ჯანმოს დირექტორი ტრამპს დაფინანსების შეწყვეტაზე მუქარას პასუხობს

9 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა აშშ-ის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის მუქარასა და ჯანმოს საქმიანობის კრიტიკას უპასუხა. ტრამპმა ჯანმო დაადანაშაულა ჩინეთზე ორიენტირებულობაში. მან თქვა, რომ ჯანმომ ბევრი შეცდომა დაუშვა COVID-19-თან ბრძოლაში, რომ ტყუილად აკრიტიკებდნენ მის მიერ საზღვრების ჩაკეტვას ვირუსის პრევენციის მიზნით და დაიმუქრა, რომ შესაძლოა ჯანმოს დაფინანსება შეუწყვიტოს. 2020-2021 წლებში …

„აფრიკა ვერ იქნება ვაქცინის გამოცდის ადგილი“ – ჯანმო ფრანგი ექიმების რასისტულ განცხადებაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ფრანგი ექიმების ორაზროვანი კომენტარი, გატესტონ Covid 19-ის პოტენციური სამკურნალო მედიკამენტი აფრიკაში, შეაფასა, როგორც რასისტული და თქვა, რომ დროა კოლონიალური მენტალიტეტისგან საბოლოოდ გამოფხიზლებისა. “სიმართლე გითხრათ, ამან შემძრა. და ეს მაშინ, როცა მე ვთქვი, რომ ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა – ასეთი ტიპის რასისტული გამონათქვამები არ დაგვეხმარება, ეს სოლიდარობის წინააღმდეგ მიდის”, – …

COVID-19: ინფიცირების შემთხვევები 1 400 000 – ს გასცდა

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 434 426-ია. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი მილიონს ექვსი დღის წინ მიუახლოვდა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, სადაც გუშინ ვირუსით გარდაცვალების 1858 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 800-ზე მეტი – ნიუ იორკში. ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის 399 929 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 22 539, გარდაიცვალა – 12 911. ესპანეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა …

მსოფლიოში ექთნების დეფიციტია – ჯანმო მთავრობებს მიმართავს

მსოფლიოში არსებული ექთნების დეფიციტისა და ამ დარგში ინვესტიციების სიმცირე პანდემიის პირობებში ძალიან ცხადად გამოჩნდა. დღეს ჯანმომ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საექთნო დარგში მსოფლიოში არსებულ დეფიციტზე საუბრობს და მოუწოდებს მთავრობებს, ჩადონ ინვესტიციები ახალი ექთნების მომზადების დაჩქარებაში, ასევე იზრუნონ უკვე დასაქმებული ექთნების შენარჩუნებაზე. ჯანმო: მსოფლიო მასშტაბით მედპერსონალის ნახევარზე მეტს ექთნები წარმოადგენენ და მათ ჯანდაცვის ყველა სისტემაში სასიცოცხლოდ …

ახალი ცნობა COVID 19-ზე: ასიმპტომურად მიჩნეულ პაციენტებს სიმპტომები მაინც განუვითარდათ

ახალი კორნავირუსის გავრცელებასთან ერთად მატულობს ვირუსის შესახებ ინფორმაციაც. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ ვირუსის გადადება შეუძლიათ არა მარტო სიმპტომების მქონე, არამედ პრესიმპტომატურ პაციენტებსაც, ინფიცირების დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენამდე 1-3 დღით ადრე. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ შესაძლოა კორონავირუსი საერთოდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] ეპიდემიოლოგი მარია ვან კერჰოვი აცხადებს, რომ ე.წ. უსიმპტომო პაციენტებს საბოლოოდ მაინც განუვითარდათ …

ახალ წრეზე რომ არ წავიდეთ, საჭიროა ინვესტიციები ჯანდაცვის სისტემაში – ჯანმო

ჯანდაცვის სფეროს მწვავე კრიზისის გარდა მსოფლიო არანაკლებ მძიმე ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად მსოფლიო მასშტაბით სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გაჩერებას მილიონობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა მოჰყვება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო]  აცხადებს, რომ ეს მსოფლიოში პირველი პანდემიაა, რომელიც კორონავირუსის მიერ არის გამოწვეული, თანაც სრულიად ახალი კორონავირუსის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს კიდევ ბევრი უცნობი ასეთი ვირუსი, ამიტომ …

შსს: ოზურგეთში ეკლესია არასრულწლოვანმა ძმებმა გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ძმები – 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ …

ჯანმო მთავრობებს: გააქტიურეთ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები

ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც ოჯახში ძალადობის სხვერპლნი არიან, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა COVID19-ის პანდემიის პრევენციისთვის მიღებული ზომების გამო მათ სახლში, მოძალადეებთან დარჩენა უწევთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მთავრობებს მოუწოდა ჩართონ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები COVID19-თან ბრძოლის ბოლომდე, მის აუცილებელ ნაწილად, რადგან, მისივე თქმით, სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის …

როგორ უნდა იმკურნალოს პაციენტმა სახლში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სახლში იმკურნალებენ. პროტოკოლით განსაზღვრულია, რომ ოჯახის ექიმებმა იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი ვირუსით ინფიცირების ეჭვი, დისტანციურად – სატელეფონო ან ონლაინკომუნიკაციით უნდა გაუწიონ კონსულტაცია. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ურჩიონ მათ სახლში დარჩენა, 14-დღიანი თვითიზოლაცია და გასცენ თვითმოვლის რეკომენდაციები. ასეთ პაციენტებს, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ჰოსპიტალში გადაიყვანენ. იმ შემთხვევაში კი, …

ავსტრალიელი მეცნიერები კორონავირუსზე პოტენციური ვაქცინების ტესტებს იწყებენ l BBC

ავსტრალიაში მეცნიერებმა დაიწყეს კორონავირუსის ორი პოტენციური ვაქცინის ტესტირება “milestone” ლაბორატორიულ კვლევებში. BBC წერს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ამერიკული კომპანია Inovio Pharmaceutical-ის მიერ შექმნილი ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ცხოველებზე გასატესტად ნებადართულია. ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტო შეაფასებს მის ეფექტურობას, იქნება თუ არა ეს ვაქცინები ადამიანებისთვის უსაფრთხო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კვლევა ადამიანზე აშშ-ი, მარტის თვეში ჩატარდა, …

მსოფლიოში COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევები მილიონს უახლოვდება

მას შემდეგ, რაც ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო გასულ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, Covid-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში მილიონს უახლოვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, გუშინ საღამოს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე თქვა: „ჩვენ შევედით COVID-19 პანდემიის დაწყებიდან მეოთხე თვეში და მე ძალიან შეშფოთებული ვარ ინფექციის ასეთი სწრაფი ესკალაციით და გლობალური გავრცელებით. ბოლო 5 კვირის განმავლობაში ჩვენ …

რატომ გამოირიყა ბათუმის სანაპიროზე ქაფშია

ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ, სანაპიროზე გამორიყული ქაფშიის ვიდეო 28 მარტს გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ აგროვებენ მეთევზეები ხელით ნაპირზე გამორიყულ, უმეტესად ცოცხალ თევზს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მათთვის არ მიუმართავთ და მოკვლევაც არ დაწყებულა. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამ რაიონში ქაფშია ძალიან დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი და შესაძლოა, ნაპირზეც გამოირიყოს. ასოციაციის „ფლორა და ფაუნას“ თავმჯდომარე, იქთიოლოგი …

თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ პირუტყვის აცრა გრძელდება – სააგენტო

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ვაქცინაციას, სადიაგნოსტიკო კვლევებს და ინდენტიფიკაცია-რეგისტრაციას განაგრძობს. სააგენტოს ცნობით, ვეტერინარები დაავადებების – თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საკარანტინო ზონებშიც ატარებენ. მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა დაავადების სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და დიაგნოსტიკა. სეს-ის ცნობით, სამუშაოები …

სპორტული ინვენტარი და საკვები – რის გაყიდვა გაიზარდა პანდემიის ფონზე

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება გლობალურ პანდემიად შეაფასა, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მსოფლიო მასშტაბით მიღებულმა ზომებმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილიც სოციალური დისტანცირებაა, ბევრი რამ შეცვალა ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიცვალა მსოფლიო მოსახლეობის ქცევა სურსათისა თუ სხვა სახის პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით. აშშ-სა და ევროპაში იზოლაციაში მყოფი მოსახლეობა ახლა უფრო ხშირად სარგებლობს ონლაინ მაღაზიების სერვისებით. კომპანია Sellics, …

6 წლის ბიჭს დაბადების დღე სახლის წინ ჩავლილი მანქანებიდან მიულოცეს

აშშ-ში მცხოვრები სკოტ მაიკლის დაბადების დღის წვეულება, რომელიც 22 მარტს იყო დაგეგმილი, კორონავირუსის გამო ჩაიშალა. სკოტი ექვსი წლის გახდა. დაბადების დღის წვეულებას იგი მთელი წელი ელოდა, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ზეიმი ჩაიშალა. თუმცა სკოტის მეგობრებმა და მათმა მშობლებმა მოიფიქრეს დაბადების დღის მილოცვის ისეთი ხერხი, რომელიც COVID 19-ის პანდემიის დროს უსაფრთხო იქნებოდა. მათ …

რა საფრთხეების წინაშე დგას ტრანსგენდერი თემი COVID-19-ის პანდემიისას

31 მარტი ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ მოწყვლადი თემის სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ის ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც სექს-სამუშაოთი ირჩენენ თავს. კვლევა: გენდერულად არაკონფორმულ ბავშვებს სკოლაში ბულინგისა და ძალადობის გამო ხშირად სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ. ამას ემატება ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც საბოლოოდ ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების …

მოვუწოდებთ მთავრობას, პანდემიის პირობებში შეიმუშაოს სოციალური დაცვის მექანიზმები – EMC

როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გლობალური პანდემია, სავალდებულო სოციალური დისტანცირებისა და ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, უმუშევრობის ახალ და მასშტაბურ ტალღას ქმნის. უმუშევარად დარჩენილ უამრავ მოქალაქეს პრობლემა შეექმნა როგორც ყოველდღიურ სარჩოზე, ისე კომუნალურ გადასახადებსა და ქირით უზრუნველყოფილ საცხოვრებელზე. ამ დრომდე საქართველოს მთავრობას არ გაუჟღერებია თავისი სტრატეგია ამ ადამიანებთან მიმართებაში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის …

ვიცი, რას ნიშნავს ნერვიულობდე, საჭმელი გექნება თუ არა – ჯანმოს დირექტორი მთავრობებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა მთავრობებს მიმართა, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, არ დაავიწყდეთ ის ადამიანები, რომლებიც პანდემიის პირობებში ყოველდღიური ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ: „ზოგიერთმა ქვეყანამ სოციალური დისტანცირების ზომები მიიღო, დაიხურა სკოლები, შეკრებები აიკრძალა, ეს დროს მოგვაგებინებს. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას სოციალური უზრუნველყოფის კარგი სისტემა აქვს, ზოგს – არა. მე აფრიკიდან ვარ, როგორც იცით და ვიცნობ ბევრ …

ქუჩის ძაღლები საკვების გარეშე დარჩნენ – როგორ დავეხმაროთ მათ

საქართველოში, გამოცხადებული სოციალური დისტანცირების და ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როცა ქალაქში კვების ობიექტები დახურულია, ქუჩაში უამრავი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე. სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, რადგან გარეთ მოქალაქეებიც იშვიათად გადაადგილდებიან და სურსათსაც უფრთხილდებიან. ბათუმში უსახლკარო ცხოველების მოვლასა და გამოკვებაზე ცალკეული მოქალაქეების გარდა მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს. ისინი აგროვებენ თანხას ძაღლებისთვის საკვების შესაძენად და ავტომანქანის საწვავისთვის, შეძენილი საკვების …

კორონავირუსით ინფიცირებულია 732 000-ზე მეტი ადამიანი – რა ხდება მსოფლიოში

30 მარტის მონაცემებით [14:00 საათი], მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 732 100 -ს გასცდა. ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ვირუსით გარდაიცვალა 34 000 ადამიანი. აშშ- ში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთისა და იტალიის მონაცემებს გადააჭარბა. აშშ-ში დღეის მონაცემებით ახალი კორონავირუსი ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება – 143 055 ინფიცირება, 2400 – გარდაცვლილი. ახალი კორონავირუსის …

სტომატოლოგთან ვიზიტები შეიზღუდა

COVID 19-ის პანდემიის გამო სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, არ განახორციელონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 1-ელ მაისამდე. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები: არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა. რესპირატორული დაავადებების კლინიკური …

COVIC 19: უსაფრთხოების წესები მათთვის, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ, იგივე რისკების წინაშე არიან COVID 19-თან მიმართებაში, როგორც ზოგადი პოპულაცია, ისინი დამატებით რისკებს აწყდებიან, რაც, ძირითადად, დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წესებთან/ქცევასთან, ასევე გარემოსთან, სადაც ეს ხდება. ნარკოტიკებსა და ნარკოდამოკიდებულობაზე მონიტორინგის ევროპული ცენტრი წერს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ქრონიკული დაავადებების ფართოდ გავრცელების გამო, ბევრი მათგანი რესპირატორული დაავადებების განსაკუთრებული …

ცნობისმოყვარე კვერნა მაჭახელას ეროვნული პარკიდან [ფოტო]

დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას ბინადარი კვერნის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ეს ფოტოხაფანგში კვერნას პირველი გამოჩენაა: “თვითიზოლაციაში ყოფნისას ჩვენი გამხიარულება გადაწყვიტა და სელფს გვიგზავნის. ეს მისი პირველი სოციალური აქტივობაა, გავამხნევოთ ბევრი მოწონებით და სტიმული მივცეთ შემდეგი ფოტოების გასაზიარებლად,” – წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო. საქართველოში კვერნა ფართოდ არის გავრცელებული, მათი უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, …

გაერო: ცეცხლი ყველგან უნდა შეწყდეს, ვებრძოლოთ დაავადებას, რომელიც ებრძვის ჩვენს სამყაროს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს კონფლიქტების შეწყვეტისკენ მოუწოდა და 25 მარტს გამართულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ მხრივ პოზიტიური ძვრები უკვე დაიწყო. „გაეროს წარმომადგენლები სირიაში, იემენში თუ სხვაგან, დიპლომატიური ინიციატივებით გამოდიან დაპირისპირებულ მხარეებთან – მთავრობებთან და სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფებთან, რომ დავადუმოთ იარაღი,” – განაცხადა 25 მარტს ონლაინკონფერენციაზე ანტონიო გუტერეშმა. „დროა, შეწყდეს შეირაღებული კონფლიქტები და …

აშშ-ში კორონავირუსის უფრო მეტი დადასტურებული შემთხვევაა, ვიდრე ჩინეთში

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 85 991 დადასტურბული შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩენებელია ვირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე. აშშ-ში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 296-ია. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, დღეს ჩინეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 81 782-ია, იტალიაში კი – 80 589. სპეციალისტები პროგნოზირებდნენ, რომ აშშ მალე გახდებოდა პანდემიის ეპიცენტრი.

მწეველების რისკები COVID 19-ის პირობებში იზრდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წერს, რომ მწეველები, უფრო მეტად მოწყვლადები არიან COVID 19-ის მიმართ და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველ რიგში მოწევის მოქმედება არის საფრთხის შემცველი, რადგან ამ დროს თითები (და შესაძლოა ვირუსით დაბინძურებული სიგარეტი) მოდის კონტაქტში ტუჩებთან, რაც ზრდის ვირუსის გადაცემის შესაძლებლობას ხელიდან პირში. მწეველებს შეიძლება უკვე ჰქონდეთ ფილტვების დაავადება ან შემცირებული ფილტვების მოცულობა, რაც …

COVID 19-ის ეპიდემიისას სახლიდან გამოსვლის და სახლში შესვლის წესები

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ [GAPINCE] გამოაქვეყნა COVID 19-ის ეპიდემიისას სახლიდან გამოსვლის და სახლში შესვლის პროტოკოლი, რომლის თანახმადაც: სახლიდან გასვლისას სასურველია ჩაიცვათ გრძელმკლავიანი ტანსაცმელი; თმა გქონდეთ შეკრული; არ გამოიყენოთ მაკიაჟი ან კრემი; თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე სანამ დატოვებთ სახლს; თუ სახლიდან გახვალთ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ არ მისცეთ ნება შეეხოს ზედაპირებს; როცა ეხებით …

მოსკოვი ტაძრებსა და მეჩეთებში ვიზიტებს ზღუდავს

მოსკოვში გამოცხადებული არასამუშაო კვირის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების გამო, ეკლესიებში, მეჩეთებში, სამლოცველო სახლებსა და სხვა რელიგიურ დაწესებულებებში ვიზიტები შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ДОЖДЬ-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის მერი სერგეი სობიანინი შესაბამის ბრძანებას ხელს დღეს მოაწერს. რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო მიმართვის შემდეგ, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, მან 28 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდი არასამუშაო კვირად გამოაცხადა, “მოსკოვის მერმა …

ესპანეთმა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო – CNN

CNN წერს, რომ ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვალების 3434 შემთხვევა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ესპანეთი იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გუშინს მერე 27%-ით გაიზარდა. ქვეყანას ჯამში ინფიცირების 47 61 შემთხვევა აქვს დაფიქსირებული. ჩინეთში, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო, ვირუსმა 3281 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიას – 6820.

როგორ მკურნალობენ COVID-19-ს საქართველოში – მთავრობამ პროტოკოლი დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა 37-გვერდიანი პროტოკოლი ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის შესახებ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით 24 მარტს შევიდა ძალაში. პროტოკოლი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა …

2 მასშტაბური კვლევა კორონავირუსის სამკურნალო საშუალების დასადგენად

ევროპაში COVID-19-ის სამკურნალოდ ექსპერიმენტული წამლების ცდები დაიწყო.  კლინიკური ცდა „დისქავერი“, რომელსაც კოორდინაციას უწევს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საზოგადოებრივი ინსტიტუტი,   ევროპული პროექტია, რომლის ფრანგული ნაწილიც საფრანგეთის უმაღლესი განათლების სამინისტროს, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროს, ასევე ჯანდაცვისა და სოლიდარობის სამინისტროს მიერ ფინანსდება. კვლევაში მონაწილეობს 3 200 პაციენტი ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან.  „დისქავერი“ იკვლევს …

ჯანმო: პანდემია აჩქარდა, ვირუსს უნდა შევუტიოთ

მსოფლიოში COVID-19-ის 300 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გააფრთხილა მსოფლიო მოსახლეობა, რომ კორონავირუსის პანდემია „ჩქარდება”. „67 დღე დასჭირდა პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 100 000 შემთხვევამდე ასვლას, 11 დღე დასჭირდა შემდეგ 100 000 შემთხვევას და მხოლოდ 4 დღე – მესამე 100 000 შემთხვევას. თქვენ ხედავთ, როგორ ჩქარდება ვირუსი,” – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს …

ვინ არის პაციენტი #31 – ვირუსის აფეთქებას სამხრეთ კორეაში ერთ ადამიანს უკავშირებენ

ორი კვირის განმავლობაში სამხრეთ კორეა კორონავირუსის რამდენიმე ათეული შემთხვევიდან ათასობით შემთხვევაზე გადავიდა. დღეს ამ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 9000-ს მიუახლოვდა. ვირუსის მასიურ გავრცელებას არაფორმალურ ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფს და „პაციენტ #31“-ს უკავშირებენ.  სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის მასიური ზრდა უკავშირდება ერთ-ერთ „სუპერგამავრცელებელს“, 61 წლის ქალს, ცნობილს, როგორც „პაციენტი #31“, რომელიც ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის, სინჩეონჯის წევრია. შედეგად, ქალაქ …

როგორ უნდა დაიცვან თავი ორსულებმა კორონავირუსისგან? – ჯანმოს რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორსულებისთვის აქვეყნებს კითხვებსა და პასუხებს, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების პირობებში ორსულობის პერიოდს, მშობიარობასა და ძუძუთი კვებას ეხება. ორსული ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან COVID-19-ის დროს? ამჟამად მიმდინარეობს კვლევები ორსულ ქალებზე COVID-19-ის გავლენის გასაგებად. მონაცემები მწირია, მაგრამ ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ორსულები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. თუმცა, …

აუცილებელია ბავშვების ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კორონავირუსის გავრცელების პირობებში, ბავშვთა გეგმიურ ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით მშობლებს მიმართავს: „პრინციპულად აუცილებელია გეგმიური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში. კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე. თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლიკლინიკებსა და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმიური ვაქცინაცია, გაცემულია მითითება, რომ …

ტესტები კორონავირუსზე უფრო ხელმისაწვდომი იქნება – ფასს სახელმწიფო დაადგენს

დღეს, 20 მარტს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე უფრო გაიზრდება, რათა ეს პროცესი ხელმისაწვდომი იყოს კლინიკებისა და მოსახლეობისთვის. „საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 80% კერძოა, მათ საკმაოდ კარგი ლაბორატორიები აქვთ – იქნება ეს PCR ანუ მოლეკულურ ტექნოლოგიაზე დამზადებული ტესტირება თუ სწრაფი ტესტების ჩატარება. მათ თავისუფლად შეუძლიათ …

Exit mobile version