მთავარი,სიახლეები

„ლელოს“ ბათუმის ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს

23.02.2020
„ლელოს“ ბათუმის ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს

დღეს, 23 თებერვალს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა. პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ქალაქის ყველა ქუჩა, ყველა უბანი, ყველა სახლი და ეზო მოვიაროთ, გავიგოთ თქვენი გასაჭირი და ეს გავიტანოთ იქამდე, სანამდეც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის. ქალაქი, რომელშიც დღითი-დღე იზრდება უსამართლობის განცდა, ქალაქი, რომელიც ურბანული კატასტროფის წინაშე დგას – ჩვენ ამას დავასრულებთ – ადამიანები, რომლებიც არ გამოვჩენილვართ დღეს და გუშინ. ჩვენ წლების განმავლობაში ვიდექით თქვენთან ერთად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე. ეს გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ ვქმნით გუნდს, რომლის წევრებსაც გააჩნიათ კომპეტენცია, გააჩნიათ ცოდნა და გულწრფელი სურვილი იმისა, რომ შეცვალონ არსებული რეალობა. შეცვალონ არა ნეგატივისკენ ორიენტირებით, უარყოფით  წინა, თუნდაც წარმატებებისა, არამედ მომავალზე ხედვით. ხედვით, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს ადამიანების ერთობით. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ადამიანები, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ყველას, ჩვენ მოწინააღმდეგეებს პირველ რიგში, ჩვენს მომხრეებს, ახალგაზრდებს და ახალგაზრდების წვლილი აჭარაში და ბათუმის ოფისში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ ოფისის პრეზენტაციაზე.

„ლელოს“ ბათუმის ოფისის პრეზენტაცია / 23.02.2020

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დაგეგმილია ოფისების გახსნა აჭარის მუნიციპალიტეტებშიც.

მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა „ლელო“ 2019 წლის 12 სექტემბერს დააფუძნა. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა კი, ამავე წლის 22 დეკემბერს ჩატარდა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ მამუკა ხაზარაძე აირჩიეს.

ამ თემაზე:

ქვეყანას აქვს პოლიტიკა, რომ ჩვენ ისევ მივებათ რუსეთს – რას გეგმავს მამუკა ხაზარაძე   

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: