კარანტინისა და ფიზიკური დისტანცირების შემდეგ პლაჟების, ტბებისა და მდინარეების მონახულება, ცხადია, ძალიან მიმზიდველი აქტივობაა, მაგრამ ფაქტია – COVID19-თან მიმართებაში წყლის უსაფრთხოებაზე ზუსტი ცნობების არ არსებობა, რაც ცოტათი ყველას გვაშინებს. ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზღვის წყალი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს COVID19-ის გამომწვევი ვირუსის SARS-CoV-2-ის გადადების თვალსაზრისით. აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის …
Author Archives: ია ფრანგიშვილი
რივიერა, “ლუჟკოვის სახლი”, გმირთა ხეივნის ტერიტორია – როგორ შეიცვალა ბათუმის ზედხედი
Google პერიოდულად აახლებს მსოფლიოს სატელიტურ რუკებს. ბათუმის ბოლო რუკა Google -მა 2020 წლის 18 ივნისს განაახლა, პირველი კი 2004 წელს გადაიღო. იხილეთ, როგორ იცვლებოდა ქალაქი წლების განმავლობაში Google Map-ის მონაცემებით. შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ერთის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია. რა წერია „რივიერა ბათუმის“ კვლევაში და …
ბათუმში ხვალ ღამით წყლის მიწოდება ექვს ქუჩაზე შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 19 ივნისს, 24:00 საათიდან 20 ივნისის 8:00 საათამდე, ტექნიკური სამუშაოების გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდება. ეს ქუჩებია: გუდიაშვილის ქუჩა მალაზონიას ქუჩა გორდეზიანის ქუჩა კაჭარავას ქუჩა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა – აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე ბაგრატიონის ქუჩა – ჯავახიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე „ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, „შესაძლოა …
Continue reading “ბათუმში ხვალ ღამით წყლის მიწოდება ექვს ქუჩაზე შეწყდება”
„ეს არ არის მასტურბაცია“ – ფსიქოლოგის რჩევები მცირეწლოვანთა მშობლებს
მასტურბაცია ქართულ საზოგადოებაში დღემდე ტაბუირებულ თემად მიიჩნევა, ამაზე თითქმის არასოდეს საუბრობენ მშობლები, უმეტესად იმიტომ, რომ ეს არაჯანსაღი ქცევა ჰგონიათ, რცხვენიათ და ეშინიათ. ისიც აშკარაა, რომ ბიჭ ბავშვებთან ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ნორმალიზებულია, გოგოებზე კი კითხვის დასმასაც ერიდებიან. ბავშვთა ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია ამბობს, რომ ეს იმ სტერეოტიპული წარმოდგენის ბრალია, რომლის მიხედვითაც ქალები, კაცებისგან განსხვავებით, არ მასტურბირებენ, ან …
Continue reading “„ეს არ არის მასტურბაცია“ – ფსიქოლოგის რჩევები მცირეწლოვანთა მშობლებს”
პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]
COVID19-ის პრევენციისთვის გამოყენებული პირბადეები და რეზინის ხელთათმანები შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზეც გამოჩნდა. უცხოელმა გარემოსდამცველებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს იმის შესახებ, რომ პანდემიის პრევენციისთვის გამოყენებული ნივთები საგრძნობლად აბინძურებს გარემოს პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და ზღვის ძირითადი დამაბინძურებლების გვერდით. მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ COVID19- ის პრევენციისთვის გამოყენებული ინვენტარი: პირბადეები და რეზინის ხელთათმანები გამოყენების შემდეგ თავდახურულ ურნაში მოათავსონ, მსგავს …
Continue reading “პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]”
ყურის გაწმენდა ბამბიანი ჩხირებით საშიშია – ექიმი ბეხრი დიასამიძის რჩევები ყურის ჰიგიენაზე
რა ვიცით ყურში გოგირდის დაგროვებაზე, როდის შეიძლება იყოს ეს საზიანო და როგორია ყურის სწორი ჰიგიენა? – ამ და სხვა კითხვებს მედიცინის დოქტორი, ბეხრი დიასამიძე პასუხობს. ბატონო ბეხრი, მიიჩნევა, რომ ყურში გოგირდის დაგროვებასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ხანდაზმულებს აქვთ, რამდენად სწორია ეს მოსაზრება? ეს მცდარი მოსაზრებაა, გოგირდი შეიძლება დაუგროვდეს სულ პატარებსაც, მხოლოდ მოხუცებს არ ეხებათ. არიან პაციენტები, …
დაიღალეთ დაღლილობით? – ანუ რა არის ქრონიკული დაღლილობის მიზეზი
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი რთული დარღვევაა, რომელიც ხასიათდება უკიდურესი დაღლილობით, რაც არ შეიძლება აიხსნას რაიმე ძირითადი სამედიცინო მდგომარეობით. ასეთი დაღლილობა შეიძლება გაუარესდეს ფიზიკური ან გონებრივი აქტივობით, მაგრამ არ გაუმჯობესდება დასვენებით. თერაპევტი თამარ დონდუა ამბობს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ხშირად რაღაც სხვა დაავადების სიმპტომია. “ამიტომ ადამიანმა ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებით, უნდა მიმართოს ექიმს, რათა დადგინდეს მიზეზი – დაავადებაა ეს, თუ …
Continue reading “დაიღალეთ დაღლილობით? – ანუ რა არის ქრონიკული დაღლილობის მიზეზი”
უსინათლო ქალი ბათუმში: კომპენსაცია არ მომცეს
ბათუმში მცხოვრებმა მარტოხელა პენსიონერმა ქალმა, რომელსაც უსინათლობის გამო პირველი ჯგუფის ინვალიდობის სტატუსიც აქვს, მთავრობის მიერ მისთვის გამოყოფილი ერთი თვის კომპენსაცია ვერ მიიღო. საუბარია 100-ლარიან კომპენსაციაზე, რომელიც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღონ. უსინათლო და მარტოხელა ქალმა, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, გვითხრა, რომ არ უნდა საჯაროდ გამოჩენა, რადგან შესაძლოა მის ნათესავებს ამან …
Continue reading “უსინათლო ქალი ბათუმში: კომპენსაცია არ მომცეს”
პირბადეები და ხელთათმანები – ახალი ნარჩენები ზღვებსა და ოკეანეებში
ერთჯერადი პირბადეები, რეზინის ხელთათმანები და სანიტაიზერის ბოთლები, რომლებიც COVID19- ის პრევენციისთვის გამოიყენება, საბოლოოდ ქუჩებში, ზღვებსა და ველურ ბუნებაში ხვდება. მსგავს ნარჩენებს ბათუმის ქუჩებშიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. COVID19-ის პრევენციისთვის გამოყენებული და გადაყრილი პირბადეები თუ რეზინის ხელთათმანები უკვე საგრძნობლად აბინძურებენ გარემოს. მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ ეს ინვენტარი გამოყენების შემდეგ თავდახურულ ურნაში მოათავსონ, მსოფლიოს ყველა ქვეყნის, მათ …
Continue reading “პირბადეები და ხელთათმანები – ახალი ნარჩენები ზღვებსა და ოკეანეებში”
დაღლილობის შეგრძნება და უგუნებობა – D ვიტამინი ხომ არ გაკლიათ?
უგუნებობა, დაღლილობის შეგრძნება მაშინაც კი, როცა დაღლილი არ უნდა იყოთ, ძილის დარღვევა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თმის ცვენა – გეცნობათ? თქვენ შესაძლოა D ჰიპოვიტამინოზი ანუ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა გაწუხებთ. გამომდინარე იქიდან, რომ D ვიტამინის ძირითადი წყარო მზის პირდაპირი სხივებია, გასაკვირი არაა, რომ კორონავირუსის პანდემიისას, იზოლაციის პერიოდში, ეს პრობლემა ბევრს შეეხო. “ეს მოსალოდნელია მაშინაც, როცა …
Continue reading “დაღლილობის შეგრძნება და უგუნებობა – D ვიტამინი ხომ არ გაკლიათ?”
ონლაინტოტალიზატორის ანგარიშიდან 1010 ლარი მომპარეს – მოქალაქე
ბათუმში მცხოვრები მოქალაქე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ონლაინტოტალიზატორის ანგარიშიდან 1010 ლარი მოჰპარეს. საუბარია საკრედიტო და სახელფასო ბარათებზე, რომლებიც მას ონლაინტოტალიზატორის ანგარიშზე ჰქონდა დაფიქსირებული. „ვიღაც შევიდა კრისტალბეთის ჩემს ანგარიშზე, გატეხა თუ პაროლი იცოდა, ვერ მივხვდი, ჩემს აქაუნთზე ჩანდა ჩემი ორი ბარათი (საკრედიტო და სახელფასო), რადგან ადრე გადარიცხვები მქონდა გაკეთებული. სახელფასო ბარათიდან 10 ლარი წამოიღო, შემდეგ სცადა მეტი, …
Continue reading “ონლაინტოტალიზატორის ანგარიშიდან 1010 ლარი მომპარეს – მოქალაქე”
ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება, როგორ დავიცვათ თავი COVID19-სგან? – რეკომენდაციები
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება, რის გამოც ორგანიზაციის ჯანდაცვისა და კლიმატის ექსპერტთა ქსელი იუწყება, რომ საჭიროა კარგად მომზადება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების უსაფრთხოება ცხელ ამინდში, COVID19-ის გავრცელების რისკის მომატების გარეშე. „2020 წელი დაკვირვების ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება. ცხელი ამინდი ცალკეულ ადამიანებსა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ახალი გამოწვევების წინაშე …
მოზარდი ბიჭები მხარდამჭერად უფრო ოჯახს, გოგოები კი მეგობრებს ასახელებენ – კვლევა
მოზარდმა ბიჭებმა დააფიქსირეს უფრო მაღალი მაჩვენებელი მშობლების მხარდაჭერისა და მათთან ურთიერთობისა, მაშინ როცა გოგონები მიიჩნევენ, რომ უფრო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მათ მეგობრები უწევენ – ამის შესახებ მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევის ანგარიშში წერია, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით 45 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ჩატარდა. კვლევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ინფორმაციას …
Continue reading “მოზარდი ბიჭები მხარდამჭერად უფრო ოჯახს, გოგოები კი მეგობრებს ასახელებენ – კვლევა”
თამბაქოს რეკლამაზე 8 მლრდ დაიხარჯა, თამბაქოს გამო კი 8 მლნ ადამიანი დავკარგეთ – ჯანმო
31 მაისს თამბაქოსგან თავისუფალი მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] თამბაქოს მარკეტინგთან ბრძოლის კამპანიას აანონსებს. ჯანმოს განცხადებით, თამბაქოს მარკეტინგის კამპანია მიმართულია მომხმარებელთა ახალი თაობის აღზრდისკენ. ჯანმო: თამბაქოს კომპანიები გამუდმებით ეძებენ ახალ მომხმარებლებს, რომ ჩაანაცვლონ ამ პროდუქტის მოხმარების გამო გარდაცვლილი მომხმარებლები თამბაქოს მოხმარების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 8 000 000 ადამიანი იღუპება. ჯანმოს …
საქართველოში 15 წლის ბიჭების 14%-ს მარიხუანა ერთხელ მაინც მოუწევია – ჯანმოს კვლევა
ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის 227 441 მოზარდი გამოიკითხა. კვლევის ერთი კითხვა მოზარდებში მარიხუანის მოხმარებას ეხება, კერძოდ – მოუწევიათ თუ არა ერთხელ მაინც მარიხუანა, რაზედაც 15 წლის მოზარდების 13% დადებითად პასუხობს. ეს შვიდიდან …
რას ამბობს გლობალური კვლევა 11, 13 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობაზე
ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, მოზარდებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები მომატებულია. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობაა – “ფიზიკური აქტივობების მაჩვენებლები რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში პრაქტიკულად საერთოდ არ გაუმჯობესებულა: გლობალურ რეკომენდაციას …
Continue reading “რას ამბობს გლობალური კვლევა 11, 13 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობაზე”
11 და 13 წლის მოზარდებში ალკოჰოლით თრობის მაქსიმალური მაჩვენებელი საქართველოშია – ჯანმო
მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევა, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით 45 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ჩატარდა, მოიცავს ინფორმაციას 11, 13 და 15 წლის მოზარდების ფიზიკური ჯანმრთელობის, სოციალური ურთიერთობებისა და ფსიქიკური კეთილდღეობის შესახებ. კვლევაში 227 441 მოზარდი გამოიკითხა. კვლევის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობის მხრივ არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობა …
რისთვის იყენებენ ინტერნეტს ყველაზე ხშირად?
პანდემიის გამო ფიზიკური დისტანცირების პირობებში, საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, სასწავლო და სამუშაო პროცესი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ცხადია, გაზრდილია ინტერნეტის მნიშვნელობა პანდემიასთან დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუქციებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისითაც. მიუხედავად ამისა, IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, დღეს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 2/5-ს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება“ – …
Continue reading “რისთვის იყენებენ ინტერნეტს ყველაზე ხშირად?”
ჩრდილოეთ ოსეთში 380 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა კორონავირუსით
ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსი დაუდგინდა 380 სამედიცინო მუშაკს. ამის შესახებ „ოსეთი – ერისტონის” სატელევიზიო ეთერში რუსეთის სოციალური დაზღვევის ფონდის რეგიონალური განყოფილების მენეჯერმა ზალინა აილაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ ოსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან 2882 სამედიცინო მუშაკი მუშაობს. დაინფიცირებულ 380 მედმუშაკთაგან 123 ექიმი კორონავირუსით დაზარალებულთა სიაში მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ისინი ფულად კომპენსაციას, 68 ათას …
Continue reading “ჩრდილოეთ ოსეთში 380 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა კორონავირუსით”
ნასას დოკუმენტი მთვარეზე ჩასატარებელ სამუშაოებზე -„არტემისის შეთანხმება“
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ნასამ გამოაქვეყნა დოკუმენტი „არტემისის შეთანხმება“ [Artemis Accords], რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას მთვარეზე ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით საერთო სტანდარტების აღიარებაზე. კერძოდ, დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნებისა და კომპანიების ქცევას კოსმოსსა და მთვარეზე. სააგენტო ელოდება, რომ სხვა ქვეყნები დაამტკიცებენ დოკუმენტს და ყველა ერთნაირი პირობებით აითვისებს სატელიტს. ახალი წესები აფართოებს კოსმოსის შესახებ გაფორმებულ 1967 …
Continue reading “ნასას დოკუმენტი მთვარეზე ჩასატარებელ სამუშაოებზე -„არტემისის შეთანხმება“”
ბათუმში კარანტინში მყოფი ერთი პირი ნარკოდანაშაულზე დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ნ.შ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის – სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის …
Continue reading “ბათუმში კარანტინში მყოფი ერთი პირი ნარკოდანაშაულზე დააკავეს – შსს”
რატომ შეწყდა „რემდესივირის“ კლინიკური კვლევა აშშ-ში
აშშ-ში შეაჩერეს ანტივირუსული პრეპარატის, რემდესივირის კლინიკური კვლევა, რომელიც ბოლო დრომდე Covid19-ის ყველაზე პერსპექტიულ პოტენციურ სამკურნალო მედიკამენტად მიიჩნეოდა. ამის შესახებ BBC-ი ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტზე (NIAID) დაყრდნობით წერს. BBC-ი წერს, რომ კვლევა დასრულდა არა მისი წარუმატებლობის გამო – არამედ, პირიქით. ექსპერიმენტი დახურეს საბოლოო შედეგის მიღებამდე, რათა არ დაეშვათ ზედმეტი მსხვერპლი საკონტროლო ჯგუფის წევრ …
Continue reading “რატომ შეწყდა „რემდესივირის“ კლინიკური კვლევა აშშ-ში”
მერკელი კრემლს ჰაკერების შეტევების გამო ემუქრება – „დოიჩე ველე“
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას რუსეთთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა. საუბარია რუსი ჰაკერების მიერ, 2015 წელს გერმანიის ბუნდესტაგის ქსელზე შეტევის შესახებ ბოლო ცნობებზე. გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ რუსული სამსახური იუწყება, რომ გერმანიის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ამ შეტევის შედეგად მოპარულია ელექტრონული კორესპონდენცია/მიმოწერა კანცლერის დეპუტატთა ბიუროდანაც. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. 2015-ში ბუნდესტაგზე …
Continue reading “მერკელი კრემლს ჰაკერების შეტევების გამო ემუქრება – „დოიჩე ველე“”
როგორმა ქვეყნებმა უნდა გაუხსნან ერთმანეთს საზღვრები – ჯანმოს განმარტება
ვირუსის ახალი შემთხვევების კლების პარალელურად ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნისთვის ემზადებიან. რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში პანდემია კვლავ მძვინვარებს, ზოგან კი ახლა იკრებს ძალებს. ჯანმოს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაიკ მაიერსი განმარტავს, რომ საზღვრების გახსნა რეკომენდებულია ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის …
Continue reading “როგორმა ქვეყნებმა უნდა გაუხსნან ერთმანეთს საზღვრები – ჯანმოს განმარტება”
ვირუსი შეიძლება არასოდეს გაქრეს – ჯანმო კორონავირუსსა და ვაქცინაზე
COVID19- ის გამომწვევი კოროვირუსი, შეიძლება აივ-ინფექციის მსგავსად, მუდმივად არსებული ვირუსი გახდეს – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა იმაზე საუბრისას, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის ცირკულაცია მსოფლიოში. „ეს ვირუსი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ენდემური ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში და შესაძლოა, ეს ვირუსი არასოდეს გაქრეს. აივ-ი არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ …
Continue reading “ვირუსი შეიძლება არასოდეს გაქრეს – ჯანმო კორონავირუსსა და ვაქცინაზე”
პანდემიის ფონზე რუსეთში ალკოჰოლის გაყიდვა იზღუდება
რუსეთში, კორონავირუსის პანდემიის დროს, ალკოჰოლისგან სიკვდილიანობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, – წერს ინტერფაქსი. ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის გამო მინისტრმა დუმას ინიციატივით მიმართა, რომ რუსეთში ალკოჰოლის მიყიდვისთვის ასაკი 21 წლამდე გაიზარდოს – “რადგან ალკოჰოლის შემცირება გარკვეულწილად არის სიკვდილიანობის და ავადობის შემცირების გზა”, – წერს ინტერფაქსი. 3 მაისს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა …
Continue reading “პანდემიის ფონზე რუსეთში ალკოჰოლის გაყიდვა იზღუდება”
კორონავირუსის პანდემია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში [ინფოგრაფიკა]
13 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 4 200 953 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1 502 591 ადამიანი და გარდაიცვალა 284 150, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ახლა ინფიცირებულია 2 414 212 ადამიანი. „აქტიური შემთხვევები“ გულისხმობს რამდენი COVID-19-ით ინფიცრებული ადამიანი იყო კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ დღეს. კონკრეტული ქვეყნის მონაცემების გამოსაკვეთად, კურსორი დააყენეთ დიაგრამაზე, ქვეყნის დასახელებასთან.
როგორ ეხმარება რუსეთი და ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს პანდემიის დრო
Covid 19-ის პანდემიის დროს საყოველთაო კარანტინის და ფიზიკური დისტანცირების შედეგად გაჩერებული ეკონომიკის გამო, მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური. კორონავირუსის კრიზისი ყველაზე მძიმედ ღარიბ ქვეყნებს დააწვება, სწორედ ამიტომ გაერო ქვეყნებს სოლიდარობისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს. როგორია რუსეთის რეალური როლი გლობალური სოლიდარობის აქტში და რამდენად შეესაბამება ის პრორუსული მედიით გავრცელებულ სურათს? წაიკითხეთ: რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში ცხადია, დასავლეთის, …
Continue reading “როგორ ეხმარება რუსეთი და ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს პანდემიის დრო”
კორონავირუსით დაინფიცირდა რუსეთის კულტურის მინისტრი
რუსეთის კულტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო interfax-ი ავრცელებს. ლიუბიმოვას სპიკერის თქმით, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრი სახლიდან მუშაობს და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის. 30 აპრილს კორონავირუსი აღმოაჩნდა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს მიხაილ მიშუსტინს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და მისი მოვალეობის შემსრულებლად იმავე დღეს დაინიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირველი …
Continue reading “კორონავირუსით დაინფიცირდა რუსეთის კულტურის მინისტრი “
COVID19-ით გარდაიცვალა რუსეთის კოსმოსური კორპორაციის გენერალური კონსტრუქტორი
მოსკოვის საავადმყოფოში COVID19-ით გარდაიცვალა რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური კორპორაციის (РКК) გენერალური კონსტრუქტორი ევგენი მიკრინი. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (РАН) პრეზიდენტის, ალექსანდრე სერგეევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მიკრინი, რომელიც ასევე იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, გარდაიცვალა 5 მაისს, 65 წლის ასაკში. ევგენი მიკრინი იყო სარაკეტო-კოსმოსურ კორპორაცია (РКК) „ენერგიაში“ გენერალური კონსტრუქტორი, სწორედ ის იყო …
Continue reading “COVID19-ით გარდაიცვალა რუსეთის კოსმოსური კორპორაციის გენერალური კონსტრუქტორი”
დელფინები ერთმანეთს უნიკალური სახელებით ეკონტაქტებიან – მეცნიერები მათ სტვენას აკვირდებიან
თითოეული დელფინი აფალინა [აფალინა ძუძუმწოვარია დელფინისებრთა ოჯახიდან] უნიკალური სტვენით გამოირჩევა. მკვლევარები აფალინების ერთმანეთისგან განსხვავებულ ხმებს უსმენენ, რათა მათზე დაკვირვებისა და აღრიცხვის მეთოდები გააუმჯობესონ – წერს ევრონიუსი. დელფინის ეს სახეობა შავ ზღვაშიც ბინადრობს. ავსტრალიის Edith Cowan University (ECU)-ისა და, ასევე, Curtin University-ის მეცნიერები ვიზუალური დაკვირვების გარდა დელფინების ჯგუფებს ხმების საშუალებითაც აკვირდებიან. „ევრონიუსი“ წერს, რომ კვლევის ფარგლებში …
რუსეთში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება
ბოლო 24 საათში რუსეთში COVID19-ით ინფიცირების 10 102 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 95 ადამიანი. რუსეთმა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალში მერვედან მე-7 ადგილზე აინაცვლა. ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა რუსეთში 155 370-ია. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში [5714]. ეპიდემიის დაწყებიდან COVID19-ით რუსეთში დაიღუპა 1451, გამოჯანმრთელდა 1770 ადამიანი. რუსული გამოცემა„დოჟდი“ წერს, რომ რუსეთში …
დაგვიანდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება – ჯანმოს განმარტება
მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იგი ბევრჯერ დაადანაშაულეს გადაწყვეტილების დაგვიანებით მიღებაში. რა პასუხი აქვს ჯანმოს ამ ბრალდებაზე, ამის შესახებ ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა და ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრეს. ჯანმოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში …
Continue reading “დაგვიანდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება – ჯანმოს განმარტება”
გაერო: არქტიკის თავზე მარტში გაჩენილი ოზონის რეკორდულად დიდი ხვრელი უკვე დახურულია
არქტიკის თავზე ოზონის შრის შემცირებამ მარტში რეკორდულ დონეს მიაღწია, უდიდესს 2011 წლის შემდეგ, მაგრამ ხვრელი უკვე დახურულია – ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს მსოფლიო მეტეროლოგიური ორგანიზაცია (World Meteorological Organization (WMO)) ავრცელებს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია განმარტავს, რომ ამ გაზაფხულზე, ოზონის ფენის შემცირებამ არქტიკის დიდ ნაწილებზე უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ოზონის შრის შემცირება კი ნიშნავს იმ ფარის შემცირებას, რომელიც …
როგორია მშრომელთა მდგომარეობა საქართველოში – EMC
პანდემიის გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა დაკარგა ყოველდღიური შემოსავალი და არავინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანი რამდენი ხნით დარჩება სამუშაოს გარეშე. COVID 19-ის პანდემია საყოველთაო სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს იწვევს, რომელიც მასშტაბურ რისკებს აჩენს. ამავდროულად, სულ უფრო ხშირად ვისმენთ, რომ ის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურების გადააზრებისა და ახალ დღის წესრიგზე გადაწყობის საშუალებასაც ქმნის. პირველი მაისი მშრომელთა …
Continue reading “როგორია მშრომელთა მდგომარეობა საქართველოში – EMC”
გაერო: ვირუსის მასიურ გავრცელებას ქვეყნებს შორის კოორდინაციის არარსებობამ შეუწყო ხელი
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშიმ BBC-სთან ინტერვიუში პანდემიის მძიმე შედეგების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის კოორდინაციის სიმცირემ გამოიწვია. მან ასევე უპასუხა კითხვებს ჯანმოს კრიტიკასთან დაკავშირებით და განმარტა, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო პანდემიის შემდეგ. როგორ გაუმკლავდა კორონავირუსს მსოფლიო? შოკირებული? – აშკარად ვარ, ძალიან დრამატულია, ხედავდე, რომ ამდენი ადამიანი კვდება, ხედავდე, როგორი დამანგრეველი …