დამასწრებენ განაჩენის გამოცხადებასო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭავჭანიძის ცოლი, მარინა გორჯელაძე. ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ განაჩენი ამ საქმეზე არ მიუღია. „თავს კარგად ვგრძნობ, მხნედ ვარო, ჯანმრთელობაზე არა მიშავსო, კარგი თანამესაკნე მყავს და ვესაუბრებიო… …
Continue reading “„ორშაბათს, 25 მაისს ველოდებით განაჩენს“ – ბათუმელი მედროშის საქმე”
რას ამბობს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის სამშობიაროს გასხვისებაზე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრმა დღეს, 22 მაისს „ბათუმელებს“ წერილობით უპასუხა ბათუმის სამშობიარო სახლის აუქციონზე შესაძლოა გატანასთან დაკავშირებით. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოიწურა. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან. ამ უწყებაში დამატებით …
Continue reading “რას ამბობს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის სამშობიაროს გასხვისებაზე”
საპატრიარქოს ეზოში მანქანის შევარდნის საქმეზე ერთ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
საპატრიარქოს ეზოში მანქანის შევარდნის საქმეზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს ხულიგნობას და ნივთის დაზიანებას ედავებიან. „2026 წლის 20 მაისს ბრალდებული რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. ავტომანქანის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა …
დამოუკიდებლობის ციფრული მუზეუმი – „გაესაუბრე ილიას“
რა არის დამოუკიდებლობა? – დამოუკიდებლობის ციფრულ მუზეუმში, მაგალითად, ნოე ჟორდანიას შეგიძლიათ დაუსვათ ეს შეკითხვა, ცხადია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. „როდესაც 1918 წლის 26 მაისს ვაცხადებდი საქართველოს დამოუკიდებლობას, ვიცოდი, რომ ეს იყო ჩვენი ხალხის ბედისწერის წყვეტის მომენტი,“ – გპასუხობთ ნოე ჟორდანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, – „დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ფორმალური …
Continue reading “დამოუკიდებლობის ციფრული მუზეუმი – „გაესაუბრე ილიას“”
ბათუმის სამშობიარო სახლი შესაძლოა აუქციონზე გაყიდონ
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი შეიძლება აუქციონზე გაიყიდოს. ამის შესახებ „ბათუმის სამშობიარო სახლის“ აქციონერი ექიმები საუბრობენ, რომლებსაც, მათივე თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი პირადად შეხვდა და განუცხადა, რომ სამშობიარო სახლს აუქციონზე გაასხვისებენ. „ჩვენ ვართ 110 პარტნიორი, ათწლეულებია შევინახეთ ეს შენობა, ისტორია და სამშობიაროს პროფილი,“ – გვეუბნება „ბათუმის სამშობიარო სახლის“ დირექტორი და ერთ-ერთი აქციონერი, …
Continue reading “ბათუმის სამშობიარო სახლი შესაძლოა აუქციონზე გაყიდონ”
„დამიჭირეთ ახლა, ვთქვი სიმართლე!“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში ფეისბუქის გაკონტროლებაზე
რას ფიქრობს ხალხი ბათუმში „ოცნების“ ახალ ინიციატივაზე – შექმნას შს სამინისტროში სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში, მათ შორის ფეისბუქზეც, სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის მონიტორინგი და კონტროლი იქნება? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დაკაავეს
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 20 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული თურქეთის მოქალაქე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
კავშირშია აბორტი დემოგრაფიის პრობლემასთან? – ინტერვიუ
„ეს საკითხები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან რეალურ პრობლემებზე არ მიდის მსჯელობა. პირდაპირ საუბრობენ აბორტის აკრძალვაზე, თითქოს ეს არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა. სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ამჟამინდელი ციფრები კარგად აჩვენებს, რომ არაფერ კავშირში არ არის აბორტის აკრძალვა დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებასთან,“ – ამბობს უფლებადამცველი იდა ბახტურიძე, მას „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აბორტის შესაძლო …
Continue reading “კავშირშია აბორტი დემოგრაფიის პრობლემასთან? – ინტერვიუ”
„ახლა საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, ოცნებას ამის მოხრჩობაც უნდა“ – ინტერვიუ
„ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა. მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს. მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი. დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში …
ბათუმში ერთ დღეს 5 აქცია ცალ-ცალკე გაიმართა. რას ნიშნავს ეს? – ინტერვიუ
„ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ პასიურად იქნებიან, ხმას არ ამოიღებენ – არ შეეხებიან. მაგრამ მას დაავალდებულებენ კობახიძის, მდინარაძის და ივანიშვილის ქებას დილას, საღამოს და შუადღეს. აქტიურად დაავალდებულებენ ამას, ზოგ შემთხვევაში კანონით და ზოგ შემთხვევაში – ბარტერით. ეტყვიან: აი, ბიძინა უნდა აქო და მოგცემ მშენებლობის ნებართვას, თუ არ აქებ – არ მოგცემ. ასე მუშაობს სისტემა ყველა დიქტატორულ …
Continue reading “ბათუმში ერთ დღეს 5 აქცია ცალ-ცალკე გაიმართა. რას ნიშნავს ეს? – ინტერვიუ”
ეტყვის თუ არა რუსულ გემს უარს ბათუმში შემოსვლაზე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ პასუხობს კითხვას
მას შემდეგ, რაც მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის გამო რუსულმა გემმა ბათუმის სანაპირო 3 წლის წინ დატოვა და ბათუმი მარშრუტიდან ამოიღო, იგივე რუსულმა საკრუიზო გემის Astoria Grande-ს მიხედვით, გემი ბათუმში ისევ შემოვა – ამჯერად 28 მაისს. რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ს ბათუმში შემოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს, 18 მაისს, უარყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. თუმცა, ეს უწყება გავრცელებულ …
საკრუიზო კომპანია რუსული გემის ბათუმში შემოსვლას აანონსებს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს
რუსული გემი, რომელსაც 3 წლის წინ პროტესტის ნიშნად დაატოვებინეს ბათუმის სანაპირო, ბათუმში ისევ შემოდის. რუსული გემი Astoria Grande 28 მაისს, დილის 10 საათზე შემოვა. საკრუიზო კომპანიის Astoria Grande-ის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, რუსული გემი სოჭიდან 26 მაისს გამოვა, ჯერ ტრაბზონში ჩავა, ხოლო 28 მაისს ბათუმში შემოვა. რუსული გემი ბათუმში ერთი ღამით გაჩერდება. საკრუიზო პროგრამის მიხედვით, რუსული …
„ოცნებას“ მხოლოდ არჩევნების დროს ვჭირდებით“ – რას ამბობენ ბათუმში „კვადროციკლების აქციაზე“
„ესაა გულდასაწყვეტი, რომ ხმას „ოცნებას“ ვაძლევდით და მხარს ვუჭერდით, დღეს იმის ღირსი არ ვართ, რომ მხარი დაგვიჭირონ? მარტო არჩევნების დროს ვჭირდებით „ოცნებას“, ასე გამოდის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვაჟა დავითაძემ. ის კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციის მონაწილეა. კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციამ დღეს, 18 მაისს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გადაინაცვლა. კვადროციკლების მფლობელმა საპროტესტო აქციების გამართვა აჭარის მთავრობის …
„დაუხნავი დაგვრჩა ყანები“ – რას ჰყვებიან გლეხები, რომლებსაც „ოცნებამ“ ხვნა-თესვა აღარ დაუფინანსა
„დაუხნავი დარჩა ყანები, არავინ თესავს ყანას, გლეხს აღარ უღირს… ეს პრობლემა მხოლოდ სოფელს არ დაატყდება, ეს დაასუსტებს ქალაქსაც,“ – ამბობს ქობულეთში მცხოვრები დიმა მიქელაძე. მას და კიდევ რამდენიმე მეყანეს ხვნა-თესვაზე ვესაუბრეთ, ვისაც 2026 წელს – არასაარჩევნო წელს – „ოცნების“ მთავრობა აღარ აფინანსებს. საყანე ფართობები მაისში იხვნება და ითესება. ქობულეთში გვითხრეს, რომ წელს მხოლოდ რამდენიმე ჰექტარი …
პარტიების აკრძალვის საქმეზე საიამ საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. 2026 წლის 21 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლითაც მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვა. „პარტიების აკრძალვით იზღუდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და …
„მე პოლიტიკას არ ვეხები“ – რა დგას ამ ფრაზის უკან სინამდვილეში
„მე აპოლიტიკური ვარ“ – ხშირად ისმის ეს ფრაზა ადამიანებისგან, როცა მათ ესაუბრები არამხოლოდ ქვეყნის საფრთხეზე და პროევროპული გზის ჩაკეტვაზე, არამედ პირად პრობლემაზე, რის გამოც საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. „ჩვენ აპოლიტიკურები ვართ. ვიძახი, რომ ვინმემ არც ქოცები დაგვიძახოს, არც ნაცები“ – ამ მიმართვით დაიწყო, მაგალითად, ტაქსის მძღოლების 13 მაისის გაფიცვაზე სიტყვით გამოსვლა ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა და ორგანიზატორმა, …
Continue reading “„მე პოლიტიკას არ ვეხები“ – რა დგას ამ ფრაზის უკან სინამდვილეში”
ერთკანდიდატიანი არჩევნები „უსინათლოთა კავშირში“ – ვიდრე მილიონების გაფლანგვაზე განაჩენს მიიღებენ
დღეს, 14 მაისს, „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს. არჩევნებში სულ 1 კანდიდატი იყო – მარინა სარალიძე. „უსინათლოთა კავშირიდან“ უკვე გარიცხული და ემიგრაციაში წასული წევრი – ალექსი წეველიძე, ასევე კავშირში დარჩენილი წევრები, რომლებმაც დღეს ჩატარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ამბობენ, რომ არჩევნები უკანონოა, რადგან ორგანიზაციაში „მილიონები მიითვისეს“, ხოლო „დანაშაულის თანამონაწილე პირები სასამართლო პროცესის დასრულებას არ …
ქართველები, რომლებმაც საფრანგეთში ივანიშვილის დასანქცირებაზე იმუშავეს
„უნდა ნახოთ, ეს დღეები როგორ წერილებს ვიღებ ელექტრონულ ფოსტაზე ფრანგი დეპუტატებისგან: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საფრანგეთისთვის საქართველოს ბრძოლასო. მწერენ, რომ ბოლომდე გვერდით დაგვიდგებიან, თუ ბრძოლას გავაგრძელებთ და რეზოლუციის მიღება საქართველოზე ამის მაგალითია, ძალიან ვაფასებთ ქართველების ბრძოლასო“, – გვიყვება თამარ დემურია, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი. იგი პარიზში ქართველ თანამებრძოლებთან ერთად ხვდებოდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის [პარლამენტის] დეპუტატებს ერთადერთი …
Continue reading “ქართველები, რომლებმაც საფრანგეთში ივანიშვილის დასანქცირებაზე იმუშავეს”
რა იცვლება ტრამპის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ
„ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ რუსეთი რაღაცნაირად თავის მხარეს გადაეყვანათ, რომ შემდეგ ამით ჩინეთს მორეოდნენ. საქმე ისე წავიდა, რომ დღეს ჩინეთთან ლაპარაკი უფრო მარტივი გამოდის… ამერიკელებმა სცადეს ნაბიჯის გადადგმა რუსეთთან, მაგრამ ეს მხოლოდ წყლის ნაყვა გამოვიდა. ჩინეთი კი ძალიან საინტერესო მოთამაშეა – შეუძლია, ვთქვათ, დაპატიჟოს ამერიკელები პეკინში. ამერიკელებიც ჩავიდნენ,“ – ამბობს ამერიკისმცოდნე გიორგი ლაბაძე. მას ტრამპის ჩინეთში …
Continue reading “რა იცვლება ტრამპის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ”
შსს-მ 44 პირი დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 7 პირს კი, ბრალი წარედგინა – ზოგიერთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ზოგიერთს – დაუსწრებლად, მათ შორის, 2 საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. „ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები…. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან …
Continue reading “შსს-მ 44 პირი დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით”
„ბინის რემონტის დაპირებით 120 ათასი ლარი მიისაკუთრა“ – შსს-მ 1 პირი დააკავა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია დღეს, 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულ პირს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …
Continue reading “„ბინის რემონტის დაპირებით 120 ათასი ლარი მიისაკუთრა“ – შსს-მ 1 პირი დააკავა”
„სასამართლოს ცოცხლად დამარხვის რიტუალი“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან
დღეს, 11 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილეს მზია ამაღლობელის საქმე. ამჯერად საქმე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების დადგენას ეხებოდა. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის 16 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ. …
იაპონელ მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს
ქობულეთში იაპონელ მოგზაურს მოჰპარეს ველოსიპედი, რომლითაც იგი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. „მოხდა ის, რის ყველაზე მეტად მეშინოდა – ველოსიპედი მომპარეს,“ – ამბობს ფეისბუქგვერდზე 11 მაისს გავრცელებულ ვიდეოში იაპონელი მოგზაური ნაოია ტაბიბიტო, – „დილით რომ გავიღვიძე, ველოსიპედი, რომელიც კარვის გვერდით მეგულებოდა, აღარ დამხვდა. საბედნიეროდ, ძვირფასი ნივთები [პასპორტი, ფული და ა.შ.] წინა დღეს გაცნობილი ადამიანის სახლში მქონდა დატოვებული, …
Continue reading “იაპონელ მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს”
„ივანიშვილი არის შიშებში“ – თინა ხიდაშელი „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ახალ სვლაზე
„ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არის შიშებში. ვფიქრობ, ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებამ ეს შიშები გააძლიერა… ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკა – ზუსტად აქ აქვს მთავარი პრობლემა „ქართულ ოცნებას“. ეს რაღაც სამ ცხენზე ერთდროულად ჯდომა – ჩინურ ცხენზე, რუსულ ცხენზე, ირანულ ცხენზე – მერე ამერიკელებთან საუბარი და ვაჭრობა, თან მუდმივად შანტაჟის ენით,“ – თავდაცვის ყოფილი მინისტრს, თინა ხიდაშელს ბიძინა …
„ეს იყო ტიტუშკების ქცევა“ – ხელვაჩაურში ჟურნალისტების ხელშეშლაზე გამოძიება არ დაიწყო
„ეთიკურ, სამართლებრივ და ყველანაირ ჩარჩოს გასცდნენ საჯარო მოხელეები, მათი ქმედება შეიძლება ჩვეულებრივად დავაკვალიფიციროთ, როგორც „ტიტუშკების“ ქმედება, რომელიც იყო წახალისებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში, ხელვაჩაურის მერიისგან განსხვავებულ განცხადებას ნამდვილად არ ველოდი,“ – ამბობს ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა. მას ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე …
ბათუმსა და ოზურგეთში წითელი ცირკულარით ძებნილი პირები დააკავეს
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 მოქალაქე ბათუმსა და ოზურგეთში დააკავეს. შსს-ს მიერ 8 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. ისინი თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. მიმდიანრეობს საექსტრადიციო პროცედურები.