ბათუმის ნავთობტერმინალის განცხადება 3 ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას აგრძელებს. გუშინ, 4 დეკემბერს, „ბათუმის ნავთობტერმინალში“ 3 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება. „შპს ბათუმის ნავთობტერმინალი გაცნობებთ, რომ …

ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ასამართლებენ – პროცესი დღეს, 5 დეკემბერს გაიმართება

ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას დღეს, 5 დეკემბერს გაასამართლებენ. პროცესი 3 საათზე დაიწყება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ედავებიან, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. პოლიციელებს ოქმში ჩაუწერიათ, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყოო. „რატომ არის შეურაცხმყოფელი? მე ბანერზე მეწერა მილიცია და არა პოლიცია. ამ ბანერით დავდივარ აქციაზე …

What Happens to the Body After Camite Exposure? — A Doctor Explains

“No gas should ever be mixed into a water cannon. Any solvent is neurotoxic, regardless of what it dissolves, and it can affect the central nervous system. Mixing a solvent with a water jet creates a perilous precedent,” says narcologist Zurab Sikhuralidze. We spoke with him about the chemical substances mentioned in the BBC investigative …

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში კამიტის მოხვედრის შემდეგ? – ინტერვიუ ექიმთან

„წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა. ნებისმიერი გამხსნელი ნეიროტოქსიურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა გაიხსნას… ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. როცა იყენებ გამხსნელს და ამას ამატებ წყლის ჭავლს, ეს უკვე ძალიან საშიში პრეცედენტია,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. მას ვესაუბრეთ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებზეც არის საუბარი BBC-ის საგამოძიებო ფილმში – „როდესაც წყალი გწვავს“. BBC-ის …

პენსიონერი ქალის საქმე ხულოდან, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციოს მიმართა

რამდენიმე დღის წინ უზენაეს სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიუმართავს. საქმე ხულოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ოჯახში ძალადობას ეხება. წარდგინებით მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინ მიმართავს, როცა მოსამართლე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლითაც მან ესა თუ ის ადამიანი უნდა გაასამართლოს. ამ დროს საქმის განხილვა ჩერდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგალითად, ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის …

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ნავთობტერმინალში ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააკავა. ნავთობტერმინალში საგამოძიებო სამსახური წუხელ ღამით შევიდა. შეჩერებული იყო სარკინიგზო ხაზი. ამის შესახებ „ბათუმელები“ დღეს, 4 დეკემბერს წერდა. საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე …

ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და საგამოძიებო სამსახური შევიდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი. ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების დიდი ნაწილი 3 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ გაჩერდა, როცა იქ სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთდროულად შევიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 პირი, მათ შორის, ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი პირები. რა ხდება ნავთობტერმინალში? – შეკითხვას ამ …

„ვუთხარი ჩემს შვილებს, თავი ასწიონ“ – რას ამბობენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ბათუმიდან

„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაპატიმრებული 64 ბრალდებულიდან 5 ბათუმიდანაა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით: რას აკეთებდნენ ისინი დაპატიმრებამდე? რა მტკიცებულებებია მათ საქმეებში? 4 ოქტომბერს რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართვის შემდეგ. დემონსტრანტებმა მოარღვიეს სასახლის ღობე და პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. პრეზიდენტის …

BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამო ეკა გიგაური სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

სუსმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური გამოკითხვაზე დაიბარა. BBC-ის საგამოძიებო ფილმი – „როდესაც წყალი წვავს“ 2025 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა. ფილმში მოყვანილი ფაქტების და მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite]. ამ ფილმში ნახავთ ეკა გიგაურის …

ბათუმის აქციაზე, 3 დეკემბერს, აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს“

დღეს, 3 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite]. „ქართული ოცნება“ ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით …

რა ელის „ოცნებას“, თუ საერთაშორისო სასამართლოში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუმტკიცებენ – ინტერვიუ

„ოცნება“ ეცდება, ეს საკითხი მიაფუჩეჩოს. მაგრამ ეს თემა არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან…. როდიონოვის ხსენება ახლაც მზარავს და ამის წარმოდგენა, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება გვწამლავდა, წარმოუდგენელია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს. ლია მუხაშავრიას BBC-ის გამოძიებაზე ვესაუბრეთ: რა ელის „ოცნების“ მთავრობას, თუ ევროსასამართლო, ან ჰააგის სასამართლო დაადასტურებს, რომ ქართველ …

რატომ გაუუქმა „ოცნებამ“ სოცდაუცველებს 300-ლარიანი დასაქმება – „არჩევნების შემდეგ ისინი მიატოვეს“

„თვალსაჩინოა ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებით გამოყენების ფაქტი,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. 2022 წლიდან ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ მოკავშირედ სიღარიბე აქცია – ქვეყნის …

ავტოავარიის პროვოცირებას ახდენდნენ, რომ სადაზღვევოსგან ფული მიეღოთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში დააკავეს ორი პირი, რომლებიც თაღლითურად ავარიის პროვოცირებას აწყობდნენ, სადაზღვევო კომპანიისგან რომ ფული მიეღოთ. შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თაღლითური სქემა შეიმუშავეს: „ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ …

„წაიყვანეს დაუსახლებელ ადგილას, გააშიშვლეს, გადაუღეს ვიდეო და ემუქრებოდნენ“ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს სამი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ: ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება, არაადამიანური მოპყრობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების ვერსიით, დაზარალებულმა თავდაპირველად ბრალდებულებთან ბანქო ითამაშა: „თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა. …

„არავინ არ იბარებს აქ მანდარინს“ – ციტრუსის ბაღებში კლიენტი არ ჩანს

„რა მანდარინს ვიბარებ?! არავინ არ იბარებს აქ მანდარინს… ვინც გითხრათ ჩემზე მანდარინს იბარებსო, იმან წაიღოს,“ – ბრაზს ვერ მალავს ქობულეთელი დავით ქათამაძე. მასთან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა დაგვაკავშირა – მანდარინს იბარებს და ფასსაც თავად გეტყვითო. აჭარა-გურიაში მანდარინის კრეფის სეზონი უკვე სრულდება. ქობულეთის სოფლების ძირითადი შემოსავლის წყარო მანდარინის ბაღებია, თუმცა, …

მოსამართლემ მოქალაქე არ დასაჯა და საკონსტიტუციოს მიმართა – „არაკონსტიტუციურია“

„ეს არაკონსტიტუციურია, კონსტიტუციის შეუსაბამოა აშკარად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა „ოცნების“ მიერ მიღებულ ბოლო რეპრესიული კანონმდებლობიდან რამდენიმე სამართლებრივ ნორმაზე. თეთრიწყაროს სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე რეპრესიული, სამართლებრივი ნორმა არ გამოიყენა, საქმისწარმოება შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსამართლის ერთ-ერთი ასეთი წარდგინება ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის აუცილებელ დაპატიმრებას ეხება. მოსამართლე მიიჩნევს, რომ …

რამდენად უჭირთ ყოფილ საჯარო მოხელეებს დასაქმება – რა ხდება, როცა შიშს არ ემორჩილები, მაგრამ სამსახურს კარგავ

„რაც არ უნდა მალონ ეს პროტესტი, პროტესტი თავის თავს ვერ დამალავს. რაც უფრო დიდხანს მოითმენენ ისინი ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად და ძლიერად გაანადგურებს ეს მათ პიროვნულად,“ – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე სალომე მაჭარაშვილი. ის ერთ-ერთია იმ ასეულობით საჯარო მოხელეთა შორის, რომლებიც პროტესტის გამო საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს. „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირების კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მონაცემებით, …

Public Defender Launches Inquiry as Mzia Amaglobeli’s Vision Reaches Alarming Condition

Following an appeal by the lawyers of Mzia Amaglobeli, the Public Defender’s Office has launched an investigation into whether adequate medical treatment is being provided to her in detention. Mzia Amaglobeli, an award-winning journalist, co-founder and director of Batumelebi and Netgazeti, has been unlawfully imprisoned for almost 11 months. According to her lawyers, her eyesight …

პროტესტის 1 წლის თავზე ბათუმში პროევროპული აქცია ისევ გაიმართება

დღეს, 28 ნოემბერს, ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში პროევროპული აქცია უწყვეტად იმართება. საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. პროევროპული აქციის მონაწილეები ბათუმში დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო მსვლელობაც. აქცია საღამოს 7 საათზე დაიწყება. „უკვე 1 წელია ბათუმში არც ერთი დღე არ ყოფილა პროტესტის გარეშე. ვინც ყოველდღე ვერ ახერხებთ ან …

ერთი ამბავი აქციიდან, სადაც მთელი წელია დავდივარ – „ვხედავდი, როგორ აბიჯებდნენ ადამიანები შიშს“

2025 წლის 28 ნოემბერს ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების რამდენიმე მონაწილეს ერთი კონკრეტული ამბის, ეპიზოდის, დიალოგის გახსენება ვთხოვეთ, რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ ამ ერთი წლის განმავლობაში. უწყვეტი პროტესტიდან ყველას თავისი მთავარი, ერთგვარად გარდამტეხი ამბავი აქვს. „ჩაპლინის ფილმივით ვუყურებდი პროცესს ფანჯრიდან. მაშინ გავიაზრე, რომ შინაგანი რწმენა უმთავრესია… “ „მთავარია შინაგანი …

მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა – ომბუდსმენმა საქმისწარმოება დაიწყო

მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა საქმისწარმოება უკვე დაიწყო. საქმე მზია ამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე. საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა შესაბამისი კვლევების და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს. მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების …

„ბრძოლა ბოლომდე“ – პროევროპული პროტესტის ერთი წლის ქრონიკა საქართველოში

ზუსტად ერთი წლის წინ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის კურსს. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”, – განაცხადა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ. 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობის ეს …

ბათუმელი მედროშე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა – ის შიმშილობს

ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ზურაბ ჭავჭანიძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად დღევანდელ პროცესზე „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კიდევ 13 ბრალდებული დატოვა პატიმრობაში: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანიძე, ლევან ჯიქია, …

ბათუმელი მედროშის საქმის განხილვა 27 ნოემბერს იწყება – რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას?

„მტკიცებულებები უკვე გადმოგვცა პროკურატურამ, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი ნინო ლომინაძე. ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის წინასასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ზეგ, 27 ნოემბერს გაიმართება. ამ პროცესზე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დაცვის და ბრალდების მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის და სადავოობის საკითხი, ასევე, ეს …

„ევროპელები დასხდნენ უკრაინელებთან ერთად და ტექსტი თავიდან ბოლომდე გადაამუშავეს“ – ინტერვიუ

„ევროპა ახდენს გადააზრებას საკუთარი როლისას მსოფლიოში. ისინი ხვდებიან, რომ ვერ იქნებიან მუდმივად ჩამოკიდებული ამერიკაზე,“ – ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე. მას ევროპის ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ვესაუბრეთ – მოსალოდნელია ევროპა დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდეს? ყოფილ ელჩს უკრაინასთან „სამშვიდობო შეთანხმების“ პროცესზე ვესაუბრეთ. ამ პროცესში ვისმენთ, რომ ევროპელი ლიდერების პოზიციები უფრო და უფრო კატეგორიული გახდა. რა …

გამოკითხა ბათუმში არაბულ ინვესტიციებზე – „რატომ არ ასაჯაროვებენ ხელშეკრულებას, ეს სამხედრო საკითხია?“

„რატომ არ ასაჯაროვებენ ხელშეკრულებას, ეს ხომ სამხედრო საკითხი არ არის?“ – ეს ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვეაა „ოცნების“ მთავრობასთან, რომელიც არაბულ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტს არა ასაჯაროვებს. რას ფიქრობს ხალხი არაბულ ინვეტსუციებზე საქართველოში – ნახეთ ქუჩის გამოკითხვა ბათუმში:

„ოცნების მხარდამჭერი ვარ და არ ვეთანხმები“ – გამოკითხვა ბათუმში ემიგრანტებისთვის ხმის შეზღუდვაზე

„ოცნებას“ ეშინია ემიგრანტების – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში გამოკითხვის დროს „ოცნების“ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მისაცემად შეზღუდვები დაუწესდებათ. ნახეთ „ბათუმელების“ ახალი გამოკითხვა – რას ამბობს ხალხი ბათუმში „ოცნების“ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ.

„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ

„გოგა ხაინდრავა რომ ამბობს, 300 წელი არაბები იყვნენ საქართველოში და გაარაბება არ მოხდაო, გოგა ხაინდრავასნაირი ქართველები არ იყვნენ და იმიტომ – 300 წლის განმავლობაში ქართველები მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს და „აბა ომი გინდათ?“ – არ უძახიათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძოდნენ. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გაარაბდა ეს ქვეყანა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც …

„მე ჩემდათავად არ მივდივარ რუსეთისკენ, ისინი მიდიან“ – გამოკითხვა ბათუმში „ოცნების“ რეფორმაზე

რა განზრახვა აქვს „ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების სისტემას რეფორმას? სწორია მე-12 კლასის გაუქმება? – ნახეთ, რა გვითხრეს მოქალაქეებმა ბათუმის ქუჩებში.

მანდატურს მობილური ტელეფონის ჩამორთმევაც შეუძლია – ახალი სათავსოები სასამართლოებში

მას შემდეგ, რაც სასამართლოებში ფოტოს და ვიდეოს გადაღება „ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეზღუდა, სასამართლოებში მობილური ტელეფონების სათავსოების მონტაჟი დაიწყეს. მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი სათავსოების მონტაჟი სასამართლოებში შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ „ქართული ოცნება“ სხდომაზე დამსწრეებისთვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევასაც აპირებს. 2025 წლის ივნისის მიწურულს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომების …

მეორე სამსახურის შეზღუდვა საზმაუს და აჭარის ტელევიზიას არ შეეხება – კანონპროექტი

მეორე სამსახურზე შეზღუდვა საზოგადოებრივი მაუწყებლის, მათ შორის „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლებს აღარ შეეხებათ – „შეთავსებით“ მეორე სამსახურს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „ოცნების“ პარლამენტი დაუშვებს. ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავენ. კანონში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2025 წლის პირველი ნოემბრიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს მეორე სამსახურში დასაქმება ეზღუდებათ. „მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი …

მიზანია არა მხოლოდ 3 პარტიის აკრძალვა, არამედ მათთვის მიუღებელი პირების პოლიტიკიდან ჩამოშორება – ინტერვიუ

„ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში უამრავ ადამიანს აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და „ქართულმა ოცნებამ“, მსგავსად კომუნისტური პარტიისა, ერთპარტიულად შეძლოს არსებობა,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ბურჯანაძე. მას „ქართული ოცნების“ სარჩელზე ვესაუბრეთ, რომლითაც იგი სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს. გიორგი ბურჯანაძე „ოცნების“ სარჩელს ე.წ. სარჩელს უწოდებს, რადგან იგი მთლიანად პოლიტიზებულია, ამის უპირველესი დასტური კი, თავად „ოცნების“ განცხადებებია. …

„რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი, გარღვევების ძალა არ შესწევთ“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსები დიდი მსხვერპლის ხარჯზე, ნელი ტემპით ახერხებენ რაღაცნაირად წინ წაწევას. ეს იმდენად ნელა ხდება, რომ უკრაინელები ახერხებენ შემდეგი თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას,“ – უკრაინაში ომს ისევ ყურადღებით აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, წლის ბოლომდე ისევ განახლდება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე, მანამდე კი, რუსები პოკროვსკის აღებას ეცდებიან. პოკროვსკის აღების შემთხვევაში, მეტი პირობით მივლენ მოლაპარაკებაზე რუსებიო …

პროკურატურამ დაარღვია კანონი, დასავლეთს მიანიჭა მტრული ქვეყნების სტატუსი – კომენტარი

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ 6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ფაქტობრივად დაარღვია კანონი ოპოზიციური ლიდერებისათვის ახალი ბრალის წარდგენისას. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. პროკურატურის სწორედ ამ განცხადებას ეხმიანება ირაკლი მელაშვილი და განმარტავს, რატომ დაარღვია კანონი …

ბათუმში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს 30 წლის კაცი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე–4 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელოდება.  

„ოცნება ამით ევროკავშირს ეუბნება: მე მყავს მძევლები, უარესად ვიმოქმედებ“ – ინტერვიუ

„ის, რაც დღეს გააკეთა „ოცნებამ “ პროკურატურის გადაწყვეტილების სახით, პრაქტიკულად არის ევროკავშირის პროვოცირება, ევროკავშირმა თქვას, რომ ხურავს ნებისმიერ ურთიერთობას საქართველოსთან, მაგრამ ეს სურს რუსეთსაც, მოახდინოს პროვოცირება და გეოპოლიტიკურადაც კი ჩაკეტოს საქართველო,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ პროკურატურის მორიგ გადაწყვეტილებაზე – ოპოზიციონერ ლიდერებს ახალი ბრალი წარუდგინეს. „ეს არის გზავნილი, რომ მე მყავს მძევლები …

Exit mobile version