12 Judges Behind the Unlawful Imprisonment of Mzia Amaglobeli

For nearly a year, journalist Mzia Amaglobeli has remained behind bars, serving a two-year sentence for a single slap—an imprisonment widely regarded as politically motivated and unlawful. On 16 December 2025, she was awarded the Sakharov Prize, the European Union’s highest human rights honor. In addition to honoring Amaglobeli’s personal sacrifice and the broader struggle …

„საბავშვო ბაღის რიგშია 776 ბავშვი“ – რატომ არ აშენებს ბათუმის მერია ახალ ბაღებს?

ბათუმში 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით არც ერთი ახალი საბავშვო ბაღი არ აშენდება. ამ დროს ათასობით ბავშვი საბავშვო ბაღის მიღმაა, კერძო ბაღის საფასური კი, თვეში მინიმუმ 450 ლარიდან იწყება. პრობლემის შესახებ კარგად იციან ბათუმის მერიაში, თუმცა აქ წელს, მაგალითად, ხელფასების გაზრდა არჩიეს – 6,7 მილიონით – საბავშვო ბაღის აშენებას. საბავშვო ბაღების პრობლემაზე ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ არ …

პროკურატურამ 63 პირს წარუდგინა ბრალი „ქურდული სამყაროს საქმეზე“

პროკურატურამ 63 პირს წარუდგინა ბრალი „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე. პროკურატურის ცნობით, 49 პირი დააკავეს, ხოლო 14-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ასევე დამოუკიდებლად, მოდავე …

ნიკოლოზ მარგველაშვილი და სხვა 11 მოსამართლე, რომლებმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ გამოკეტეს ციხეში

უკვე 11-ზე მეტი თვე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. სილის გაწვნის გამო მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოს – სახაროვის პრემიას გადასცემენ. ამ პრემიის მიღება აჩვენებს, როგორ ყალიბდება ავტორიტარული სისტემა საქართველოში მოსამართლეების ხელშეწყობით. იმ კონკრეტულ 12 მოსამართლეზე გიყვებით, რომლებმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში …

პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, ბათუმში მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

ბათუმში მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა პოლიციელი, რომელიც ნასვამი მართავდა ავტომანქანას, თავისი ბრალეულობით დაეჯახა სხვა ავტომანქანას, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა მგზავრმა მიიღო „სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება“. განაჩენის გამოტანის შემდეგ ამ პოლიციელს არც ერთი დღე არ გაუტარებია ციხეში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პოლიციელი მ.თ. მხოლოდ 2024 წლის 6 …

„გასაჯაროვდეს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება“ – აქცია ბათუმში

არაბულ კომპანიასთან ხელშეკრულების გასაჯაროვების მოთხოვნით ბათუმში, 14 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ. არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.  თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლითაც ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. „ქართული ოცნება“ კი, ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი …

ხულოში სოფლების ნაწილი ისევ შუქის გარეშეა

ხულოში, ყინჩაურისა და ხიხაძირის ადმინისტრაციული თემების რამდენიმე სოფელი, ასევე დაახლოებით 100 აბონენტი შუახევში, შუქის გარეშეა. ხულოს სოფლების დიდ ნაწილში შუქი გუშინ, 13 დეკემბერს გამოირთო, როცა ინტენსიური თოვა დაიწყო. სოფლების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დღეს აღდგა. „ენერგო პრო ჯორჯიას“ პრესცენტრის ინფორმაციით, სოფლებში, სადაც შუქი ამ დრომდე არ აქვთ, ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღდგება. ხულოს მერიის ინფორმაციით, …

სად და როგორ გროვდება მტკიცებულებები „ქიმიური მოწამვლის საქმეზე“?

