„ეს ხელოვნური იქნება“, „ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველასთვის“ – ძირითადად ამ პოზიციას ამოეფარნენ პარტიები, სადაც საარჩევნო პარტიულ სიებში ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებზე ვიკითხეთ: რატომ არ არიან პარტიული სიის ათეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები? რატომ არ არის ერთი სომეხი, ან აზერბაიჯანელი, ან რუსი, მაგალითად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიებში? აჭარაში, მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, 5 ათასზე მეტი სომეხი …
Tag Archives: პოლიტიკა
აბაშიძის მინისტრი „პატრიოტების“ კანდიდატია: რა გვეტყობა რუსეთისგან დაფინანსებულის?
უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში, ჯუმბერ ტაკიძე, პირველ რიგში, იმ ადამიანებზე ზრუნვას აპირებს, რომლებსაც სააკაშვილის დროს ქონება ჩამოართვეს ან უკანონოდ დააპატიმრეს. ჯუმბერ ტაკიძე ასლან აბაშიძის მმართველობის დროს პოლიციის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 1996-1998 წლებში კი, ის აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჯუმბერ ტაკიძე უმუშევარი დარჩა. ახლა იგი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს და „პატრიოტთა …
„ხელჩაკიდებული ვმუშაობდით“ – ენმ-ს კანდიდატი უმაღლესი საბჭოს „სანოტარო კანტორად“ გადაქცევაზე
„ხელიხელჩაკიდებული ვმუშაობდით…“ – ამ სიტყვებით სცადა ელგუჯა ბაგრატიონმა იმ ვითარების ახსნა, როცა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში „ნაცმოძრაობა“ იყო და ვერ ბედავდა მთავრობის კრიტიკას. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმაღლესი საბჭოს მუშაობის ის მოდელი მოსწონთ, რაც 2012 წლამდე ვნახეთ. წარსულის გააზრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ კომუნიკაციის გაუმჯობესებას აპირებს ხალხთან, თუკი ხალხმა ამ პოლიტიკურ ძალას ისევ ანდო მანდატი და აჭარის …
ენმ-დან ლელომდე – რატომ სურს გენო თებიძეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში გენო თებიძე კმაყოფილია იმით, რომ სააკაშვილის პერიოდის ბათუმის საკრებულოში მუშაობდა. 2012 წლის ნოემბერში, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, გენო თებიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა, თუმცა იგი არც „ოცნებაში“ გადასულა. ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ირწმუნება, რომ საკრებულო დამოუკიდებლად მუშაობდა და არც კორუფციას ჰქონდა ადგილი. თუმცა გენო თებიძე ვერ აკონკრეტებს, რის გამო აირჩია მაშინ …
Continue reading “ენმ-დან ლელომდე – რატომ სურს გენო თებიძეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა”
„ოცნების“ სიის ათეული უმაღლეს საბჭოში – პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა, იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა. პარტიული სია „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს, პირველ ოქტომბერს წარადგინა. პარტიული სიის მეორე ნომერია უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მესამეა – ჯაბა ფუტკარაძე, რომელიც ამ დრომდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იყო, მეოთხე თინათინ ზოიძეა, რომელიც ამ დრომდე …
Continue reading “„ოცნების“ სიის ათეული უმაღლეს საბჭოში – პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა”
აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 6211-ით გაიზარდა – უსკოს განახლებული მონაცემები
უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარაში მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობას აქვეყნებს. განახლებული მონაცემებით, აჭარაში სულ 315 060 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათ შორის, 147 291 ამომრჩეველია ბათუმში [28-ე მაჟორიტარული ოლქი]. 29-ე მაჟორიტარულ ოლქში [ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული] რეგისტრირებულია 70 911 ამომრჩეველი, ხოლო 30-ე მაჟორიტარულ ოლქში – 96 858 [ხელვაჩაურის – მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა – ქედის, …
Continue reading “აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 6211-ით გაიზარდა – უსკოს განახლებული მონაცემები”
ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი სასამართლოში უჩივის
მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, არასრულწლოვნის უფლებების დარღვევას, ცილისწამებას, პატივისა და ღირსების შემლახავი, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე ედავება. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია. დავის საგანი 23 სექტემბრის ეთერში გასული „ნანუკას შოუა“, რომლის ერთ-ერთმა სტუმარმა, ანასტასია შატალოვამ განაცხადა, რომ მას ზურაბ ბერიძე საერთო შვილის ნახვის საშუალებას …
Continue reading “ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი სასამართლოში უჩივის”
როგორ აპირებს არმაზ ახვლედიანი დაამარცხოს ივანიშვილიზმი
ყველაზე ხშირად ინტერვიუს დროს მან სიტყვა „ანომალია“ ახსენა… არმაზ ახვლედიანი ამ სიტყვით აღწერს პერიოდს, როცა ასლან აბაშიძის ხელისუფლების დროს მოუხდა მუშაობა, შემდეგ კი, „ოცნების“ ზედა ეშელონში. ახლაც ანომალიად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მეთოდებს „ოცნების“ უკვე ყოფილი სახე, როცა ის ისევ ბათუმში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძვის და მიიჩნევს, რომ ივანიშვილის რეჟიმი რეალურ ოპოზიციას ანომალიური ტროლების ფაბრიკით …
Continue reading “როგორ აპირებს არმაზ ახვლედიანი დაამარცხოს ივანიშვილიზმი”
„გირჩი“ საკონსტიტუციოში „შარდის სიწმინდის“ კანონის გაუქმებას ითხოვს
„გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოში აჭარის უმაღლეს საბჭოს უჩივის. დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად პოლიტიკოსმა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უნდა წარადგინოს. „გირჩმა“ ამ კანონს „შარდის სიწმინდის“ კანონი შეარქვა. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით „გირჩის“ უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, ლალი ანთიძემ მიმართა. დავის საგანი უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონია „უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ,“ სადაც …
Continue reading “„გირჩი“ საკონსტიტუციოში „შარდის სიწმინდის“ კანონის გაუქმებას ითხოვს”
„კონსერვატორების“ კანდიდატი ბათუმში „ოცნების“ ფრაქციის უფროსია -„სატელიტები არ ვართ“
„კონსერვატიულმა პარტიამ“ პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, დღეს, 15 სექტემბერს, ნატალია ძიძიგური დაასახელა. ნატალია ძიძიგური ამ დრომდე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარეა. გასული წლის ნოემბერში „კონსერვატორებმა“ პარლამენტში უმრავლესობა დატოვეს და „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნენ. ამჯერად „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს და შვიდ მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი ჰყავს. „მე საკრებულოში ვპოზიციონირებდი ყოველთვის, როგორც კონსერვატორი, ფრაქციულობა …
„გირჩის“ კანდიდატი ბათუმში: პოლიტიკას გამბედაობა სჭირდება… ქალებს ეს ნაკლებად აინტერესებთ
„ტაქსის მძღოლებში რამე შეზღუდვა არსებობს, რომ ქალი მძღოლები არ არიან?“ – კითხვა დაგვიბრუნა იაგო ხვიჩიამ, როცა მას გენდერულ კვოტირებაზე ვკითხეთ. „გირჩის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქალებს პოლიტიკა არ აინტერესებთ. იაგო ხვიჩია არ მიიჩნევს, რომ ქალებს ჩაგრავენ. „კაცებსაც ჩაგრავენ, მოხუცებსაც, ბავშვებსაც…“ ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც „გირჩის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბათუმის ახალგახსნილ ოფისში კითხვა …
რომელი მოქმედი დეპუტატი აღარ იქნება „ოცნების“ ახალ სიაში აჭარიდან
„დიდი ალბათობით აღარ ვიქნები სიაში“, – თქვა „ბათუმელებთან“ პარლამენტის წევრმა აჭარიდან, ილია ნაკაშიძემ, როცა მას მმართველი პარტიის ახალ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ვკითხეთ. ილია ნაკაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერია. დეპუტატს ასევე ვკითხეთ მომავალ გეგმებთან დაკავშირებითაც, თუ რა სფეროში გააგრძელებს საქმიანობას, რაზეც ილია ნაკაშიძემ გვიპასუხა, რომ მისთვის „ყველა ვარიანტი მისაღებია“. ის, რომ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიაში აღარ იქნება, …
Continue reading “რომელი მოქმედი დეპუტატი აღარ იქნება „ოცნების“ ახალ სიაში აჭარიდან “
რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა
„ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს“ – როგორც ჩანს „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი გზავნილი ამ არჩევნებზე ეს იქნება. წინა წლებში, მათ შორის არჩევნებზეც, ამ პარტიის ლიდერები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავთან ერთად, ამომრჩევლის მიმხრობას და მისი გულის მოგებას თურქეთის თემით ცდილობდა. თუმცა მაშინ მთავარი გზავნილი ეს იყო: „ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს“, „საფრთხეა „ყარსის ხელშეკრულება“. მას შემდეგ, რაც …
Continue reading “რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა”
„გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“
„ქალს რა უნდა გირჩში“ – ეს კომენტარი ლალი ანთიძეს დაუწერეს, როცა ცნობილი გახდა, რომ იგი „გირჩის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი იქნებოდა. ლალი ანთიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და „ზოგადი უნარების“ ცნობილი მასწავლებელი ბათუმში. რას ფიქრობს ლალი ანთიძე მოქალაქეების ერთი ნაწილის აგრესიაზე, როცა ქალები პოლიტიკურად აქტიურდებიან და თან იმ ფონზე, როცა თავად …
Continue reading “„გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“”
პუტინის სახით გამოსახული ინაშვილი და თარხან-მოურავი პოსტერებზე ბათუმში
ბათუმში ანონიმი მულტიმედია არტისტის BIMO-ს მორიგი პოსტერი გამოჩნდა. პოსტერზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორი ლიდერი – ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავია გამოსახული, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახით და წარწერით: „ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს”! არტისტი ამ პოსტერით პარტიის მიერ ქალაქში განთავსებული საარჩევნო ბილბორდის შინაარსს ეხმაურება. „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე ასახულ საქართველოს რუკაზე, აჭარა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის …
Continue reading “პუტინის სახით გამოსახული ინაშვილი და თარხან-მოურავი პოსტერებზე ბათუმში”
გენო თებიძე და მერაბ აბაშიძე – „ლელოს“ კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმში დღეს, 17 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა: ბათუმში – გენო თებიძე, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში – მერაბ აბაშიძე. „ლელოს“ ქობულეთში უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. დღესვე „ლელომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სიის კანდიდატებიც დაასახელა: გიორგი თავართქილაძე, ვაჟა დარჩია, მაკა ცინცაძე, ეკატერინე დავითაძე, მიშა …
Continue reading “გენო თებიძე და მერაბ აბაშიძე – „ლელოს“ კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში”
5 ადვოკატი ბათუმიდან დეპუტატობას აპირებს
წინასაარჩევნოდ ხუთი ადვოკატი, რომლებიც ბათუმში მუშაობენ, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდა. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ სახელით დეპუტატობას აპირებენ შემდეგი ადვოკატები: დავით ჯაფარიძე, ვაჟა მელაძე, მერი ცინარიძე, პაატა ნაკაიძე, მზია დიასამიძე. „ჩვენ გვინდოდა ახალი პარტიის დაფუძნება, რომელსაც ექნებოდა ასეთი სახელი „დამცველთა ერთობა – მესამე ძალა“, მაგრამ ეს პროცედურულად ვერ მოვასწარით… ამიტომ ვარჩიეთ იმ პარტიასთან თანამშრომლობა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს. …
„ვამბობდი, რომ სპორტსკოლა არ დაინგრეოდა“ – შეწყვეტილი ინტერვიუ მუხრან ვახტანგაძესთან
პარლამენტში მუშაობის ოთხი წლისთავზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე „ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ“ კანონპროექტს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად, რასაც მან ხელი მოაწერა. დეპუტატს ვკითხეთ, კანონის მიღების მიუხედავად, რატომ უარესდება სპორტის ხელმისაწვდომობა ქალაქში, ან რატომ ვერ შესრულდა მისი დაპირება, როცა თქვა, რომ ბათუმში სპორტსკოლა არ დაინგრეოდა. „ბათუმელები“ მუხრან ვახტანგაძეს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა ინტერვიუს ჩაწერის პროცესში დეპუტატმა …
რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?
კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი რეგიონებში და, მათ შორის, აჭარაში თავ-თავისი კანდიდატების დასახელებას აპირებს. ოპოზიციური შეთანხმება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მხოლოდ თბილისში შედგა. რატომ ვერ თანხმდებიან რეგიონებში საერთო კანდიდატებზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შესაძლებლობა რომც მიეცეს, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდება, თუკი კონსენსუსს არჩევნებამდე ვერ ახერხებს? – ამ თემაზე …
Continue reading “რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?”
ისეთი რაღაც შემთათხნეს, ეგონათ ანზორ ბოლქვაძეს ნერვი აეშლებოდა – ინტერვიუ კანდიდატთან
„მე აწი ვეღარ გადავკეთდები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანზორ ბოლქვაძე. ის ისევ და ამჯერად უკვე მეოთხედ პარლამენტის წევრობას აპირებს. ეს ფრაზა ანზორ ბოლქვაძემ მაშინ გვითხრა, როცა მუშაობის სტილზე ვკითხეთ – ხულოს, შუახევის და ქედის გარდა, ამჯერად დეპუტატობის კანდიდატმა ხელვაჩაურში მცხოვრებ ამომრჩეველთანაც უნდა იმუშაოს. ანზორ ბოლქვაძე პარლამენტის წევრია 2008 წლიდან. „ქართულმა ოცნებამ“ ის დეპუტატობის კანდიდატად 20 ივლისსაც …
რა არის მამუკა ხაზარაძისთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი – ლელოს ლიდერის საარჩევნო პროგრამა
„ლელოს“ ლიდერები აჭარაში ამომრჩეველს ხვდებიან, ხსნიან პარტიულ ოფისებსაც. წინასაარჩევნო პროგრამა ამ პოლიტიკურ ძალას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია მათი ხედვები, მაგალითად, ისინი გვპირდებიან ქვეყანაში, „სადაც არ შიმშილობენ ბავშვები და მოხუცები“ და იმ რეალობაში, როცა მოსამართლეები უვადოდ უკვე დანიშნულები არიან, „სასამართლო სისტემის სრულად განახლებას“. როგორ აპირებს „ლელო“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას? – „ბათუმელებმა“ „ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან …
„ერდოღანი ვა-ბანკზე მიდის“ – რატომ დასჭირდათ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება
„არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე ერდოღანს ბევრი აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი და ისევ რელიგიური პოპულიზმის გამოყენებას ცდილობს,“ – მიიჩნევს აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე. ეს გადაწყვეტილება თურქეთში დღეს, 10 ივლისს მიიღეს. სანდრო ბაკურაძე ელის, რომ აია სოფიას, როგორც მეჩეთს, საზეიმოდ 15 ივლისს გახსნიან. ეს თარიღი სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, ანუ 4 წლის წინანდელ პროცესებს… აღმოსავლეთმოცდნე …
Continue reading “„ერდოღანი ვა-ბანკზე მიდის“ – რატომ დასჭირდათ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება”
რას აპირებს წინასაარჩევნოდ გიორგი ვაშაძე ბათუმში
„შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი ჩვენს გუნდს ბათუმში“ – მოქალაქეებს ამ შინაარსის შეტყობინება „ახალი საქართველოსგან“ მისდით, კონკრეტულად კი პლატფორმიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შეთავაზება გულისხმობს ანაზღაურებასაც, კონკრეტულად კი, „სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის რეალურ დროში რეალური პოლიტიკის კეთებასა და სხვადასხვა აქტივობებს სათანადო ანაზღაურებითა და ხელსაყრელი გრაფიკით.“ „ეს არ არის ანაზღაურებადი, პროექტული მიდგომა გვაქვს და ბევრ საქმეს ვაკეთებთ …
Continue reading “რას აპირებს წინასაარჩევნოდ გიორგი ვაშაძე ბათუმში”
„მშიერი მოქალაქეები, პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოში არ არიან“ – ინტერვიუ დეპუტატთან
რატომ არ გაასამართლეს ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები, რომლებსაც ბრალი 6 წლის წინ წარუდგინეს და ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი ყოფილმა პატიმრებმა, რომლებსაც ციხეებში აწამებდნენ? – ინტერვიუ ლადო მგალობლიშვილთან ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ, რადგან ახლახან, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს მან წინა ხელისუფლების დროინდელი ბათუმის ციხე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საკონცენტრაციო ბანაკებს შეადარა. აღმოჩნდა, რომ დეპუტატს ინფორმაციაც კი …
მურმან დუმბაძე თორნიკე რიჟვაძის მამასთან ნაცნობობაზე
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ, დღეს, 17 ივნისს, ბრიფინგი გამართა და რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის დაკავებას გამოეხმაურა. მათი ახლობლები რამდენიმე კვირაა პერმანენტულ აქციებს მართავენ ბათუმში. ერთ-ერთი დაკავებულის, რეზო წულუკიძის ძმამ აქციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა ახსენა, რომელიც მათ „არჩევნებზე დახმარებას სთხოვდა“. მურმან დუმბაძე ბრიფინგი დღეს სწორედ ამ საკითხზე გამართა. მას დამატებითი კითხვები დავუსვით. ბატონო …
Continue reading “მურმან დუმბაძე თორნიკე რიჟვაძის მამასთან ნაცნობობაზე”
დეპუტატი სოფიზმზე, დადუმებული გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში და ტაში რიჟვაძეს
„მადლობა“ – ეს სიტყვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 9 ივნისს, ალბათ ყველაზე ხშირად ისმოდა. მადლობა დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძეს უთხრეს იმისთვის, რომ უმაღლესი საბჭო ჩაქვიდან ბათუმში გადმოიტანეს, პანდემიის დროს გაწეული მენეჯმენტისთვის, ან, მაგალითად, შეურაცხყოფის ატანისთვის. მადლობა თორნიკე რიჟვაძემაც გადაუხადა ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც დარბაზში დარჩნენ და კრიტიკული კითხები არ დაუსვამთ. დარბაზში მდუმარედ, რამდენიმე წუთით, თუმცა …
Continue reading “დეპუტატი სოფიზმზე, დადუმებული გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში და ტაში რიჟვაძეს”
დახმარება მთავრობისგან, თუ მოსყიდვა „ოცნების“ სასარგებლოდ – ინტერვიუ
სოციალურად დაუცველებისთვის სასურსათო კალათების დარიგების პროცესი გრძელდება. ამ პროცესში ჩართული არიან თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები და მოხალისეები. ხელისუფლებაში არ მალავენ იმ ამბავსაც, რომ მოხალისეები „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც არიან. ხელისუფლებამ „ანტიკრიზისული გეგმის“ ფარგლებში სხვა პროგრამებიც აამოქმედა, მათ შორის, ფერმერებისთვის, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის… როცა საარჩევნო წელია, სად გადის ზღვარი სახელმწიფოს დახმარებას და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას შორის? რა …
Continue reading “დახმარება მთავრობისგან, თუ მოსყიდვა „ოცნების“ სასარგებლოდ – ინტერვიუ”
„საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ?“ – რიჟვაძე მორიგი დახურული სხდომის შემდეგ
„საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ? კრიტიკა როცა არსებობს, ეს კარგია,“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მორიგი დახურული სხდომის შემდეგ და ჟურნალისტების დარწმუნება სცადა იმაში, რომ კარს მიღმა ექსპერტებმა მას კრიტიკული კითხვები დაუსვეს. თორნიკე რიჟვაძე დღეს, 13 მაისს, ექსპერტებს შეხვდა და „ანტიკრიზისულ გეგმაზე“ ესაუბრა. შეხვედრა სავაჭრო პალატაში შედგა და არა აჭარის მთავრობაში, სადაც ტრადიციულად სხდომები დახურულია. …
Continue reading “„საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ?“ – რიჟვაძე მორიგი დახურული სხდომის შემდეგ “
„ვის დააბრალებს კრიზისს ამომრჩეველი – ვირუსს თუ ხელისუფლების პოლიტიკას?“ – ინტერვიუ
„ახლა მთავარია, არჩევნებამდე ყურადღების ცენტრში რამდენად დარჩება პანდემია…. ხელისუფლებისთვის პანდემია იყო ციდან მოსული დახმარება პოლიტიკური თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია. იგი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ გაზრდილი რეიტინგი არჩევნებამდე შეინარჩუნოს იმ შემთხვევაში, თუკი პანდემია მთავარ თემად დარჩება, მაგრამ ხელისუფლება კრიზისის დაძლევას ვერ შეძლებს. რა ტიპის არჩევნები გველის, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ საგანგებო ვითარებაა? რა შანსებს …
კარანტინიდან გაქცევა – ექსპერტების გამოკითხვა კორონავირუსთან ბრძოლის გამოწვევებზე
კარანტინიდან გაქცევა ანუ მოქალაქეთა დაუმორჩილებლობა და მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, როცა საპატრიარქომ ღვთისმსახურება არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეცვალა – ეს ორი მთავარი გამოწვევა ექსპერტების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა. გამოკითხვა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ ჩაატარა. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ სხვადასხვა სფეროში მომუშავე 20 ქართველი და 20 უცხოელი ექსპერტი გამოკითხა. ეს რიგით მეთერთმეტე გამოკითხვაა, რომელსაც პოლიტიკის ინსტიტუტი აქტუალურ საკითხებზე …
Continue reading “კარანტინიდან გაქცევა – ექსპერტების გამოკითხვა კორონავირუსთან ბრძოლის გამოწვევებზე”
„ვირუსი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ის დიდი ნაღმიცაა“ – ინტერვიუ
