მთავარი,სიახლეები

5 ადვოკატი ბათუმიდან დეპუტატობას აპირებს

26.07.2020 • 2281
5 ადვოკატი ბათუმიდან დეპუტატობას აპირებს

წინასაარჩევნოდ ხუთი ადვოკატი, რომლებიც ბათუმში მუშაობენ, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდა. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ სახელით დეპუტატობას აპირებენ შემდეგი ადვოკატები: დავით ჯაფარიძე, ვაჟა მელაძე, მერი ცინარიძე, პაატა ნაკაიძე, მზია დიასამიძე.

„ჩვენ გვინდოდა ახალი პარტიის დაფუძნება, რომელსაც ექნებოდა ასეთი სახელი „დამცველთა ერთობა – მესამე ძალა“, მაგრამ ეს პროცედურულად ვერ მოვასწარით… ამიტომ ვარჩიეთ იმ პარტიასთან თანამშრომლობა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს. მართალია, არაა აქტიური პარტია, მაგრამ ვიცით მთავარი – ის არაა გარიგებული არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენი მთავარი მიზანია ნაცქოცური კანონმდებლობის შეცვლა,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. ის „ქართველ ნაციონალისტთა ერთობიდან“ მაჟორიტარ დეპუტატობას პარლამენტში ბათუმიდან აპირებს.

ამავე პარტიიდან აჭარის მაღალმთიანეთში დეპუტატობის კანდიდატია ვაჟა მელაძე, ქობულეთში კი – მერი ცინარიძე.

რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, ბათუმში „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ კანდიდატი ადვოკატი პაატა ნაკაიძეა, აჭარის მაღალმთიანეთში – მზია დიასამიძე, ქობულეთში კი – ლაურა ტაკიძე. ის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს.

ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით,  ჯერ უცნობია ეყოლება თუ არა ამ პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სხვა რეგიონებში, თბილისში კი, მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ ხელმძღვანელი – გაიოზ მამალაძე იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: