აღარ არის დავით გარეჯი „ოცნებისთვის“ საქართველო? – ინტერვიუ ივერი მელაშვილთან

„დავით გარეჯი საქართველოა“ – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი ეს იყო. მაშინ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია, მათ შორის, დავით გარეჯის ისტორიული მონასტერი აზერბაიჯანს გადასცა. არჩევნებამდე რამდენიმე დღის ადრე ამ საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს… თუმცა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას ამ განცხადებებიდან 4 წლის თავზეც …

თუ ბიძინა დარჩა, ჩვენ გასაქანი არ გვექნება – მემთეურები ქართულ პოლიტიკაზე

„კარგ საქმეს აკეთებთ ჟურნალისტები, ჟურნალისტები მართალს ლაპარაკობენ,“ – დაგვიძახა ნათელა ლომინაძემ. მას საკუთარი ეზოდან შეუნიშნავს, მეზობლებთან რომ ჟურნალისტები გამოჩნდნენ. ნათელა ლომინაძე მემთეურია. „ბათუმელები“ გომის მთის მემთეურებს ესაუბრა პრობლემებზე, იმაზე, თუ რატომ იცლება მთა მემთეურებისგან, რატომ იზრდება ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობა? მემთეურები ამბობენ, რომ ყველანი არჩევნებზე უნდა წავიდეთ. მათ არ გასჭირვებიათ იმის ამოცნობა, თუ რაში დასჭირდა „ქართულ …

„ქოცაქტივი თუ შეგხვდებათ გეტყვით, რომ კმაყოფილია“ – რას ჰპირდებოდნენ მარადიდს და რა შეუსრულეს

„ცხელ-ცხელი კომენტარები მოდიოდა, ეს ტროლები თუ ვიღაცები არიან დაქირავებული… მე, მარადიდელი კაცი, ჩემს გულისტკივილზე ვსაუბრობდი,“ – წინა ინტერვიუს იხსენებს „ბათუმელებთან“ მარადიდში მცხოვრები ხუსეინ დიდმანიძე და იმ თავდასხმებს, რაც სოციალურ ქსელებში წაიკითხა თავის ვიდეო კომენტარზე. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის სოფელ მარადიდის პრობლემებზე რეპორტაჟი 2024 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა. ამჯერად დავინტერესდით: რა შეიცვალა სოფელში პრობლემების მედიაში გაშუქების შემდეგ? რა …

რატომ მიდიან ქართველები ქვეყნიდან და რატომ მოდიან რუსები საქართველოში – ეს სახიფათოა?

მხოლოდ 2023 წელს საქართველო 163 480-მა ადამიანმა დატოვა. ამავე წელს, საქართველოში რუსეთიდან 52 627 ადამიანი შემოვიდა. ეს საქართველოდან ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის თითქმის მესამედია. საქართველოში მიგრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კი, ლიდერი ოკუპანტი რუსეთია.  რას ნიშნავს საქართველოსთვის ის, რასაც ოფიციალური სტატისტიკის ბოლო მონაცემები აჩვენებს? – როცა 95 პროცენტით გაიზარდა საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან …

როცა ძმები წულუკიძეები მკაცრად დასაჯეს, ჟურნალისტებზე მოძალადეები კი მსუბუქად – 2 მსგავსი საქმე

„ეს არის ორმაგი სტანდარტი: მოჩვენებითად დასაჯეს თავიანთი ზონდერები, ენმ-ს მომხრეები კი, მკაცრად დასაჯეს“, – ეს ადვოკატ დავით ჯაფარიძის შეფასებაა 2 გახმაურებულ საქმეზე, რაზეც უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებები უკვე მიიღო. ორივე საქმე 2021 წლის ამბებს ეხება: „5 ივლისის საქმე“ და „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმე“. პირველ შემთხვევაში აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს, აქციაზე …

3 სარჩელი საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ – როდის დაიწყება განხილვა

„კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციები იწყება 3 სექტემბრიდან. იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, სადაც შეჩერების საკითხი განიხილება,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც უკვე 3 სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. პრეზიდენტისა და სამოქალაქო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ დღეს, 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიმართეს. ამ სარჩელის მთავარი …

„ოცნებამ“ ევროპის წინააღმდეგ კამპანია „ტიკტოკში“ გადაიტანა – სამიზნე ახალგაზრდებია |კვლევა

„ოპოზიციის საწინააღმდეგო არხებს შორის გამოიკვეთა კოორდინაცია – არხების ნაწილი იდენტურ ვიდეოებს დროის მოკლე მონაკვეთში ავრცელებდა. მსგავსი ტენდენცია ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე თითქმის არ დაფიქსირებულა,“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [სამართლიანი არჩევნები] აქვეყნებს. ეს ორგანიზაცია საარჩევნო წელს – 2024 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში – ტიკტოკზე მიმდინარე კამპანიას დააკვირდა. ანგარიშში „პოლიტიკური კამპანია …

რაში დასჭირდა „ოცნებას“ დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად

„ეს არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ ამომრჩეველს შესთავაზოს კონკრეტული კანდიდატი დელეგატად, თითქოსდა მაჟორიტარის სამართალმემკვიდრე,“ – ამბობს შოთა ნარსია, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ უფროსი მკვლევარი. ის  დელეგატების შესახებ გვესაუბრება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რომ გვეყოლებიან პარლამენტში. არჩევნების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასება პრაქტიკულად ემთხვევა პოლიტიკური ოპოზიციის ხედვას …

რა ელის სამყაროს, თუ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალება მიეცემა – იუვალ ნოახ ჰარარი 

იუვალ ნოახ ჰარარი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი ტექსტი გამოაქვეყნა The Economist-მა. ___ ჩვენ მუხლებს მაშინ ვაფასებთ, როცა ისინი მუშაობას წყვეტენ. ეს ფრაზა ასევე მართებულია გლობალური წყობის შესახებაც: მისი სარგებელი ცხადი ხდება მხოლოდ ნგრევისას და როდესაც წყობა იშლება, სუსტი ჩვეულებრივ ყველაზე მეტად ზარალდება. ისტორიის ეს კანონი მსოფლიოს ყველა ლიდერის გონებაში უნდა ფეთქავდეს. კატასტროფული შედეგები გლობალურად იქნება საგრძნობი თუ …

როგორია არჩევნებზე „ოცნების“ დამარცხების ორი მეთოდი – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

300 ათასამდე საჯარო მოხელე, 40 ათასი სოციალურად დაუცველი, რომლებიც წინასაარჩევნოდ, ფორმალურად დაასაქმეს, საბიუჯეტო რესურსები და ძალადობა ადამიანებზე, ხელების გადაგრეხის მცდელობა – წინასაარჩევნო გარემოს აღწერს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და ჩამონათვალის ბოლოს ამბობს: „ობიექტურად, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გარღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარღვევა შეუძლებელია. მსგავსი სირთულეები იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს, მაგრამ ქართველმა ხალხმა …

„რუსეთის კეთილ ნებაზე დარჩენა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ღალატია“ – ინტერვიუ

„რუსეთი განიხილავს საქართველოს ღია რუსიფიკაციას და დასავლეთთან სტრატეგიული კავშირის ჩაწყვეტას, როგორც მექანიზმს იმისათვის, რომ გადაუჭრას სომხეთს გზა ევროპისკენ და ასევე, დაემუქროს აზერბაიჯანის უნარს, რუსეთისგან დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი ურთიერთობები. ამ შემთხვევაში სომხეთის ევროპეიზაცია სრულიად შეუძლებელი გახდება, ხოლო აზერბაიჯანს ენერგორესურსების გატანა და სატრანსპორტო კომუნიკაცია გარე სამყაროსთან 100 პროცენტით შეიძლება არ შეიზღუდოს, მაგრამ რუსული კონტროლის ქვეშ მოექცევა, შესაბამისად, …

სააკაშვილის საქმეზე „გლობალური ომის პარტიამ“ რატომ ვერ იქონია გავლენა – „ოცნების“ ლოგიკა

ვენეციის კომისიაც გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მოექცაო – ირწმუნება „ოცნება“, როცა ცდილობს, ევროპაში ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დაწუნებული რუსული კანონით აცხოვროს ქვეყანა. ამავდროულად კი, სხვა ევროპული ორგანოს – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „სააკაშვილის საქმეზე“ დარღვევები არ დადგინდა, „ოცნებას“ თავისი პროპაგანდის მესიჯებში შეაქვს. როდის და როგორ მოქმედებს  „გლობალური ომის პარტია“ მმართველი პარტიის ლოგიკით? თუ „გლობალური ომის პარტიას“ …

„ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა“ – უფლებადმცველი ლია მუხაშავრია

„ბუნებაში არის რაღაც, რასაც ვერ შეძლებ, რომ მოერიო, მაგალითად, გრავიტაციას. დაახლოებით ასეთი ძალა ამოქმედდა საქართველოში. ამ ძალას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება და ვერც რუსეთი ვერ მოერევა,“ – ოპტიმისტური განწყობით დაგვხვდა უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის სოფელ შუხუთში, სადაც ის უკვე ბოლო 7 წელია ცხოვრობს და განაგრძობს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. „ჩემი სოფლის, შუხუთის …

ივანიშვილმა ხალხს უთხრა, ვიმოქმედოთ ეშმაკის მსგავსად. ვთქვათ ერთი, ვიფიქროთ სხვა – გოგოლაშვილი

29 აპრილს ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა გზა მოიჭრა დასავლეთთან და – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, ივანიშვილის დაპირება, რომ 2030 წელს საქართველო შევა ევროპაში, სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა და გულუბრყვილო ამომრჩევლის დაცინვა. რა იკვეთება „ქართული ოცნების“ ლიდერის 29 აპრილის განცხადებიდან? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა კახა გოგოლაშვილს. ბატონო …

რაში დასჭირდა „ოცნებას“ რუსული კანონის დაბრუნება – პოლიტოლოგის მოსაზრება

რუსულ „რულეტკას“ ახსენებს „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაბრუნება პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას. მისი აზრით, ხელისუფლებას, რომელსაც ამ დრომდე ავტორიტარული ტენდენციები ჰქონდა, ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაციის მიღწევა სურს. „რასაც ისინი ვერ საზღვრავენ, არის ის, რომ საქართველოში ეს არავის გამოსვლია. საქართველო ვერასდროს გახდება ბელარუსი და რუსეთი,“ – მიიჩნევს  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა: რატომ დასჭირდა …

თუ რეალურად ვაჩვენებთ ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება – ინტერვიუ გიორგი კირთაძესთან

„საზოგადოებას რეალურად უნდა ვაჩვენოთ, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. თუ რეალურად შევთავაზებთ ხელისუფლების ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე, რომელიც დღეიდან უკვე აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. დღეს, 4 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ, ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. რა სტრატეგიით აპირებენ „ნაციონალური …

რამდენად გამოუვა ოპოზიციას „შეკრება“ და რას შეცვლის ეს? – ინტერვიუ

„რაც გადაწყვეტს ამ არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის პრაგმატული სტრატეგია,“ – კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი და ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ამომრჩეველი ბევრად კრიტიკული გახდა და მის პოლიტიკურ დაკვეთას ხშირად პოლიტიკოსები ვერ პასუხობენ. დავით ჯინჭარაძის დაკვირვებით, ბოლო წლებში ამომრჩევლებს შორის ყველაზე ხალხმრავალი და კრიტიკულად განწყობილი ადამიანები – ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ოპოზიცია …

რატომ შექმნა ტარიელ ნაკაიძემ პარტია – მოსახლეობის 25 % უმცირესობაა, ჩვენ ამ სეგმენტზე ვიმუშავებთ

„რეგიონები საქართველოსთვის“ – ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა. „ბათუმელებთან“ ტარიელ ნაკაიძე იმედოვნებს, რომ ახალი პარტია იმ მოწყენილობას აღმოფხვრის, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზეა შექმნილი. პარტია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქტიურად იმუშავებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ხმის წარმოჩენაზე პოლიტიკაში. ბატონო ტარიელ, რატომ მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კიდევ ერთი პარტია …

პროპაგანდის ამოცანაა, აპოლიტიკური გავხდეთ – რისთვის ემზადებიან ახალგაზრდა აქტივისტები

„ჩემს თაობაში პროპაგანდას ცოტა სხვანაირად ამუშავებს ხელისუფლება – ჩვენ შემთხვევაში, ამოცანაა ინერტულობის მიღწევა, რომ ახალგაზრდები რაც შეიძლება გამოთიშონ პოლიტიკური პროცესებიდან,“ – ამბობს ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი. როგორ წარმოუდგენიათ ახალგაზრდულ მოძრაობებში ცვლილებების მიღწევა და გავლენა პროცესზე? – ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებს სხვადასხვა ვერსია აქვთ, თუმცა მათთან გასაუბრების დროს საგრძნობია ტენდენცია: აქტივისტები ხედავენ, როგორ მუშაობს სახელისუფლებო …

საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილი „ოცნებამ“ თანამდებობაზე აირჩია, მან პრეზიდენტი გაამტყუნა

რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა დადო, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. 17 ოქტომბერს პარლამენტი შეიკრიბა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად გოგა კიკილაშვილი აირჩია. გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ არამხოლოდ ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო …

როგორ ახერხებს ივანიშვილი ოპოზიციის დასუსტებას

„ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ მთლიანობაში ნდობა დაიკარგა ყველაფრის მიმართ, დისკრედიტაცია მოხდა მთლიანად პროცესის,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ეკა ბესელია, რომელსაც ვკითხეთ: რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის დასუსტებაში? პოლიტიკური ოპოზიციის წევრები, თუ ივანიშვილის თანაგუნდელები სხვადასხვა მეთოდს ასახელებენ, თუ როგორ მუშაობს ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. პირველ რიგში, მათ ფინანსური მოტივაციების შექმნა ახსენდებათ და დისკრედიტაცია. „ჩვენთან პერსონებზე …

ამ კონფლიქტში რუსეთის სარგებელი იქნება უკრაინის ამბების მეორე პლანზე გადატანა – ინტერვიუ

„პალესტინის შემთხვევაში მონაწილეობს რელიგიური ფაქტორიც. ისლამური სოლიდარობის საკითხი საკმაოდ აქტუალური საკითხია დღეს მთელს მსოფლიოში, კავკასია კი, ამ თვალსაზრისით, არ არის გამონაკლისი,“ – ამბობს აღმოსავლეთმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე. მას ვესაუბრეთ, როგორ შეიძლება საქართველოზე  აისახოს „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე ან რა შეიძლება შეცვალოს ამ კონფლიქტმა რუსეთ-უკრაინის ომში. ბატონო გიორგი, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე ომი …

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ წასვლა

საქართველოს მოქალაქეს ზოგიერთ ქვეყანაში გასამგზავრებლად ესაჭიროება ვიზის მიღება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში შეუძლია გამარტივებული წესით ან უვიზოდ მგზავრობა. ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ [2017 წლის 28 მარტიდან]. ევროკავშირის / შენგენის სივრცეში ცალკეული ქვეყნის შემთხვევაში საჭირო თანხის დღიური ოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვებგვერდზე: გთავაზობთ იმ ქვეყნების …

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 96-მდე გაიზარდა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, ჩამონათვალს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა უკვე დღეიდან [2023 წლის 12 სექტემბრიდან] შეუძლიათ. ამ თემაზე: „სამიზნე მაჩვენებელია დღეში 10-მდე ფრენა ჩინეთში“ — დავითაშვილი აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნების [მათ შორის რუსეთის ფედერაციის] …

რა იქნება „ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი, რა წერია რუსულ „შპარგალკაში“ – ინტერვიუ

„ოცნება“ ამ ტერმინების მოგონებით პირდაპირ იყენებს რუსულ „შპარგალკას“ და ცდილობს, ყველაზე უფრო ფანატიკოსი მომხრეების გამაერთიანებელი ნარატივი შემოიტანოს… „ოცნებას“ არ აქვს უნარი, რამე ახალი მოიფიქროს,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც ვესაუბრეთ „ოცნების“ ახალ გზავნილზე: „ლიბერალური ფაშიზმი“. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ მიერ გააქტიურებული ტერმინები, რასაც პუტინი გუშინ იყენებდა, საქართველოში ვერ იმუშავებს, ამიტომაც, მას უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია …

„იქნება აქციები და პროტესტი“ – ენმ ბათუმის საკრებულოში სხდომებს აღარ დაესწრება

ენმ-ს წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან. ბრიფინგი ბათუმის საკრებულოში დღეს, 16 დეკემბერს გაიმართა, საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყების წინ, სადაც ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. „არ დავესწრებით სხდომებს, სანამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ იქნება დაცული ელემენტარული უფლებები. ნამდვილად არ ვაპირებთ შევუქმნათ „ოცნებას“ დემოკრატიის ფასადი,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ …

რას ამბობენ ენმ-ში დაპირისპირებაზე პარტიის ლიდერები აჭარიდან

ქუჩის აქციების შეწყვეტა ის საკითხია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები საყვედურობენ ნიკა მელიას, ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ „გადამწყვეტი ისევ ქუჩის აქციები იქნება“. 11 დეკემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც გადაწყდება შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების თარიღი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობას აპირებენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. რა ხდება რეგიონულ ორგანიზაციებში, როცა მთავარი …

რა იქნება შემდეგ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება? – 2 აზრი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ამ პარტიას დაშლამდე მიიყვანს? – ეს კითხვა პოლიტიკის ანალიტიკოსებს დავუსვით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადებიან, აქ რამდენიმე ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ „რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო დასუსტდება „ქართული ოცნებაც“, თუმცა ეს არსებითად ვერ შეცვლის ოპოზიციის ფლანგს. პოლიტოლოგ …

რატომ არ სურს „ოცნებას“ პოლარიზაციის დასრულება? – ინტერვიუ

„საკუთარი ამომრჩევლების მეტი მობილიზაციისთვის სჭირდება“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს ვალერი ჩეჩელაშვილი იმაზე, თუ რატომ არ აწყობს „ქართულ ოცნებას“ პოლარიზაციის და რადიკალური ლექსიკონის დათმობა. ვალერი ჩეჩელაშვილს თანამოაზრეებთან ერთად აქვს ხედვა, როგორ შეიძლება დასრულდეს პოლარიზაცია საქართველოში. ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში და ამჯერად საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მმართველობის წევრია. ეს ორგანიზაცია „ჯეოქეისთან“ ერთად ეროვნული თანხმობის პლატფორმას …

რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“

„საჭიროა არა იმდენად „ახალი ძალა“, არამედ ქვეყნის მომავლის ახალი ხედვა, რომელიც არ აქვს არც მთავრობას და არც ოპოზიციურ პარტიებს. ისინი გვთავაზობენ იმ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს, რომლებმაც უკვე არ იმუშავა. საქართველოს მოსახლეობის 60% კი, თავის თავს ვერ აიგივებს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს ნიშნავს, რომ არსებობს დიდი ვაკუუმი და კიდევ უფრო დიდი აცდენა პარტიებსა და ამომრჩევლებს …

„ძალიან ცუდია ეს ჩანაწერი“ – ინტერვიუ ევროსაბჭოს ასამბლეაში სააკაშვილის პოლიტპატიმრად მიჩნევაზე

„კონიუნქტურა იცვლება“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ ვესაუბრეთ. ამ რეზოლუციაში 14 ოქტომბერს ჩაიწერა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი „საქმე უნდა გადაიხედოს“. რას ცვლის ეს ჩანაწერი, როცა ევროპული ინსტიტუცია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობას პოლიტიკურად აფასებს, ანუ უკანონოდ და ამ დროს საქართველო კანდიდატის სტატუსს ითხოვს? …

12-პუნქტიანი გეგმა, აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას? – ინტერვიუ

ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომელიც უნდა შეასრულონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავისი გეგმა, თუ როგორ აპირებს ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესრულებას. პროდასავლურ ოპოზიციას ამ გეგმის არ სჯერა. თუმცა, ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ წარმოუდგენია თავისი მკაფიო სტრატეგია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ სამომავლოდ. „ბათუმელები“ პროდასავლური ოპოზიციის როლზე მიმდინარე …

„ოცნების“ ამოცანაა შფოთვა და სიღარიბე შეინარჩუნოს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ხელისუფლების ამოცანაა, საზოგადოების შფოთვა შეინარჩუნოს, სტრატეგიულად რომ იმოქმედოს“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე, რომელმაც აბუ დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჯერად მაგისტრატურისთვის ემზადება. დავით ჯინჭარაძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარია. 5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული დავით ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კომპლექსებს უნდა მოერიოს და უფრო აქტიური მოქმედება შეძლოს. ფსიქოლოგის აზრით, გადამწყვეტი ახლა ე.წ. შუაში …

„გათავისუფლებამდე დამაკავეს, რომ შემშინებოდა“ – ხელვაჩაურის მერიის ყოფილი თანამშრომელი

„სამსახურიდან გამათავისუფლეს უკანონოდ იმის გამო, რომ აქტიურად და ღიად ვაფიქსირებ ჩემს კრიტიკულ პოზიციებს. ეს არის დევნა,“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე. ის ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს განყოფილება რეორგანიზაციის შედეგად საერთოდ გააუქმეს. გოჩა მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მერიამ კანონი დაარღვია, რადგან კანონით სავალდებულო „მობილობის წესი“ არ …

გამოუვა „ოცნებიდან“ წამოსულ 3 დეპუტატს ის, რაც არ გამოუვიდა „ალტ-ინფოს“? – ინტერვიუ

„ოცნება“ ცდილობს მოსინჯოს, რამდენად წაჰყვება ხალხი ანტიდასავლურ კამპანიას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე – ამ დეპუტატებმა თქვეს, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, თუმცა მმართველ პარტიასთან „ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ ჰქონდათ“. პოლიტოლოგს მოლოდინი აქვს, რომ სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ძირითადად ისაუბრებენ იმაზე, რომ „საქართველოს ომში ჩართვა სურდათ“ და კანდიდატის …

Exit mobile version