მთავარი,სიახლეები

მერკელი კრემლს ჰაკერების შეტევების გამო ემუქრება – „დოიჩე ველე“

14.05.2020
მერკელი კრემლს ჰაკერების შეტევების გამო ემუქრება – „დოიჩე ველე“

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას რუსეთთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა. საუბარია რუსი ჰაკერების მიერ, 2015 წელს გერმანიის ბუნდესტაგის ქსელზე შეტევის შესახებ ბოლო ცნობებზე. გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ რუსული სამსახური იუწყება, რომ გერმანიის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ამ შეტევის შედეგად მოპარულია ელექტრონული კორესპონდენცია/მიმოწერა კანცლერის დეპუტატთა ბიუროდანაც. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

2015-ში ბუნდესტაგზე მიტანილ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, მერკელს ჰკითხეს, კონკრეტულად რა ინფორმაცია მოიპარეს მისი ბიუროდან, რაზეც მან უპასუხა, რომ როგორც ჩანს, ჰაკერი მონაცემებს აგროვებდა განურჩევლად, თუმცა ის ასეთი ტიპის თავდასხმებს ძალიან სერიოზულად ეკიდება.

მერკელმა ამ ფაქტს „მტკივნეული“ და „აღმაშფოთებელი“ უწოდა. 

„გულახდილად რომ ვთქვა, ეს ჩემთვის ნამდვილად მტკივნეულია. მე ყოველდღიურად ვზრუნავ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, მაგრამ სხვა მხრივ, როცა ჩნდება მყარი დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ ასეთი ქმედებების უკან რუსული ძალები დგანან, ჩნდება დაძაბულობის ველი, რომელშიც გვიწევს მუშაობა და რაც ძალიან არასასიამოვნოა. მე არ შემიძლია უარი ვთქვა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილზე… მიუხედავად ამ ფაქტისა, მე გავაგრძელებ მუშაობას რუსეთთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად, გვაქვს ამის საფუძველი, მაგრამ ასეთი ქმედებები ამ დავალებას არ ამარტივებს ჩვენთვის,” – თქვა მან.

რუსეთზე საუბრისას მერკელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ეს ფაქტი მისთვის არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ აღმაშფოთებელია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას მივიღოთ ზომები, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: