რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში Covid19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 114 431-ია, მათგან 7 933 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. ეს ყოველდღიური ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 30 აპრილის მონაცემებით, რუსეთში 24 საათში 7 099 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. Covid19-ის ეპიდაფეთქების შედეგად რუსეთში ჯამში 1169 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 96 – ბოლო 24 საათის განმავლობაში. ჯამში გამოჯანმრთელებულია 13 220 …

აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მთხოვნელთა რიცხვი 30 მილიონამდე გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო აშშ-ში გასულ კვირას 3.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო განაცხადი უმუშევრობის შემწეობის მისაღებად. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს შრომის დეპარტამენტმა გაავრცელა. CNN-ი წერს, რომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში, უმუშევრობის სოციალური დახმარება უხეში დათვლით 30 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ითხოვა, „რაც აშშ-ს მუშა ძალის 18,6%-ია”. სპეციალისტების შეფასებით ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და უმუშევრობის პრობლემის …

ჯანმო ევროპის ქვეყნებს – მზად უნდა ვიყოთ შეზღუდვების კვლავ გასამკაცრებლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგერი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ კონტინენტი კვლავ კოროვირუსული პანდემიის “მძლავრი მარწუხების ქვეშ” რჩება, მაშინ როცა რეგიონის ქვეყნების დაახლოებით მეოთხედი შეზღუდვების შემსუბუქებასა და მოხსნას აპირებს. „დღეს მსოფლიოში ევროპის რეგიონებზე მოდის ინფიცირების 46%, ხოლო სიკვდილიანობის – 63%“, – განაცხადა ჰანს კლუგერმა. კლუგერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში, სოციალური დისტანცირების  დაწესების …

რუსეთში Covid19-ით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში, ბოლო 24 საათში, Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 7 099 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 39,9%-ს არ აღენიშნებოდა დაავადების კლინიკური ნიშნები  – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობის ოპერატიუული რეაგირების შტაბი ავრცელებს. ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის 85-ივე რეგიონში დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 106 498-ია, გარდაცვლილია 1 073 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 11 619. რუსეთში დღე-ღამეში Covid-19-ის ახალი შემთხვევების ასეთი …

COVID19-ის გადატანის შემდეგ ანტისხეულები სისხლში ცოტა ადამიანს რჩება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე, ჯოგური იმუნიტეტის განხილვისას, ჯანმოს გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ საერთო შედეგების მიხედვით, ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სისხლში ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვთ ცოტაა. „ეს ნიშნავს, რომ ვირუსის უკან მობრუნების რისკი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კონტროლისა ზომები ძალიან მალე მოიხსნება“ – განაცხადა მაიკლ რაიანმა. …

როგორ გახსოვს კარანტინამდელი ხმები? [ტესტი]

COVID-19-ის პანდემიის გამო გამოცხადებულმა ფიზიკურმა დისტანცირებამ და კარანტინმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. შეამოწმე, როგორ გახსოვს ერთ დროს თითქოს უმნიშვნელო ხმები.

ჯანმო ვირუსის მეორე ტალღაზე – სიფრთხილე გვმართებს შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა ჯანმოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცნობია, როდის იქნება ვირუსის მეორე ტალღა. შესაბამისად, თითოეულმა ქვეყანამ, კონკრეტული შეზღუდვების მოხსნის დადებითი ეფექტების განხილვისას, ასევე უნდა შეისწავლოს ამ ღონისძიებების გატარების შედეგად დაავადების შემობრუნების პოტენციური ნეგატიური ეფექტი. „ეს უნდა განისაზღვროს კონტექსტის მიხედვით – მოსახლეობის რა რაოდენობა ცხოვრობს ქალაქში და რა რაოდენობა …

განიცდის თუ არა მუტაციას COVID19-ის გამომწვევი ვირუსი? – ჯანმოს პასუხი

განიცდის თუ არა მუტაციას COVID19-ის გამომწვევი ვირუსი? ამის შესახებ განმარტება ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა გააკეთა. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ვირუსოლოგების ლაბორატორიათა გლობალურ ქსელთან მთელი მსოფლიო მასშტაბით. ისინი დეტალურად სწავლობენ და აკვირდებიან იმ ვირუსების გენის თანმიმდევრობას, რომლებიც ცირკულირებენ მთელს მსოფლიოში. ამ დროისთვის ცნობილია მთლიანი გენის სულ ცოტა 10 000 თანმიმდევრობა. …

ჰოლანდიაში, ორ ფერმაში, წავები COVID19-ით დაინფიცირდნენ

ჰოლანდიაში, წავის ორ ფერმაში, ცხოველებს  COVID19 აღმოაჩნდათ. ინფორმაცია ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გუშინ, 26 აპრილს, დაადასტურა. „ევრონიუსი“ წერს, რომ ნიდერლანდების სამხრეთში, ერთმანეთისგან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე ფერმებში წავებს სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნებოდათ, სუნთქვის გაძნელების ჩათვლით. წავი მუქი შეფერილობის, ნახევრად წყალში მცხოვრები, ხორცისმჭამელი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც ფერმებში ბეწვის მისაღებად აშენებენ. ინფექციის წყაროს მოსაკვლევად გამოძიება უკვე დაწყებულია. ექსპერტები …

COVID-19: დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 მილიონზე მეტია

COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 3 მილიონზე მეტია – ბოლო მონაცემებით 3 017 766 შეადგენს. ვირუსით დაიღუპა 207 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 894 464. „ევრონიუსი“ წერს, რომ შემთხვევების გლობალური რიცხვი ორ კვირაზე ნაკლებ დროში ერთი მილიონით გაიზარდა. 27 აპრილის მონაცემებით, რუსეთში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 198 შეადგინა და ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 87 147 დადასტრუებული …

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო 115 ადამიანი დააჯარიმეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 68 მოქალაქე დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. …

რუსეთში 900-მდე სამხედრო და სამხედრო სასწავლებლების 800-მდე სტუდენტია ინფიცირებული

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 874 სამხედრო და სამხედრო სასწავლებლების 779 სტუდენტი. საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. „მიმდინარე წლის მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით, მიმდინარე ინტენსიური შემოწმებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსზე დადებითი შედეგით დადგენილია 874 სამხედრო მოსამსახურე,” – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კვირას გამოცემულ ბიულეტენში. ბიულეტენში დაზუსტებულია, რომ ინფიცირებულთაგან …

იოგა კარანტინის დროს – სპეციალისტის რჩევები [ვიდეო]

ახლა, როცა პანდემიის გამო მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია სოციალური დისტანცია დაიცვას და სახლში დარჩეს, სხეულისა და გონების სიჯანსაღის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა. საამისოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებად ბევრი იოგას მიიჩნევს, რომელიც იოგის ინსტრუქტორის, მარიკა ჩხიკვაძის განმარტებით, სწორედ ფიზიკური, სულიერი და გონებრივი პრაქტიკის, ვარჯიშების ერთობლიობაა. მარიკა ირლანდიაში, უსახლკარო ადამიანებთან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოხალისედ მუშაობს და პანდემიის დაწყებამდე …

რას ნიშნავს ტრამპის ბრძანება საიმიგრაციო მწვანე ბარათების შეჩერების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპმა საიმიგრაციო მწვანე ბარათის გაცემის დროებით შეწყვეტის ბრძანებას ხელი დღეს, 23 აპრილს მოაწერა. ბრძანება, რომელიც ძალაში 60 დღე დარჩება და შეიძლება მას შემდეგაც გახანგრძლივდეს, რამდენიმე გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც იძლევა.  დონალდ ტრამპის განცხადებით, ბრძანების მიზანია კორონავირუსის პანდემიით განადგურებულ ეკონომიკაში დაიცვას ამერიკელების სამუშაო ადგილები. BBC-ი წერს: კრიტიკოსებმა ამ ბრძანების გამო ტრამპი დაადანაშაულეს იმაში, რომ …

ჯანმო: წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ეს ვირუსი დიდხანს დარჩება ჩვენთან ერთად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე თქვა, რომ სახლში დარჩენის მოთხოვნამ და სხვა ფორმის ფიზიკურმა დისტანცირებამ წარმატებით შეამცირა ვირუსის გადადების შემთხვევები ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვირუსი კვლავ უკიდურესად საშიშია. „ადრეული მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა მოწყვლადია. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიებს შეუძლიათ ადვილად აალდნენ ხელახლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება, რის წინაშეც ვართ, უკავშირდება …

პანდემიამ სათბური გაზები შეამცირა, მაგრამ ეს დროებითია – კლიმატის ცვლილება

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO), დედამიწის დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა სათბური გაზების გამოფრქვევის დროებითი შემცირება გამოიწვია, მაგრამ ის ვერ იქნება კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საჭირო სტრატეგიის შემცვლელი. „ჩვენ გვჭირდება იგივე თავდადება და ერთობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად კაცობრიობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, არა მხოლოდ უახლოესი კვირებსა და თვეებისთვის, არამედ …

გერმანიაში კორონავირუსის სატესტო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

გერმანიაში Covid19-ის ვაქცინის სინჯების ადამიანებზე გამოცდა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ვაქცინის ფედერალური ინსტიტუტი Paul-Ehrlich-Institut (PEI) ავრცელებს. სხვადასხვა ვაქცინით აიცრება 18-დან 55 წლამდე ასაკის 200 ჯანმრთელი ადამიანი, რათა მეცნიერებმა გამოიკვლიონ ვაქცინების ეფექტურობა ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში. კვლევის მეორე ნაწილში იგეგმება პოტენციური ვაქცინის ტესტირება იმ ადამიანებზე, რომელთაც ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ ან აქვთ COVID19-ის მწვავედ მიმდინარეობის …

ესპანეთი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებს

ესპანეთის მთავრობა გეგმავს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მაისის მეორე ნახევარში შეამსუბუქოს. ესპანეთი COVID19-ის დადასტურებული შემთხვევებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.  დაახლოებით ერთი კვირის წინ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი სალვადორ ილლა ამბობდა, რომ ესპანეთმა პანდემიის პიკი გადალახა. ამის საფუძველი გახდა სააღდგომოდ დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რაოდენობათა კლების ტენდენცია. როიტერსი წერს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა …

ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების იმედად შეზღუდვების შემსუბუქება მცდარია – ცერცვაძე

21 აპრილს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განიხილა, თუ რატომ არის მცდარი COVID 19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების გამო მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება ან სულაც მოხსნა. „შეთავაზება ადვილია და როცა შენ ხარ პასუხისმგებელი და შენ მუშაობ ამ მოდელზე, გაცილებით ძნელია. განვიხილოთ შემოთავაზებული მეთოდები, რომელთაგან ზოგიერთი საინტერესოა. ძირითადად ორ …

ერთიანობის გარეშე უარესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს – ჯანმო

„ჩვენ პირველი დღიდანვე ვაფრთხილებდით ყველას, რომ ეს არის ბოროტება, რომელსაც ყველა უნდა ებრძოლოს. პრობლემის მოგვარების გზა, რასაც გთავაზობთ, არის ნაციონალური ერთობა და გლობალური სოლიდარობა, ამის გარეშე, გვერწმუნეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. …ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ვირუსი განვითარებულ ქვეყნებს, მდიდარ ერებსაც გააკვირვებდა. და ასეც მოხდა. მოდით, შევაჩეროთ დამატებითი ტრაგედიები, გავერთიანდეთ“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის …

ჯანმო არაფერს მალავს – ტედროს გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა აშშ-ს ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ ჯანმოს არანაირი საიდუმლო არ აქვს: „ინფორმაციის მიღების პირველი დღიდან ორგანიზაციას არაფერი დაუმალავს არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის, არც აშშ-სთვის. არ არსებობს საიდუმლო ჯანმოში. რაიმეს საიდუმლოდ შენახვა საფრთხის შემცველია, რადგან ეს ჯანმრთელობის თემაა, ინფორმაცია უნდა გავრცელდეს დაუყოვნებლივ“. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა …

შვედეთის პრინცესა საავადმყოფოში მედპერსონალის დამხმარედ მუშაობს

შვედეთის პრინცესა სოფია COVID-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეს სტატუსით ჩაერთო. პრინცესა ინსტაგრამზე აქვეყნებს სამედიცინო უნიფორმის ფოტოს და წერს, რომ სტოკჰოლმში, სოფიაჰემეთის უნივერსიტეტში პირველადი დახმარების ინტენსიური სამდღიანი კურსის  გავლის შემდეგ, ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს, რითაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს შეუმსუბუქებს მუშაობას. „გამანაწილეს მოვლის დეპარტამენტში, სადაც სხვა, ახალგადამზადებულ კოლეგებთან ერთად ვეხმარებით და ვუმსუბუქებთ …

ბენქსი კარანტინის თემას ეხმიანება – „ჩემს ცოლს სძულს, როცა სახლიდან ვმუშაობ“

გრაფიტის ანონიმურმა ინგლისელმა მხატვარმა ბენქსიმ ინსტაგრამზე თავისი უახლესი ნამუშევარი გამოაქვეყნა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული სოციალური დისტანცირების გამო მან აბაზანაში გააკეთა. ბენქსიმ სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათებს თან დაურთო წარწერა: „ჩემს ცოლს სძულს, როდესაც სახლიდან ვმუშაობ“. ბენქსის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილია მხატვრის აბაზანაში დიდი არეულობის ამტეხი 9 ვირთხა. ერთ-ერთი მათგანი თხევადი საპნის გადმოსხმას ცდილობს, ერთიც ტუალეტის …

გადადის თუ არა კორონავირუსი კოღოს და სხვა მწერის ნაკბენით?

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უკვე გამოჩნდნენ კოღოები და ჩნდება კითხვა, გადადის თუ არა ახალი კორონავირუსი კოღოსა ან ბუზის ნაკბენით? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, COVID-19 კოღოს ნაკბენით არ გადადის. „ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია, ან მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი გადადის კოღოს ნაკბენით არ არსებობს” – აცხადებს ჯანმო. არსებობს ვირუსები, რომლებიც კოღოს ნაკბენით გადადის, მაგრამ კორონავირუსი არ არის მათ …

ლაქები ფეხის გულებსა და თითებზე – COVID19-ის კიდევ ერთი შესაძლო სიმპტომი

იტალიელი და ესპანელი მედიკოსების აზრით, ფეხის გულებზე ლაქები შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების მანიშნებელი იყოს. ეს ვარაუდი პირველმა ესპანეთის ორთოპედთა კოლეჯების გენერალურმა საბჭომ გამოთქვა. BBC წერს, რომ საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში აღინიშნა ბევრი შემთხვევა, როცა კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებს ფეხის გულებზე ჩალურჯებების ან ჩუტყვავილას გამონაყარის მსგავსი ნიშნები/ლაქები აღმოაჩნდათ. „ლაქები ფეხის გულებზე ყველაზე ხშირად უვლინდებათ ბავშვებს. ლაქები ყველა შემთხვევაში …

დაწყებულია კლინიკური კვლევები 3 ვაქცინაზე – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს კლინიკური კვლევები სამ ვაქცინაზე, ხოლო კიდევ 70 ვაქცინაზე დაჩქარებული ტემპით განაგრძობენ მუშაობას. 90-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა ჯანმოს გლობალურ კვლევას, სახელად – “სოლიდარობა”. მასში 900-ზე მეტი პაციენტია დარეგისტრირებული, რათა შეაფასონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ოთხი წამლის და ამავე წამლების კომბინაციების უსაფრთხოება და ეფექტურობა. კვლევაში, …

საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა და სასმელი წყალი? – ახალი კორონავირუსი

COVID-19-ისა და წყლის უსაფრთხოების შესახებ ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის: შეიძლება თუ არა ახალი კორონავირუსი გავრცელდეს წყლით და საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა პანდემიის პირობებში.  შეიძლება თუ არა covid-19 გავრცელდეს სასმელი წყლით? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სასმელ წყალში ვირუსის არსებობა შესაძლებელია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალ კორონავირუსებს შეუძლიათ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში …

ვაქცინის გარეშე ვირუსის გავრცელების სრული შეჩერება არ გამოვა – ჯანმო

Covid-19-ის მასიური გავრცელების სრულად შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შემთხვევაში – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა ჯანმოს ბრიფინგზე განაცხადა. „უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება და მიწოდება იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის გადაცემა სრულად შეწყდეს” –  თქვა ტედროს გებრეისუსმა. ის ამ განცხადებით გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის ინიციატივას, მოხსნან ვირუსის პრევენციისთვის …

შსს: ქურდული სამყაროს მხარდასაჭერად პირს 10 000 ლარი გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფოთსა და ოზურგეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი 4 პირი: 1989 წელს დაბადებულ ვ. კ., 1991 წელს დაბადებული ლ. ქ., 1985 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1985 წელს დაბადებული ზ. მ. დაკავებულებს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ. დანაშაული 7-დან …

ჯანმო: COVID-19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს მორიგ ბრიფინგზე თქვა, რომ კორონავირუსი 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1. “როგორც აქამდე ვთქვით, ეს ახალი ვირუსია და კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაც პირველია. ჩვენ ყველა უწყვეტად ვსწავლობთ და ვაკორექტირებთ ჩვენს სტრატეგიას, რომელიც უახლეს ხელმისაწვდომ ცნობებს ეფუძნება. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია ვირუსზე, რაც ვიცით და ვიმოქმედოთ მხოლოდ ამის შესაბამისად. …

გადაიდო თუ არა გეგმიურ ოპერაციებთან ერთად აბორტები – განმარტება

ქვეყანაში COVID19-ის პრევენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების გამო გეგმიური ოპერაციები 4 თვით გადაიდო. განცხადება ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  24 მარტს გააკეთა. ტიკარაძემ განმარტა, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ გეგმიურ ოპერაციებს და  არ შეეხება გადაუდებელ ოპერაციებს. თუმცა საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა, შედის თუ არა, მაგალითად, აბორტი გეგმიური ოპერაციების ჩამონათვალში. ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” კლინიკური დირექტორი, მეან-გინეკოლოგი ჯუმბერ …

ჯანმოს რეკომენდაციები რელიგიური შეკრებების დროს – COVID 19

კოვიდ 19-ის ვირუსის გავრცელებისა და ვირუსის ფონზე სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკის გამო, მთელ მსოფლიოში ფიზიკური დისტანცირებისა და იზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც კომენდანტის საათთან ერთად აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესიებში ხალხმრავალი ღვთისმსახურება გრძელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ქმნის გაიდლაინებსა და საყოველთაო რეკომენდაციებს მსოფლიოში პირველი …

სვიშევსკისა და ვოლსკის ქუჩებზე წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდა

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ჭონქაძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებული მილის (დიამეტრი 166მმ.)  აღდგენითი სამუშაოები ტარდება. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, სვიშევსკისა და ვოლსკის ქუჩის აბონენტებს წყლის მიწოდება ღამის 12:00 საათზე აღუდგებათ. “ბათუმის წყალი” აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით – გთხოვთ, წყლის …

შეიძლება თუ არა საკვებით გადაეცეს კორონავირუსი? – რას ამბობენ სპეციალისტები

სოციალური დისტანცირების, ხელების ხშირი დაბანის, ზედაპირების დეზინფექციის ინსტრუქციები მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა, მაგრამ სახლში მოტანილი პროდუქტის გასუფთავების ინსტრუქცია ყველას სხვადასხვა აქვს. უსაფრთხოა თუ არა ხილ-ბოსტნეულის უბრალოდ გამდინარე წყლით გარეცხვა? – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისევე როგორც ევროპის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების საზოგადოება იუწყებიან, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის, რომ საკვები შეიძლება იყოს ამ ვირუსის გადაცემის წყარო. BfR [გერმანიის  …

ჯანმო: მობილურის 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას არ იწვევს

COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად სოციალურ მედიაში უამრავი მითი გავრცელდა, მათ შორის ერთ-ერთია მობილურის 5G ინტერნეტკავშირი ვირუსის გავრცელებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ვირუსებს არ შეუძლიათ მოგზაურობა რადიოტალღებზე/მობილური ქსელებით და ახალი კორონავირუსი ვრცელდება ბევრ ქვეყანაში, სადაც არ აქვთ 5G მობილური ქსელი. COVID-19 ვრცელდება რესპირატორული წვეთების საშუალებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ადამიანი ასევე შეიძლება დაინფიცირდეს …

„რედიოჰედი“ შეზღუდვების დასრულებამდე კვირაში ერთხელ ძველ კონცერტებს აჩვენებს

„რედიოჰეიდი“, მსოფლიო მასშტაბით გამოცხადებული სოციალური იზოლაციისა და კარანტინის დასრულებამდე, თავის იუთუბის არხზე, ყოველკვირეულად გაუშვებს აქამდე ჩატარებული კონცერტების ვიდეოებს. ჯგუფმა ამის შესახებ გუშინ საღამოს, სოციალურ მედიაში განაცხადა. მათი თქმით, პირველად აჩვენებენ 2000 წელს დუბლინში ჩატარებული კონცერტს. ჩვენება ამაღამ, საქართველოს დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. Now that you have no choice whether or not you fancy a …

Exit mobile version