„ძალიან მძიმეა ის, რომ ერთი მხრივ, რეკავენ დედები, რომელთა შვილებმაც მიიღეს დაზიანებები და ეს დაზიანებები გაგრძელდა რაღაც პერიოდი: ფილტვების ანთება, ცხვირიდან სისხლდენა, სისუსტე, ხველა… ეს არის განგრძობადი 3-4 თვის განმავლობაში. გვაქვს ისტორია, მაგალითად, სამმილიმეტრიანი ანევრიზმის გახეთქვის, რომელიც საკმაოდ მძიმეა, იმიტომ, რომ 50 წელს გადაცილებულია ეს ქალბატონი. გვაქვს ისტორია, როდესაც ადამიანს ჰქონდა მხედველობის პრობლემა მინუს ერთი, …

ბათუმის საკრებულოში მე-3 ფრაქცია შექმნეს – ხელფასები 4000-მდე ლარიდან იწყება

ბათუმის საკრებულოში მესამე ფრაქცია შექმნეს. ,,ევროპელი სოციალისტების“ დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება 12 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს. ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი დევაძე იქნება. 25-წევრიან საკრებულოში საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იქნება: თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, 5 კომისიის თავმჯდომარე, 3 ფრაქციის თავმჯდომარე ჯამში 10 მოადგილით. ბათუმის საკრებულოში რიგითი წევრს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მხოლოდ 996 ლარამდე ერიცხება. თანამდებობის პირების ხელფასები …

ჯილდო მზია ამაღლობელს ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

დღეს, 13 დეკემბერს, მზია ამაღლობელს გადასცეს ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს ჯილდო „მედია ადვოკატირების კოალიციამ“ გადასცა მზია ამაღლობელს „ქარტიის პრიზი 2025“-ის გამარჯვებულების ღონისძიებაზე. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 11 თვეა უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის …

“ქარტიის პრიზი 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

დღეს, 13 დეკემბერს „ქარტიის პრიზი 2025“ რამდენიმე ჟურნალისტს გადაეცა. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში ჟიურიმ გამოავლინა. კატეგორიაში ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში, გამარჯვებული „პუბლიკას“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე გახდა. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში – ამ კატეგორიაში გამარჯვებული ნათია ამირანაშვილი გახდა [„პუბლიკა“] სტატიით: „ცრუ მოწმეებად მხილებული მოწმე პოლიციელები“. ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებული კატეგორიაში – ქალთა უფლებებისა …

თოვის დაწყების შემდეგ ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში შუქი გამოირთო

დღეს, 13 დეკემბერს, ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა უშუქოდ დარჩა. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება შუახევში ჭვანის ხეობის ნაწილს, ხოლო ხულოში – სოფელ ძირკვაძეებსა და დიდაჭარას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, უშუქოდაა დარჩენილი სხვა სოფლებიც, მაგალითად, ბეღლეთი და კორტოხი. ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანების თქმით, შუქი დილიდან გამოირთო, როცა თოვა დაიწყო. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ვერ ამბობენ, …

ბათუმში მოსახლეობის ნაწილს წყალი გაუთიშეს – რა თქვეს „ბათუმის წყალში“

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში მოსახლეობის ნაწილს წყალი გაუთიშეს. „ბათუმის წყალში“ განმარტეს, რომ წყალი მხოლოდ 1054 აბონენტს არ მიეწოდება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაობს უკავშირდება და წყალმომარაგება საღამოს 9 საათიდან აღდგება.

ბათუმელი მედროშე მე-18 დღეა შიმშილობს: „არ ნებდება, მხნედ ვარო“

უკვე მე-18 დღეა შიმშილობს ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე. ის პატიმრობაში რჩება. „გუშინ ვესაუბრე ტელეფონით, მითხრა ნორმალურად ვარ, მხნედ ვარო… არ ნებდება. მთავარია, სულიერად ვიყოთ ძლიერად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლემ, მარინა გორჯელაძემ. ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობის პირველ დღეებში წყალსაც არ სვამდა, თუმცა 9 დეკემბრიდან მან ე.წ. მშრალი შიმშილობა შეწყვიტა. ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო …

ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ყველა ფრენა გაუქმებულია. მიზეზი უამინდობაა. სტამბოლის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან სამი ფრენა იყო დაგეგმილი: „თურქიშ ეარლაინის“ 2 რეისი და „პეგასუსის“ 1 რეისი. ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის უცნობია, როდის შესრულდება ფრენა სტამბოლისკენ. ბათუმის აეროპორტიდან დღეს კიდევ 5 ფრენაა დაგეგმილი მოსკოვის, თელავივის და სოჭის მიმართულებით. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, …

„ზალუჟნი გამოჩნდა ისევ უკრაინაში და დაასახელა 3 გარანტია“ – ინტერვიუ გენერალთან

„მირნოგრადს უწევს ალყაში ბრძოლა. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ რუსები მირნოგრადზე მთლიან კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე მოქმედებს 51-ე არმია… ფაქტობრივად, რუსები გერმანიის შეიარაღებული ძალების რაოდენობით უტევს აი, ქუთაისის ზომის დასახლებულ პუნქტებს,“ – უკრაინის ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ ეტაპზე რეალური გარანტიების მიღებაა …

„თუ ოცნება განაგრძობს ევროიზოლაციის პოლიტიკას, სომხეთი ჩაანაცვლებს საქართველოს“ – ინტერვიუ

„ცოტა სპეკულაციურია იმის თქმა, ვის ინტერესებში შედიოდა საზღვრებზე ურთიერთობის ამ დონეზე გაფუჭება, თუმცა ფაქტია, რომ საზღვრებზე არსებული მდგომარეობით არც საქართველო სარგებლობს, არც აზერბაიჯანი. ერთადერთი ძალა, რომელიც დაინტერესებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობით, არის რუსეთი,“ – ამბოს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ამბებზე ვესაუბრეთ, პირველ რიგში კი, აზერბაიჯანზე, სადაც პროსახელისუფლებო მედია ბოლო რამდენიმე …

„კანალიზაცია სახლში შემოდის, მერია ყურადღებას არ გვაქცევს“ – აქცია ბათუმში

„სახლებში წყალი და კანალიზაცია ერთდროულად შემოდის, მუდმივად ვიტბორებით, კანალიზაციის სუნია, წლებია ყურადღებას არავინ გვაქცევს“ – აცხადებენ ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. მათ დღეს, 11 დეკემბერს საპროტესტო აქცია გამართეს. ბათუმის ამ ნაწილშიც მერიას ამ დრომდე არ მოუწყვია წყლის და კანალიზაციის სისტემა. ოჯახებს ინდივიდუალურად აქვთ მოწყობილი წყლის საქაჩი სისტემა. ქალაქის ეს უბანი კანალიზაციის გარეშეა, მათ შორის, ახალაშენებული …

ბათუმში კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ 11 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს, რომელიც …

სახალხო დამცველს თანამშრომელმა სასამართლო დავა ნაწილობრივ მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სახალხო დამცველის მიერ მიღებული კონკრეტული ბრძანება, რომელიც მისივე თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – საყვედურის გამოცხადებას ითვალისწინებდა. სასამართლოში საქმის მოგების შემდეგაც ლევან პაპავა ისევ სახალხო დამცველის თანამშრომელია. ის სახალხო დამცველის წარმომადგენელია სამეგრელოში. თანამშრომელი რომ სახალხო დამცველს სასამართლოში უჩიოდა, ამის შესახებ „ბათუმელები“ 2024 წელს წერდა. ლევან პაპავა ამბობდა, რომ ის უშუალო ხელმძღვანელის …

უსახლკაროები: ბათუმის მერიამ ქირის ფულს მოგცემთო, მაგრამ მესაკუთრეები ხელშეკრულებას არ გვიფორმებენ

„მთელი ქალაქი დავიარე, გასაქირავებელ ყველა ბინაში მივედი, ერთი მესაკუთრეც კი ვერ ვნახე, რომელიც თანახმაა ხელშეკრულების გაფორმებაზე,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. ის ერთ-ერთია ბათუმელ უსახლკაროებს შორის, რომელიც წლებია ყურადღებას ითხოვენ. უსახლკაროები ბათუმის ახალი მერის, გიორგი ცინცაძის მიდგომაზე ჰყვებიან: მერიას ამჯერადაც არ აქვს კონკრეტული პროგრამა, უსახლკაროებს არც ბინებს აძლევენ მერიის საბინაო ფონდიდან, მაგრამ გიორგი ცინცაძე უსახლკაროებს სთავაზობს …

რას ამბობს მოსამართლე, რომელიც „ოცნების“ ახალი კანონის გამოყენებაზე ისევ უარზეა

დღეს, 10 დეკემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უკვე მე-6 საქმეზე შეაჩერა საქმისწარმოება. თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული, რეპრესიული სამართლებრივი ნორმით ადამიანების გასამართლებაზე უარს ამბობს. „ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადამიანი შეიძლება იყოს ხანგრძლივ პატიმრობაში. ეს არის აშკარად არაკონსტიტუციური სასჯელი,“ – აცხადებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ შეჩერებული საქმისწარმოება ეხება წვრილმან ხულიგნობას [ასკ-ის 166-ე მუხლი], …

ამ კვირის ბოლოს ტროტუარზე პროტესტისთვის შესაძლოა დაგაპატიმრონ – ინტერვიუ „ოცნების“ კანონპროექტზე

„ეს კანონპროექტი რეალურად ახდენს მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის კრიმინალიზებას. მიზანი პრინციპში უკვე გასაგებია: კრიტიკული აზრი ან აღარ ისმოდეს ქვეყანაში, ან ისმოდეს იმგვარად, რომ ვერავინ ვერ გაიგოს,“ – ამბობს იურისტი გურამ იმნაძე. მას „ოცნების“ მორიგ კანონპროექტზე ვესაუბრეთ, რომლითაც ივანიშვილის დაჯგუფება რუსეთის მსგავსად საქართველოში პროტესტის აკრძალვას ცდილობს. დღეს, 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო …

ზურაბ ჭავჭანიძე მშრალ შიმშილობას წყვეტს – რას წერს ბათუმელი მედროშე ციხიდან

„მინდა, ყველას ვაცნობო სამშობლო ჩემი საითკენ მიდის,“ – წერს ციხეში დაწერილ ლექსში ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე. ის პროტესტის ნიშნად უკვე 14 დღეა შიმშილობს. ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს, 9 დეკემბერს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატი ნინო ლომინაძე ამბობს, რომ პროკურატურას არ აქვს წარმოდგენილი ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას. ადვოკატ …

რუსული კანონის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში 22 მხარე ჩაერთო – საია

სტრასბურგის სასამართლოში „რუსული კანონის საქმეზე“ ჯამში 22 მხარე ჩაერთო და 9 წერილობითი პოზიციაა წარმოდგენილი. ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. „საქმეში მესამე მხარედ ჩართულ პირებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო აქტორები, როგორებიცაა: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ვენეციის კომისია, Amnesty International და სხვა. მესამე მხარეთა მიერ ამგვარი ჩართულობა და სასამართლოს მიერ ცხრა წერილობითი პოზიციის მიღება მიუთითებს, რომ …

„რეჟიმი გვწამლავს“ – საპროტესტო სტენსილი ბათუმის ქუჩებში

„რეჟიმი ქიმიური იარაღით გვწამლავს“ – ამ შინაარსის სტენსილი ბათუმის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილზე შეგხვდებათ. BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, 2024 წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა. სუს-ის ინფორმაციით, „ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია“. ამ თემაზე: „იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე

„იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე

„სუს-ის განცხადებაში წერია, რომ ამ საშუალებებს იყენებდა შსს საჭიროებისამებრო. იმდენად არაკომპეტენტურად არის დაწერილი ეს განცხადება, ისიც კი არ ჩაამატეს მაგ მონაკვეთში, რომ „საჭიროებისამებრ, კანონის საფუძველზე“. ეგ ფრაზაც კი არ ჩაწერეს, რაც ძალიან სიმპტომატურია.. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ძალიან უხერხულია ამ ყველაფერს ეწოდოს გამოძიება,“ – ამბობს იურისტი ანა ნაცვლიშვილი. იგი კონკრეტულ არგუმენტებს ასახელებს, რის საფუძველზეც მიიჩნევს, …

„ქარველი მეგობრები თავიდან გვასწავლით, როგორ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის“ – EU-ს დეპუტატი

„ჩართული ვიყავი, უმრავლესობა რომ დაგვერწმუნებინა პრემია მზიასთვის [მზია ამაღლობელი] მიგვეცა. ეს არის ჯილდო მისი პირადი სიმამაცისთვის, ასევე პრემია ქართველი ხალხისთვის, მათთვის, ვისაც სჯერა ევროპული მომავლის. მიუხედავად რეპრესიებისა, საფრთხეებისა, ამ დრომდე ქართველების 80 %-ს სჯერა, ისევ სურს, იყოს ევროპული პროექტის ნაწილი. ეს არის ნიშანი, სიმბოლო ბევრი მამაცი ადამიანის,“ – განაცხადა „ევროსკოპის“ ეთერში ევროპარლამენტის წევრმა, სერგეი ლაგოდისნკიმ. …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციელებმა ბათუმში დააკავეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებებით და იარაღით ვაჭრობას, ასევე ქონების დაზიანებას ედავებიან. დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. შსს-ს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა.

ამ ტემპით თუ გააგრძელეს, 3-5 წელი დასჭირდებათ რუსებს დონბასის დასაკავებლად – ინტერვიუ გენერალთან

„დღეს რუსები ოთხჯერ ნაკლებ ტექნიკას კარგავენ ბრძოლის ველზე, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა არა იმის გამო, რომ რუსები უფრო კარგად ომობენ. ეს არის უბრალოდ იმის გამო, რომ ტექნიკას აღარ იყენებენ. ვირიდან დაწყებული გადაჭრილი „მარშრუტკით“ დამთავრებული, ყველაფერს ნახავთ ბრძოლის ველზე, “ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. გენერალი გვიყვება, სანდო პირებისგან მაქვს ინფორმაცია, დონბასის დაჯგუფების მეთაურები, უკრაინის …

ზუგდიდელი მედროშე შალვა ესართია 7 დღით დააპატიმრეს

საპროტესტო აქციების ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 5 დეკემბერს გაიმართა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა მიიღო. შალვა ესართიას საპროტესტო აქციაზე ბანერის გამო ედავებოდნენ, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. შსს-მ მიიჩნია, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყო. „რატომ არის შეურაცხმყოფელი? …

ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს: „მითხრა, გადავწყვიტე თავი გადავდო სამშობლოსთვისო“

„ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს“ – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნათია თოხაძე. მან გვითხრა, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს გუშინ, 4 დეკემბერს ესაუბრა. „რუსთავის დაწესებულებაში ვიყავი, რომ ამანათები შემეგზავნა პოლიტპატიმრებისთვის, ამ დროს დამირეკა ტელეფონზე ზურაბ ჭავჭანიძემ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია თოხაძე. – „ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ მე მას წერილი მივწერე ციხეში. მივწერე, რომ შემიძლია მისი ხმა ვიყო, …

„მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა“ – ომბუდსმენი მზია ამაღლობელის საქმეზე

„მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა“ – მოგვწერეს სახალხო დამცველის აპარატიდან იმ საქმისწარმოების შესახებ, რომელიც მზია ამაღლობელისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდებას ეხება. ჟურნალისტის და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა. საიას მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე საქმისწარმოება 2025 წლის 26 ნოემბერს დაიწყო. ამ დრომდე ლევან იოსელიანის უწყებას სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა არ დაუსრულებია. „მზია ამაღლობელის საქმეზე გრძელდება …

ბათუმის ნავთობტერმინალის განცხადება 3 ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას აგრძელებს. გუშინ, 4 დეკემბერს, „ბათუმის ნავთობტერმინალში“ 3 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება. „შპს ბათუმის ნავთობტერმინალი გაცნობებთ, რომ …

ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ასამართლებენ – პროცესი დღეს, 5 დეკემბერს გაიმართება

ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას დღეს, 5 დეკემბერს გაასამართლებენ. პროცესი 3 საათზე დაიწყება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ედავებიან, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. პოლიციელებს ოქმში ჩაუწერიათ, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყოო. „რატომ არის შეურაცხმყოფელი? მე ბანერზე მეწერა მილიცია და არა პოლიცია. ამ ბანერით დავდივარ აქციაზე …

Exit mobile version