ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 6 მძღოლი დაჯარიმდა, 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და 4 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე პარკირებისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.
Author Archives: ია ფრანგიშვილი
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს – 5 ოქროს წესი
აქამდე სამსახურსა თუ პირად ურთიერთობებში არსებულ ყოველდღიურ სტრესს ახლა პანდემიისა და მისი შედეგების შიშიც დაემატა, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია შევძლოთ სტრესის მართვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სტრესის მართვის 5 ოქროს რჩევა შემოგთავაზოთ: 1. იმოძრავეთ რეგულარული ვარჯიში სხეულისა და გონების დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს განწყობას, მაგრამ გახსოვდეთ, საუკეთესო შედეგისთვის ფიზიკურ …
ჯანმო: ვაქცინა არ იქნება პანდემიის დასასრული
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ოქტომბერსა და ნოემბერში COVID 19-ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის მატებისთვის. „სიტუაცია უფრო გამკაცრდება. ოქტომბერსა და ნოემბერში ჩვენ ვიხილავთ მეტ სიკვდილიანობას”, – განაცხადა მან. კონტინენტზე ამჟამად აღინიშნება ახალი შემთხვევების მასიური მატება, მაგრამ გარდაცვალებათა მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. ჯანმოს ცნობით, კვირას, 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში 307 …
Continue reading “ჯანმო: ვაქცინა არ იქნება პანდემიის დასასრული”
ავარიული დაზიანების გამო გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა
ბათუმის წყლის ინფორმაციით ავარიული დაზიანების გამო დღეს, ღამის 12:00 საათამდე წყალი შეუწყდა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (გრიბოედოვის ქუჩიდან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩამდე) მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით, “გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და …
Continue reading “ავარიული დაზიანების გამო გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა”
1222 სისხლის ნიმუშიდან კორონავირუსი გადატანილი მხოლოდ ერთს ჰქონდა – გამყრელიძე ახალ კვლევაზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ, 13 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა სეროპრევალენტობის კვლევა. სეროპრევალენტობის კვლევა იძლევა ინფორმაციას ინფექციის ცირკულირების შესახებ – თუ რამდენ ადამიანს, მოსახლეობის დაახლოებით რა პროცენტს აქვს გადატანილი ინფექცია ისე, რომ ამის შესახებ არ იცის (ძირითადად, უსიმპტომოდ). კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, …
ხშირად ეჯახებით ნივთებს? – რაზე მიანიშნებს წონასწორობის დარღვევა
შინ გადაადგილებისას გამუდმებით რაღაცას ეჯახებით და ამის გამო თავი მოუქნელი გგონიათ? შესაძლოა ეს მოუქნელობა კოორდინაციის დარღვევის ბრალია, რასაც ნევროლოგთან კონსულტაცია სჭირდება. ნევროპათოლოგი შორენა ვაშაძე ამბობს, რომ წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა სხვადასხვა ორგანული პათოლოგიის სიმპტომი შეიძლება იყოს. ქალბატონო შორენა, რა სიმპტომები მიანიშნებს იმაზე, რომ არა უბრალოდ მოუქნელობასთან, არამედ რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე? კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევა, …
Continue reading “ხშირად ეჯახებით ნივთებს? – რაზე მიანიშნებს წონასწორობის დარღვევა”
„ქალები და უპასუხისმგებლო ხალხი ნუ დამირეკავთ” – სტერეოტიპები მძღოლ ქალებზე
„ქირავდება მანქანა – ქალები და უპასუხისმგებლო ხალხი ნუ დამირეკავთ” – ეს ერთდროულად სექსისტური და დისკრიმინაციული ტექსტი ერთ-ერთ ვებგვერდზე, გასაქირავებელი ავტომანქანის მეპატრონემ გამოაქვეყნა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალ მძღოლს სტერეოტიპულად უყურებენ. რა ქმნის შეხედულებებს, რომ ქალები კაცებზე ცუდი მძღოლები არიან, თუ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საპირისპიროს მოწმობს? მაგალითად, საავტომობილო გზების უსაფრთხოების დაზღვევის …
Continue reading “„ქალები და უპასუხისმგებლო ხალხი ნუ დამირეკავთ” – სტერეოტიპები მძღოლ ქალებზე”
“წინააღმდეგი ვართ დისტანციური სწავლების” – ბათუმში მშობლები ხელმოწერებს აგროვებენ
ბათუმში, ერას მოედანზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი ხელმოწერებს აგროვებენ განცხადებისთვის, რომლითაც საქართველოს განათლების მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და ითხოვენ, რომ ბათუმსა და ქობულეთში სკოლა დაიწყოს არა დისტანციურად, არამედ “ისე, როგორც დანარჩენ საქართველოში”, – საკლასო ოთახებში. “წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი დისტანციური სწავლების, რადგან ამ ხერხით არანაირი სწავლება რეალურად არ ხდება… აღდგეს სწავლება სკოლებში, დაცული …
Continue reading ““წინააღმდეგი ვართ დისტანციური სწავლების” – ბათუმში მშობლები ხელმოწერებს აგროვებენ”
კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აჭარაში [ინფოგრაფიკა]
დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტია. ეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობაა აჭარაში. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე თემაზე: 8 დღეში კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა – აჭარა წითელ ზონაშია
როდის უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა აივ ინფექცია
მსოფლიო სტატისტიკის თანახმად საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რაოდენობა საქართველოში 10500-მდეა, ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ აივ/შიდსის პრევენციის პროგრამის კონსულტანტი ზაზა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს უკვე აღენიშნება დამახასიათებელი სიმპტომები, საქმე გვაქვს აივის უკვე შორსწასულ ფორმასთან, ანუ შიდსის …
Continue reading “როდის უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა აივ ინფექცია”
ჯანდაცვის სამინისტროზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა დაფიქსირდა, მოიპარეს გარკვეული ინფორმაცია
შს სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება. სამინისტროს ცნობით, თავდასხმის ობიექტი გახდა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზები, საიდანაც გარკვეული ინფორმაცია – დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზოგიერთი მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს ერთ-ერთ ვებგვერდზე. შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული …
რა იწვევს ფეხების შეშუპებას და როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები
დისკომფორტი და შეშუპება ქვედა კიდურებში განსაკუთრებით ზაფხულობით, დღის მეორე ნახევარში მწვავდება. ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად, გულის ან თირკმლის უკმარისობა, თუმცა ყველაზე ხშირად მიზეზი ქრონიკული ვენური დაავადება, იგივე ქრონიკული ვენური უკმარისობაა. ქრონიკული ვენური უკმარისობა უმეტესად ვითარდება ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ, ასევე შესაძლოა საქმე გვქონდეს ვარიკოზულ დაავადებასთან. ვინ არიან ამ დაავადების რისკჯგუფში …
Continue reading “რა იწვევს ფეხების შეშუპებას და როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები”
ფემინისტური არტკოლექტივის „გორგონების“ გამოფენა ბათუმში [ანონსი]
ბათუმში, 5-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება ფემინისტური არტკოლექტივის, „გორგონების“ გამოფენა სახელწოდებით – „რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ“. გამოფენაში მონაწილეობენ არტისტები: ნინო გავაშელი, სალომე ვეფხვაძე, მარიამ კაპანაძე, ანა კვიჭიძე, ქრისტინე ბებია და მაგდა ბატიაშვილი. გამოფენა ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც არტისტები სხვადასხვა თანამედროვე საშუალებით [ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი და სხვა] ეცდებიან შექმნან თავიანთი პირადი გარემო. დამთვალიერებლებს საშუალება …
Continue reading “ფემინისტური არტკოლექტივის „გორგონების“ გამოფენა ბათუმში [ანონსი]”
რა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას
ღრძილებიდან მცირედი სისხლდენა უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა საკმაოდ სერიოზულ დაავადებაში, პარადონტიტში გადაიზარდოს. საწყის ეტაპზე სისხლდენა შესაძლოა კბილების გამოხეხვის ან რაიმე მყარი საკვების დაღეჭვისას შენიშნოთ. მას უმეტესად არ ახლავს ტკივილი. პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი ამბობს, რომ ღრძილებიდან სისხლდენა, თუნდაც ცოტა რაოდენობით, ნიშანია იმისა, რომ დროა სტომატოლოგს მიმართოთ. „სახლის პირობებში ამ პრობლემის მოგვარება რთულია. პაციენტები თვითნებურად მკურნალობენ სხვადასხვა სავლებით …
ბენკსი ხმელთაშუა ზღვაში ლტოლვილთა სამაშველო კატერს აფინანსებს
ქუჩის ანონიმურმა მხატვარმა ბენკსიმ დააფინანსა ღია ვარდისფერი კატერი, რომელიც იმ ლტოლვილების გადარჩენაზე იმუშავებს, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. იახტაზე გამოსახულია ბენკსის მიერ დახატული გოგონა სამაშველო ჟილეტში, რომელსაც გულის ფორმის სამაშველო რგოლი უჭირავს ხელში. ინფორმაციას ამის შესახებ გარდიანი ავრცელებს. 31-მეტრიანი მოტორიანი იახტა, რომელსაც მე-19 საუკუნის ფრანგი ანარქისტი ფემინისტის, ლუიზ მიშელის სახელი დაარქვეს, 18 აგვისტოს საიდუმლოდ …
Continue reading “ბენკსი ხმელთაშუა ზღვაში ლტოლვილთა სამაშველო კატერს აფინანსებს”
როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი? – ექიმის რჩევები
სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ ექვს თვეში ერთხელ არის რეკომენდებული, ამავდროულად სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია ეს პერიოდი ერთ წლამდე გახანგრძლივდეს. რას ნიშნავს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა – ამ საკითხზე კლინიკა „როგოს“ პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი გვესაუბრა. ბატონო აკაკი, რას გულისხმობს პირის ღრუს ჰიგიენა? ეს გულისხმობს კბილის ჯაგრისისა და კბილის პასტის სწორად შერჩევას, …
Continue reading “როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი? – ექიმის რჩევები”
მიმართვა ტურისტებსა და ბათუმელებს – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება”
დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, “ახალგაზრდა მწვანეების” წევრებმა და ბათუმელმა აქტივისტებმა „რივიერა ბათუმის“ მშენებლობა და ბათუმის ჩაბეტონება გააპროტესტეს. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა საგანგაშო სირენების ფონზე ქალაქში ჩამოსულ დამსვენებლებს მიმართეს – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება…” “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ხდება ბეტონის ქალაქი და მალე აქ შეუძლებელი იქნება ცხოვრება თუ დასვენება”, – ამ სიტყვებით მიმართა “ახალგაზრდა მწვანეების” წევრმა, მარიამ …
Continue reading “მიმართვა ტურისტებსა და ბათუმელებს – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება””
ჯანმო: მსოფლიო ახლოსაც არაა ჯოგური იმუნიტეტის იმ დონესთან, რაც COVID 19-ის გავრცელებას შეაჩერებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვმა თქვა, რომ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 10%-ს, SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ გარკვეული ტიპის ანტისხეულები აღმოაჩნდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მოწყვლადია ვირუსთან მიმართებაში. ასე გამოეხმაურა ჯანმო კითხვას იმ ვარაუდის შესახებ, რომელიც ზოგიერთმა მეცნიერმა სულ ახლახან გამოთქვა და რომლის მიხედვითაც, COVID 19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის …
რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები
მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აქვს, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ტყვიის სავარაუდო წყაროების დადგენის მიზნით, მოკვლევა დაიწყო. წინასწარი კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საქართველოში, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ არსებობს ტყვიის ექსპოზიციის არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე წყარო. ტყვიის უფრო ზუსტი წყაროებისა და …
Continue reading “რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები”
ტყვია აჭარაში გამოკვლეული ბავშვების 85%-ში – გაერომ ქვეყანას ტყვიის დეტექციის 4 აპარატი გადმოსცა
ბოლო კვლევის შედეგებით, საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატება. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის. რის გამო არის ტყვის მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში, ჯერჯერობით, შესწავლილი არ არის. პრობლემის მოსაგვარებლად გაეროს ბავშვთა ფონდმა ეტაპობრივი სტრატეგია შეიმუშავა. პრობლემის აღმოჩენის შემდეგი ეტაპი მიზნად ისახავს ტყვიის წყაროებისა და …
საშიშია თუ არა წითელი ხალი – ექიმის განმარტება
წითელი შეფერილობის ხალები სხეულზე დიდი იშვიათობა ნამდვილად არ არის, თუმცა კითხვებზე – რატომ არის ის წითელი, როდის ჩნდება და საშიშია თუ არა – პასუხები არ გვაქვს. “ბათუმელებს” ამ თემაზე ექიმი ონკოლოგი მზია ხალვაში ესაუბრა. ქალბატონო მზია, რას წარმოადგენს წითელი ხალი? ეს არის კაპილარული ჰემანგიომა, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვოვან კეთილთვისებიან წარმონაქმნს. ჩვეულებრივ იგი ღია წითელი ფერისაა, ზოგჯერ …
Continue reading “საშიშია თუ არა წითელი ხალი – ექიმის განმარტება”
ავტობუსის გაჩერებაზე პარკირებული ავტომანქანები და ჯარიმების სტატისტიკა [ფოტო]
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 5 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის მუნიციპალურმა ინსპექციამ სულ 198 ადამიანი დააჯარიმა. მათგან: 177 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო; 13 – ნიშანში დგომისთვის; 5 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო; 2 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირებისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ბათუმის ქუჩებში დაყრილი პირბადეები [ფოტო]
COVID19-ის გავრცელების პრევენციისთვის უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს პირბადეს, მათგან ბევრი ერთჯერად პირბადესაც, რომელიც გამოყენების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, თავდახურულ ურნაში უნდა მოთავსდეს, თუმცა ხშირად ასე არ ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამოყენებული პირბადის მოშორებისას, უსაფრთხოების მიზნით, არ უნდა შეეხოთ …
Continue reading “ბათუმის ქუჩებში დაყრილი პირბადეები [ფოტო]”
მაშველებმა სანაპირო ზოლზე 176 პირი გადაარჩინეს, მათ შორის 88 არასრულწლოვანი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 21 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. ამავე პერიოდში მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს. „არ შეხვიდეთ …
Continue reading “მაშველებმა სანაპირო ზოლზე 176 პირი გადაარჩინეს, მათ შორის 88 არასრულწლოვანი”
ჰანს კლუგე: პანდემიის ახალი რისკჯგუფი ახალგაზრდები არიან
ჯანმოს ევროპის ოფისი იუწყება, რომ შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ ევროპაში გამოიწვია არა მხოლოდ ინფიცირების ახალი კერების გაჩენა, არამედ შეცვალა ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილი. ცნობილია, რომ Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. მაგრამ მეცნიერები შიშობენ, რომ ვირუსის ახალი სამიზნე ჯგუფი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ახლა, ზაფხულის არდადეგებზე ისვენებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიზეზი ახალგაზრდების ქცევის მოდელია, …
Continue reading “ჰანს კლუგე: პანდემიის ახალი რისკჯგუფი ახალგაზრდები არიან”
მელამ ბერლინში 100-ზე მეტი ფეხსაცმელი მოიპარა
ბერლინის ერთ-ერთი სამეზობლოს მცხოვრებლები ფეხსაცმელების მასობრივი გაუჩინარებით ძალიან შეწუხდნენ. ფეხსაცმელების გამტაცებელი მელია აღმოჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მელამ ბერლინის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ცილენდორფის უბნის მცხოვრებთა სახლებიდან დაახლოებით 100 ფეხსაცმელი მოიპარა. აქ მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ სახლებთან დალაგებული სხვადასხვა ფეხსაცმელი, მათ შორის ჩუსტები, სანდლები და ბოტასები ნელ-ნელა გაუგებარი მიზნით უჩინარდებოდა. „ქურდი“ ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქრისტიან მეიერმა გამოიჭირა. ბერლინური გამოცემა Tagesspiegel-ი …
Continue reading “მელამ ბერლინში 100-ზე მეტი ფეხსაცმელი მოიპარა”
ტყის ხანძრის შედეგად ავსტრალიაში 3 მილიარდამდე ცხოველი დაიღუპა ან გადასახლდა – WWF
ავსტრალიაში, 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის თებერვლამდე, ტყის ხანძრის შედეგად დაახლოებით 3 მილიარდი ცხოველი დაიღუპა ან იძულებული გახდა დაეტოვებინა ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო – ამის შესახებ ველური ბუნების საერთაშორისო ფონდი WWF იუწყება. ეს თითქმის სამჯერ აღემატება იმ მაჩვენებელს, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა. Scientists have determined that Australia’s 2019-20 bushfire crisis was significantly worse on wildlife than previously …
ტროტუარზე პარკირებისთვის ბათუმში დღეს 9 მძღოლი დაჯარიმდა [50 ფოტო]
ბათუმში ტროტუარზე, ველობილიკებზე, ზებრა გადასასვლელებსა თუ ავტობუსების გაჩერებებზე პარკირებული ავტომანქანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ქალაქის ყოველი ქუჩის ტროტუარზე არასწორად პარკირებულ ერთ ავტომანქანას მაინც შეხვდებით. დღეს “ბათუმელებმა” ტროტუარზე პარკირებული სულ ცოტა 50 ავტომანქანა დააფიქსირა, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის მონაცემებით, დღეს ტროტუარზე დგომისთვის ბათუმში მხოლოდ 9 მძღოლი დააჯარიმეს. ასე გამოიყურება პარკირების წესების დარღვევის დღევანდელი ოფიციალური სტატისტიკა: პარკირების საფასურის გადახდის …
Continue reading “ტროტუარზე პარკირებისთვის ბათუმში დღეს 9 მძღოლი დაჯარიმდა [50 ფოტო]”
ათიდან ცხრა ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტით – NCDC
დღეს, 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დღეისთვის მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით. მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-დან 9 ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. საქართველო C ჰეპატიტის (HCV) მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებს შორისაა, …
Continue reading “ათიდან ცხრა ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტით – NCDC”
რამდენად საშიშია თუ სახლში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გაგიტყდათ
საქართველოში პანდემიამდე წელიწადში დაახლოებით 261, 324 ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრი იყიდებოდა. პანდემიის პირობებში თერმომეტრის მოხმარების მაჩვენებელი, ცხადია, გაიზარდა. ხელმისაწვდომი ფასის გამო საქართველოში უმეტესად შუშის თერმომეტრს მოიხმარენ, რომელშიც სახიფათო ნივთიერება ვერცხლისწყალია მოთავსებული. ასეთი თერმომეტრები ადვილად იმსხვრევა და ვერცხლისწყალიც ღია სივრცეში იფრქვევა. ვერცხლისწყალი საკმაოდ პრობლემური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ცუდად მოქმედებს. რამდენად საშიშია თუ თერმომეტრი …
Continue reading “რამდენად საშიშია თუ სახლში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გაგიტყდათ”
ავტომანქანები და მშენებლობები უსინათლოთა ბილიკებზე ბათუმში [ვიდეო]
ბათუმის არაერთ ქუჩაზე ველობილიკების გარდა უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა, თუმცა მათზე გადაადგილება უსინათლოებისთვის ნამდვილად არ არის უსაფრთხო. ამაში სწრაფად დარწმუნდებით, თუ ერთხელ მაინც შეეცდებით ამ ბილიკს გაჰყვეთ თვალდახუჭული. უსინათლოთა ბილიკებზე, რომლებიც გზის სავალ ნაწილზეა დაგებული, ძალიან ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მიერ გამოდგმულ ინვენტარს. ასეთ ბილიკებს ზოგჯერ ორმოებთან მივყავართ, თანაც …
Continue reading “ავტომანქანები და მშენებლობები უსინათლოთა ბილიკებზე ბათუმში [ვიდეო]”
რატომ არის განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანის მოწევა პლასტმასის ბოთლიდან?
პლასტმასი რომ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ახალი ნამდვილად არ არის. თუმცა, ამჯერად ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დროს ძალიან გავრცელებულ სახიფათო ტენდენციაზე, კერძოდ იმაზე თუ რამდენად საზიანოა მარიხუანის მოსაწევად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჭურჭელი – პლასტმასის ე.წ. ხელნაკეთი ბონგი, რომელიც წყლის ერთჯერადი ბოთლისა და ვერცხლის ქაღალდის კომბინაციით მზადდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლასტმასის ჭურჭლის უმეტესობა გახურებისას …
Continue reading “რატომ არის განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანის მოწევა პლასტმასის ბოთლიდან?”
7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა – სურსათის სააგენტო
რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 35 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა – პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს. დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში: მაწონი „რანინა“ – დამზ. თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი …
Continue reading “7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა – სურსათის სააგენტო”
ბარბალე – დამგზავრების აპლიკაცია ქალებისთვის, გზაშია
თუ გოგო ხართ და ავტოსტოპით ერთხელ მაინც გიმგზავრიათ, ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ მობილური აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებოდათ თქვენთვის სასურველი მიმართულებით მიმავალ ქალ მძღოლს დამგზავრებოდით. ქართველი დეველოპერების ჯგუფი სწორედ ასეთ უფასო მობილურ აპლიკაციაზე, “ბარბალეზე” მუშაობს, რომელიც ხელს შეუწყობს ქალების დამგზავრებას, ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებასა და დამეგობრებას. აპლიკაციაზე მომუშავე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ჯგუფში სამი გოგოა: ანა გურგენიძე, ანანო ბოდოკია და …
Continue reading “ბარბალე – დამგზავრების აპლიკაცია ქალებისთვის, გზაშია”
პირბადეებითა და პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებული ზღვა – წყალქვეშა კადრები [ფოტო]
აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების არსებობაზე ამოწმებენ, ბოლო შედეგების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება მარინოლიტერს – ზღვის ხილულ ნაგავს, რომლის უმეტესობა (83%) პოლიეთილენი და პლასტმასია, ახალი ტიპის ნარჩენები პირბადეები და რეზინის ხელთათმანები შეემატა. ამის შესახებ უცხოელი გარემოსდამცველებიც იუწყებიან და ადგილობრივი მოსახლეობაც …
ავტომაგისტრალთან მდებარე კვების 22 ობიექტი დააჯარიმეს, 11-ს კი მუშაობა შეუჩერეს
სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალთან მდებარე საზოგადოებრივ კვების ობიექტებს ამოწმებს. ამ ეტაპისთვის იმერეთის რეგიონში ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტი შეამოწმეს, მათგან 11 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 22 ობიექტი. “ეს გეგმიური შემოწმებაა, მაგრამ თუ შემოვიდა ინფორმაცია დარღვევის შესახებ, ხორციელდება არაგეგმიური შემოწმება,” – გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. მათივე …
Continue reading “ავტომაგისტრალთან მდებარე კვების 22 ობიექტი დააჯარიმეს, 11-ს კი მუშაობა შეუჩერეს”