გუშინ, როცა პარლამენტმა ფორსირებულ რეჟიმში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია, რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ აღარ იკამათა, რადგან ქვეყანაში პანდემიაა. მოისმენდით შეფასებასაც, რომ ხელისუფლებამ ეს მნიშვნელოვანი საკითხიც „გააპარა“. ამ თემაზე: „ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი იქნება უზენაესის ახალი თავმჯდომარე“ – ინტერვიუ „კორონავირუსმა“ რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეცვალოს ქართული პოლიტიკა, ამას სოციოლოგი, თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი არ გამორიცხავს. იგი …
Continue reading “„ვირუსი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ის დიდი ნაღმიცაა“ – ინტერვიუ”
„ტყვიას ნუ მესვრიან ახლა და დამსაჯონ“ – ანზორ ბოლქვაძე დეკლარაციაში ქონების დამალვაზე
„გამომრჩა, ალბათ, დეკლარაციის შევსების დროს…“ – ასე ხსნის პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე, თავის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილ დარღვევებს, რაზეც დღეს, 2 მარტს, კვლევის შედეგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა. დეკლარაციაში ქონებისა და სამეწარმეო საქმიანობის არასრულად მითითება კანონდარღვევაა. ანზორ ბოლქვაძე განმარტავს, რომ ბინები ახალშეძენილი არ არის და დეკლარაციის შევსების დროს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება ამიტომ გამორჩა. ოთხი საცხოვრებელი …
„ლელოს“ ბათუმის ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს
დღეს, 23 თებერვალს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა. პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს. „ჩვენ მზად ვართ, რომ ქალაქის ყველა ქუჩა, ყველა უბანი, ყველა სახლი და ეზო მოვიაროთ, გავიგოთ თქვენი გასაჭირი და ეს გავიტანოთ იქამდე, სანამდეც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის. ქალაქი, რომელშიც დღითი-დღე იზრდება უსამართლობის განცდა, ქალაქი, რომელიც ურბანული კატასტროფის …
Continue reading “„ლელოს“ ბათუმის ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს”
ხათუნა სამნიძე: ივანიშვილმა აშშ-ის ელჩს ფაქტობრივად მიღება ჩაუშალა
ასლან აბაშიძის მიერ ჩოლოქში ხიდების აფეთქებას ახსენებს გიგი უგულავას ციხეში შებრუნება ბათუმელ ხათუნა სამნიძეს. „რესპუბლიკელების“ ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის მსგავსი ლიდერების პოლიტიკური ნაბიჯები კრიტიკულ სიტუაციებში იდენტურია. „ივანიშვილი ახლა კედელთანაა,“ – წერდა დღეს ფეისბუქში ხათუნა სამნიძე. გაგრძელდება თუ არა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება [რამდენიმეს წინააღმდეგ გამოძიება უკვე მიმდინარეობს] და რა შეიძლება მოიგოს ამით ხელისუფლებამ? – „ბათუმელებმა“ ხათუნა …
Continue reading “ხათუნა სამნიძე: ივანიშვილმა აშშ-ის ელჩს ფაქტობრივად მიღება ჩაუშალა “
რას შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ NDI-ის კრიტიკით და რა მოხდა რუსეთში?
„მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება პირდაპირ რუსეთისგან იღებს თუ არა დირექტივებს. ამ პოლიტიკის პრორუსულობა გამოიხატება იმაში, რომ სისტემატურად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიისთვის…“ – ასეთია პუბლიცისტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაალ ანდრონიკაშვილის შეფასება ხელისუფლების რეაქციაზე, რაც NDI-ის მორიგი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ ამჯერადაც გავლენიანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია არასანდოობასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ …
Continue reading “რას შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ NDI-ის კრიტიკით და რა მოხდა რუსეთში?”
რა თქვეს ევროპარლამენტარებმა ტრიბუნებს მიღმა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან
ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გუშინ, 22 იანვარს, დასმული კითხვები და პასუხები პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას 2012 წელს ახსენებს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ სამართლიანი არჩევნები კატეგორიულად მოითხოვა. ის ხედავს თანამეგობრობის დამოკიდებულებას, როცა ხელისუფლების მიმართ ნდობა აშკარად შერყეულია და მას პასუხების გაცემა აღარ შველის. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია ევროპარლამენტში გამართულ მოსმენებს ესწრებოდა და საკუთარი მოხსენებაც ჰქონდა. რა …
Continue reading “რა თქვეს ევროპარლამენტარებმა ტრიბუნებს მიღმა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან”