მთავარი,სიახლეები

ნასას დოკუმენტი მთვარეზე ჩასატარებელ სამუშაოებზე -„არტემისის შეთანხმება“

19.05.2020 •
ნასას დოკუმენტი მთვარეზე ჩასატარებელ სამუშაოებზე -„არტემისის შეთანხმება“

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ნასამ გამოაქვეყნა დოკუმენტი „არტემისის შეთანხმება“ [Artemis Accords], რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას მთვარეზე ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით საერთო სტანდარტების აღიარებაზე. კერძოდ, დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნებისა და კომპანიების ქცევას კოსმოსსა და მთვარეზე. სააგენტო ელოდება, რომ სხვა ქვეყნები დაამტკიცებენ დოკუმენტს და ყველა ერთნაირი პირობებით აითვისებს სატელიტს.

ახალი წესები აფართოებს კოსმოსის შესახებ გაფორმებულ 1967 წლის საერთაშორისო შეთანხმებას. ეს არის გარე სივრცის ხელშეკრულება, კოსმოსური სივრცის, მათ შორის, მთვარის და სხვა ციურ სხეულებზე რესურსების მოპოვების და გამოყენების პრინციპების შესახებ. ხელშეკრულებას, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სამართლის საფუძველია, თავდაპირველად ხელი მოაწერეს რუსეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს მთავრობებმა 1967 წლის იანვარში. დღეს მას ასზე მეტი ქვეყანა უერთდება.

NASA იუწყება, რომ „არტემისის“ ფარგლებში 2024 წელს მთვარეზე დაეშვება პირველი ქალი და მორიგი კაცი კოსმონავტი, რითაც დაიწყება კოსმოსის ათვისებისა და გამოყენების ახალი ერა.

„არტემისის  შეთანხმება“  10 პუნქტს მოიცავს. შეთანხმება ავალდებულებს მოკავშირე სახელმწიფოებსა და კომპანიებს, გაასაჯაროონ ინფორმაცია მთვარის შესწავლასთან დაკავშირებით გეგმებისა და პოლიტიკის შესახებ, აწარმოონ საქმიანობა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით, გამოიყენონ ღია საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ერთმანეთთან თავსებადი სისტემები და ექსტრემალურ სიტუაციებში აღმოუჩინონ პარტნიორებს დახმარება.

  • „არტემისის შეთანხმების“ მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაარეგისტრირონ კოსმიური ხომალდები და მოწყობილობები, რომელთაც მთვარეზე გამოიყენებენ. NASA აქამდეც მუშაობდა რეგისტრაციის კონვენციის მიხედვით და ახლა შეთანხმების მოკავშირე ქვეყნებსაც მოუწოდებს ასევე მოიქცნენ, რადგან „შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელი იქნება კოორდინაცია – მავნე/საზიანო დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად”.
  • მონაცემთა საჯაროობა – პარტნიორები შეთანხმდებიან, რომ გაცვალონ და გამოაქვეყნონ მათ მიერ მოპოვებული სამეცნიერო მონაცემები საჯაროდ.
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – ისტორიული ადგილებისა და არტეფაქტების დაცვა კოსმოსშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დედამიწაზე. შესაბამისად, „არტემისის შეთანხმება“ ავალდებულებს მის პარტნიორ ქვეყნებს, რომ დაიცვან მთვარეზე ყველა ის ადგილი და არტეფაქტი, რასაც ისტორიული ღირებულება გააჩნია – მაგალითად, მთვარეზე მსვლელები, სხვადასხვა აპარატები და “აპოლონის მისიის” დაშვების ადგილი.
  • ნარჩენების მართვა – NASA და პარტნიორი სახელმწიფოები შეთანხმდებიან, რომ იმოქმედონ გაეროს ნარჩენების შემსუბუქების პრინციპების შესაბამისად. გარდა ამისა, ისინი თანხმდებიან, რომ შეიმუშავონ ორბიტალური ნარჩენების შემცირების გეგმა.
  • შეთანხმება პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს “უსაფრთხო ზონების” დაწესებას მთვარეზე მომავალი ბაზების ირგვლივ, რათა თავიდან აიცილონ ახლოს მომუშავე სხვა ქვეყნისა თუ კომპანიის მისიის გამო, გარკვეული ხარვეზების წარმოქმნა. NASA და პარტნიორი ქვეყნები გაასაჯაროებენ ინფორმაციას მთვარეზე განსახორციელებელი ოპერაციის ადგილისა და მისი ზოგადი ხასიათის შესახებ, რაც “უსაფრთხო ზონების” სფეროსა და მასშტაბის შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს.
  • დოკუმენტში კოსმიურ სხეულებზე რესურსების მოპოვებას “კრიტიკულად მნიშვნელოვნად” მიიჩნევენ კოსმოსის შესწავლისთვის – მაგალითად, რომ შეძლონ საწვავის წარმოება ადგილზევე, ნაცვლად იმისა, რომ იგი დედამიწიდან წაიღონ. „არტემისის შეთანხმება“ ამბობს, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და უტილიზაცია/გამოყენება უნდა მოხდეს (უკვე არსებული) კოსმოსის შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებით II, VI, და XI მუხლებზე აქცენტით.

კოსმოსის შეთანხმების ამ ნაწილებში საუბარია იმაზეც, რომ გარე სივრცე, მთვარისა და სხვა ციური სხეულების ჩათვლით, არ ექვემდებარება რომელიმე ქვეყნის მიერ მითვისებას სუვერენიტეტის მოთხოვნით, მოხდება ეს ოკუპაციის თუ სხვა გზით.

ტრამპმა 6 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც კოსმოსური მისიის ფარგლებში სხვა პლანეტებზე მოპოვებული რესურსების გამოყენება ნებადართული იქნება. BBC-ი წერს, რომ ბრძანების მიხედვით, აშშ არ ხედავს კოსმოსს, როგორც რესურსების საერთო არეალს და რომ სამუშაოების დასაწყებად აშშ-ს არ სჭირდება საერთაშორისო შეთანხმება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: